Home რუბრიკები პოლიტიკა ინტერნეტს ფეიკალიზაციის ტალღამ გადაუარა

ინტერნეტს ფეიკალიზაციის ტალღამ გადაუარა

705

9 მაისისთვის _ დაწყებამდე და შემდეგაც _ განსაკუთრებით გააქტიურდა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი. “ფეიკების” ბუმი იყო. “ფეიკი” _ სიცრუე, მოგონილი ფაქტი, წაბილწვა და გაბიაბურება ნებისმიერი სიწმინდის, ფაქტის, მოვლენის, რომელიც არა მარტო სლენგში დამკვიდრდა, როგორც ბარბარიზმი, არამედ, როგორც მეთოდი სხვისი ფულით დაკვეთილ მუსიკაზე მოხუნტრუცე, დაქირავებულ და ნასყიდ ე.წ. მესამე სექტორის ერთ ნაწილში.

აი, იმ ერთმა ნაწილმა, პრიმიტიულმა ფუნაგორიებმა, წაბილწვა მოინდომა დიდ სამამულო ომში გამარჯვების შეწირული მეომრების ნათელი ხსოვნის.

9 მაისს გამარჯვების აღლუმის დაწყებამდე მოსკოვში ნახევარმილიონიანმა დემონსტრაციამ ჩაიარა, რომლის მონაწილეებს მიჰქონდათ თავიანთი წინაპრების, მამებისა და ბაბუების, დედებისა და ბებიების, სხვათა და სხვათა სურათები.

“უკვდავი პოლკი” მიაბიჯებდა ფაშიზმზე გამარჯვებული ქვეყნის გულში.

ერთი დღეღამის შემდეგ კი, _ წერს თავის ბლოგში ჟურნალისტი ოლეგ ლურიე, _ სოციალურ ქსელებში დაიწყო ორგანიზებული აქციაუკვდავი პოლკისტალახში ამოსვრისა და გაშავების მიზნით”.

ოპოზიციონერმა ბლოგერებმა არ დააყოვნეს, “განემარტათ”, რომ ხუთასი ათასი კაცი, “უკვდავი პოლკის” მარშის მონაწილეები, იყვნენ სახელმწიფო სამსახურში მყოფი ადამიანები, რომლებსაც დაჰპირდნენ რაღაც შეღავათებს თავიანთ სამსახურებში, რომ ისინი მოსკოვში ავტობუსებით ჩამოიყვანეს.

მაგრამ “დაპოსტილი” ფოტოები და თითქოს ერთმანეთისგან გადაწერილი ტექსტები მამლის, ანუ “ფეიკის” იმ ბოლოებს ჰგავდა, რომლებსაც ტყუილის მთქმელები სააშკარაოზე გამოჰყავს.

როგორ და რით გაიყიდნენ, იცით?

უპირველეს ყოვლისა, თავიანთი პრიმიტიულობით.

ჩვენ ხომ კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილისუტყუარიარგუმენტები, რომლებითაც იგი ამართლებდა რეჟიმის წინააღმდეგ მოწყობილი დემონსტრაციების მონაწილეთა დარბევას: ისინი სამსახურებიდან გაყრილი წვრილწვრილი მოხელეები და მათი ოჯახების წევრები არიანო, და კიდევ _ რუსეთის აგენტებიო. ამის გაუმჯობესებული პლაგიატი გამოიტანეს ამჯერად სოციალურ ქსელებში ადამიანის უფლებებისთვის დამაშვრალებმა.

ავტობუსებით ხალხის ჩამოყვანაც ხომ “ნაცების” ორგგამოცდილების არქივიდანაა. 10 ათასი ავტობუსი დასჭირდებოდა მოსკოვში ნახევარი მილიონი დემონსტრანტის ჩამოყვანას.

ტყუილი თუ არის, ანუ “ფეიკი”, ასეთი უნდა იყოს!

ახლა “მამხილებელ ფოტოებსაც” მივხედოთ, რომლებიც ნაჩქარეობის დამღადასმულია. აშკარად.

წარმოგიდგენთ #1 და #2 “ფეიკებს”.

ოლეგ ლურიე გვიხსნის, როგორ ემზადებოდნენფეიკებისამ გამოფენისთვის. “რამდენიმე საათის განმავლობაში ამზადებდნენ ფანერის ჩარჩოებს, რომლებზეც ამაგრებენ პრინტერზე გამრავლებულ ფოტოსურათებს, ერთმანეთის მსგავს ლოგოტიპებს. პროვოკაციის ორგანიზატორებს თავი არ შეუწუხებიათ (ეგებ, დროც არ ჰქონდათ) გვარებისა და სახელების შერჩევით, _ დამაჯერებელი რომ ყოფილიყო ასე თუ ისე. არავითარი ფანტაზია! შემოიფარგლენ ივანოვით, ბირიუკოვით და (ყურადღება!) ყარაულოვით (იხ. ფოტო #2).

შემდეგ მოძებნეს მიყრუებული ქუჩა და რამდენიმე წუთით ხელოვნების საკუთარ ნიმუშებს სხვადასხვა რაკურსით გადაუღეს რამდენიმე კადრი და ნაყალბევი ფოტოები მზადაა.

ისე უნიჭოდ გააკეთეს ეს ყველაფერი, რომ ხელისგამცლელებისთვის არც უთქვამთ, რომ “ინფორმაცია” ქსელებში სხვადასხვა დროს და განსხვავებული ტექსტებით უნდა დაედოთ: ეს ფოტოსურათები პრაქტიკულად ერთსა და იმავე დროს, ერთი და იმავე განმარტებებით გამოქვეყნდა.

ფეიკი” #3 კიდევ უფრო პრიმიტიულ ტექნოლოგიას მარტივად განგვიმარტავს ოლეგ ლურიე: “რამდენიმე ადამიანი 2-3 საათის განმავლობაში შეაგროვებს დიდი რაოდენობით ლენტებს და ერთ ადგილზე მიაქვს. მოძებნიან ნაგვის ნებისმიერ ყუთს, რომლებიც მოსკოვის ყველა ეზოში დგას, ჩაყრიან ყუთში და იქვე მიმოაბნევენ. ორი სამი ფოტო, და საქმეც გაკეთებულია!”

ამასთანავე, არც ერთ გამოქვეყნებულ ფოტოს არ აწერია, სადაა გადაღებული.

ნაყალბევია და იმიტომ.

და კიდევ იმიტომ, ეს კი მთავარია, რომ ყველაფერზე ხარ წამსვლელი, ფულს როცა გიხდიან.

რა მორალი, რა სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიისთვის ბრძოლა, თუნდაც პარტიული ინტერესები!

დემოკრატია აშშ-დან მოდის, დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ფონდის მიერ დაფინანსებული და წარმართული.

ახალი არაფერია: ეს ფონდიც ცნობილია და მისი ხელგაშლილობაც არ არის დაფარული.

წლეულს მსოფლიო დემოკრატიის სადარაჯოზე მდგარმა ამ სახელმწიფო ორგანიზაციამ 9.300.000 აშშ დოლარი გამოყო არაკომერციული, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რომელიც შარშანდელ მოწყალებას მილიონ სამასი ათასით აჭარბებს.

პოლ კრეიგ რობერტსი, აშშ ფინანსთა ყოფილი მინისტრის თანაშემწე ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში ამბობს, რომ სწორედ ეს ფონდი იდგა კიევის მაიდნის უკან _ არ იშურებდა სახსრებს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის წარმატებით დასაგვირგვინებლად.

გულახდილია დიდმოხელე და სიმართლეს ამბობს: დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალურ ფონდს დემოკრატიის განვითარება კი არ აინტერესებს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არასასურველი მთავრობების დამხობა, დესტაბილიზაციის მიზნით სუვერენულ სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩარევა.

ფული ასე ნაწილდება: “240 ათასი დოლარი კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად; 530 ათასი _ საზოგადოების გამჭვირვალობის განსავითარებლად; 400 ათასი დოლარი _ ადამიანის უფლებათა თემებზე შეხვედრების მოსაწყობად”.

გაზეთმა “იზვესტიამ” ამას წინათ გამოაქვეყნა 12 ორგანიზაციის სია, რომლებიც ამერიკულ გრანტებს იღებენ. მათ შორისაა არხანგელსკის საზოგადოებრივი ორგანიზაცია სახელწოდებით “ლესბოსელებისა და ბისექსუალების ფსიქოლოგიური დახმარება”.

ფსიქოლოგიური დახმარება ამერიკის ფულით!

თანხები სხვა ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებში საკმაოდ რთული სქემით გადაირიცხება.

თავდაპირველად თანხაიუსაიდში” _ საერთაშორისო განვითარების აშშის სახელმწიფო სააგენტოში იგზავნება; იქიდან _ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნულ ფონდში (NED); აქედან ოთხ სტრუქტურაში: ამერიკის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრში (ACILS), ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDS), კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრში (CSPE) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში.

ამის შემდეგ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჯდება.

მიდი და სდიე!

ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა გაასაიდუმლონ სახელმწიფო დაფინანსების პირველადი წყარო. ზემოთ ჩამოთვლილი ცენტრები კერძო სტრუქტურებია, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებთან საერთო არაფერი აქვთ.

ესეც, თავისთავად, ერთი დიდი “ფეიკია”, ანუ მასშტაბური სიცრუე, რომელიც პატარა ტყუილამდეც ვერ ქაჩავს.

კერძო ორგანიზაციები სად და რისთვის ხარჯავს “თავის” ფულს, არავის ეკითხება. მოწყალების გაცემა ყველა დროსა და ეპოქაში, ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ წყობილებაში ღვთისნიერ საქმედ ითვლებოდა.

რუსეთში აშშ-ის ელჩი, ბატონი ტეფტი კი, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ საქართველოში ელჩად ყოფნის პერიოდიდან, დაუღალავად მოგზაურობს რუსეთის რეგიონებში, ხვდება არასამთავრობოებს და ეკატერინბურგში ყოფნისას განაცხადა:

_ მე ვარ პროფესიონალი დიპლომატი და ვახორციელებ ამერიკის ადმინისტრაციისა და ხალხის პოლიტიკურ მიზნებს.

რატომ ვერ ისვენებს ბატონი ელჩი? როგორც საქმეში გარკვეული ექსპერტები წერენ, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია, ანგარიში ჩააბაროს დამფინანსებელს _ სად და რისთვის დახარჯა შემოწირულობა, და ბატონი ელჩიც ამოწმებს _ ქარს ხომ არ გაატანეს ქარის მოტანილი?

ვინ იტყვის, რამდენად “ფეიკშემცველია” ტეფტისთვის ჩაბარებული ანგარიშები?

“ფეიკი” ყოველთვის ბატიფეხური პრიმიტივიზმია.

მაგრამ, როცა ისეთი მაღალპროფესიული მედიაგიგანტი, როგორიც BBCია, თვალს დახუჭავს და გზას მისცემს ვინმე ნატალია ანთელავას .. რეპორტაჟს, ბითურდება ამ კორპორაციის ობიექტურობაც და დღევანდელი ჟურნალისტიკაც საერთოდ.

კვინტესენცია ამ ბატიფეხურის სათაურშია გამოტანილი: “სკოლებში მართლმადიდებლობა ევროპულ გზას საფრთხეს უქმნის”.

არგუმენტი?

ინებეთ:

“მართლმადიდებლური ეკლესია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი იდეოლოგიური ვაკუუმის შევსებას ცდილობს და რელიგიური რადიკალიზაცია მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური რეფორმების საპასუხოდ დაიწყო”.

მიშას გულზე დაბნეული ღიღილო ისე მონდომებულია ქვეყანას თავსლაფი დაასხას, რომ BBCში გაგზავნილი შედევრის ყოველ მეორე წინადადებაში თითოფეიკითგვახალისებს.

“…საქართველოში ახალგაზრდები ყველაზე რელიგიური და აგრესიული არიან. ეკლესიის კონსერვატიული კურსი ქვეყნის ლიბერალურ, პროდასავლურ კურსს ეწინააღმდეგება და სკოლები იდეოლოგიური ბრძოლების მინდვრები ხდება”.

“მინდვრების” ქართულში გენაცვალე, მთარგმნელო!

შეკითხვა: რით ასაბუთებს, რომელი ანალიზის მოშველიებით “ბრძოლების მინდვრების” არსებობას ავტორი?

პასუხი: ასაბუთებს 14 წლის თბილისელი გიორგის ისტორიით… “რომელიც კლასელებმა იმის გამო სცემეს, რომ ათეისტი იყო”.

ესეც მორიგი “ფეიკი”, რადგან ასეთი ისტორიების მოგონება ძნელი არ არის. მაგრამ სად, რომელი ქალაქის, რომელი სკოლის, რომელ კლასში მოხდა ეს სამარცხვინო ფაქტი, ამაზე დუმს ავტორიც და ისტორიაც.

ან რა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით აცხადებს ქალბატონი ანთელავა, რომ “რელიგიური უმცირესობები სკოლებში ზეწმოქმედებას განიცდიან, განსაკუთრებით, მუსლიმები და იეღოვას მოწმეები”?

ყროლი დგას ფეიკების.…

ხოლო წინადადება _ “საქართველოშირუსეთიდან ჩამოსული სამღვდელოება ყოველწლიურად რელიგიურ ბანაკებს აწყობს, რომლებშიც ანტიდასავლური პროპაგანდა მიმდინარეობს”, _ ისეთი ტყუილია, რომლისაც, ალბათ, ანთელავასაც არ სჯერა.

დასასრულ: “…ხომ არ ზრდის მართლმადიდებლური ეკლესია რელიგიურ კონსერვატორებს, რომელთა სოფლმხედველობა (ასეა დედანში!) ვლადიმერ პუტინის რუსეთს ემთხვევა?”

როგორ ემთხვევა მსოფლმხედველობა ქვეყანას, რბილად რომ ვთქვათ, ძნელი წარმოსადგენია.

ზბიგნევ ბჟეზინსკის მიაწერენ დებულებას, რომ “საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკის მთავარი მტერი მართლმადიდებლობა გახდა”.

ირწმუნებიან, მსგავსი არაფერი უთქვამსო, მოგონილია და ტყუილიო. დავიჯეროთ, რომ ასეა, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ანთელავას ეს “ცალკეული” რეპორტაჟი ბზეჟინსკის დებულების ფარვატერს მიჰყვება?

P.S. იყო დრო, როცა გარდაბნელი თუ მარნეულელი მებოსტნეები მწვანილის უხვი მოსავლის მოწევის მიზნით ასენიზატორებს თბილისის ფეკალიების კოლექტორებიდან ამოტუმბული სიბინძურეებით სავსე მანქანის თავიანთ ნაკვეთში ჩამოცლისთვის ფულს უხდიდნენ.

ორგანულ სასუქად გადიოდა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here