Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: უსუფაშვილს სამშობლო არ ადარდებს, მას მხოლოდ ფული აინტერესებს

ჰამლეტ ჭიპაშვილი: უსუფაშვილს სამშობლო არ ადარდებს, მას მხოლოდ ფული აინტერესებს

609

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ საქართველო ნატოში ვერ გაწევრიანდება, ჩვენმა ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, წაუყრუა და კვლავაც ჯიუტად აგრძელებს მოსახლეობის დარწმუნებას, რომ «ამ საქმიდან» რაღაც გამოვა, თუმცა ბრწყინვალედ იციან, რომ ეს უშედეგოა. რის იმედი აქვს ხელისუფლებას? რატომ საუბრობენ ისევ ნატოსთან ინტეგრაციაზე? რის გადაფარვას ცდილობენ და ვისთვის არის მომგებიან ამ თემის წინ წამოწევა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრა.



_ საქართველოს მთვარობას არ გააჩნია საკუთარი საშინაო პოლიტიკური კურსი, ამიტომ დამოუკიდებლობის წლებში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და რადგან ამას ვერ ახერხებენ, ამიტომაც სჭირდებათ საგარეო პოლიტიკა ისეთი სახით, რომელიც მიუწვდომელია საზოგადოებისთვის. ქვეყნის შიდა პრობლემები _ ეკონომიკა, ფინანსური პოლიტიკა, სოციალური ყოფა _ ხელშესახებია და თითოეული ადამიანი თავის თავზე გრძნობს… საგარეო პოლიტიკა კი სულ სხვაა _ ის არ ჩანს და, რადგანც არ ჩანს, მთელი ყურადღება სწორედ ამაზეა გადატანილი. ამავე დროს, ეს სატყუარაა ხალხისთვის, ამით ხელისუფლება საკუთარ ხალხს თვალს უხვევს. 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ევროინტეგრაციის მომხრეა მოსახლეობის 85%. ის ამ თემაზე მარტო საუბრობს, მას წინ არასოდეს უზის ოპონენტი, რომელიც შეკითხვას მაინც დაუსვამს, _ რა იცი, რომ 85%-ია ევროკავშირის მომხრეო.

საქართველოში ევროკავშირის მომხრე 85% არასოდეს ყოფილა და დღეს, როდესაც ვითარება შეიცვალა, ამის თქმის საშულებას რა აძლევს? ეს პეტრიაშვილისეული ზრდაა. მაია ფანჯიკიძის, ირაკლი ალასანიას, პეტრიაშვილის ტყუილები გამოწვეულია იმით, რომ ასე უნდათ ამერიკელებს და ევროპელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოში ჩვენი გაწევრიანების საკითხს ბარაკ ობამამ წერტილი დაუსვა, ჩვენმა ხელისუფლებამ მისი სიტყვები ეჭვქვეშ დააყენა. პრემიერი ღარიბაშვილი როდესაც ამერიკაში იმყოფებოდა, დარწმუნებული ვარ, ნატოს თემაზე საუბარი იქნებოდა, მაგრამ ჩვენმა არც ერთმა ხელისუფალმა ხომ დიპლომატიის ენა არ იცის! ჩვენი ხელისულფლება ყოველთვის ლაპარაკობს იმას, რასაც ავალებენ, მათ მაგივრად სხვა გეგმავს. ამიტომაც, სამწუხაროდ, არ იციან დიპლომატიის ენა. ევროპელების მიერ ჩუმად, ორი სიტყვით ნათქვამი სათქმელი ზუსტად ისე უნდა გაიგო, როგორც გითხრეს, მაგრამ ჩვენ ამის აღქმის უნარი არ გვაქვს, დაწერილის წაკითხვის უნარიც არ გვაქვს. იცით, ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ უნდა იცოდეს დიპლომატიის ენა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც 16 წელი საგარეო საქმეთა სამინისტროშო მხოლოდ ყავის მოდუღებით იყო დაკავებული. ჭორაობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ მაია ფანჯიკიძის შესახებ გერმანული პრესა ღიად წერდა, რომ მას სიგიჟემდე უყვარს კაზინოში სიარული და პატარა ბიჭები.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ისევ ქიმერას სდიოს, ინტელიგენციის დიდი ნაწილი კი მათ ასეთ საქციელს ამართლებს. მიშა მართალი იყო, როცა თქვა, რომ ჩასარეცხები არიანო. საქართველოში ინტელიგენციის დონე ძალიან დაბალია. პრობლემის მოგვარება, რომლის წინაშეც ვდგავართ, ინტელიგენციამ უნდა იტვირთოს, მაგრამ როგორ შეიძლება თავად გაუნათლებელმა ინტელიგენციამ ასეთი მნიშვნელოვანი რამ იტვირთოს. ჩვენ პოლიტოლოგს ვუწოდებთ სოსო ცისკარიშვილს, რომელიც, ყველამ კარგად იცის, რასაც წარმოადგენს, მაგრამ სწორედ მის ხელთ არის ყველა ბერკეტი, რომ ხალხს ესაუბროს ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხზე, იქნება ეს ნატო, ევროკავშირი თუ სხვა მნიშვნელოვანი რამ. პოლიტოლოგები და ექსპერტები ხალხს ატყუებენ, ეს კი დანაშაულია. არაფრით შეიძლება, რომ ამ ვაიპოლიტოლოგებმა და ექსპერტებმა ხალხის განათლება და გათვითცნობიერება იტვირთონ, რადგან თითოეული მათგანი იმას გვთავაზობს, რაც ამერიკისთვის არის მისაღები. ამერიკისთვის კი, მოგეხსენებათ, რაც უფრო დეგენერატი იქნები, მით მეტად მისაღები და მოსაწონი ხარ. ამერიკამ კარგად იცის, ჩვენისთანა ქვეყნებისთვის რა არის კარგი, ასეთ ქვეყნებს უხარიათ ორი კაპიკის სანაცვლოდ ყველაფრის დათმობა.

ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც გუნდრუკს უკმევენ ამერიკას? მედროვე ფანჯიკიძე და მისი სიძე ალასანია, გაუთლელი ხიდაშელი და მისი ქმარი, რომლებიც ფულის გულისთვის ხელს ყველაფერზე მოაწერენ. ხიდაშელი ევროპარლამენტში გამოვიდა და ისეთი რამ თქვა, რომ რუსეთმა ეს არ უნდა აპატიოს. ხიდაშელმა თქვა, რომ რუსეთმა დაბომბა საქართველოს ქალაქები, მან აუცილებლად უნდა დაასახელოს რომელი ქალაქები დაბომბა რუსეთმა! ამ სისულელეს ისმენს და უწონებს ევროპარლამენტი, რომლის ყველა წევრი ამერიკის გამოზრდილია, როგორც გველის წიწილები, და დაგეშილნი არიან რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინაში აშკარად ფაშისტური ნიშნები გამოიკვეთა, რომელსაც უკვე უცხოური პრესაც აღარ მალავს; ამ დროს კი ხიდაშელი, უსუფაშვილი და ა. შ. გუნდრუკს უკმევენ ამერიკას. ვაი, იმ საქართველოს, რომელსაც ასეთი ხალხი ჰყავს წარდგენილი ევროსაბჭოში. ამერიკამ 23 წლის განმავლობაში სრულად მოახერხა დალესის დოქტრინის გატარება, თან ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, სამივე დაღუპვის კარზეა, მაგრამ ამ სამივე ქვეყნის ხელისუფლებას იმის იმედი აქვს, რომ ობამას შემდეგ მოვა პრეზიდენტი, რომელიც ნატოში ჩვენს ინტეგრაციას დააჩქარებს. საქმე ის კი არ არის, ნატოში შევალთ თუ არა, ჩვენი ხელისუფლება იმაზე უნდა ფიქრობდეს, რა გვინდა ნატოში?!

_ როგოც ჩანს, ეს მთავრობა ამაზე ფიქრს არ აპირებს, მაშ, რა უნდა ვქნათ?

_ ასეთ შემთხვევაში, ხალხმა უნდა გამოთქვას აზრი, მაგრამ აქაც დილემის წინაშე ვდგავართ, რადგან ხალხი აქამდე ცისკარიშვილებმა, შარაშენიძეებმა და სხვებმა უნდა მიიყვანონ, ესენი კი ისევ და ისევ ამერიკული გობიდან ჭამენ. აუცილებელია, ქვეყანაში ჩატარდეს რეფერენდუმი და არა პლებისციტე, თან ისე, რომ აფხაზეთმა და ოსეთმაც მიიღოს მასში მონაწილეობა. სწორედ ასე გავარკვევთ, შეიძლება თუ არა საქართველოს ნატოში ყოფნა.

არავინ ფიქრობს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ჯერ დაკარგული არ არის, რაც დაკარგულია, იმაზე, ფაქტია, ხელი აქვთ ჩაქნეული, მაგრამ სამხრეთ საქართველო? აჭარა? საშიშროებაა იმისა, რომ მარტო ქალაქი სახელმწიფო დავრჩეთ.

აბსოლუტური გოიმი კაცი _ დავით უსუფაშვილი გამოდის ევროპარლამენტში და ამბობს, ნატოს გარეშე საქართველო რუკიდან გაქრებაო. ეს სიტყვები იმის დასტურია, რომ ის საგარეო პოლიტიკის აზრზე არ არის, მაგრამ თავს უფლებას აძლევს, ამხელა ტრიბუნიდან ეს სისულელე თქვას. საქართველოს ნატოში შესვლა იქნება ბოლო წერტილი, ბოლო ლურსმანი კუბოს რომ აჭედებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ასეთი სისულელე როგორ უნდა თქვას? რუსეთი ხომ ამას ვერასოდეს შეეგუება?
ნატოში საქართველოს გაწევრიანება დამღუპველია, იქნებ სწორედ ნატოა ამ 23 წლის განმავლობაში ჩვენი ტრაგედია, ტერიტორიების დაკარგვა სწორედ «ნატო, ნატოს» ძახილმა გამოიწვია, შემდგომში შესაძლებელია, საკუთარი თავიც კი დავკარგოთ. ეს ღალატია, უსუფაშვილს სამშობლო არ ადარდებს, მას მხოლოდ ფული აინტერესებს. ის ამერიკელებმა კარგ ცხოვრებას დააჩვიეს, მისთვის ცხოვრება კუჭიდან იწყება, სხვა შემთხვევაში, ყველა თავის სიტყვას დაუკვირდებოდა. ჩვენს ხელისუფლებას და საზოგადოებას აღარ ახსოვთ, რომ ცხოვრება მარტო ნატო და გარყვნილება არ არის, ცხოვრებაა სახლის აშენება, პენსიების მომატება, ხელფასების ზრდა. ჩვენ რომ ქვეყანა უნდა ვაშენოთ, აღარავის ახსოვს, დინებას მივყვებით. სულ ეს არის ჩვენი წინსვლა.

საქართველო ასეთ ვითარებაში დიდხანს ვერ გაძლებს. პატარა ქვეყანაა სომხეთიც, მაგრამ ასე უჭკუოდ, როგორც ჩვენ ჩავაბარეთ ტერიტორიები, არასოდეს მოიქცევა. სომეხი ქვეყნის მმართველად არასოდეს აირჩევს ქართველს, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. მოგეხსენებათ, სააკაშვილი იტალიელი არ არის.
თავად ევროპელებსაც ჩვენ რომ არ ვაინტერესებთ და ჩვენი კეთილდღეობა, ნათლად ჩანს, უბრალოდ, მათ იმ პროგრამებში, რომლებსაც საქართველოში და მის მსგავს ქვეყნებში ახორციელებენ, ბევრი ფული რჩებათ. ხელისუფლებასაც აჭმევენ და თავადაც კარგად სარგებლობენ. არადა, ეს ფული ძალიან მოუხდებოდა ჩვენს გაუბედურებულ ყოფას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განგაშის ზარს რომ შემოჰკრას, ისეთი ადამიანი ქვეყანას არ ჰყავს. მასებს სიმართლეს რომ ეტყვის, ისეთი ადამიანი არ გამოჩნდა.

_ როგორ ფიქრობთ, ამერიკელებს მოსწონთ ირაკლი ღარიბაშვილი? თქვენ მისი სახელი არ გიხსენებიათ…

_ ირაკლი ღარიბაშვილი ჯერჯერობით ამერიკის ყველა დავალებას ასრულებს, მაგრამ ამერიკელებს ურჩევნიათ, მის ადგილას ალასანია ან ბოკერია, ან სულაც უსუფაშვილი იყოს. თუმცა ვიდრე ღარიბაშვილი ივანიშვილის ყველა დავალებას ასრულებს, ამერიკას პრემიერი მოეწონება. ივანიშვილიც ხომ პირწავარდნილი მედასავლეთეა. ინტელიგენცია რომ თავის დონეზე მდგარიყო და ივანიშვილის ფულით არ გამოკვებილიყო, ხალხს სიმართლე ეცოდინებოდა.

ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. მართალი ბრძანდებით ბატონო ჰამლეტ მაგრამ დღეს სიმართლე ვის აინტერესებს,ხალხი და ქვეყანა ვის ახსოვს ღალატი ხალხისა და ქვეყნისადმი ყველგან ყველა სფეროში აი მათი საქმიანობის მთავარი მოტივი,ფული, ფული, ყველგან და ყველაფერში.

  2. ჩაატარონ რეფერენდუმი და ხალხის აზრი მოისმინონ ვის რაში უნდა ნატო ან ევროკავშირი ხალხს გული ერევა მაგათზე

  3. სრული სიმართლე გამოჩნდება ,თუ რეფერედუმს ჩავატარებთ.ყველამ კარგად ვიცით ნატოსაც და კატოსაც ფეხზე ვკიდივართ

  4. როდის იყო ნასომხარს საქართველო უყვარდა. ნასომხრებს მხოლოდ ფული უყვართ!!! ასე იყო,ასე არის და ასე იქნება!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here