Home რუბრიკები პოლიტიკა მამუკა არეშიძე: ფონიჭალაში ვაჰაბიტების დაჯგუფებაა

მამუკა არეშიძე: ფონიჭალაში ვაჰაბიტების დაჯგუფებაა

635

2014 წლის დეკემბრის ბოლოს ცნობილი შეიქნა, რომ აშშ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას დამატებით 10 მილიონს გამოუყოფს, რათა გააქტიურდეს “რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” მაუწყებლობა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. სად და ვისთან მიდის ამერიკული მილიონები რეალურად და რისთვის იხარჯება _ ხმარდება თუ არა ქვეყნის წინსვლას? გვესაუბრება ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე:


_ ბატონო მამუკა, ანტირუსული პროპაგანდისთვის ამერიკიდან წამოსული მილიონები სად და ვისთან მიდის ან რაში გამოიხატება რუსული აგრესია? მინდა, გავიხსენოთ პაატა ზაქარეიშვილის სიტყვები: “პუტინი, როგორც ჩანს, თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს”. ზაქარეიშვილს უკვირს, რომ ვიღაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებსსწორია თუ არა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა, როდესაც ანტირუსული პროპაგანდისთვის ამერიკისგან ფულს იღებს?

_ ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში ადეკვატური მოქმედება ძალიან გაუჭირდება ისეთ ვითარებაში, როგორშიც ჩვენ ვართ. კარგი ხელისუფლების მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად მოქნილად და მეტი სარგებლის მოსატანად იმოქმედოს. პოლიტიკა ვაჭრობის ხელოვნებაა, ამათ ვაჭრობა არ შეუძლიათ იმიტომ, რომ საკადრო დეფიციტი აქვთ, არ აქვთ ნება და, აქედან გამომდინარე, არ არსებობს კონცეფცია იმისა, მოცემულ სიტუაციაში რა უნდა გააკეთონ. დღეს საქართველოს პოლიტიკა უინიციატივოა.

ფული, რომელიც თქვენ ახსენეთ, არ ვიცი, ვის ხელში მოხვდა და არც ის ვიცი, კონკრეტულად რა თანხაზეა ლაპარაკი, მაგრამ ნათელია, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გარყვნილია. ისინი იღებენ თამაშის იმ წესებს, რომელთაც მსხვილი მოთამაშეები აწესებენ, უპირობოდ ატარებენ მათ პოლიტიკას, არ აინტერესებთ ქვეყნის ინტერესები. ხშირად ვახსენებთ მე-5 კოლონას. მე-5 კოლონა მყისიერ ღალატს არ გულისხმობს, ხშირად ეს არის იდეოლოგიური ღალატი _ ისინი ქვეყნის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. აცნობიერებენ ამ ყველაფერს თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხდება გარკვეულიფასეულობებისიმპლემენტაცია ჩვენს ქვეყანაში, ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია ესფასეულობა”, მაგრამ ჩვენთვის _ არა. ესეც არის მე-5 კოლონის დამახასიათებელი ნიშანი. ასეთები არიან ჩვენს ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური ჯგუფები და ჟურნალისტებიც. მათ საქმიანობას ერთი პრინციპი აქვს _ საზოგადოებრივი ცნობიერების გარყვნა, რათა შემდეგ იოლად მართონ.

თვალი გადავავლოთ ტელევიზიებს, პრაქტიკულად, არც ერთი გადაცემა, რომლებიც ტელეეთერში გადის, პატრიოტულ მოტივებზე არ არის. საზოგადოებრივი მაუწყებელიც კი, რომელიც ვალდებულია, დააკმაყოფილოს ნებისმიერი ადამიანის ინტერესი, არ ზრუნავს სათანადო გადაცემების მომზადებაზე. ყველა ტელევიზია და გადაცემა მუშაობს სქესთა შორის დაპირისპირებაზე, ერთსქესიანებზე, ფსევდობომონდის ცხოვრებაზე და . . ეს არის მცდელობა საზოგადოებრივი გემოვნების ჩამოყალიბებისა და, რაც მთავარია, საზოგადოების დისტანცირებისა იმ პრობლემებისგან, რომლებიც რეალურად არსებობს და საბოლოოდ, საზოგადოებას გარყვნის.

_ ვინ გვიკეთებს ამას?

_ ასეთი ჯგუფები არიან ყველგან _ დასავლეთშიც, ამერიკაშიც და, თუ გნებავთ, ჩრდილოეთშიც. ჩვენ თავს გვახვევენ დასავლეთიდან შემოსულ ფსევდოფასეულობებს. საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვამ მახინჯი ფორმა მიიღო. “ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში” ძალიან ბევრი რამ საერთოდ არ წერია, რის დასაცავადაც აქური არასამთავრობოები თავს იკლავენ. შესაბამისად, დასავლეთში არიან ჯგუფები, რომლებიც არამთავრობოების ხელით ცდილობენ, დანერგონ ის იდეოლოგია, რომელიც მათ სჭირდებათ.

_ ამ საქმეში მიდის ის ფული, რომელზეც ჩვენ ზემოთ ვსაუბრობდით?

_ დიახ, სწორედ ამ საქმისთვის იხარჯება ის ფული, რომელიც შემოდის.

ჩვენ რელიგიის პრობლებაც გვაქვს _ ცდილობენ, რელიგიური იდეოლოგია შეცვალონ. ამაზეც მუშაობს არა ერთი მუსლიმანური ქვეყანა და ევროპაში არსებული რელიგიური ჯგუფი. ეს პატარა საქართველო ძალიან ბევრს უძლებს.

 საქართველოში ტრადიციული ფასეულობების რღვევა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ კი ამ ყველაფერს ვხედავთ და ვცდილობთ, ზვავი თითებით შევაკავოთ, მაგრამ, თუ კონსოლიდაცია არ მოხდა, ვერაფერს ვუშველით. ყველას ვალია და მათ შორის, წესიერი ჟურნალისტებისაც, რომ ამ კუთხით საზოგადოება მუდმივად განგაშის რეჟიმში ამყოფონ.

_ რა შეუძლია ხალხს?

_ დღეს ხალხი სოციალურ ქსელში ღიად საუბრობს დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების მუშაობის შედეგების სიმახინჯეზე. რამდენიმე წლის წინათ ასე არ ხდებოდა: გახსოვთ, იეღოველებს რამხელა ხელშეწყობა ჰქონდათ? ხალხი მიხვდა, რომ ეს კარგი არ არის.

ყოველთვის ვლაპარაკობ ისალამისტურ საფრთხეზე, მხარს მიჭერს ბევრი და, პირველ რიგში, საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, ხალხი საზოგადოებად არ ჩამოყალიბებულიყო, მაინც ვახერხებთ კონსოლიდაციას.

დიდმა ფრანგმა მოაზროვნემ ბენჟამენ კონსტანმა თქვა: “როდესაც ხალხი ცდება, მაინც ხელისუფლებაა დამნაშავე”. ხელისუფლებას დიდი წვლილი მიუძღვის არსებული ვითარების შექმნაში.

ჩვენი ხელისუფლებები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ხალხისგან ბრბო ჩამოეყალიბებინათ, შეძლეს თუ არა ეს, სხვა საკითხია, მაგრამ ცდილობენ. ყველა ხელისუფლების წარმომადგენელს ვეუბნებოდი _ არ დაევიწყებინათ საშუალო ფენის ჩამოყალიბება. მაგრამ ამის სურვილი არავის ჰქონდა. სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, მე რომ საშუალო ფენა ჩამოვაყალიბო, მერე ვინღა ამირჩევსო

_ სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის განთავსებაისლამური სახელმწიფოსსამიზნედ გვაქცევს

_ თქვენ, ალბათ, ვერ წარმოგიდგენიათ, რა ტიპის დაძაბულობა და საფრთხე არსებობს უკვე. როდესაც ნატოს საწვრთნელი ცენტრის განთავსებაზე დაიწყო საუბარი, ვისთანაც ხმა და ხელი მიმიწვდებოდა, ყველას ვკითხე, ეს გაზრდის თუ არა ჩვენს უსაფრთხოებას-მეთქი? ყველაზე მეტად ერთი პასუხი “მომეწონა”: _ “არა, მაგრამ ეს არის უსაფრთხოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი”… ახლა ვეკითხები ყველას: კიდევ რამდენი ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება გაიზარდოს ასეთი რისკების ხარჯზე?

საქართველოში ნატოს ცენტრის განთავსების აუცილებლობას ვერ ვხედავ.

ზუსტად ვიცი, აპრილში რა იგეგმება თრუსოს ხეობაშიარსებობს ორგანიზაცია, რომელიც დაკომპლექტებულია იმ ხალხით, რომელიც კობის მონაკვეთსა და თრუსოს ხეობაში ცხოვრობს და თავისი ნებით წავიდა აქედან.

ორგანიზაციის სახელწოდებაადარიალი”. როდესაც სავიზო რეჟიმი მოიხსნა, ყაზბეგიდან აპირებდნენ შემოსვლას და მანიფესტაციის მოწყობას ლოზუნგით _ დაგვაბრუნეთ სახლებში. მაშინ ეს ჩაიშალა, რადგან ზომები მიიღეს. ახლა ახალგორიდან აპირებენ შემოსვლას. 25-კილომეტრიანი ტერიტორია, რომელიც მანამდე 8 სოფელს ეკავა, სრულიად მოშიშვლებულია. იქ არ არის არც ქართველი, არც ოსი, არც სამართალდამცავი და არც არასამთავრობო. ტერიტორიას დასავლეთიდან აკრავს ქედი, რომლის გადმოლახვაც აპრილში პრობლემა არ იქნება. წარმოიდგინეთ, გადმოვიდეს 60-70 ადამიანი და იქ, რამე რომ არ მოხდეს და, უბრალოდ, დასახლდნენ, რამხელა პრობლემის წინაშე დავდგებით! გაიხსენეთ, ედუარდ კოკოითის ნათქვამი _ თრიალეთის ოსეთი უნდა დაუბრუნდეს სამხრეთ ოსეთსო. ეს მან 2008 წელს თქვა. თრიალეთის გარდა, ოსეთის პროექტში შედის თრუსოც, კობიც, გომიც და ბორჯომიც

_ ეს სერიოზული ინფორმაციაა. საიდან გაქვთ?

_ ერთ-ერთი მონაწილისგან, რომელიც საქართველოს მოქალაქეა (იქ ძალიან ბევრია საქართველოს მოქალაქე და ყველაზე მთავარი სწორედ ეს არის). იურიდიულად მათ ყაზბეგიდან შემოსვლის საშუალება და უფლება აქვთ, ხმას ვერ გასცემ, ჩვენი კოზირი არის ის, რომ ახალგორიდან შემოდიან. საქმე ის არის, რომ ჩვენ მორალური უფლება არ გვაქვს, ამ ხალხს რამე დავუშავოთ. ძალიან რთულ ვითარებაში ვართ. ვფიქრობ, საჭირო ღონისძიებებს გაატარებენ, დელიკატურად უნდა მიუდგნენ, მაგრამ მაინც მეშინია _ ვაითუ, სწორი ნაბიჯი ვერ გადადგან, თუმცა, ვიცი, კონსულტაციებს გადიან და შესაბამისად მოიქცევიან.

არის სხვა შემთხვევებიც, რომლებიც ძალიან დიდი საფრთხის მქონეა.

_ მაგალითად?

_ მაგალითად, ის, რომ ფონიჭალაში ვაჰაბიტების სერიოზული დაჯგუფებაა.

_ რა იცით? ახლა ძალიან გვაშინებთ

_ ყველაფერი ვიცი, რაც საქართველოს უსაფრთხოების სისტემას ეხება. 25 წელია, ამ საქმეებზე ვმუშაობ, ვიცნობ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, მათ შორის, ვაჰაბიტებსაც.

ქვემო ქართლში ჭიდაობს ოთხი ძალა _ არაბეთი, ირანი, აზერბაიჯანი და თურქეთი. ვიდრე ისინი ერთმანეთს ებრძვიან, არა გვიშავს, დაამთავრებენ ბრძოლას და მერე ცუდად ვიქნებით.

_ ყველგან დაძაბული ვითარებაა, უახლოეს სამეზობლოშიც და შორეულშიც. როგორი იქნება საქართველოსთვის 2015 წელი?

_ ძალიან რთული, მძიმე. “ნაცების” მიერ დაგეგმილი 21 მარტის აქცია არის ძალიან მცირე ნაწილი იმ სიტუაციისა, რომელიც სააკაშვილის თანაგუნდელებმა შექმნეს. “ოცნებამ” უმძიმესი შეცდომები დაუშვა საკადრო პოლიტიკაში, რომელიც “ნაციონალებმა” კარგად გამოიყენეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, მიუხედავად საწინააღმდეგო ინფორმაციისა, ლარის კურსის დაცემა ხელოვნურად არის გამოწვეული. პრობლემები ხელოვნურად არის შექმნილი ბევრ სფეროსა და სტრუქტურაში.

ფული, რომელზეც ვსაუბრობდით, “ნაციონალურ მოძრაობას” შემოაქვს, “ქართული ოცნება” ამას ვერ ახერხებს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here