რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა ხელი მოაწერა შეთანხმებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “სპუტნიკ V”-ის თურქეთში წარმოების შესახებ და დაიწყო ტექნოლოგიის გადაცემა. თურქეთის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა ფარმაცევტული პროდუქციის წამყვანი მწარმოებლის წარმომადგენელმა.
წარმოების შესაძლო მოცულობა შეადგენს ვაქცინის მილიონ დოზას ყოველწლიურად, თურქული ფირმა ვაქცინას გაყიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
“სპუტნიკ V” შექმნილია ადამიანის ადენოვირუსების ვექტორების პლატფორმაზე. ვაქცინა უკვე მოიწონეს რუსეთის, ბელარუსის, არგენტინის, გაერთიანებული არაბული საამიროების, უნგრეთის, სერბეთის, ბოლივიის, ალჟირის, პალესტინის, ვენესუელის, პარაგვაის, თურქმენეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა. იწყება ვაქცინის რეგისტრაციის პროცესი ევროკავშირში.
kommersant.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა