Home რუბრიკები პოლიტიკა კარლი, ფრიდრიხი, ადოლფი და მიშა…

კარლი, ფრიდრიხი, ადოლფი და მიშა…

1187

ორ დღეში წაგებული ომის მთავარსარდალი უკრაინული მედიიდან ასულელებს იქაურებს. რა ენაღვლება სხვისი ომი, საკუთარიც არ უდარდია, ვიდრე არ მოეჩვენა, რომ რუსული ბომბდამშენი პირადად მისკენ მიფრინავდა! მაშინ იყო, გორში, საფრანგეთის საგარეო მინისტრის თვალწინ მიწა რომ გადახნა ცხვირით, ახლა კი უკრაინელებს მოუწოდებს: “ძლიერი სამხედრო წინააღმდეგობის გარეშე ეს ისტორია არასოდეს დასრულდება.


უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთს მსხვერპლის ლიმიტი აქვს: რამდენი ჯარისკაცის სიკვდილს მოითმენს რუსული საზოგადოებაავღანეთში რუსული მრავალმილიონიანი სახელმწიფოდან 15 ათასი რუსი დაიღუპა, ახლა კი რუსეთის მოსახლეობა, საბჭოთა კავშირთან შედარებით, უფრო ნაკლებია და, რაც უფრო მეტიტვირთი-200” (კუბო) გაიგზავნება რუსეთში, მით უფრო მალე ამოიწურება რუსეთის ლიმიტი”.

მოკლედ, სერიალი “ორი გვამი მჭირდება” გრძელდება, ოღონდ ყოფილ მთავარსარდალს, მერაბიშვილთან შედარებით, გაცილებით უკეთესი მადა აქვს. მადაც და ფანტაზიაც, აბა, უსმინეთ: რატომ შემოვიდა პუტინი საქართველოში თავისი 100-ათასიანი არმიით? იმიტომ, რომ საქართველოსთან ომის წარმატებულად წარმოჩენა რუსულ საზოგადოებაში ადვილი იყო, მაგრამ უკრაინასთან ომის წარმატებულად წარდგენა მას გაუჭირდება. იგი დიდხანს ვერ გააგრძელებს რუსი ხალხის ტყუილებითგამოკვებას”… “ვლადიმერ პუტინი საზოგადოების განწყობას უყურებს. მას ჰქონდა გეგმა, სამხრეთით ყირიმთან მისაერთებლად დერეფანი გაეკეთებინა, მაგრამ ნავთობის ფასებმა დაიწია, რუბლი გაუფასურდა, ეკონომიკის ტემპები სწრაფად კლებულობს, მოსახლეობის უკმაყოფილება კი მატულობს, ამიტომ მან ეს გეგმა ვეღარ განახორციელა. ახლა სიტუაციას უყურებს… გამოუცხადებელ ომს აქვს თავისი პლუსები, მაგრამ აქვს დიდი მინუსებიც _ მოსახლეობა დიდხანს ვეღარ მოითმენს იმას, რომ რუსი ჯარისკაცები იღუპებიან… უბრალოდ, უკრაინამ კიდევ ცოტა ხანს უნდა გაუძლოს ამ სიტუაციას… რაც უფრო მედგრად გაუძლებთ, მით უფრო მოახლოვდება გამარჯვება”, _ გაამხნევა უკრაინელები მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის: ბოლო სოციოლოგიური კვლევით პუტინის რეიტინგი 73%-ზე მეტია _ გაცილებით მეტი, ვიდრე 2008 წელს, თუმცა რას დაგიდევს მიშიკო, ცრუპენტელობა ხომ ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი! კიდევ ერთილომგული”_ ყოფილიკმარელიდა ზონდერი, დღეს ადვოკატის მანტიას ამოფარებული გიორგი ონიანი სააკაშვილის პათოსს მიჰყვება და სოციალური ქსელიდან ქართულად მიმართავს უკრაინელებს: “ერს, რომელსაც ამ სულისკვეთების შვილები ჰყავს, ვერავინ დააჩოქებს. თქვენს გვერდში გვიგულეთ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ნუ გეწყინებათ ჩვენი დროებითი ხელისუფლების მოღალატეობრივი პოზიცია, ის, რომ ხელისუფლებაში არიან მათი დამსახურება არ არის, ჩვენი დროებითი გაურკვევლობის შედეგია. თუმცა ეს გაურკვევლობა თითქმის დასრულებულია საზოგადოებაში”.

ასეთი სულისკვეთება იქვე მოტანილ პლაკატზე, უფრო სწორად, მის შინაარსზეა დაფუძნებული: Российский оккупант! То, что ты пока жив, это не твоя заслуга, а наша временная недоработка. Украинские киборги.

ამ ვირტუალური ცრუპენტელობით გაჯერებულ სივრცეში რეალური ადამიანები რეალურად იხოცებიან, თუმცა სააკაშვილსა და მის მეგობრებს ეს არც ადრე ადარდებდათ საქართველოში და არც ახლა _ უკრაინაში! უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი _ 37 წლის თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა. დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს კიდევ სამი ქართველი დაიჭრა. თამაზ სუხიაშვილს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. იგი ცხინვალში, ერაყში, ავღანეთში და 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა. უკრაინაში სამი თვის წინათ წავიდა, ამბობენ, რომ ბატალიონ “აიდარის” სადაზვერვო ქვედანაყოფს მეთაურობდაო.

წაგებული ომის მთავარსადალი, რომელმაც ცხინვალის რეგიონში დაღუპული ჯარისკაცებისა და ოფიცრების ცხედრები თაკარა მზეში ბრძოლის ველზე ჩატოვა, ახლა ნიანგის ცრემლებს ღვრის სუხიაშვილის დაღუპვის გამო და ეპითეტებს არ იშურებს: “უკრაინაში, დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლაში, გმირულად დაიღუპა ქართველი ოფიცერი თამაზ სუხიაშვილი. მან, სხვა ქართველებმა და მოხალისეთა ასეულმა, უკუაქცია რუსული სპეცრაზმი და კადიროველების ჯგუფი. ჩვენმა მებრძოლებმა ძალიან მძიმე ბრძოლაში გამოგლიჯეს აგრესორს მონასტრის ტერიტორია, საიდანაც ის ესროდა აეროპორტს, რითაც უკრაინის არმიას დაუბრუნდა და შეუნარჩუნდა კონტროლი დონეცკის აეროპორტზე, რომლის აღება პუტინისთვის პრინციპის საკითხად არის ქცეული”.

იგი, როგორც მამაცი და სამართლიანი მხედართმთავარი, არც დაჭრილებს ივიწყებს და მათზეც ზრუნავს სამშობლოდან შორს: “ამ გმირობის ჩადენის დროს დაიჭრა კიდევ სამი ქართველი მებრძოლი. ველაპარაკე სანდრო კვიტაშვილს და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან. თამაზი 2004-ში იბრძოდა ცხინვალში, იყო ერაყსა და ავღანეთში და 2008 წელს თავი გამოიჩინა რუსეთთან ომში. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე მიატოვა თავისი მაღალანაზღაურებადი სამსახური, იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების განსაკუთრებულ დავალებათა განაყოფის ლეიტენანტი გახლდათ და ყველა შეტაკებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, სანამ გუშინ ბოლო გამარჯვება არ მოუტანა უკრაინას, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა… დიდება გმირებს, დიდება მათ მშობელ და გამზრდელ საქართველოს, დიდება უკრაინას!”

ეს ისეთივესაბოლოო გამარჯვებაა”, როგორიც 2008 წელს რუსთაველის პროსპექტზე ნაზეიმებიგამარჯვება”; ისეთივე ტყუილი, როგორც საქართველოში რუსეთის 100-ათასიანი ჯარის შემოჭრა დაღრუბელღრუბელფოთში ჩაფრენილი მხედართმთავარი, რომელიც იმ დღეებში, კაცმა არ იცის, სად იმალებოდა.

სინამდვილე არის ის, რომ გამოცხადებული ზავის შემდეგ პოროშენკომ განაახლა საბრძოლო მოქმედებები. დონეცკელი ამბოხებულების პოზიციებიდან საკმაოდ დაშორებულ ვოლნოვახასთან სამგზავრო ავტობუსის აფეთქებისას 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც პარიზში, “შარლი ებდოს” რედაქციაზე ტერორისტული თავდასხმისას. მეორე დღეს კიევსა და ლვოვში “შვიდობის მარშები” მოეწყო პლაკატებით “მე ვარ ვოლნოვახა”, უკრაინულ და რატომღაც ფრანგულ ენებზე.

ადამიანის სიცოცხლე ნელნელა ვირტუალური და რეალური შოუების საბაბად იქცა. იმავე დღეს უკრაინული არმიის მიერ საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. არავის უთქვამს ამ ბავშვების სახელები, არც პლაკატებით გამოსულან _ “მე ვარ აფეთქებული (მოკლული, დამწვარი და ..) ბავშვი! რა გაეწყობა, გეოპოლიტიკურ თამაშებში ბავშვები პაიკებად გამოიყენებიან!

მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ! ამ ანდაზის მიხედვით, სააკაშვილის მეგობარი პოროშენკო მასავით მხდალი და ლაჩარი უნდა იყოს. როგორც ჩანს, ეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ალექსანდრ ზახარჩენკომაც იცის და იმ აეროპორტში იწვევს მოლაპარაკებებზე, რომელიც, სააკაშვილს რომ დავუჯეროთ, უკვე პოროშენკოს ხელშია! ზახარჩენკო ამბობს, რომ მამაკაცი ლაჩარი არ უნდა იყოს: “ის მთავარსარდალია, მამაკაცი. თუ მამაკაცია, ჩამოვიდეს, მივუსხდებით მაგიდას, ჩაის დავლევთ და დავილაპარაკებთ, როგორ შევაჩეროთ ეს სასაკლაო”.

გამოიცანით, როგორ მოიქცევა სააკაშვილის მეგობარი?

როგორ მოიქცევიან სააკაშვილის ოკეანისგაღმელი მეგობრები?

წყალზე და პამპერსებზე ნუღარ ვიხუმრებთ, რადგან რუსეთთან ბოლო ხანს ჩახუტებულმა თურქეთმა ავიამზიდები კი არა, ამ “სამხედრო” ტვირთიანი გემებიც შეიძლება არ გაატაროს. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა კი კიდევ უფრო გახსნა ფრჩხილები: “რუსეთი ჯერ უკრაინითაა დაკავებული, თუმცა რამდენიმე წელიწადში სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს _ რუსეთი ძალების კონცენტრაციას და მოქმედებას ერთდროულად სამი მიმართულებით ისე შეძლებს, რომ დასავლეთს რეაგირებისთვის დროც არ დარჩება. ამჯერად რუსეთს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე სამი მსგავსი ოპერაცია ჩაატაროს, მაგრამ 4-5 წელიწადში ეს მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს”.

4–5 წლის შემდეგ კი არა, 6 წლის წინათაც არ მოუკლავს თავი ჩვენსსტრატეგიულ მოკავშირესდროული რეაგირებისთვის. ამასობაში კი რუსეთმა აგვისტოს ომის შედეგები გააანალიზა და ყირიმი ისეთავაზიანადდაიბრუნა, რომ ოკეანის გაღმა თვალის მიდევნებაც კი ვერ მოასწრეს.

ამერიკელი გენერალი, როგორც ჩანს, დღესაც გაოცებულია: “ეს ყველაფერი კი იმდენად სწრაფად და ფარულად მოხდა, რომ რაიმე სახის რეაგირება რთული აღმოჩნდა”. ამერიკელი გენერალი, ჩვენი ადგილობრივი ექსპერტებივით, ვარაუდებში გადადის და ასე გვამშვიდებს: “რუსეთის მეზობლებს _ საქართველოსა და ბალტიისპირეთს _ უახლოეს პერიოდში შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ არა დიდი ხნით. ამჯერად ყურადღება უკრაინაზეა გადატანილი. ვფიქრობ, რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნები აკვირდებიან ამ მოვლენებს და ელოდებიან რომ 2-3 წელიწადში თავად გახდებიან სამიზნე”.

მათი პინოქიო კი ისევსაქმეშია” _ უკრაინელებს ასწავლის, როგორ უნდამოუგონრუსებს ომი!

ცნობისათვის:

*”რუსეთი კარლიკია _ მე მას დავაჩოქებ!” _ კარლოს მეთორმეტე, მე-18 საუკუნე. შვედეთმა სამუდამოდ დაკარგა ზესახელმწიფოს სტატუსი.

*”მე დავიმორჩილებ ჩამორჩენილ რუსეთს!” _ მეფე ფრიდრიხი.

1759 წელს რუსული არმია ბერლინში შევიდა.

*”რუსეთი თიხის ფეხებზე შემდგარი კოლოსია!” _ ნაპოლეონი, მეცხრამეტე საუკუნე.

1814 წელს რუსეთის არმიამ პარიზი აიღო.

*”მე საბჭოთა კავშირს წლის ბოლომდე დავიპყრობ!” _ ადოლფ ჰიტლერი, 1941 წელი.

1945 წელს საბჭოთა ჯარი ბერლინში შევიდა.

ახლა იძახოს ობამამ, რუსეთი მხოლოდ რეგიონულიდერჟავააოდა ვნახოთ, სად შევა მისი ჯარი!

სააკაშვილი კიდევ სადმე გაასწრებს, მაგრამ პოროშენკოს, იაცენიუკს, ტურჩინოვსა დამაიდნისსხვაგმირებს”, სავარაუდოდ, არც ბრუკლინის პენტჰაუზში წაიყვანს და არც მაიამის საზაფხულო რეზიდენციაში! ამისთვის მათ ჯერ სააკაშვილის რეცეპტითკორუფცია უნდა დაამარცხონდა ამის შედეგად მოპოვებული მილიარდები გაიტანონ ქვეყნიდან, მაგრამ, დიდი ალბათობით, სააკაშვილი მათ ხეზე ასვლას არ ასწავლის!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here