Home რუბრიკები პოლიტიკა პოლიტიკური “მანასიზმის” თავისებურებანი

პოლიტიკური “მანასიზმის” თავისებურებანი

574

ყველაზე არასახალისო და “არასაღადაო” თემაზე მიწევს წერა. უფრო ზუსტად, თემა კი არის სახალისოცა და მეტიც, მაგრამ ის, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა ჩვენს რეალობაში არსებული ეს კომიკური ფონი, მართლაც ძალიან ტრაგიკული ფაქტია _ მთელი საქართველოსთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანის საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქება…


ამ ტრაგედიამ ისე შეარყია ქვეყანაში არსებული ისედაც საგრძნობლად მყიფე პოლიტიკური ნიადაგი, რომ კიდევ ერთხელ ამოიყარა და ამოიყარა, რა დონის “მოაზროვნე” ადამიანებს აბარიათ ჩვენი უბედური სახელმწიფო…

ხშირად გვსმენია _ “მსოფლიოს მასონები მართავენო!”

ვერ გეტყვით, მსოფლიოს მართლაც მართავენ თუ არა ამ ნახევრად მისტიკური საიდუმლო ორგანიზაციის წევრები, მაგრამ სრულიად დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ _ “მსოფლიო მასონიზმის” ფონზე, საქართველოში მტკიცედ არის ფეხმოკიდებული “მანასიზმი” და ამ არც ისე “საიდუმლო ორდენის” წევრები ჩვენი ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში არიან მოკალათებულნი.

როგორც კი ვახსენებ ცნობილ გამონათქვამს _ “მასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო!” _ თქვენთვის, ალბათ, უკვე ყველაფერი ნათელი გახდება.

სწორედაც _ აი, ამმითურიმანასესავით, მაღალი რანგის ქართველი პოლიტიკოსებიცხან ისე და ხან ასეწესით ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.

დავიწყოთ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარით. 

ყველას გვახსოვს _ “ნაციონალების”  საწინააღმდეგო ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მთელი გასული 10 წლის განმავლობაში ყოველთვის გამოიყენებოდა ფრაზა:  ეგენი ყველაფერში რუსულ კვალს ხედავენ, ადამიანი რომ საკუთარი პრობლემის გამოსამზეურებლად პატარა კარავს დასცემს პარლამენტის წინ, იქაც კი რუსეთის ხელი ურევია, მაგათ რომ ჰკითხო!”.

ეს იყო ირონია “ნაციონალების” მიმართ… მაგრამ ირაკლი სესიაშვილმა სრულიად გარკვევით განაცხადა: იური ვაზაგაშვილის მკვლელობის უკან რუსულ კვლს ვხედავო!

ანუ, გამოდის, როცა უნდათ, “ყველაფერში რუსული კვალის დანახვაირონიის საბაბია და როცა უნდათ, თვითონაც გადასარევად დაინახავენრუსულ კვალსიქ, სადაც მისი არსებობა ყველაზე ნაკლებ არის სავარაუდო

ასეთი “პოლიტიკური მანასიზმები” რომ ბევრია ქართულ პოლიტიკაში, მკითხველი ნამდვილად დამეთანხმება.

მაგალითად, მავანისთვის, როცა სურთ, ტიტული “შევარდნაძის მთავრობის ყოფილი ჩინოსანი” დიდი კომპრომატია, ხოლო როდესაც იმავე ტიტულის მქონე სხვა ადამიანი უკვე მის პოლიტიკურ ბანაკშია _ “მერე რა მოხდა? _ ის ხომ შევარდნაძეს კი არა სამშობლოს ემსახურებოდა?!”

აგრეთვე, თუკი დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელი ტელედებატების მიმდინარეობისას გაწიწმატდა, დაპირისპირებულ “ნაციონალს” პირდაპირ უკიჟინებს “9 წელს”, ხოლო, თუკი ვინმე, მასზე არანაკლები “ნაციონალი”, უმრავლესობის შესანარჩუნებლად სჭირდებათ პარლამენტში, მაშინ _ “შეცდომა ყველას მოსდის ცხოვრებაში. მთავარია, რომ თავის კონკრეტულ საქმეს ასრულებდეს პროფესიონალურად ადამიანი!..”

რაღა შორს წავიდეთ და, სამიოდე კვირის წინათ, როდესაც პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებას აკეთებდა და “ნაცებმა” ძლიერ “მიჯირყვნეს”, ჩვენმა პრემიერმინისტრმა გამწარებულმა განაცხადა, ნაციონალებმაჯერ მთელ საქართველოს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადონ და მხოლოდ ამის მერე აქვთ ხმის ამოღების უფლებაო!..

როგორც ჩანს, ბოდიშის მოხდა მხოლოდ “ხმის ამოღების უფლებისთვისაა” საჭირო, თორემ, როგორც მახსოვს, “ოცნებაში” წარმატებით გადაბარგებულ და საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ თანამდებობაზე მომჯდარ ყოფილ არც ერთ “ნაცს” ბოდიში არავისთვის მოუხდია…

თუმცა გასულ კვირაში ყველაზე შორს სოზარ სუბარი წავიდა და სწორედ იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას წარმოთქვა ყველაზე უდიდესიმანასიზმი”.

“დიახ, ეს იყო ტერორისტული აქტი! “ნაციონალები” იყვნენ ტერორისტი ხელისუფლება და ისინი უნდა დაისაჯონ”, _ ბრძანა მომხდარი ფაქტით ზედმეტად აღშფოთებულმა მინისტრმა.

აქ ადამიანმა ასეთი კომენტარი შეიძლება, გააკეთოს:

_ კაი, კაცო, არ გადაგვრიო!

ანუ, როგორ გამოდის ახლა _ ქართულ ოცნებაშიტერორისტები გყავთ გადაყვანილი და თანამდებობებზეც აწინაურებთ?!

თუ არა, მაშინ როგორ ავხსნათ ბიძინა ივანიშვილსგან 2 წლის წინათ ნათქვამი და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მრავალჯერ გამეორებული ფრაზა: _ “ეს ხალხი არის ნიჭიერი და თავის სფეროში წარმატებული ადამიანები. ჩვენ, უბრალოდ, მათ უნდა დავაწყებინოთ სახელმწიფოებრივად ფიქრი და ჩვენს სამსახურში ჩავაყენოთ”…

აი, მართლა, კაცურად აგვიხსენით _ გინახავთ სადმე ან ოდესმე თუ გსმენიათ “სახელმწიფოებრივად მოაზროვნე” ტერორისტზე? ან თუნდაც აწი იაზროვნოს რომელიმე მათგანმა სახელმწიფოებრივად, ნუთუ ტერორისტებისთვის “სახელმწიფოებრივად აზროვნების დაწყება” საპატიოა?

პატივცემულოოცნებავდაოცნებისტებო”, ხომ არ სჯობს, ჯერ ერთმანეთს  შეუთანხმდეთ _ რა გსურთ და საით მიდიხართ?

როცა გინდოდათ,  “ნაცები ტერორისტები იყვნენდა, როცა ხელს გაძლევთ, “სიტყვანაცებიარასოდეს უნდა გამოვიყენოთ, რადგან ისინიც ჩვენი თანამემამულეები არიან”?

ხვდებით მაინც, სად მიიყვანეთ ქვეყანა ამ ყოვლად გაუმართლებელიორმაგი სტანდარტებით”?

მგონი, უნდა ხვდებოდეთ და, თუ გსურთ, წაგეხმარებით მიხვედრაში!

სულ მარტივად _ იური ვაზაგაშვილის აფეთქების თემას დავუბრუნდეთ და მოდით, ყურადღებით უყურეთ ამ ამბების ერთერთი მთავარიგმირის”, ყოფილი პოლიციელის _ ირაკლი ფირცხალავას სატელევიზიო გამოსვლებს!

მისი ეს თავხედური ტონი და იმის მტკიცების მცდელობა, რომ ვაზაგაშვილების საქმის გამოყენებით წარმოებს ბრძოლათავდადებულ პოლიციელებსადაკრიმინალურ სამყაროსშორის _ განა სწორედ თქვენი ორმაგი სტანდარტის შედეგი არ არის?

აგერ, ამავე “პოლიციელის” ფრაზა-შედევრიც, რომელიც ორიოდე დღის წინათ “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ვაზაგაშვილებისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში გავიდა:

“ჟურნალისტი: _ ბატონო ირაკლი, როგორ გგონიათ, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს იყო თუ არა მოსალოდნელი მოქალაქეთა სიკვდილი?

ირაკლი ფირცხალავა: _ რა თქმა უნდა! ეს იყო სარისკო სპეცოპერაცია და მოსალოდნელი იყო მოქალაქეთა სიკვდილიმეტიც, მოსალოდნელი იყო პოლიციელების სიკვდილიც!”

აჰა!

ჭეშმარიტად “პროფესიონალი პოლიციელის” პასუხია!

გარდა იმისა, რომ “ნაცების” პოლიტიკური პოლიცია მძიმე მანიაკურობით გამოირჩეოდა, როგორც ამ ფრაზიდან ჩანს, ისინი ასევე მწყრალად ყოფილან ელემენტარულ პროფესიულ ცოდნასთან!

პოლიციაში ერთი დღე მუშაობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ იცოდე, სპეცოპერაციის დროს პოლიციელის სიკვდილი დასაშვებია (არასასურველია, მაგრამ დასაშვები!), ხოლო მოქალაქის სიკვდილი _ დაუშვებელი!

რა სურდა, ეთქვა “პროფესიონალ” ფირცხალავას ამ ფრაზით: “მეტიც, პოლიციელების სიკვდილიც კი იყო მოსალოდნელი”?

რა _ “მეტიც”?

ანუ პოლიციელი მოქალაქეზე მეტია?

რა თქმა უნდა!

 ესპროფესიონალებიხომ ვანო მერაბიშვილის მიერ მათ თავებში ჩანერგილი უაზრი აზრებით მოქმედებდნენ დახელი არ უკანკალებდათ”!

არადა, ნორმალურ ქვეყნებში ყველაზე ნაკლები სტაჟის მქონე პოლიციელმაც კი იცის ელემენტარული აქსიომა:

_ სპეცოპერაციის დროს პოლიციელის სიკვდილი ტრაგედიაა, ხოლო მოქალაქის სიკვდილი _ კატასტროფა!

აქ კი, აგერ ფირცხალავა ამაყად ამბობს: რა მოქალაქე, კაცო, მოქალაქე რას მიქვია, მაშინ, როდესაც პოლიციელის სიკვდილიც კი იყო მოსალოდნელიო!

და როგორ ფიქრობთ, ბატონოოცნებავდაოცნებისტებო”, ასე მახინჯად მოაზროვნე ადამიანების ტელეეთერში გამოსვლა და აქეთ საყვედურები დანამუსზე აგდებებითქვენიმანასიზმის”, ანუხან ისე და ხან ასეპოლიტიკის ბრალი არ არის?

არ მიყვარს ხოლმე პუბლიკაციების ასეთი რიტორიკული კითხვებით დასრულება, მაგრამ ამ შემთხვევაში ზუსტად ვგრძნობ, რომ შეუძლებელია რაიმეს დამატება, რადგან ნებისმიერი ფრაზა ამ რიტორიკულ შეკითხვაზე გაცილებით ხელოვნური იქნება…

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here