Home ახალი ამბები მსოფლიო თურქეთი რუსული ვაქცინის წარმოებას იწყებს

თურქეთი რუსული ვაქცინის წარმოებას იწყებს

232
თურქეთი რუსული ვაქცინის წარმოებას იწყებს

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა ხელი მოაწერა შეთანხმებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასპუტნიკ V”-ის თურქეთში წარმოების შესახებ და დაიწყო ტექნოლოგიის გადაცემა. თურქეთის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა ფარმაცევტული პროდუქციის წამყვანი მწარმოებლის წარმომადგენელმა.

წარმოების შესაძლო მოცულობა შეადგენს ვაქცინის მილიონ დოზას ყოველწლიურად, თურქული ფირმა ვაქცინას გაყიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

“სპუტნიკ V” შექმნილია ადამიანის ადენოვირუსების ვექტორების პლატფორმაზე. ვაქცინა უკვე მოიწონეს რუსეთის, ბელარუსის, არგენტინის, გაერთიანებული არაბული საამიროების, უნგრეთის, სერბეთის, ბოლივიის, ალჟირის, პალესტინის, ვენესუელის, პარაგვაის, თურქმენეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა. იწყება ვაქცინის რეგისტრაციის პროცესი ევროკავშირში.

kommersant.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here