Home რუბრიკები პოლიტიკა როცა პოლიტიკაში ჭიაბერაშვილები მრავლობენ, გენიტალიებით სპეკულირება მოსულა

როცა პოლიტიკაში ჭიაბერაშვილები მრავლობენ, გენიტალიებით სპეკულირება მოსულა

549

ქართველი მსახიობის _ თინა მახარაძის ტუჩები გაცივებულიც არ იყო, როცა მას სიტყვა თუ საქმე მომღერალმა თეონა კონტრიძემ შეაშველა. შეგახსენებთ, რომ თინამ  რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, ჩემთვის ორალური სექსი პრობლემა არ არის და ძალიანაც მსიამოვნებს, ამას ხმამაღლა ვამბობ და არ მაინტერესებს, საზოგადოება რას იტყვისო. კონტრიძემ კი მახარაძის გამბედაობას ტაში დაუკრა და თავის პირზეც მოგვაწოდა ინფორმაცია.

 

«როგორ შეიძლება, ადამიანს ორალური სექსი არ მოსწონდეს და არ უნდოდეს, არ სურდეს, რომ ვინმე შეეხოს და ეს არ გამოსცადოს. გამორიცხულია ეს, მაგრამ ხმამაღლა მხოლოდ თინამ თქვა და ამის გამო, ვგიჟდები ამ გოგოზე», _ აღნიშნა კონტრიძემ.

არ ვიცი, რა საზოგადოებაში ტრიალებს მომღერალი, მაგრამ, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ქართველ მამაკაცთაგან, რომლებთანაც ურთიერთობა ჰქონია, კმაყოფილი მხოლოდ ერთი მათგანით არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ დანარჩენებმა კონტრიძის არცთუ პატარა ადგილს ყურადღება არ მიაქციეს.

თეონამ არც ის დაგვიმალა, რომ ქართლის დედას, თურმე, დიდი ხანია ფალოსი გაეზარდა. ეს ამბავი უკვე ზურაბ ჭიაბერაშვილს გაახარებდა, რომელმაც წლების წინ დაწერა, ქართლის დედას ხმალი და ფიალა კი არა, ერთ ხელში ფალოსი უჭირავს, მეორეში _ საშოო. ამის გამო ჭიაბერაშვილი გვარიანად ლანძღეს, მაგრამ მე მის მდგომარეობაში შევედი, რადგან გასაბერი ქალი ძალიან ძვირი ღირს და ჭიაბერაშვილი სურვილს თურმე ფიალით იკმაყოფილებდა. იყიდიდა ბაზარში ფიალებსა და ჭინჭილებს, წარმოიდგენდა იმას, რასაც შეადარა და მიდიი… ამ ლოგიკას თუ მივყვებით, კონტრიძე ერთ ადგილას ხმალს უნდა იჩხიკინებდეს და ფრთხილად იყავი თეონა, რამე არ დაიზიანო, თორემ მერე ჟიურიში კი არა, ბირჟაზეც ვერ დაჯდები.

სხვათა შორის, ამ სტატიის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ შევიტყვე, რომ პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლილმა ჭიაბერაშვილმა ახალი პარტიის შექმნა გადაწყვიტა. ჭიაბერაშვილმა გაითვალისწინა ის, რომ მმართველი პარტიის სახელწოდებაში სიტყვა «ოცნება» ურევია და საკუთარი პარტიის სახელშიც ამ სიტყვის ჩაკვეხება გადაწყვიტა. თავდაპირველად სურდა პარტიისთვის «თთ-ოცნება», ანუ «თინა-თეონას ოცნება» დაერქმია, მაგრამ მერე მიხვდა, ხალხი ვერ გაიგებსო და «მკჭ ოცნებაზე» შეჩერდა. «მკჭ» _ ეს არის მახარაძე-კონტრიძე-ჭიაბერაშვილის აბრევიატურა და თანაც ძალიან საინტერესოდ ჟღერს.

მოგეხსენებათ, პარტიას დროშა და ლოგოც სჭირდება. დროშის დიზაინზე თურმე ბიჭოლა მუშაობს და მალე წარუდგენს საზოგადოებას. რაც შეეხება გერბს, თავიდან იფიქრეს, რომ კონტრიძის უკანალი დაეხატათ, მაგრამ ეს იდეა უარყვეს, დიდია და მერე გერბი დროშაზე აღარ დაეტევაო. მერე მახარაძის უკანალზე შეჩერდნენ, თუმცა არც ამან გაამართლა, გერბს რომ შეხედავ, მეორე მხარე არ უნდა ჩანდესო და ბოლოს თქვეს, ფალოსი მივახატოთ, მაინც სულ მაგაზე ვფიქრობთ და ვლაპარაკობთო. ამაზე უკვე ჭიაბერაშვილი გადარეულა, რაღა ფალოსი, თუ ასეა, ჩემი სახე მივახატოთ და მოვრჩეთ ამითო, მაგრამ მეგობრებმა ურჩიეს, ახლა «ნაციონალური მოძრაობის» მოქმედი თუ ყოფილი წევრების სახეები ხალხს აღიზიანებს, ისევ ფალოსის მიხატვა აჯობებსო და როგორც იქნა, განაწყენებული ჭიაბერაშვილი დაითანხმეს.

შესაბამისად, ახალი პარტია სახელწოდებით «მკჭ-ოცნება» მალე საზოგადოების წინაშე ფალოსიანი დროშით წარსდგება და მხარდამჭერთა შეგროვებასა და აღრიცხვას დაიწყებს. სიმართლე გითხრათ, წესდების ტექსტი ჯერ ვერ მოვიპოვე, მაგრამ დამპირდნენ, მალე გამოვაქვეყნებთ და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებაო. პარტიაში გაწევრების მსურველებმა კი «უკანალ-კონტროლი» უნდა გაიარონ. რაც შეეხება თავმჯდომარეს, ის ჭიაბერაშვილი იქნება, რომელსაც კონტრიძე-მახარაძის სახით ორი მოადგილე ეყოლება და ბრიფინგებსაც ასე ჩაატარებენ: შუაში _ ჭიაბერაშვილი, მარჯვნივ _ კონტრიძე, მარცხნივ _ მახარაძე.

რაც შეეხება პარტიის ჰიმნს, ეს საქმე ჭიაბერაშვილმა მთლიანად კონტრიძეს მიანდო, მუსიკოსი ხარ და შენ იციო. კონტრიძესაც ბევრი არ უფიქრია და პარტიის ჰიმნად ცნობილი სიმღერა, «ახ სირუმ სირუმ» აირჩია»…

 ეჭვი მაქვს, ამ პარტიას არაერთი მხარდამჭერი გამოუჩნდება და ვინძლო მისი რიგები ისე გაიზარდოს, ბევრ მოქმედ პარტიას შეშურდეს. ასეა, როცა პოლიტიკაში ჭიაბერაშვილები მრავლობენ, გენიტალიებით სპეკულირება მოსულა.

დავით მინდიაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here