Home ახალი ამბები საქართველო როცა ყველა გზა ომისკენ მიდის!

როცა ყველა გზა ომისკენ მიდის!

არჩევნები თუ არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების აზრი, ჩვენ დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას. შემდეგ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, ვუპასუხოთ ნებისმიერ მოვლენას, მათ შორის საარჩევნო ძალადობის ყველაზე ცუდ სცენარს და არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას. ეს ჩვენ გამოვცადეთ ბელარუსის შემთხვევაში და გულწრფელად იმედი მაქვს, რომ არასდროს გამოვცდით საქართველოს შემთხვევაში”.

ეს სიტყვები საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ეკუთვნის. რა არის ამ სიტყვებით ნათქვამი? აქ ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოს 2024 წლის არჩევნებშიქართული ოცნებისგამარჯვების შემთხვევაში ისევე მოიქცევა, როგორც ბელარუსის 2020 წლის არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვების შემდეგ მოიქცა.

როგორ მოიქცა ევროკავშირი ბელარუსში? არჩევნები ფალსიფიცირებულად გამოაცხადა, გამარჯვებული კანდიდატი ლუკაშენკო უზურპატორად მონათლა, დამარცხებული კანდიდატი ტიხანოვსკაია პრეზიდენტად აღიარა და ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას  მხარი დაუჭირა. ასე ვერაგულად მოიქცა არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ აშშ-იც.

საქართველოშიც ასე მოვიქცევითო, – აცხადებს ევროკავშირის ღრმადპატივცემული ელჩი. მინიშნებებში კიდევ უფრო შორს წავიდა აშშ, რომლის საელჩომ თავისი  მოქალაქეები ასე გააფრთხილა: „მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების გამო დიდი მასების შეკრების  ან შესაძლო საპროტესტო აქციების შემთხვევაში“.

საელჩოს ამ, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულ განცხადებას დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს: ეს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ამერიკის საელჩო ემზადება და სხვებსაც ამზადებს 27 ოქტომბრიდან რადიკალური პროცესების განსახორციელებლად. 2020 წლის არჩევნების შემდგომ ჩვენ ვიხილეთ, რომ ამერიკის საელჩო ხელს აფარებდა იმ ორგანიზაციას, რომელმაც გააყალბა არჩევნებიენჯეო“ „სამართლიანი არჩევნებისსახით, და ახლა არათუ ერევიან, პირდაპირ წარმართავენ საარჩევნო კამპანიას“. შეუძლებელია, არ დაეთანხმო დეპუტატის ამ შეფასებას. აშშისა და ევროკავშირის საელჩოებმა თავშეკავების უნარიც დაკარგეს, დიპლომატიურ  ეტიკეტზეც უარი თქვეს და, როგორც ასეთ დროს ამბობენ, თავქუდმოგლეჯილი ერთვებიან საარჩევნო კამპანიაში. ისინი პროცესს კი არ აკვირდებიან, მონაწილეობენ მასში, უფრო ზუსტად, წარმართავენ მას. მეტი ჩარევა რა გინდათ, ევროკავშირის ელჩი ბანერებისა და ვიდეორგოლების შინაარსს ამოწმებს და მასზე ცენზურასაც აწესებს. საარჩევნო მასალების კანონთან შესაბამისობის შემოწმება და გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლოს პრეროგატივაა, მაგრამ ელჩებმა იციან, რომ ამ ქვეყანაში ისინი ხელისუფლებაზე, სასამართლოზე და თვით ქართველ ხალხზე მაღლა დგანან, რადგან კოლონიაში მუშაობენ, სადაც სწორედ ასეთი მისიით არიან გამოგზავნილნი. პაველ ჰერჩინსკიმ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს აღმაშფოთებელი, შემზარავი და სამარცხვინო უწოდა: “უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი, უკანონო და სასტიკი შეჭრის შემდეგ ჩვენ მხარე ავირჩიეთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, რადგან უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ თავიანთი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ იბრძვიან ჩვენთვის – ყველასთვის. თქვენ მეკითხებით იმ ბილბორდების შესახებ – მიმაჩნია, რომ ისინი აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავია”.

აი, ხედავთ, რამ შეზარა და აღაშფოთა ღრმადპატივცემული ელჩი? – ბანერებმა, რომლებზეც ომისა და მშვიდობის კონტრასტებია წარმოჩენილი. რა არის ამაში აღმაშფოთებელი? – მმართველი პარტია, თორმეტი წელიწადია, მშვიდობას ინარჩუნებს. ეს იმ დროს, როდესაც ჩვენ ირგვლივ ომის მრავალი კერა არსებობს. ”ქართული ოცნება” სამართლიანად მიიჩნევს, რომ ეს ისეთი მიღწევაა, რომლის დაკარგვა არ შეიძლება, რადგან ხალხის კეთილდღეობა მხოლოდ მშვიდობას ეფუძნება. საქართველოში უახლესი ისტორიის ბოლო თორმეტწლიანმა მონაკვეთმა დაადასტურა, რომ ბიუჯეტის, ხელფასების, პენსიების პერიოდული ზრდა და ცხოვრების დონის ამაღლება სწორედ მშვიდობაზეა დამოკიდებული. უკრაინაში უახლესი ისტორიის ბოლო, თითქმის სამწლიანმა მონაკვეთმა დაადასტურა, რომ ომს მოაქვს არამხოლოდ ეკონომიკური უკუსვლა, არამედ  უბედურება, ნგრევა, სისხლი და ცრემლი.

ევროკავშირის ელჩის ამ უტაქტო გამოხდომა კახა კალაძემ საინტერესოდ შეაფასა:ეს კონკრეტული ფაქტი პირდაპირ მიუთითებს საელჩოების და
უცხოელი მაღალჩინოსნების მონაწილეობაზე საარჩევნო კამპანიაში. რა თქმა უნდა, მძიმეა ის ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება. მოგვიწოდებდნენ, რომ იგივე გაკეთებულიყო საქართველოში, მეორე ფრონტი გახსნილიყო, სანქციებს მივერთებოდით. გამოდიოდნენ და იძახდნენ პირდაპირ, რომ გვირჩევნია, ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო. მე რამეს ხომ არ ვიგონებ?! მეორე მხარეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც გარედან იმართება, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ თვითონ აჟღერებენ ამ მესიჯებს მეორე ფრონტის შესახებ? პირდაპირ დავალებებით კეთდება ეს ყველაფერი! წარმოიდგინეთ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და გააკეთოს ამ ტიპის განცხადებები, გამოაპანღურებენ ქვეყნიდან მაშინვე“.

ჰოდა, სწორედ ეს არის ის, წეღან კოლონიალიზმად რაც მოვიხსენიე. იმ ქვეყნებიდან შენს ელჩს გამოაპანღურებენ, რადგან ის სახელმწიფოები შენი
კოლონიები არ არიან, შენ კი ვერ გააპანღურებ მათ თავხედ ელჩებს, რადგან მათი კოლონია ხარ, ამიტომ ის კი არ უნდა იძახო, ღირსებით შევდივართ ევროკავშირშიო, არამედ  ის უნდა თქვა, რომ ღირსება გვაქვს და, სანამ ევროკავშირი ისე გვიყურებს, როგორც კოლონიას, ჩვენ უარს ვაცხადებთ მის წევრობაზე–თქ. ღირსება ამას ჰქვია, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ აცდენა გვაქვს ღირსების სწორ გაგებასთან. ღირსებასთან აცდენა გვქონდა იმ შემთხვევაშიც, როდესაც ვროკავშირის ელჩის განცხადების შემდეგ სამმა ტელეკომპანიამ ეთერში “ქართული ოცნების” ვიდეორგოლების განთავსებაზე უარი თქვა. საუბარია ახალ საარჩევნო ბანერებზე წარწერით: „ არა ომს, აირჩიე მშვიდობა!“.  “ფორმულას”, “მთავარისა” და “პირველის” ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ სრულად იზიარებენ ევროკავშირის ელჩის ნეგატიურ შეფასებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კოლონიალიზმი არაფერ შუაშია, ეს წმინდა წყლის მონური ფსიქოლოგიის გამოვლენაა, რომელსაც ბატონის წინაშე ლიქნისა და მისთვის ერთგულების დამტკიცების გარდა ყველა სხვა გრძნობა, მათ შორის პატრიოტიზმისა, დათრგუნვილი აქვს. საბოლოო ჯამში, ესეც, რა თქმა უნდა, დასავლეთის კოლონიური უღლის შედეგია, მაგრამ მაინც ცალკე გამოსაყოფი ფსიქოლოგიური მოვლენაა, რომელიც ყოველთვის არ არის კოლონიალიზმთან დაკავშირებული და სულ სხვა სოციალური ფესვები აქვს.

ერთი სიტყვით, უმძიმესი წინასაარჩევნო რეალობა გვაქვს. დასავლეთი (როორც ევროპა, ასევე აშშ) სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს, მაგრამ არც ხელისუფლება და არც ხალხის დიდი უმრავლესობა ამასთან შეგუებას არ აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია სახიფათოა, ანუ ყველაფერი შეიძლება მოხდესსახელმწიფო გადატრიალებიდან სამოქალაქო დაპირისპირებამდე. გაურკვეველია მხოლოდ ერთი რამ: ვითარების არევისა და უმართავი პროცესების განვითარების შემთხვევაში როგორ მოიქცევა რუსეთი? პირდაპირი ჩარევა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნის აშკარა წინაპირობების შექმნაზე რუსეთის მხრიდან თვალის დახუჭვა და უმოქმედობაც არ არის ადვილი წარმოსადგენი. დასავლეთი ნებისმიერ პროვოკაციაზე წამსვლელი, რათა რუსეთის მხრიდან ჩარევა გამოიწვიოს, ომელსაც ადვილად გადაზრდის ომში.
ვითარების დესტაბილიზაციის შემთხვევაში რუსეთი მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდება, რადგან იგი ნებისმიერ გზას (ჩარევის თუ ჩაურევლობის), საბოლოო ჯამში, საქართველოსთან ომამდე მიჰყავს. დასავლეთმა რუსეთს ანალოგიური ხაფანგი დაუგო უკრაინაშიც, როდესაც ყველა გზა ომისკენ მიდიოდა და მივიდა კიდეც. რუსეთს ახლა საქართველოშიც იგივე ვითარება შექმნეს: შეურიგდება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას? მიიღებს ომს! ჩაერევა და შეეცდება ანტიკონსტიტუციური პროცესების შეჩერებას? მიიღებს ომს!

უმძიმესი რეალობის პირისპირ ვდგავართ. აქ თავისთავად ჩნდება  შეკითხვა: ნუთუ სხვა გზა აღარ დარჩა და მხოლოდ ომია გამოსავალი? ალბათ, არის სხვა გზაც. საერთოდ, იგი ქართველი ხალხის გონიერებასა და წინდახედულებაშია საძებნი, კონკრეტულად კი ხელისუფლების სიმტკიცესა და ასე მომწიფებული ისტორიული ნაბიჯის გადადგმისთვის მზადყოფნაში, რომელიც ოცდათხუთმეტწლიანი კოშმარის დასრულებისა და ახალი, თვისებრივად განსხვავებული იმ რეალობის დადგომის მაუწყებელი იქნება, როცა ჩვენ წინ ომის გზების ნაცვლად მშვიდობისა და სიკეთის, კეთილდღეობისა და აღმშენებლობის  გზები გადაიშლება.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here