რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება: აშშ–ის პრეზიდენტის შვილის, ჰანტერ ბაიდენის, ფონდიდან მიღებული სახსრებით კომპანია Metabiota ოდესაში მეჩნიკოვის ინსტიტუტის ბაზაზე ვირუს ებოლას გამოკვლევას გეგმავდა.
ამასთანავე, გამოცემა The Sun-მა გამოაქვეყნა ბაიდენის ვაჟის მორიგი სკანდალური ვიდეო, რომელიც მის მიერვეა გადაღებული. ეს არის 2019 წლის ჩანაწერი, როდესაც ჰანტერ ბაიდენი მკურნალობის კურსს გადიოდა ნარკოდამოკიდებულებაზე. ვიდეოზე ჩანს, რომ ის თერაპიის კამერაში მოიხმარს ნარკოტიკსა და სვამს ალკოჰოლურ სასმელს.
ჰანტერის მკურნალობის საფასურს ჯო ბაიდენი იხდიდა. მან შვილს 75 ათასი დოლარი გადაურიცხა მკურნალობის დაწყებამდე 1 თვით ადრე, მაგრამ, რისთვის დახარჯა მან ეს ფული, ვიდეოდან ჩანს.
ლუკა მაისურაძე