Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი: რუსეთი განავითარებს ურთიერთობას მათთან, ვინც აფასებს...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი: რუსეთი განავითარებს ურთიერთობას მათთან, ვინც აფასებს სუვერენიტეტს

115
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი: რუსეთი განავითარებს ურთიერთობას მათთან, ვინც აფასებს სუვერენიტეტს

რუსეთი დაიცავს მულტიპოლარული სამყაროს პრინციპებს და განავითარებს ურთიერთობებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც პატივს სცემენ სუვერენიტეტს, უპირატესობას ანიჭებენ თანამშრომლობას და არა კონფრონტაციას, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.

„ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ ტენდენციების კონსოლიდაციისთვის, მრავალპოლარულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ორგანიზებისთვის“, – განაცხადა მან.

კრემლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსკოვი ამ საქმეს წარმართავს იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც „აფასებენ თავიანთ სუვერენიტეტს, უპირატესობას ანიჭებენ თანამშრომლობას და არა უაზრო კონფრონტაციას, იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებისთვისაც უცხოა რუსოფობია და, ზოგადად, ფობიები“.

მათ შორის, ვისთანაც დღეს რუსეთი კავშირებს აძლიერებს, მან დაასახელა ირანი, ახლო აღმოსავლეთი, თურქეთი, არაბული და მთლიანად მუსულმანური სამყარო. „ამ ქვეყნებთან და რეგიონებთან ვაჭრობამ ჯერ კიდევ 2020 წელს მიაღწია და დღეს დამაჯერებლად უსწრებს ევროპასთან ვაჭრობას“, – ხაზგასმით აღნიშნა უშაკოვმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here