Home რუბრიკები პოლიტიკა იმედგაცრუებული ივანიშვილის თითზე კბენანი

იმედგაცრუებული ივანიშვილის თითზე კბენანი

660

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო გადაცემა “კვირის 2030”-ში “თავისუფალი დემოკრატები” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს შეადარა და გამაოგნებელი შეფასებები გააკეთა:

ივნისში თუ ივლისში შევიდა პროკურატურა თავდაცვის სამინისტროში, სექტემბერში კი აცხადებს ალასანია, რომ დაინიშნება ყრილობა და ორისამი თვით ადრე აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრი ბრუნდება პარტიის თავმჯდომარედ. ძალიან უხეში სვლაა პოლიტიკურადალასანიამაც გაიმეორა იგივე, რასაც ამბობენ გიგა ბოკერია დანაციონალური მოძრაობისწევრები, რომ მე ქვეყნის მთავარი პრობლემა ვარ, მის ამ განცხადებას კი ჩემი გუნდიდან არავინ გამოეხმაურა, რამაც გამაოცა”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერისა და ახლა უკვე პირველი მოქალაქის ეს განცხადება იმიტომ არის გამაოგნებელი, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე ბევრი უკიჟინებდა, გუნდის წევრები კარგად შეერჩია დანაცმოძრაობასთანთანამშრომლობაში შემჩნეული პარტიები და პოლიტიკოსები გვერდით არ დაეყენებინა, მაგრამ მან არავის მოუსმინა და ქართველ ხალხს თავზე ურეიტინგო და უავტორიტეტო რესპუბლიკელები და “თავისუფალი დემოკრატები” დაასვა, რომლებიც, მათ მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, არა ქართველი ხალხის, არამედ დასავლეთის, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების, ინტერესების დაცვას ემსახურებიან. ამ ადამიანების ხელისუფლების სათავეში მოყვანას მოჰყვა ყბადაღებული კოაბიტაციანაციონალურ მოძრაობასთან”, ანუ, ხალხისთვის დაპირებული სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, ნაცდამნაშავეებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიების მიცემა, პრეზიდენტის პოსტზეპლასტელინამარგველაშვილის დანიშვნა, რომელიც სააკაშვილის მიერ აშენებული სასახლიდან არაფრის დიდებით არ გამოდის, ალასანიასა და მისი თანაგუნდელების ანტიოცნებისტური განცხადებები და დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრების მუქარები _ ხელისუფლებაში მალე დავბრუნდებით და სეირს მერე გაჩვენებთოდღეს კი ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ ქართველი ხალხის მზარდი უკმაყოფილება და ყოფილი და მოქმედი პრემიერების წუწუნი მივიღეთ: ივანიშვილი იმაზე წუწუნებს, როცა გამლანძღეს (თანაც ივანიშვილის მიერ თავდაცვის მინიტრად დანიშნულმა ალასანიამ), ჩემი გუნდიდან მხარი არავინ დამიჭირაო. ღარიბაშვილი კი რაჭაში ყოფნისას საბოტაჟზე ალაპარაკდა… კი მაგრამ, ვისი ბრალია, როცა შენ მიერვე შერჩეული გუნდის წევრები მხარს არ გიჭერენ ან მთავრობის მეთაური რა საბოტაჟზე ლაპარაკობს? თუ იცის, რომ ქვეყანაში საბოტაჟს აწყობენ, რატომ არ აღკვეთს, რატომ არ აპატიმრებს დამნაშავეებს?..

 აი, რას ამბობდა ამ საკითხზე 2013 წელს, ანუ 2 წლის წინათ ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია:

საქართველო ჩინეთი არაა და არც ივანიშვილია დენ სიაოპინი. ბიჭები, რომლებსაც იგი დაუტოვებს ძალაუფლებას, ორიოდე თვეში დაივიწყებენ მის არსებობას. ჩაიგდებენ თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტს ხელში, მათ აღარ დასჭირდებათ მისი სუბსიდიები. მას საჭიროების შემთხვევაში მოუწევს, მიმართოს ამერიკის ელჩს, რათა მისი მეშვეობით მოახდინოს გავლენა გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად, მაგრამ ელჩსაც ეს ყველაფერი მალე მობეზრდება (“საქართველო და მსოფლიო”, #31, 2013 წლის 21 აგვისტო-4 სექტემბერი).

ზემოხსენებულ გადაცემაში ყოფილმა პრემიერმა კიდევ ერთი აღიარებით გააკვირვა საზოგადოება, რომელსაც დღემდე ეგონა, რომ ერთ-ერთი ოდიოზური და უუნარო მინისტრი მაია ფანჯიკიძე ივანიშვილმა ალასანიას დაჟინებული თხოვნითა და აშშ-ის ელჩის მხარდაჭერით დანიშნა… აი, რა გვაუწყა ივანიშვილმა:

საქართველოში ნათესაობას პატივს ვცემთ და ვიცით, რას ნიშნავს სიძე და ცოლისდა და .. მაგრამ ამით მან დაუშვა უხეში შეცდომა. ასეთ დროს უნდა გამოსულიყო და უნდა ეთქვა: მე ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მე მოვედიქართული ოცნებიდან”. მაია არანაკლებს შრომობდა სხვებზე და მას ჰქონდა თავისი საკუთარი დამსახურება და ის არ მოსულა ალასანიას ხათრითმე პირადად დავიფიცებ, რომ არავითარი ალასანიასთან კავშირის სანაცვლოდ არ დანიშნულა. იგი ამ თანამდებობაზე ჩემი დასახელებული იყო, მას ჰქონდა თავისი წვლილი შეტანილი. მაგრამ, როდესაც გამოდის და გახდა სხვა პარტიის წევრი, ამით მან გააფორმა ნეპოტიზმი. მე პირადად ძალიან დიდი იმედგაცრუება მივიღე”.

ნაცვლად იმისა, რომ დაემალა თავისი წვლილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მაია ფანჯიკიძის დანიშვნაში, რომლის მიმართაც სრულიად საქართველო (ოჯახის წევრებისა და ახლობლების გამოკლებით), რბილად რომ ვთქვათ, დადებითად არ არის განწყობილი, იფიცებს, ფანჯიკიძისა და ალასანიას ნათესაური კავშირი არაფერ შუაშია, ფანჯიკიძის დანიშვნა ჩემი გადაწყვეტილება იყოო…

აქ უპრიანი იქნება კიდევ ერთი ამონარიდის მოყვანა ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუდან, რომელიც მან 2 წლის წინათ მისცა გაზეთსაქართველო და მსოფლიოს(# 20. 2013 წლის 5-11 ივნისი):

საგარეო საქმეთა მინისტრი არც ერთი პარამეტრით არ შეესაბამება სადღეისოდ ესოდენ მნიშვნელოვან თანამდებობას. გავიგე, როგორ განაცხადა მან, რომ მისთვის სტალინი და ჰიტლერი ერთნაირი ბოროტებაა. ასეთმა უვიცობამ, ასეთმა ცინიზმმა, აზროვნების ასეთმა დაბალმა დონემ, უბრალოდ, გამაოგნა! მან არამხოლოდ ისტორიისა და ადამიანური მორალის საკითხებში სრული უმეცრება გამოავლინა, არამედ საკუთარ ხალხს, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ყველაზე დამსახურებულ თაობას _ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს შეურაცხყოფა მიაყენა. ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი თავხედური განცხადების შემდეგ მინისტრი თავის პოსტზე აღარ დარჩებოდა. მისი ადგილი არა მთავრობაში, არამედ იმ მაიმუნებს შორისაა, რომლებიც გორში სტალინის დაცემული ძეგლის ფონზე პოზირებდნენ…”

აი, ასე: ჯერ კიდევ 2 წლის წინათ ითქვა იმ მოვლენებზე, რომლებიც აუცილებლად მოხდებოდა, თუ ბიძინა ივანიშვილი და მისი “ქართული ოცნება” ხალხის აზრს არ გაითვალისწინებდა და უცხოელთა დაკრულზე იცეკვებდა.

ახლა კი, ალბათ, გვიანია თითზე კბენანი…

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here