Home ახალი ამბები მსოფლიო ჟურნალმა Newsweek-მა გამოაქვეყნა 2022 წელს ბაიდენის ყველაზე უხერხული შეცდომების ჩამონათვალი

ჟურნალმა Newsweek-მა გამოაქვეყნა 2022 წელს ბაიდენის ყველაზე უხერხული შეცდომების ჩამონათვალი

168
ჟურნალმა Newsweek-მა გამოაქვეყნა 2022 წელს ბაიდენის ყველაზე უხერხული შეცდომების ჩამონათვალი

ამერიკულმა ჟურნალმა Newsweek-მა გამოაქვეყნა 2022 წელს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ დაშვებული ყველაზე უხერხული შეცდომების ჩამონათვალი. გამოცემა აღნიშნავს, რომ 80 წლის ბაიდენი ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია და მას მუდმივად აკრიტიკებენ საჯარო გამოსვლებში დაშვებული შეცდომების გამო.

ყველაზე უხერხულ გამონათქვამებს შორის ჟურნალმა დაასახელა მარტში გაკეთებული შეცდომა. მაშინ, უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის თაობაზე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკელ ლიდერს უკრაინელები ირანელებში აერია. ეს შეცდომა შემდეგ ვირუსული გახდა.

ივლისის დასაწყისში, ბაიდენმა ქალთა უფლებებზე გამოსვლისას ხმამაღლა წაიკითხა ტელესუფლიორის ტექნიკური ინსტრუქციები. ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა: “ქალთა პროცენტი, რომლებიც რეგისტრირდებიან ხმის მისაცემად და ხმას აძლევენ, ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცების პროცენტი, რომლებიც ამას აკეთებენ, – ციტატის დასასრული, გაიმეორეთ წინადადება“.

გამოცემამ ასევე გაიხსენა, თუ როგორ ეძებდა აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესმენ ჯეკი ვალორსკის, დაავიწყდა რა, რომ ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ასევე, პიტსბურგში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, როგორ დაბნეულად ცდილობდა ბაიდენი სცენის დატოვებას.

ჩამონათვალში ასევე შეიტანეს ბაიდენის შეცდომა, როდესაც მან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს “დიდი პრეზიდენტი” უწოდა. და ეს ნამდვილად არაა ერთეული შემთხვევები, როცა თეთრი სახლის მეპატრონე ასე ცდება. ოქტომბერში ბაიდენს აერია აშშ-ის შტატების რაოდენობა და ჩათავალა, რომ ის 54-ია, 50-ის ნაცვლად.

გამოცემის მიერ წარმოდგენილ ბაიდენის შეცდომების შამონათვალში უახლესი ნოემბერის გამონათქვამია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე წარმოთქმული, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა „უხეში შეცდომა“ დაუშვა და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზებისთვის კოლუმბიის პრემიერ-მინისტრს და არა კამბოჯის, სადაც შეხვედრა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გაზეთმა The Washington Post-მა, მცდარი განცხადებების გამო, ჯო ბაიდენს Bottomless Pinocchio-ს (“აბსოლუტური პინოქიო”) წოდება მიანიჭა. გამომცემლობამ ეს წოდება დააწესა ისეთი სიხშირით გამეორებული სიცრუის ან შეცდომაში შემყვანი განცხადებებისთვის, როცა ისინი შესაძლოა შეფასდეს როგორც “პროპაგანდის ფორმა”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here