Home ახალი ამბები მსოფლიო ხარკოვის ახალგაზრდა მოქალაქე და ამერიკელი. რა არის ცნობილი დახვრეტის მონაწილეთა შესახებ?

ხარკოვის ახალგაზრდა მოქალაქე და ამერიკელი. რა არის ცნობილი დახვრეტის მონაწილეთა შესახებ?

109
ბოგდან კოვგანი კოლეგებთან ერთად. ფოტო ბოგდან კოვგანის წაშლილი VK.com-ის გვერდიდან
ბოგდან კოვგანი კოლეგებთან ერთად. ფოტო ბოგდან კოვგანის წაშლილი VK.com-ის გვერდიდან

თითქმის ყველა, ვინც ეჭვმიტანილია გახმაურებულ სამხედრო დანაშაულში, არის 30 წლამდე და არ აქვს მრავალწლიანი სამხედრო გამოცდილება.

გაერომ შეშფოთება გამოთქვა დონბასში რუსი ტყვეების დახოცვის ვიდეოკადრების გამო და მოითხოვა ამ ცნობების საფუძვლიანი გამოძიება. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები მიწაზე გაწოლილ რუსულ ფორმიან სამხედროებს კლავენ.

გასულ კვირას დიდი რეზონანსი გამოიწვია სხვა, სიკვდილით მასობრივად დასჯის ვიდეოჩანაწერმა, რომლის მსხვერპლიც გახდა სულ მცირე 10 რუსი სამხედრო მოსამსახურე მაკეევკასთან (ლსრ). ამ ეპიზოდის ზოგიერთი მონაწილის სახე ვიდეოკადრში მოხვდა. სოც.ქსელის მომხმარებლებმა მათ შორის ამოიცნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომლებიც თამაშობდნენ ადგილობრივ КВН-ის გუნდში და აქტიურობდნენ სოციალურ ქსელებში.

ბოგდან კოვგანი. ფოტო: ფოტო სოციალური ქსელებიდან
ბოგდან კოვგანი. ფოტო: ფოტო სოციალური ქსელებიდან

Telegram-ის არხის «Рыбарь»-ის ავტორმა გაასაჯაროვა ფოტო და უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ ორი ჯარისკაცის ვინაობა, რომლებიც, მისი თქმით, შესაძლოა მონაწილეობდნენ მაკეევკას მახლობლად განვითარებულ მოვლენებში.

ინტერნეტში ადამიანის ძიების სპეციალური სერვისის დახმარებით მოძებნეს მათი ანგარიშები სოციალურ ქსელებში. სახელები და გვარები გამოქვეყნებულს დაემთხვა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები აღმოჩნდნენ ძალიან ახალგაზრდა ბიჭები – ნიკიტა მალცევი და ბოგდან კოვგანი ხარკოვის რეგიონის მკვიდრნი არიან. როგორც გაირკვა, მალცევი, მიუხედავად მისი საშიში გარეგნობისა, მხოლოდ 19 წლისაა. 2016 წლის ფოტოზეა ის, ვინც დღეს სამხედრო ფორმაში ავტომატით პოზირებს. სურათის გეოლოკაცია მიუთითებს სოფელ რუსსკიე ტიშკიზე, რომელიც ხარკოვიდან ჩრდილოეთით 25 კმ-შია. თუ «Рыбарь»-ის მონაცემებით ვიმსჯელებთ, ნიკიტა მეზობელი ჩერკასკიე ტიშკის მკვიდრია.

ნიკიტა მალცევი. ფოტო სოციალური ქსელებიდან
ნიკიტა მალცევი. ფოტო სოციალური ქსელებიდან

ჯარისკაცის ნაცნობებმა aif.ru-ს კითხვებს ჯერჯერობით არ უპასუხეს. მის ახლო ნათესავებს შორის არიან ისეთებიც, ვინც უკრაინას არ უჭერს მხარს სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. ერთ-ერთი მათგანი, ტორეზის (გორლოვსკის რაიონი, დონეცკის ოლქი) მცხოვრები დონბასის დაცვის მხარდასაჭერ ვიდეოებს აქვეყნებს.

იმისდა მიუხედავად, რომ ვებსაიტი Vkontakte დაიბლოკა უკრაინის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 2017 წელს, ბოგდანის რეალური ფოტოები სამხედრო ფორმაში, უკრაინული შევრონებით, გამოჩნდა კოვგანისა და მისი შეყვარებულის გვერდზე. ერთ-ერთ მათგანზე ის, პოლიგონზე, სხვა ჯარისკაცებთან ერთად იღებს სელფს. ახალი და ადრეული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მებრძოლი ახლა დაახლოებით 30 წლისაა. ამ დროისთვის მისი გვერდი წაშლილია „საიტის წესების დარღვევის“ გამო. ეს ხდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი აქვეყნებს ექსტრემისტულ მოწოდებებს.

რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა რუსლან ოსტაშკომ (“Время покажет”) თავის Telegram არხზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის შესაძლებელი გახდა დაქირავებული ამერიკელის იდენტიფიცირება, რომელიც შესაძლოა მონაწილეობდა სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯაში მაკეევკას მახლობლად. ყოფილი ქვეითი ჯარისკაცის სახელია კრის ნაგანუმა. ოსტაშკოს თქმით, წვერიანი ამერიკელი მივიდა დაქირავებულთა გუნდის მოსანახულებლად, რომლის სახელწოდებაა FOG – Task Force 31, და ახლა იქ იმყოფება, როგორც სამხედრო ჟურნალისტი.

კრის ნაგანუმა. ფოტო სოციალური ქსელებიდან
კრის ნაგანუმა. ფოტო სოციალური ქსელებიდან

რა არის ცნობილი სხვების შესახებ?

მანამდე aif.ru წერდა სკანდალურ ვიდეოზე აღბეჭდილ სხვა პერსონაჟებზე, რამაც ხელი შეუწყო მათ კვალზე გასვლას.

მათ სახეებში ამოიცნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არტურ ბორტნიჩუკი და ნაზარ მიხაილოვსკი, სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები. როგორც სტუდენტები, ისინი არა მხოლოდ სწავლობდნენ სამსახურს სამართალდამცავ ორგანოებში, არამედ თამაშობდნენ უნივერსიტეტის КВН-ის გუნდში, სახელწოდებით «Следствие ведут». YouTube-ზე არის მათი გამოსვლები. როგორც ჩანს, სტუდენტები ახლო მეგობრები იყვნენ.

როგორც aif.ru-მ გაარკვია, ბორტნიჩუკისა და მიხაილოვსკის სახელები ერთსა და იმავე ტელეფონის ნომერზე იყო მიბმული. ეს გამომდინარეობს მობილური ნომრების შემოწმების პროგრამის მონაცემებიდან. სკანდალურ ვიდეოში ოპერატორი კოლეგას მიმართავს: „ნაზარი, გაიღიმე. ეს ომია”. არც ერთი და არც მეორე დღეს 30 წლისაც არ არის.

კრის ნაგანუმა წინა პლანზე. ფოტო სოციალური ქსელებიდან
კრის ნაგანუმა წინა პლანზე. ფოტო სოციალური ქსელებიდან

ვიდეოში კიდევ ერთი ადამიანი, ვიღაც “ანდრიუხა”, როგორც ორი წვეთი ისე ჰგავს ლვოვის ახალგაზრდა (30 წლამდე) მკვიდრს, რომელიც რეგისტრირებულია Vkontakte-ზე ანდრეი სოკოლის სახელით. სკანდალური ვიდეოს ბოლოს ის დაჭრილია ნაჩვენები.

წყარო: aif.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here