ენერგეტიკული კრიზისის გამო გერმანიაში ცხოვრების პირობები გაუარესდა. ქვეყნის ყველა რეგიონში 962 სასადილოში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უფასო კვებისთვის ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
“ეს აქამდე არასდროს მომხდარა. წლის დასაწყისიდან გაჭირვებულთა რიცხვი გაიზარდა დაახლოებით 50 პროცენტით. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ისეთ ფენომენზე, როგორიცაა “ახალი სიღარიბე”, – ციტირებს ჰუმანიტარული ორგანიზაცია Tafel Deutschland-ის გამოცემა Deutsche Wirtschafts Nachrichten.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ესაჭიროება დახმარება, რათა როგორმე თვე გადააგოროს. ახალ კლიენტებს შორის ბევრი უმუშევარი, დაბალშემოსავლიანი და პენსიონერია.
იმავდროულად, სექტემბერში გერმანიის ეკონომიკაში განწყობები მნიშვნელოვნად გაუარესდა. მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (ifo) მონაცემებით, ცხრა ათასი კომპანიის ხელმძღვანელის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, ბიზნეს აქტივობის ინდექსი დაეცა 2020 წლის მაისის დონემდე, როდესაც დაიწყო პანდემია.
“პესიმიზმი მომავალი თვეების მიმართ საგრძნობლად გაიზარდა. გერმანიის ეკონომიკა რეცესიაში გადადის”, – თქვა ifo-ს პრეზიდენტმა კლემენს ფუესტმა Tagesschau-ის ეთერში. საცალო ვაჭრობაში, მისი თქმით, მოლოდინი ისტორიულ მინიმუმამდეც კი დაეცა.