Home რუბრიკები პოლიტიკა ვასილ ჭიჭინაძე: დღეს საქართველო ამერიკის ყველაზე უუფლებო, უუნარო შტატია!

ვასილ ჭიჭინაძე: დღეს საქართველო ამერიკის ყველაზე უუფლებო, უუნარო შტატია!

664

პრემიერმა ღარიბაშვილმა 2 მაისს, არასამუშაო დღის ბოლოს, თავისი გადაწყვეტილებით ხალხი გააოცა _ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი, რომელმაც თავის დროზე განაცხადა: “ვიცი, რა მსურს, რადგან აფხაზეთი ჩემი პრობლემა არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც პრეზიდენტს გამოუთქვამს მოსაზრება და არც პარლამეტს მოუწონებია ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი უკვე განკარგულებებს იძლევა. ხელისუფლებაში ბევრი საკვანძო თანამდებობა უკვე რესპუბლიკელების ხელშია, რაც ნამდვილად აშფოთებს ქართველ საზოგადოებას. სოციალურ ქსელში წერენ _ არ დავუშვათ ხიდაშელის გამინისტრება, ქუჩაში გამოვიდეთო, მაგრამ, როგორც წესი, ხალხს არავინ უსმენს.

პოლიტოლოგებისთვის რესპუბლიკელების დაწინაურება გასაკვირი არ ყოფილა. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა თანამდებობა დატოვა, ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა:

ივანიშვილი, როგორც ჩანს, ტოვებს თავის პოსტს. ეს სხვადასხვანაირად შეიძლება შეფასდეს, მათ შორის, ძალიან ნეგატიურადაც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მან უდიდესი ეროვნული საქმე გააკეთა _ ხელისუფლებას მოაშორა და მარგინალად აქცია სამარცხვინონაციონალური მოძრაობა”. ივანიშვილის გარდა, ამ საქმეში ამერიკელები მხარს არავის დაუჭერდნენ. პარალელურად მან, რა თქმა უნდა, შეასრულა ამერიკელების დავალება _ ითამაშა ლოკომოტივის როლი და ხელისუფლებაში მოიყვანა ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოსვლის არანაირი შანსი არ ჰქონდათ”.

ნიშნავს თუ არა ხელისუფლებაში რესპუბლიკელების პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებანაციონალებისდაბრუნებას? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე დიპლომატ ვასილ ჭიჭინაძეს ვესაუბრეთ.

_ ბატონო ვასილ, თუ ელოდით ასეთ სამთავრობო ცვლილებებს?

_ ხიდაშელის გამინისტრებას _ არა, მაგრამ რესპუბლიკელებზე ფსონის დადებას ნამდვილად ველოდი. “ნაციონალების” “გათეთრება” “გაპატიოსნება” ძნელი საქმეა, ირაკლი ალასანიას სერიოზული პრობლემები გაუჩნდა ხელისუფლებასთან, ამიტომ საქართველოში ამერიკელების ერთადერთ დასაყრდენ ძალად რესპუბლიკელები დარჩნენ.

არავის სჯერა და არც არავინ აღარჭამსიმას, რომ ამერიკის ელჩი ბიძინა ივანიშვილთან ყავის დასალევად მივიდა, თანაც_ საღამოს საათებში

ამერიკელები საქართველოში ჩადებულ მილიარდობით დოლარს ასე ადვილად არ დათმობენ, ქარს არ გაატანენ, ამიტომ გამუდმებული ზემოქმედება ხდება ხელისუფლებაზე და ივანიშვილსაც სხვა გზა არ ჰქონდა. სხვაგან გაქცევის უფლებას ამერიკა საქართველოს არასოდეს მისცემს, ერთადერთი გზა, რომელიც მათ დარჩათ საქართველოს შესანარჩუნებლად, რესპუბლიკელების ხელისუფლებაში მოყვანაა. საღამოს პრემიერმინისტრი აცხადებს, ორი მინისტრია შესაცვლელიო და მეორე დილით სიზმარი ხომ არ ნახა, მესამე მინისტრად თინა ხიდაშელის კანდიდატურა რომ დაასახელა? ღარიბაშვილს დავალება მისცეს და მანაც შეასრულა.

_ ბატონო ვასილ, 2012 წლის ოქტომბერში, ივანიშვილი ხელისუფლების სათავეში რომ მოვიდა, მაშინ თუ იფიქრებდით ქვეყანაში ასეთი ვითარების დადგომას?

_ ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლით ძირეული ცვლილებები რომ არ მოხდებოდა, ვიცოდი, მაგრამ ასეთ ვითარებას არ ველოდი; ვერც რესპუბლიკელების აღზევებას ვიფიქრებდი და ვერც იმას, რომ მინისტრების დამტკიცებას არც პრეზიდენტის ხელმოწერა დასჭირდებოდა და არც პარლამენტის თანხმობა. თუ საჭირო არაფერია, მაშინ რატომ ვინახავთ ან პრეზიდენტის აპარატს, ან ამდენ პარლამენტარს?!

ორწელიწადნახევრის თავზე აღარაფერი მიკვირს. ახალმა ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა ფხა და შესაძლებელია, ნებაც არ ჰქონდათ, რაიმე შეეცვალათ. დღეს საქართველო ამერიკის ყველაზე უუფლებო, უუნარო შტატია. გადაწყვეტილების მიღების უფლება არ გვაქვს, ამერიკელების ნებართვის გარეშე ნაბიჯის გადადგმა არ შეგვიძლიათინა ხიდაშელი კი გვარწმუნებს, ამერიკა დემოკრატიული ქვეყნაა და ისე არ ხდება, როგორც გგონიათ, რომ ჩვენს საქმეებში ერევაო, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ზუსტად ასე ხდება: ამერიკა იქ, სადაც საჭიროა, ისე მოქმედებს, როგორც სურს. მიუხედავად იმისა, რომ გაერო არ ეთანხმებოდა, იუგოსლავიაში ამერიკამ საშინელება ჩაიდინა

პროცესების დაჩქარება ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩამოსვლამ გამოიწვია. ყველამ ვიცით, რომ ბელარუსის პრეზიდენტი სასეირნოდ არ ჩამოსულა და მართლა ბრესტსა და ბათუმს შორის ხელშეკრულების გაფორმებაზე არ ოცნებობდალუკაშენკო გავაცილეთ და უცბად, რამდენიმე მინისტრმა ერთდროულად გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება, რასაც თინა ხიდაშელის გამინისტრება მოჰყვა. ამერიკამ ჩვენზე კარგად იცის, რა უნდოდა ბელარუსსსხვა ლოგიკა არ არსებობს, ასეთი დამთხვევები არ ხდება.

_ თქვით, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ფხა ვერ გამოიჩინა და სახელმწიფოს ინტერესების გატარება ვერ შეძლო. არადა, ქართველმა ხალხმა ივანიშვილს მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ მილიარდერი ლიდერი ამერიკელთა ფულს არ დახარბდებოდა, თითს ვერავინ დაუქნევდა და ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯების გადადგმას შეძლებდა. რატომ ვერ გამოიჩინა პრინციპულობა ივანიშვილმა?

_ ივანიშვილი ამერიკის ფულს არ დახარბდა, მაგრამ რაც აქვს, იმას უფრთხილდება. ამერიკელებმა რომ მოინდომონ, ბიძინას ერთ საათშიბომჟადაქცევენ.

_ “ნაციონალებიამბობენ, რომ ივანიშვილს ფული რუსეთში აქვს

_ არა, რა რუსეთში, იქ რაც ჰქონდა, ყველაფერი გაყიდა. ივანიშვილს ძირითადი ფული საზღვარგარეთ აქვს, საქართველოში ნამდვილად არ ინახავს, რუსეთში რომ ჰქონდეს შენახული, მაინც უცხოელების კონტროლქვეშ იქნებოდა, რადგან თუ ევრო აქვს, ევროპელებიგააბომჟებენ”, თუ დოლარი _ ამერიკელები.

ივანიშვილის ლაპარაკს თუ უსმენთ, მიხვდებით, რომ არაადეკვატურია მიმდინარე პროცესების მიმართ. ამბობს, არაფერი ხდება და სიტუაციას ვიღაც ხელოვნურად ძაბავსო. გვესაუბრება ფსიქოლოგიაზე, ფროიდსა და კანტზე… შესაძლოა, ეს ყველაფერი მართლაც წაკითხული აქვს, მაგრამ ასოების ცოდნა ხომ არ არის მთავარი?! რასაც კითხულობ, უნდა გაიგო კიდეც. თუ ივანიშვილმა ფსიქოლოგია კარგად იცის, ისიც უნდა იცოდეს, ადამიანს რომ შეურაცხყოფს, ამით მის ნდობასა და პატივიცემას კარგავს. ბოდიში რომ მოეხადა, ქართველი აპატიებდა, მაგრამ ბიძინა ხალხს ეუბნება, კარგად ცხოვრობთ, მაგრამ ისეთი იდიოტები ხართ, ვერ გრძნობთო. ეს ყველაფერი ხომ იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ვიღაცის ან რაღაცის ზეგავლენის ქვეშ არის

_ რას ნიშნავს თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა, რას უნდა ველოდოთ?

_ თინა ხიდაშელი ქალია და მასზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მისგან რას ელოდებით, რა უნდა ქნას? რასაც ზემოდან ბატონები უკარნახებენ, ისე მოიქცევა. თინა ამერიკელების მითითებებს დაელოდება და კარგი შემსრულებელიც იქნება. თუ სხვა მინისტრი რაღაც ფორმით პროცესების გაჭიანურებას შეეცდებოდა, ხიდაშელი ამას უსწრაფესად და ენერგიულად გააკეთებს.

ძალიან მალე ამერიკაში არჩევნები უნდა ჩატარდეს, სავარაუდოდ, იქ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ჰოდა, გზაც მოასუფთავეს _ საქართველოშიც ხელისუფლებაში რესპუბლიკელები მოვლენ.

_ სოციალურ ქსელში ბევრი წერს, რომ ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობამ, შესაძლოა, კვლავ ომში ჩაგვაბას და პროვოკაციის მსხვერპლნი გავხდეთ, როგორც 2008 წელს

_ მეტი რა პროვოკაცია გინდათ? ნატოს საწვრთნელი ცენტრი უკვე პროვოკაციაა. ვფიქრობ, ლუკაშენკოს ჩამოსვლა სწორედ საწვრთნელი ცენტრების განთავსებას უკავშირდებოდა. საქართველო ომის საფრთხის წინაშე ყოველთვის დგას და იდგება იქამდე, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არ მიხვდება, რომ რუსეთს უნდა დაელაპარაკოს, ვიდრე არ მიხვდება, რომ რუსეთის დანგრევა ჩვენ ხელს არ გვაძლევს, და პირველი ვიქნებით, ვინც ნანგრევებში მოყვება.

ქართველი მეფეები გადაცმულები გადიოდნენ ხალხში და სიმართლის მოსმენას ცდილობდნენ. ვურჩევ ბიძინას, გავიდეს ხალხში და გაიგოს ყველაფერი თავისი ყურით, საკუთარი თვალით ნახოს, რა დღეშია მოსახლეობა. ჟურნალისტებს ეჩხუბება, ოპოზიციის არ ჯერა, ექსპერტებს კომპეტენციას უწუნებს, მაშინ თვითონ შეიტყოს სიმართლე.

_ ბატონო ვასილ, ამერიკა კი ცდილობს, რესპუბლიკელები ხელისუფლებაში მოიყვანოს, მაგრამ ხალხი ხმას მისცემს? ხომ არ მოხდება ისე, ოღონდ რესპუბლიკელები არ მოვიდნენ ხელისუფლებაშიო და ისევნაციონალებსდაუჭირონ მხარი ან სულაც, მოსალოდნელი ხომ არ არის რესპუბლიკელებისა დანაციონალებისგაერთიანება?

_ რესპუბლიკელები მართლა არ უყვარს ხალხს და არც არასოდეს მიუციათ ხმა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მათი ლიდერები ძალიან ჭკვიანები არიან. ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდნენ ხელისუფლებაში. რესპუბლიკელების ლიდერებს ჰყოფნით ჭკუა, რომ არჩევნებში მარტო არ მიიღონ მონაწილეობა. ხომ ხედავთ, სულ იმეორებენ _ თუ კოალიცია დაიშლება, ბოლო ვიქნებით, ვინცოცნებასდატოვებსო. დღეს რაც ხდება, მათ აძლევთ ხელს. შეეცდებიან, არჩევნებში ასპარეზზე გამოიყვანონ უცნობი, არაოდიოზური ფიგურები, მათ შორის, “ნაციონალებიც” და ასე შეძლონ ხელისუფლების სათავეში მოსვლა.

თუ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვალა და ვიღაცის დიდი ფული არ დაუპირისპირდა ივანიშვილის ფულს, მაშინ პროცესები სწორედ ისე წავა, როგორც ახლა ვთქვით.

გვინდა თუ არა, “ნაციონალებისრაღაც ნაწილს მოაბრუნებენ. ამერიკელებსდემოკრატიის შუქურის ჩაქრობახელს არ აძლევთ. ნელნელა ჯერნაციონალებიმობრუნდებიან და მერე მიშაც ჩამოვა.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here