Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ჩადენილი მხეცობები დიდ სამამულო ომში

უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ჩადენილი მხეცობები დიდ სამამულო ომში

574

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სსრკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) 1942-1945 წლების დოკუმენტები მეორე მსოფლიო ომში უკრაინელი ნაციონალისტების საქმიანობის შესახებ.

 

დოკუმენტებში მოყვანილია მოწმეთა ჩვენებები, რომლებშიც ლაპარაკია უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის _ უკრაინელ ამბოხებულთა არმიის წევრების თანამშრომლობაზე ფაშისტ დამპყრობლებთან, აგრეთვე, მათ მონაწილეობაზე მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ დახვრეტაში. ამ დოკუმენტებს 2008 წელს მოეხსნა გრიფი «საიდუმლო».

სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მე-4 სამმართველოს უფროსის, პაველ სუდოპლატოვის, 1945 წლის 5 დეკემბრით დათარიღებულ მიმართვაში ამავე უწყების მე-3 სამმართველოს უფროს ილია ილიუშინისადმი, ნათქვამია, რომ «გერმანელებმა, გადააქციეს რა კიშენსკორიოლსკის რაიონი თავიანთ საყრდენ ბაზად, უკრაინელი ნაციონალისტების დახმარებით, ეს რაიონი ყოველივე საბჭოურისგან გაწმინდეს. მაგალითად, 1942 წლის გაზაფხულზე სოფელ ძველ ორლიკში გერმანელებმა შეიპყრეს და შემდეგ მდინარე დნეპრის ნაპირთან დახვრიტეს 60 საბჭოთა ოჯახი, სოფელ კიტაიგოროდში _ 45, კოტოვსკის რაიონის სოფელ ჟდანოვკაში _ 35, სოფელ ნეხვოროშჩაში _ 200, სოფელ პერეშჩეპინოში _ 100 ოჯახი, ხოლო 2 ადამიანი _ მუშათა და გლეხთა მილიციის უფროსის ყოფილი თანაშემწე და კოლმეურნეობის ბრიგადირი _ გერმანელთა კომენდანტურის კარის წინ ჩამოახრჩეს. ასეთ მხეცობას ადგილი ჰქონდა სხვა სოფლებშიც. ამის შემდეგ გერმანელებმა დაიწყეს ადგილობრივი მოსახლეობის გადაბირება, ძირითადად, სამარის ტყეებთან მდებარე რაიონების პოლიციაში სამუშაოდ».

ნაციონალისტების მსხვერპლნი ხდებოდნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. მაგალითად, 1943 წლის 4 აგვისტოს აგენტურული მონაცემებით, მასობრივად დახოცეს ქალაქ როვნოში მცხოვრები პოლონელები.

«აგენტმა, რომელიც ვლადიმირვოლინსკის მთებიდან ბრუნდებოდა, გვაცნობა, რომ 1943 წლის 18 ივლისს შეესწრო უკრაინელი ნაციონალისტბენდერელების მიერ მოწყობილ ვლადიმირვოლინსკში მცხოვრები პოლონელების ხოცვაჟლეტას. ბანდერელებმა კოსტიოლებში (პოლონური ეკლესია _ რედ.) მღვდელმსახურების მიმდინარეობისას 11 ქსენძი (პოლონელი მღვდელი. _ რედ.), ხოლო ქალაქის ქუჩებში 2000 პოლონელი დახოცეს. გერმანულმა გარნიზონმა, პოლიციამ და კაზაკებმა, დაახლოებით 600-მა კაცმა, არავითარი ზომა არ მიიღეს, რომ პოლონელთა ხოცვაჟლეტა შეეჩერებინათ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდა პოლონელთა მიმართ ანგარიშსწორება, გერმანელებმა გამოაკრეს განცხადება, რომელიც პოლონელებს ჟანდარმერიაში მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებდა ბანდერელების წინააღმდეგ საბრძოლველად. ბევრი პოლონელი, რეპრესიების შიშით, დათანხმდა გერმანელებთან თანამშრომლობაზე_ აღნიშნულია პატაკში.

რთული იყო უკრაინელი ნაციონალისტებისა და რიგითი უკრაინელების ურთიერთობა.

«უკრაინის არმიაში «მოხალისეების» გადაბირება ხდებოდა სამხედრო განყოფილებაში გამოძახებით, სადაც მათ სთავაზობდნენ, «თავიანთი ნებით» შესულიყვნენ «უკრაინის ნაციონალურ» არმიაში. ამასთანავე, გამოცხადებული იყო, რომ ეს არმია მხოლოდ უკრაინის ინტერესებს დაიცავდა. უკრაინის არმიაში «ნებაყოფლობით» შესვლაზე უარის მთქმელთ გერმანელები არაკეთილსაიმედო ადამიანებად თვლიდნენ. მათ აპატიმრებდნენ და გზავნიდნენ კრემენჩუგისა და დნეპროპეტროვსკის სპეციალურ ბანაკებში _ აღნიშნულია დოკუმენტებში, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული განყოფილებაში «საარქივო სამსახური».

ბანდერელების თავისმართლება

გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა იური სერგეევმა რამდენიმე დღის წინათ საჯაროდ გაამართლა უკრაინელი ნაციონალისტები, როდესაც განაცხადა, რომ მათ მიმართ ნიურნბერგის პროცესზე სსრკ-ის მიერ წარმოდგენილი ბრალდებები ფალსიფიცირებული იყო.

«რუსეთსსრკის მხარე იმხანად ცდილობდა მოკავშირეებზე ზემოქმედებას, რათა მათ ბანდერელები და სხვები მკვლელებად ეღიარებინათ. რატომ არ აღიარა ნიურნბერგის პროცესმა ეს? იმიტომ, რომ ფაქტები ფალსიფიცირებული იყო, იმიტომ, რომ იმ პერიოდში სსრკის პოზიცია უსამართლო იყო _ განუცხადა უკრაინელმა დიპლომატმა ჟურნალისტებს.

სერგეევმა ჟურნალისტებს მოუწოდა, ისე არ წარმოედგინათ, რომ ქვეყნის დასავლეთში მცხოვრები ყველა ადამიანი ნაცისტი და ბანდერელია.

«დასავლეთში მცხოვრები მილიონობით უკრაინელი ნორმალური ევროპელი მოქალაქეა», _ განაცხადა მან.

რფ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია

იური სერგეევის განცხადებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უპასუხა და განაცხადა, რომ რუსეთი აღშფოთებულია ამ ბილწი განცხადებით.

«უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამ განცხადებით შეურაცხყო მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა _ რუსების, უკრაინელების, ებრაელების, პოლონელების _ ხსოვნა, რომლებიც მხეცურად დახოცეს ფაშისტების დამხმარეებმა, მათ შორის, უკრაინელი ნაციონალისტების წარმომადგენლებმა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დამამტკიცებელი დოკუმენტები ხელთ გვაქვს და მზად ვართ, ისინი ბატონ სერგეევს გავაცნოთ _ ნათქვამია რფ-ის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here