Home ახალი ამბები საქართველო „სახელმწიფოს პოსტკრიზისული სტრატეგია“

„სახელმწიფოს პოსტკრიზისული სტრატეგია“

რეცენზია

„სახელმწიფოს პოსტკრიზისული სტრატეგია“

გამოვიდა ქართული ეკონომიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის პროფ. მარინა ტაბატაძის უაღრესად საინტერესო და ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომი: „სახელმწიფოს პოსტკრიზისული სტრატეგია.“ აღნიშნული მონოგრაფია ეძღვნება ეკონომიკური ორგანიზების მმართვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ისეთებს, როგორიცაა ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური კრიზისების გამომწვევი მიზეზები და პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის რეაბილიტაციის სტრატეგიული ორიენტირები.

როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური ორგანიზების ერთი მოდელიდან მეორეზე ტრანზიტული გადასვლა, დიდი ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი ეფექტის მქონე პროცესს წარმოადგენს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური ტრანსფორმირების პროცესი, თავის მხრივ დაკავშირებულია გლობალურ გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან, რომელიც ერთი საერთაშორისო ინსტიტუციური სტრუქტურიდან მეორეზე გადასვლის პროცედურას წარმოადგენს. რომელიც როგორც აღვნიშნეთ, ყველა შემთხვევაში ეკონომიკური კრიზისის გამომწვევია ამა თუ იმ ქვეყნისათვის.

მარინა ტაბატაძე
მარინა ტაბატაძე

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ისტორია აღნიშნული პროცესის გავლის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს, რომელმაც საქართველოს კომუნისტური საზოგადოებრივ-ეკონომიკური მოდელიდან, პოსტკომუნისტური, ლიბერალურ-კაპიტალისტური ტრანზიტის პერიოდი გაიარა. ქვეყნის დღევენადელი ვითარება ცხადყოფს, რომ საქართველომ ეკონომიკური კრიზისის პერიოდი დაძლია, თუმცა, მოცემული ეტაპისათვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის პოსტკრიზისულ პერიოდში, ეკონომიკური სტაბილიზაცია და სწორი სტრატეგიის განსაზღვრა. პოსტკრიზისული პერიოდისათვის, ეკონომიკისთვის უმთავრესია, ინკლუზიურობის მაქსიმალური დონის მიღწევა, რამაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ფართო ფენებისათვის ეკონომიკური კეთილდღეობა და სოციალური პირობების გაუმჯობესება.

სწორედ რომ, მოცემული მონოგრაფიის ღრმა მეცნიერული ანალიზის უმთავრეს ასპექტს წარმოადგენს ის, რომ პლანეტარული მასშტაბით ეკონომოკური ზრდისა და ინკლუზიური სტაბილურობის ფარგლებში არსებული პოსტკრიზისული ეკონომიკური პროცესების თეორიული გააზრების განზოგადოება საქართველოზე. ქართული სახელმწიფოს და მმართველი პარტიის „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ შემუშავებული პოსტკრიზისული სტრატეგიის ფარგლებში ახსნილია კრიზისის დაძლევის ტენდენციები.

წინმდებარე მონოგრაფიაში, ასევე მაღალ კვალიფიციურ დონეზე ახსნილია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია და ზუსტად განსაზღვრულია ეკონომიკური განვითარების სექტორული პრიორიტეტები, რამაც, თავის მხრივ ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკური სისტემის კომპლექსურ განვითარებას, რაც თავის მხრივ, საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური ევოლუციის საწინდარი უნდა გახდეს.

პროფ. მარინა ტაბატაძის მონოგრაფიას უდავოდ უდიდესი მეცნიერული ღირებულება გააჩნია, ვინაიდან აღნიშნულ ნაშრომში შემოტანილია მეცნიერული სიახლე, სადაც მაღალ კვალიფიციურად განხილულია პოსტკრიზისული ეკონომიკური სტაბილურობის სტრატეგია და ამასთანავე, კვლევაში შესწავლილია პოსტკრიზისული მექანიზმები და შემუშავებულია მარეგულირებელი სტანდარტები.

მონოგრაფიის ავტორის მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენეტს წარმოადგენს ეკონომიკური კრიზისების მმართვის უნიფიცირებული სტანდარტი. მოცემული ნაშრომის საკვლევი კომპონენტიკის ღირებულებას ზრდის, მეცნიერის მიერ შემოთავაზებული თეორიული ნოუ ჰაუ, რომელიც სხვადსხვა შოკური სიტუაციის პირობებში კრიზისის დაძლევის სხვადსხვა მექანიზმების კომბინირებული გამოყენების გასხვავებულ ვარიანტებს გვთავაზობს.

კვლევის ძალიან საინტერესო შემადგენელ მეცნიერულ ელემენტს წარმოადგენს საქართველოსათვის ძალიან მტკივნეული საკითხის, კერძოდ, მზარდი ინფლაციის პირობებში, სახელწმიფო ვალის პირობების კვლევა, რაც ფრიად საინტერესო უნდა იყოს იყოს ქართული ეკონომიკური სამეცნიერო სკოლისათვის.

სხვა ყველაფერთან ერთად, რაც მეცნიერულ ღირებულებას ერთიორად უზრდის მოცემული კვლევას, არის ის, რომ იგი პროგნოზისტული ხასიათისაა, სადაც მკვლევარი გვთავაზობს კრიზისის მმართვის სამთავრობო სტრატეგიების შესაძლო შედეგებს ცალკეული ქვეყნებისათვის.

„სახელმწიფოს პოსტკრიზისული სტრატეგია“

წიგნზე მუშაობის დროს, თითოეული მკითხველი დარწმუნდება იმაში, რომ მონოგრაფიის ავტორი უაღრესად სერიოზული და კომპეტენტური მკვლევარია, რომელიც უმარავ წყაროს და დოკუმენტს იყენებს, ეს მასალები კი, იმდენად მწყობრად არის გაანალიზებული, ისეთი მიზეზ-შედეგობრივი კავშირებია მათ შორის დანახული, რომ ეს ამხელა და ასეთი სიღმისეული გამოკვლევა დეტექტიური ჟანრის წიგნის მსგავსად, დიდი გატაცებით იკითხება. ხარისხიანი და კომპეტენტური კვლევა იმით იცნობა, რომ ის დროს უძლებს, მისი შინაარსი აქტუალობას არ კარგავს დროის, შეხედულების, ფასეულობის ცვლილების მიუხედავად. ამ ნაშრომს აქვს გამორჩეულად ორი კომპონენეტი- ა) სამეცნიერო კვლევის მრავალფეროვნება და სიღრმე და ბ) ამ კვლევის შესაბამისი ენით გადმოცემა დიდი გემოვნებით ენის პლასტების სრულყოფით ეხამება ერთურთს და ამის გამო, წიგნი რომელიც უამრავ ღირებულ ინფორმაციას შეიცავს, ამ ინფორმაციის გამო კი არ მძიმდება და იტვირთება, არამედ საინტერესო საკითხავი ხდება ყველა დონის და განწყობის მკითხველისათვის.

მკვლევარის ღირსებაზე, მიუთითებს ის ფაქტი რომ, წიგნში მოტანილი მასალები ემპირიულ მკაფიობას ატარებენ, ავტორის მიზანია არამარტო ამ მასალის გამოყენება, არამედ მისი ჩვენება, ტრანსფარენტული პრეზენტაციაა. ნაშრომის არქიტექტონიკა სტრუქტურულად გამართულია კრიტიკული და აკადემიური შრეების გამო, რაც წიგნის სამეტყველო ენის დონეზეც არის გამოხატული და რაც ყველაზე მთავარია, ეკონომიკაზე საუბარი ყველას შეუძლია, მაგრამ ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტური და რაციონალური კრიტიკა უფრო თეორიული აზროვნების სფეროა და გარკვეულ ინტელექტუალურ იდენტობას მოითხოვს. ეს განსაკუთრებით უნდა ესმოდეთ მომავალ ეკონომისტებს.

და ბოლოს, განსაკუთრებით საინტერესო კვლევის კითხვის დასრულებას საოცრად სასიამოვნო, სინანულნარევი გრძნობა დაყვება, რადგან ხვდები, რაღაც დიდი და გრანდიოზული წაიკითხე, დიდხანს რომ არ დაგავიწყდება და შენს ყოველდღიურობას, შენი ცხოვრების წესსა და რიტმს აირეკლავს. სინანულს კი დასრულების ფაქტი გგვრის, რადგან იცი, მოგენატრება დღეები, როცა ხარბად ეძებდი მოვლენების საინტერესო, ადეკვატურ შეფასებასა და ანალიზს წაუკითხავ გვერდებზე.

მამუკა კარტოზია – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
ირაკლი უბილავა – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here