Home რუბრიკები პოლიტიკა ნგრევა და ხოცვა-ჟლეტა დემოკრატიის სახელით

ნგრევა და ხოცვა-ჟლეტა დემოკრატიის სახელით

897

“ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების” საბაბითა და დემოკრატიის სახელით აშშ-სა და მის მოკავშირეებს უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი კაცობრიობის ისტორიაში. მათ მიერ სამხედრო და სპეცსამსახურების ძალებით ჩატარებული ოპერაციების შედეგად მოეწყო სახელმწიფო გადატრიალებები, დაემხო მთავრობები, დაიღუპა მილიონობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები, უსახლკაროდ დარჩა უფრო მეტი…

აშშ-მა, რომელიც ამ სახელწოდებით 1776 წლის 4 ივლისს შეიქმნა, პირველი ომი ჯერ კიდევ 1622 წელს დაიწყო, როდესაც მისი არმია ჯეიმსტაუნში (ვირჯინიის შტატი) თავს დაესხა ინდიელებს. სულ კი ინდიელთა წინააღმდეგ ომში, რომელიც 1900 წლამდე გრძელდებოდა, ამერიკელებმა ათეულ მილიონობით ინდიელი დახოცეს. მას შემდეგ იყო მექსიკელებისთვის ტეხასის წართმევა (1835 .), ჰავაის კუნძულების დაპყრობა (1898 .), შეჭრა პანამაში (1895-1903), ნიკარაგუაში (1896 .), ფილიპინებზე (1898 .), ჰონდურასში (1912 .), ატომური ბომბების ჩამოგდება ჰიროსიმასა და ნაგასაკიში (1945 .), ინტერვენცია კორეაში (1950-53 .), ნავთობზე კონტროლის დაწესების მიზნით სახელმწიფო გადატრიალება ირანში (1953 .), გვატემალაში (1954 .), პატრის ლუმუმბას მკვლელობა კონგოში (1960 .), დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის _ რაფაელ ტრუხილიოს მკვლელობა (1961 .), ლაოსის დაბომბვა (1971-1973 .), სახელმწიფო გადატრიალება და პრეზიდენტ ალიენდეს მკვლელობა (1973 .) ჩილეში. ომები კამბოჯაში, ავღანეთში, ერაყში. ყველა დანაშაულის ჩამოთვლა შეუძლებელია, რადგან აშშ-ის ექსპანსიონისტურმა პოლიტიკამ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა დააზარალა და ეს ყველაფერი კეთდებოდა დემოკრატიული ფასეულობების დაცვის სახელით, სინამდვილეში კი ამერიკელი იმპერიალისტები მხოლოდ თავიანთი ინტერესების დაცვაზე ზრუნავდნენ _ ეს არის ნავთობსაბადოებისა და წიაღისეულზე კონტროლის დამყარება და მსოფლიოზე ბატონობა. მსოფლიოზე ჰეგემონიის დასამყარებლად კი საუკეთესო იარაღი ე. წ. ლიბერალური დემოკრატიაა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის, ადმინისტრაციის თანამშრომელი, ანალიტიკოსი დაგ ბენდოუ ამბობს: “აშშ-მა, სადაც კი ჩაერია, ყველგან კატასტროფა გამოიწვია”.

*1999 წლის 24 მარტიდან 10 ივლისის ჩათვლით, ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოს სამხედრო ძალებთან ერთად, გაეროს გვერდის ავლითა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით 78 დღის განმავლობაში ბომბავდა სუვერენული სახელმწიფოს _ იუგოსლავიის ტერიტორიას.

ამ სამხედრო ოპერაციამ, სახელწოდებით “სამოკავშირეო ძალა”, რომელიც დასავლეთმა ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების საბაბით დაიწყო, ევროპაში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამერიკა და ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალის თვითმფრინავებმა 32 ათასი გაფრენა განახორციელეს და იუგოსლავიის ტერიტორიაზე 21 ათასი ტონა ბომბი (მათ შორის _ კასეტური) ჩამოყარეს, რაც სიმძლავრით 4-ჯერ აღემატება ამერიკელების მიერ 1949 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბს. დაიღუპა 5 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 400 ბავშვი, 7 ათასი _ დაიჭრა და დასახიჩრდა, მილიონზე მეტი _ უსახლკაროდ დარჩა, განადგურდა მართლმადიდებლური ტაძრები, უდიდესი ზარალი მიადგა ბუნებას, სულ კი ზარალი 600 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

*2003 წელს აშშ-ის მიერ ერაყის ოკუპაციის რეალური მიზანი იყო არა სადამ ჰუსეინის დიქტატორული რეჟიმის შეცვლა ან მის ხელთ არსებული ბაქტეოროლოგიური (ციმბირის წყლული) იარაღის განადგურება, არამედ ერაყის ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდება. დამატებით მიზეზი იყო “ერაყის დემოკრატიზაცია”. ამერიკელებმა, რომლებმაც გაეროს უშიშროების საბჭო და მსოფლიოს საზოგადოება ურცხვად მოატყუეს, სადამ ჰუსეინი სიკვდილით დასაჯეს, იარაღი კი, რომლითაც ის ვითომ მსოფლიოს ემუქრებოდა, ვერსად იპოვეს. მოგვიანებით, 2003 წელს, აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა აღიარა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაცემები ერაყში ბაქტერიოლოგიური იარაღის არსებობის შესახებ, რომელმაც სათავე დაუდო სისხლისმწოველ ომს, ზუსტი არ იყო(!).

ომის პერიოდში ერაყში მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის _ 250 ათასი ქალი და ბავშვი. ამერიკელებმა ამ ომში გამოიყენეს აკრძალული იარაღი _ თეთრი ფოსფორისგან დამზადებული ბომბები.

*2011 წელს დასავლური პრესა წერდა, რომ ლიბიაში აჯანყებულები მუამარ კადაფის რეჟიმს ქვეყანაში გამეფებული კორუფციისა და დუხჭირი სოციალური პირობების გამო დაუპირისპირდა, მაგრამ იმხანად ლიბიაში ჯანდაცვა და განათლება უფასო იყო, კომუნალური გადასახადები არ არსებობდა (წყალი და ელექტროენერგია უფასო იყო), 1 ლ ბენზინი 14 ცენტი ღირდა, ახალშობილებს სახელმწიფო 7 ათას დოლარს ჩუქნიდა, უმუშევრების დახმარება კი ყოველთვიურად 750 დოლარს შეადგენდა. მაგრამ დასავლეთმა (აშშ-მა და ნატოს ქვეყნებმა), “ლიბიის დემოკრატიზაციის” საბაბით, 2011 წლის 19-31 მარტს განახორციელეს სამხედრო ოპერაცია Odyssey Dawn და დაამხეს კადაფის რეჟიმი. ქვეყანა კი, ფაქტობრივად, დაიშალა. ახლა იქ ძალაუფლება ხელში აქვთ შეიარაღებულ რაზმებს, რომლებიც ტერიტორიულ-ტომობრივ პრინციპზე შეიქმნა. ექსპერტთა აზრით, ლიბიაში, რომელიც ე. წ. არაბული გაზაფხულის ერთ-ერთი მსხვერპლია, აჯანყება პროვოცირებული იყო დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ და მიზნად ისახავდა ნავთობზე კონტროლის დაწესებას.

ნატოს მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად რაკეტებისა და ბომბების აფეთქებით ლიბიაში დაიღუპა 20 ათასზე მეტი ადამიანი, ლტოლვილად იქცა _ 180 ათასი, ქვეყნის ეკონომიკა კი თითქმის სრულიად მოიშალა.

*უკრაინის დედაქალაქ კიევში მასობრივი საპროტესტო აქცია _ ევრომაიდანი 2013 წლის 21 ნოემბერს დაიწყო და 2014 წლის თებერვალში სახელმწიფო გადატრიალებით _ პრეზიდენტ იანუკოვიჩის რეჟიმის დამხობით _ დასრულდა. მასობრივი გამოსვლების მიზეზი, აქციის მონაწილეთა თქმით, უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შეჩერება იყო.

სინამდვილეში კი ყველაფერი აშშ-ისა და ევროკავშირის ძალისხმევით მოხდა. აშშ, რომელმაც, ექსპერტთა ცნობით, უკრაინაში მისთვის სასურველი ხელისუფლების მოსაყვანად ათეულობით მილიარდი დოლარი დახარჯა, თავის ზრახვებს არ მალავდა _ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი და აშშ-ის ელჩი უკრაინაში ჯეფრი პაიეტი აქციის მონაწილეებთანაც კი გადიოდნენ გასამხნევებლად. ამ აქციებმა კიევსა და ოდესაში 106 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შემდეგ იყო ყირიმის გასვლა უკრაინის შემადგენლობიდან და რუსეთთან მიერთება, შემდეგ _ უკრაინის ახალი ხელისუფლების მიერ ე. წ. ანტიტერორისტული ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში და უკრაინელი ნაცისტებისა და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო ლაშქრის დაპირისპირება.

გაეროს ბოლო მონაცემებით (2015 წლის 2 მარტი), უკრაინაში მიმდინარე ომს 6 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, 15 ათასი დაიჭრა და დასახიჩრდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ კი 900 ათასს გადააჭარბა. უკრაინის ეკონომიკა სულს ღაფავს და მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების იმედადაა.

 

1 COMMENT

  1. ამდენი სიბოროტე როგორ შეიძლებაგა გაამართლო ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა,რა ნაძირალა ტვინგამორეცხილი იმბეცილი უნდა იყო არსება რომ ეს არ დაგმო империя зла საბჭოთა კავშირს რომ ეძახდნენ ამათზე მეტი სიბოროტე ვის ააქვს გაკეთებული

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here