Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: შესაძლოა, პრემიერის პოსტზეც რესპუბლიკელი ვიხილოთ

თამარ კიკნაძე: შესაძლოა, პრემიერის პოსტზეც რესპუბლიკელი ვიხილოთ

570

“რატომ მოვიდა ივანიშვილი ხელისუფლებაში?” _ ამ სათაურით დაიბეჭდა გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” (#20. 3-9 ივნისი) ვრცელი მასალა, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, ყველა მათგანი თვლის, რომ ივანიშვილმა ამერიკის დაკვეთა შეასრულა…

 

ყოფილმა პრემიერმა და აწ უკვე მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თხოვნით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ირაკლი ქადაგიძეს ყველაფერი აპატია, ქადაგიძეს, რომელსაც ეროვნული ვალუტის განადგურებაში სდებენ ბრალს ქართველი ეკონომისტები. ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა აზიმ სადიკოვმა ასეთი განმარტება გააკეთა: “საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისადმი ერთგულება. ყოველივე ამან განაპირობა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკური დახმარების პროგრამებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვერ მიიღებს მხედველობაში ინდივიდების მართლმსაჯულებასა და კანონთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან ეს არ არის მისიის მანდატი”.

როგორც ჩანს, სადიკოვმა პირად საუბარშისხვათა შორისსთხოვა ივანიშვილს, ეპატიებინა ქადაგიძისთვის დამოქალაქემაცმყისვე აპატია.

ამმიტევების დღესუსწრებდა ნორლანდისა და ივანიშვილისყავაფართი”, რომელზეც თინა ხიდაშელის გამინისტრებაც ისევსხვათა შორისდაიგეგმა

რამდენიმე დღის წინათ, როგორც იქნა, შეიკრიბაქართული ოცნებაივანიშვილის თანხლებით და საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე ისაუბრეს, თუმცა ის, რაზეც ისაუბრეს, 2020 წლის არჩევნებზე უნდააგვიხდეს”. 2016 წლის არჩევნები კი ძველი კანონმდებლობით ჩატარდება, ამაზე ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხდა: “როგორც ჩვენთვის ცნობილია, უკანასკნელ დღეებში იქნა მიღწეული გარკვეული პროგრესი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, გადაიდგა ნაბიჯი, რომელიც უფრო მეტად უზრუნველყოფს საარჩევნო სისტემის სრულყოფილებას და შემდგომ პროგრესს გამოიწვევს. ამით ასევე იქნება პროპორციული წარმომადგენლობა უზრუნველყოფილი. ჩვენ მივესალმებით პროგრესს, ვაკვირდებით მიმდინარე პროცესს და მივიჩნევთ, რომ საქართველო დგამს ნაბიჯებს დემოკრატიის მეტი სრულყოფისკენ”.

ქვეყნის პირველ მოქალაქეს თავისი სიმშვიდისთვის ბოლო რამდენიმე სვლა აქვს გასაკეთებელიო, _ ამბობენ პოლიტოლოგები და ვარაუდობენ, რომ პრემიერ ღარიბაშვილს ჩაანაცვლებენ რომელიმე რესპუბლიკელით, თუნდაც უსუფაშვილით, ხოლო უსუფაშვილის ადგილი ისევ რომელიმე რესპუბლიკელით შეივსება

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უნდა დავადასტურო, რომ ის პროგნოზები, რომლებიც მქონდა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებასა და უვიზო რეჟიმის მიმართ, გამართლდა. ნათლად ჩანს საგარეო პოლიტიკის აბსოლუტური კრახი. ჩვენ ვერ შევძელით ბოლო 2 წელიწადნახევრის განმავლობაში არათუ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, არამედ უკან დავიხიეთ იმ მიმართულებით, რასაც დასავლეთთან თანამშრომლობა ჰქვია,” _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. სულ ტყუილად წუხსდემოკრატიული მოძრაობისლიდერი, როდესაც საგარეო პოლიტიკის კრახზე საუბრობს, რადგან, როგორც ჩანს, ყველაფერი გათვლილი და განსაზღვრულია.

საქართველოში სიტუაცია მკაცრად კონტროლდება”, _ ამბობს პროფესორი თამარ კიკნაძე, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.

_ ქალბატონო თამარ, ფაქტია, რომ დასავლეთმა, კერძოდ, ამერიკამ სააკაშვილი მოიშორა. რა გახდა ამის მიზეზი _ ის, რომ აქ უკვე ისეთი სერიოზული დასაყრდენი ძალა ჰყავთ, რომ სააკაშვილი საჭირო აღარ არის?

_ ჩემი აზრით, სააკაშვილს კიდევ აქვს ფუნქცია და ეს ფუნქცია მას არა მარტო აშშის გარკევეულმა ძალებმა დააკისრეს, არამედ რუსებმაც. მოგეხსენებათ, ოდესა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია და რუსეთს აკავშირებს დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკასთან. საჰაერო კავშირი კიევიდან რუსებისთვის დახურულია და, საერთოდ, ოდესას რუსები პოტიომკინის დაარსებულ რუსულ ქალაქად აღიქვამენ, ამიტომ აქ სიტუაციის გართულებას უნდა ველოდოთ, შესაბამისად, შედეგიც უკრაინისთვის ძალიან მძიმე იქნება.

_ ივანიშვილმა ამერიკელების უკვე რამდენიმე დავალება შეასრულა: პირველი _ ხიდაშელის გამინისტრება, მეორე _ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის ყველაფრის მიტევება. როგორ ფიქრობთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ჩაანაცვლებენ თუ არა ღარიბაშვილს, მაგალითად, უსუფაშვილით და შემდეგ უკვე უსუფაშვილის ადგილს დაიკავებს თუ არა ისევ რესპუბლიკელი?

_ დღეს გამორიცხული არაფერია. ფაქტია: არ ხდებაქართული ოცნების”, როგორც პარტიის, გაძლიერება _ არც სტრუქტურულად და არც პერსონალიებით. კოალიციის ძირითად ძალად რესპუბლიკელები რჩებიან, რომლებიც დღეს ერთადერთ დასავლური ტიპის პარტიას წარმოადგენენ. არჩევნების შემდეგ იგი სტრუქტურულადაც გაძლიერდა და სწორედ მისი წარმომადგენლები არიან საკვანძო პოსტებზე. ეს ერთადერთი პარტიაა, თუ არ ჩავთვლითნაციონალურ მოძრაობას”, სადაც, დასავლეთის ქვეყნების პარტიების მსგავსად, ხდება თავმჯდომარის როტაცია. მათ აქვთ გამართული წესდება და პროგრამა. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკელები მოსახლეობას მაინცდამაინც არ უყვარს და ივანიშვილის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოხვდებოდნენ. როგორც წინა ინტერვიუებში აღვნიშნავდი, ხელისუფლებაში რესპუბლიკელების მოსვლა კარგად დაგეგმილი ტექნოლოგიების შედეგი იყო, ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამორიცხული არაფერია და შესაძლოა, რესპუბლიკელები უფრო დიდ პოსტებზეც ვიხილოთ, მათ შორის, პრემიერის პოსტზე.

უარყოფითად ვუყურებ იმ მილიტარისტულ რიტორიკას, რომელიც დღეს გაისმის, რადგან ამ რიტორიკამ შეიძლება, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.

_ თუ ეს სცენარი განვითარდა, ივანიშვილი, ყველას წინაშე ვალმოხდილი, ალბათ, მშვიდად დაჯდება სახლში

_ დღეს უკვე გვესმის, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში თავისი ნებით არ მოსულა. ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც მიშას მოშორების უნარი შესწევდა… ხალხი გაწბილებული და იმედგაცრუებული დარჩა იმის გამო, რომ ახალმა ხელისუფლებამ სისტემური ცვლილებები და სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხა; ჩემი აზრით, ქართული საზოგადოების დაკვეთის შესრულება ივანიშვილის შესაძლებლობებს აღემატება.

საქართველოში სიტუაცია მკაცრად კონტროლდება. მას აკონტროლებენ სხვადასხვა გავლენის აგენტებიპოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია, საგანმანათლებლო დაწესებულებები, რელიგიური ჯგუფები. გახსოვთ, ივანიშვილმა რამდენიმეჯერ მკვეთრი განცხადებები გააკეთა არასამთავრობოების მისამართით, რაც სამართლიანად მიმაჩნია, მაგრამ, ალბათ, ისიც გახსოვთ, რა რეაქციაც მოჰყვა ამ ამბავს და ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა.

დღეს თვითონ ივანიშვილის დისკრედიტაციაც მიმდინარეობს, რადგან ამ ეტაპზე აღარ არის საჭირო ავტორიტეტი, რომელსაც პოლიტიკურ მოვლენებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ამიტომ მალე, ალბათ, გამოიკვეთება, რა თამაში დაიწყება, თუმცა შესაძლოა, ყოფილი პრემიერის სურვილიც არის, რომ თუნდაც ფორმალური პასუხისმგებლობა ჩამოიცილოს.

_ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან საუბარი დაიწყო და ამ სისტემის ნაწილობრივ გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ. ოღონდ ეს ყველაფერი 2020 წლისთვის დაიგეგმა. რას ნიშნავს ეს _ 2016 წლის არჩევნებს გააყალბებენ? წელიწადნახევარში ყველაფრის მოსწრება შეიძლებოდა, მაგრამ კანონს არ ცვლიან.

_ გასაგებია, რომ ხელისუფლება შეეცდება, თავისთვის მაქსიმალურად მომგებიანი პირობები შეიქმნას და ერთერთი პირობა სწორედ საარჩევნო კანონია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე ყველა ძალა საარჩევნო კანონის შეცვლასა და დახვეწაზე ლაპარაკობს, მაგრამ შემდეგ ავიწყდება. საერთოდ, ძალიან ბევრი ხარვეზი გვაქვს კონსტიტუციაში, საარჩევნო კანონში და სხვ. ვიდრე კანონები ცალკეულ პიროვნებებს კი არა, ქვეყანას არ მოერგება, არაფერი გამოვა. ამასთანავე, გარდა კანონებისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სულისკვეთებას, რომელიც საზოგადოებაში სუფევს. არსებობს ფორმალური და მორალური ლეგიტიმაცია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიქმნას ისეთი მორალური კლიმატი, რომ გამყალბებელს საზოგადოების რისხვა დაატყდეს თავს და მან ვერ გაბედოს გაყალბება.

ჩვენს კანონმდებლობაში უნდა გასწორდეს კაზუსები. დაუშვებელია, 5 და 165 ათას ამომრჩეველზე ერთი მანდატი იყოს. ალბათ, შერეული სისტემაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ გაყალბების შესაძლებლობა პროპორციულ სისტემაშიც არის. დღემდე არ არის ზუსტი საარჩევნო სიები. ამ სიების დაზუსტება რთული საქმე არ არის, მაგრამ არც ერთ პოლიტიკურ ძალს არ ჰქონდა ამის პოლიტიკური ნება და გამოყოფილმა თანხებმა და კომისიებმა სასურველი შედეგი არ მოიტანეს. ლაპარაკი უნდა იყოს გამართულ კანონმდებლობასა და პატიოსან არჩევნებზე, დაზუსტებულ საარჩევნო სიებზე.

_ რატომ გვეუბნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ივანიშვილიც, რომ სააკაშვილი წარსულის გადმონაშთია და უნდა დავივიწყოთ?

_ ასეთია დასავლეთის დაკვეთა. ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ელიტა გარეშე ძალების ზემოქმედებით ყალიბდება და დღეს საქართველოს ელიტა, როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, მკვეთრად პროდასავლურია, ამიტომ ხშირად ის დასავლეთის ინტერესებს უფრო ატარებს, ვიდრე საქართველოსას. სააკაშვილი გლობალური მოთამაშეა და უკრაინაში მას გარკვეული ამოცანა დააკისრეს, რაც, არა მგონია, უკრაინელი ხალხისთვის სასიკეთო იყოს.

_ უნდა ველოდოთ თუ არა, მომავალშინაციონალებიდანწასულებს ხელისუფლებაში?

_ “ნაციონალებიდანწასულებს ხელისუფლებაში უნდა ველოდოთ. საქართველოში რთული პოლტიკური ლანდშაფტია და ჩვენი ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია სხვადასხვა უცხოური ძალის დასაყრდენი და ინტერესების გამტარებელია. სწორედ ამან მიგვიყვანა ასეთ მძიმე შედეგებამდე. ეს იყო ირონია და დაცინვა, სააკაშვილის ძალას ნაციონალური რომ დაერქვა. მსგავსი ანტიეროვნული ძალა, ალბათ, არ მოიძებნება. ამ ძალამ კარგად გაატარა ანტიქართული პოლიტიკა და, შესაბამისად, კარგად დაფინანსებული და გაპიარებული იყო, ამიტომ მხარდაჭერა დღესაც ექნება. შეეცდებიან, იმ ადამიანების ხელისუფლებაში მოყვანას, რომლებიც შედარებით ნაკლებად დისკრედიტებულნი არიან.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here