Home რუბრიკები პოლიტიკა დემოკრატია, ანუ ილაპარაკე ის, რაც ამერიკას აძლევს ხელს!

დემოკრატია, ანუ ილაპარაკე ის, რაც ამერიკას აძლევს ხელს!

981

დღეს დემოკრატია ნიშნავს, ილაპარაკო ის, რაც შენს “პატრონს” აძლევს ხელს! მაგალითად, ავიღოთ “ხალხზე გამარჯვებული” ტელევიზია “რუსთავი 2”, როგორც ძველად, ცნობილ იუმორისტულ გადაცემა “პასეანსში” იტყოდნენ: მუსიკალურ-გასართობი-საინფორმაციო-ვიდეო-შემოქმედებით-სუვერენულ-ექსპერიმენტული ტელეკომპანია “რუსთავი 2” დემოკრატიულ საწყისებზე.


მსოფლიო ამბების მიმოხილვისას აუცილებლად გვამცნობენ, რომ ამერიკაში ორ მეტრამდე თოვლი მოვიდა, ზაფხულში _ აშშ-ში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა, ამერიკის რომელიღაც ქალაქში ავტობუსი გადაბრუნდა და, სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა… მაგრამ, რატომღაც, თითქმის არასოდეს ახსენებენ ამბავს, რომელშიც მოქმედება არა ამერიკაში, არამედ ინდოეთში, ჩილეში, არგენტინაში ან ბრაზილიაში მოხდა, თუმცა ეს მათი “ინფორმაციული გემოვნების” საკითხია და ვერ შევედავებით. მაგრამ რა უნდა ვიფიქროთ მაშინ, როცა არაფერს ამბობენ იმაზე, რაც აშშ-ის ერთ-ერთ ქალაქში, უკვე მერამდენე დღეა, მიმდინარეობს?! _ მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული, წვავენ არა საბურავებს, არამედ _ მანქანებს; წვავენ არა უბრალოდ მანქანებს, არამედ _ პოლიციის მანქანებს. ამ ქალაქში აშშ-ის ხელისუფლებამ ნაციონალური გვარდია შეიყვანა მოსახლეობის დასაშოშმინებლად, რამაც ხალხი უფრო აღაშფოთა და, თუკი აქამდე სხვადასხვა ქვეყანაში წვავდნენ აშშ-ის დროშებს, ახლა თვითონ ამერიკაში დაიწყეს ამ ქვეყნის დროშის დაწვა დემონსტრაციულად. წვავენ დროშებს არა მხოლოდ იმ ქალაქში, სადაც ეს ამბავი ხდება, არამედ ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ. იმართება დემონსტრაციები ნიუ იორკში _ გაეროს შენობასთან, ჩიკაგოში… აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის დროშის დაწვა (მისი უპატივცემულობა) კანონმდებლობით ისჯება…

ხალხზე გამარჯვებულიტელევიზიარუსთავი 2” (დემოკრატიულ საწყისებზე) უცნაურად ინარჩუნებს დუმილს, თუმცა _ არა უმიზეზოდ (ამიტომაც არის ისხალხზე გამარჯვებული”).

აბა, წარმოიდგინეთ, ყოველივე, რასაც ქვემოთ გიამბობთ, რომ გადმოსცეს ისეთმადემოკრატიულმატელევიზიამ, როგორიც არისრუსთავი 2”, ხომ გაუჩნდება რიგით ადამიანს კითხვა: ნუთუ ყველაფერი ისეთი დემოკრატიული არ არის ამერიკაში, როგორც ჩვენ გვეუბნებოდნენ? ნუთუ ხალხი ასე მასობრივად გმობს იმ მთავრობას, იმ ხელისუფლებას, რომელსაც ჩვენ უნდა ვეთაყვანებოდეთ და რომელთანაც ჩვენი პოლიტიკოსები უნდა დარბოდნენ (. . პოზიციაოპოზიციის მიუხედავად) დემოკრატიის შესასწავლად?

მაშ, ასე _ რა მოხდა ფერგიუსონში, ქალაქში, რომელიც მისურის შტატში მდებარეობს:

2014 წლის 9 აგვისტოს პოლიციელმა მოკლა 18 წლის შავკანიანი მაიკლ ბრაუნი, რომელიც ბებიასთან იყო ჩასული სტუმრად და ორი დღის შემდეგ კვლავ კოლეჯში აპირებდა დაბრუნებას, სადაც ხმის ოპერატორის სპეციალობას ეუფლებოდა. მას, სიმაღლის გამო (195 სმ), “დიდ მაიკლს” ეძახდნენ. ინციდენტის დღეს იგი, თავის მეგობარ ჯონსონთან ერთად, ქუჩაში სეირნობდა და უნებურად მანქანის სავალ ნაწილზე გადავიდა. მეგობრები პოლიციელმა დარენ უილსონმა გააჩერა, რასაც კამათი მოჰყვა. პოლიციელმა იარაღი ამოიღო და მაიკლი მოკლა.

როგორც მაიკლის მეგობარი ყვება, მაიკლი თავს არ დასხმია პოლიციელს და არც უცდია მისთვის იარაღის წართმევა, რაც შემდგომ სროლის მიზეზად დაასახელა პოლიციელმა. პირველი გასროლა მაშინ გაისმა, როცა პოლიციელი ცდილობდა, მანქანაში ჩაესვა მაიკლი. მეგობრები გაქცევას შეეცადნენ, პოლიციელმა კი სროლა განაგრძო. დაჭრილი მაიკლ ბრაუნი გაჩერდა და ხელები ასწია. მიუხედავად ამისა, პოლიციელმა უილსონმა კიდევ რამდენიმეჯერ ესროლა. როგორც პოლიციაში განაცხადეს, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე იმავე რაიონში მაღაზიის ძარცვა მოხდა და ბრაუნი მძარცველს მიამსგავსეს. თუმცა მაიკლს ამ ძარცვასთან შეხება არ ჰქონია (ასეც რომ ყოფილიყო, არც ძარცვა და არც მანქანის სავალ გზაზე გადასვლა სიკვდილით არ ისჯება), 18 წლის მოზარდი, უბრალოდ, მეგობართან ერთად, ქუჩაში სეირნობდა…

ამ ამბავმა ქალაქის მოსახლეობა აღაშფოთა, რომელიც დიდ მღელვარებაში გადაიზარდა.

მოგვიანებით, ნოემბრის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ აგვისტოში ქალაქ ფერგიუსონის დემოკრატიულმა ხელისუფლებამ ქალაქის საჰაერო სივრცე გადაკეტა, რათა მედიას ხელი შეშლოდა არეულობების გაშუქებაში. იმავე თვეში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ფერგიუსონში 100 თანამშრომელი გაგზავნა მასობრივი არეულობების საფრთხის გამო. ქალაქში და მის შემოგარენში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში მეცადინეობა შეაჩერეს.

სასამართლომ ვერ იპოვა ამ საქმეში საკმარისი საფუძველი, აღეძრა სისხლის სამართლის საქმე პოლიციელ უილსონის წინააღმდეგ. ხომ არ გაგონებთ ეს ამბავი რაიმე მსგავს ამბავს?

ამ ინფორმაციის გავრცელებას ქალაქში არეულობების ახალი ტალღა მოჰყვა. მოსახლეობის დასაშოშმინებლად ქალაქში საჭირო შეიქნა შეიარაღებული ნაციონალური გვარდიის შეყვანა. ობამამ კონგრესს მიმართა თხოვნით, ფედერალური ბიუჯეტიდან გამოეყო 263 მილიონი დოლარი ფერგიუსონში სიტუაციის დასარეგულირებლად. არეულობები დღესაც გრძელდება.

ჩვენი დემოკრატიული და ზეინფორმაციული ტელევიზია “რუსთავი 2” კი დუმილს ამჯობინებს, მოსახლეობას კითხვის ნიშნები რომ არ გაუჩნდეს ამერიკული დემოკრატიის მიმართ.

ერთი რიტორიკული კითხვა, რომელიც “დემოკრატიის საწყისებს” ეხება: ასეთი რამ რუსეთში რომ მომხდარიყო, დაიწყებოდა თუ არარუსთავი 2”-ის ყოველი საინფორმაციო გამოშვება ამ ამბით, თანაც  “დამაჯერებელი განმარტებებით” _ როგორი ტირანიის ქვეშ ჰყავს რუსეთის ხელისუფლებას თავისი ქვეყნის მოსახლეობა?..

დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე: განა დემოკრატიაა ის, როცა ამერიკის ქალაქი საბრძოლო მოქმედებების პოლიგონს ემსგავსება და არ აშუქებ, ხოლო, როცა მოსკოვში უნებართვო მიტინგის მოწყობისას სამართალდამცველები 10 კაცს აკავებენ, აურზაურს ტეხ?

ლევან ზანგურაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here