Home რუბრიკები საზოგადოება სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს კავკასიის ჩემპიონატში ქართველებმა 16 ოქროს მედალი მოიპოვეს

სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს კავკასიის ჩემპიონატში ქართველებმა 16 ოქროს მედალი მოიპოვეს

1355

21 დეკემბერს თბილისში, სპორტკომპლექს “მართვეში”, გაიმართა კავკასიის მეორე ჩემპიონატი სეიბუკაი კიოკუშინ კარატეში (ბავშვები, მოზარდები, იუნიორები). ჩემპიონატში, რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაცია, მონაწილეობდა 178 სპორტსმენი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.


საქართველოდან მონაწილეობა მიიღო შემდეგმა ფედერაციების წარმომადგენლებმა:

1.საქართველოს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაცია (ხელმძღვანელი გოჩა კაკაბაძე);

2.საქართველოს კიოკუშინ კარატეს ეროვნული ფედერაცია იკო-მაცუშიმა (ხელმძღვანელი ნოდარ კვანჭიანი);

3.საქართველოს შინკიოკუშინ კარატეს ფედერაცია (ხელმძღვანელი ავთანდილ შენგელია);

4.საქართველოს კიოკუშინკან კარატე დოს ფედერაცია (ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე);

5.საქართველოს კიოკუშინკაი კანის ფედერაცია (ხელმძღვანელი გიორგი ემინაშვილი);

6.საქართველოს კიოკუშინ კარატეს კავშირი (ხელმძღვანელი ტარიელ ძებისაშვილი);

7.საქართველოს კიოკუშინკაი კარატეს კლუბების კავშირის ეროვნული ფედერაცია (ხელმძღვანელი მიხეილ ქანთარია).

ოქროს მედლები გათამაშდა 6-დან 18 წლამდე სპორტსმენებს შორის 30 წონით კატეგორიაში. გუნდური პირველი ადგილი დაიკავა საქართველომ (16 ოქროს მედალი), მეორეზე გავიდა სომხეთი (12 ოქროს მედალი), ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი (2 ოქროს მედალი)

კავკასიის 2014 წლის ჩემპიონები გახდნენ:

1. დავით ასატრიანი _ სომხეთი (მწვრთნელი _ სპარტაკ გასპარიანი);

2. ჰოვანეს ჰოვანესიანი _ სომხეთი (მწვრთნელი _ ედუარდ ჰოვანესიანი);

3. ნიკოლოზ მაისურაძე _ საქართველო (მწვრთნელი _ ნიკა ნადირაშვილი);

4. ერნესტ ჰოვანესიანი _ სომხეთი (მწვრთნელი _ სპარტაკ გასპარიანი);

5. არტურ ბალასანიანი _ სომხეთი (მწვრთნელი _ სპარტაკ გასპარიანი);

6. სურენ ალაბერიანი _ სომხეთი (მწვრთნელი _ ედუარდ ჰოვანესიანი);

7. დომენტი აბრამიშვილი _ საქართველო (მწვრთნელი _ გია ემინაშვილი);

8. გარეგინ სიმონიანი _ სომხეთი (მწვრთნელი _ ედუარდ ჰოვანესიანი);

9. დავით დავოიანი _ სომხეთი (მწვრთნელი _ გევორქ ხაჩატრიანი);

10. ზაალ ჟღენტი _ საქართველო (მწვრთნელი _ დავით შონია);

11. აიხან ალიზადე _ აზერბაიჯანი (მწვრთნელი _ ელჩინ ჰაშიმოვი);

12. შოთა შუბითიძე _ საქართველო (მწვრთნელი _ ანზორ ჩუბინიძე);

13. ირაკლი ბაღნაშვილი _ საქართველო (მწვრთნელი _ გოჩა კაკაბაძე);

14. ხარება ქავთარაძე _ საქართველო (მწვრთნელი _ გოჩა კაკაბაძე);

15. ნიქატ აკბაროვი _ აზერბაიჯანი (მწვრთნელი _ ფიზული ჰაშიმოვი);

16. გიორგი ღამბაშიძე _ საქართველო (მწვრთნელი _ კახაბერ კაკაბაძე);

17. ბექა ზედგინიძე _ საქართველო (მწვრთნელი _ გოჩა კაკაბაძე);

18. ტატო თავართქილაძე _ საქართველო (მწვრთნელი _ გოჩა კაკაბაძე);

19. გიორგი ყრუაშვილი _ საქართველო (მწვრთნელი _ კახაბერ კაკაბაძე);

20. ვარდან ხაჩატრიანი _ სომხეთი (მწვრთნელი _ სპარტაკ გასპარიანი);

21. ედმონ ასატრიანი _ სომხეთი (მწვრთნელი _ სპარტაკ გასპარიანი);

22. ნოდარ ბერიძე _ საქართველო (მწვრთნელი _ თენგიზ დავითაძე);

23. ნიკა ნავროზაშვილი _ საქართველო (მწვრთნელი _ გოჩა კაკაბაძე);

24. გიორგი კვალიაშვილი _ საქართველო (მწვრთნელი _ კახაბერ კაკაბაძე);

25. არმან მელქონიანი _ სომხეთი (მწვრთნელი _ სპარტაკ გასპარიანი);

26. დავით გრძელიძე _ საქართველო (მწვრთნელი _ გოგა ტურაბელიძე);

27. ლაშა ბერეკაშვილი _ საქართველო (მწვრთნელი _ დავით შონია);

28. გიორგი ლომიძე _ საქართველო (მწვრთნელი _ გოგა ტურაბელიძე);

29. ვარდან არაქელიანი _ სომხეთი (მწვრთნელი _ გრიშა ტოროსიანი);

30. ვლადიმერ ვარდანიანი _ სომხეთი (მწვრთნელი _ არმენ კირაკოსიანი).

გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებით, თასებითა და სამახსოვრო პრიზებით.

გამარჯვებულები დააჯილდოვეს მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა: შსს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა, მსოფლიო ჩემპიონებმა ჭიდაობაში: ლუკა კურტანიძემ და უშანგი კუზანაშვილმა. სააქციო საზოგადოება “ნიკორას” მიერ დაწესებული პრიზები, გადაეცა გამორჩეულ სპორტსმენებს. ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარება უზრუნველყო დაცვის სამსახურმა “ვიქტორია სექურიტი”.

ჩემპიონატს ემსახურებოდა მონაწილე ფედერაციებისგან დაკომპლექტებული მსაჯთა ბრიგადა. საქართველოს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის გაზეთს “საქართველო და მსოფლიოს” საინფორმაციო მხარდაჭერსა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here