Home რუბრიკები საზოგადოება ემირ კუსტურიცა: CNN-ი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ აშშ-ის თვითმფრინავებიდან ბომბები კი არა, ანგელოზები...

ემირ კუსტურიცა: CNN-ი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ აშშ-ის თვითმფრინავებიდან ბომბები კი არა, ანგელოზები ცვივა

559

ტელეარხი Russia Today, რაკეტებთან და სხვა ინოვაციებთან ერთად, რუსეთის შეიარაღების არსენალში შედის და ეს ძალიან არ მოსწონს ამერიკის შეერთებულ შტატებს, _ მიაჩნია სახელგანთქმულ სერბ კინორეჟისორ ემირ კუსტურიცას.

მესამე მსოფლიო ომი დაიწყება მაშინ, როდესაც აშშ, ბოლოს და ბოლოს, დაიღლება ტელეარხ RTსგან და მის დაბომბვას გადაწყვეტს, საპასუხოდ კი რუსეთი CNN- გაანადგურებს.

ტელეარხი RT შეიძლება რუსეთის არსენალში ჩაითვალოს რაკეტებთან ერთად, რადგან მისი პროგრამები გადაიცემა ინგლისურ ენაზე და მათ 700 მლნ ადამიანი უყურებს მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში. ამით ის ამსხვრევს ჰოლივუდისა და CNN-ის მიერ შექმნილ სტერეოტიპებს კარგ და ცუდ ბიჭებზე. კერი (აშშ-ის სახელმწიფო მდივანი _ რედ.) და კონგრესმენები შეშფოთებულები არიან RT-ს მიერ გაგზავნილი სიგნალებით, რომ აშშ-ს მსოფლიო ქაოსისკენ მიჰყავს, რომ “კოკა-კოლა” იდეალური სარეცხი საშუალებაა ავტომობილებისთვის და არა _ ადამიანის კუჭისთვის, და რომ უკრაინის კრიზისში შეიძლება იპოვოთ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თითების ანაბეჭდები… ამასთანავე, CNN ცდილობს, დაამტკიცოს, რომ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებიდან ბომბები კი არა, ანგელოზები ცვივა!” _ ციტირებს გამოცემა Sputmik-ი ემირ კუსტურიცას.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here