Home რუბრიკები პოლიტიკა რიგითი «ძაღლიშვილი» გადაარჩინეს

რიგითი «ძაღლიშვილი» გადაარჩინეს

730

წინა კვირას რომ ვწერდით, სააკაშვილის, ანუ იმავე «რიგითი ძაღლიშვილის გადასარჩენად» მთელი დასავლეთისა და შეერთებული შტატების გაერთიანებული სამგლეთია აყმუვლებულიმეთქი, ბევრმა ეს ამბავი, შესაძლოა, ერთი ყურიდან მეორეში გაუშვა, ბევრმა ჩაიქირქილჩაიხითხითა, ისე, როგორც სააკაშვილს უყვარს ხოლმე, მაგრამ ის, რაც 21 მარტს საქართველოს პარლამენტში მოხდა, ფაქტობრივად, იქცა იმ ჩვენი წერილის პოსტკრიპტუმადრას ვგულისხმობთმოგახსენებთ!..


ბატონებო, სულ ცოტა დაგვაკლდა და ფეხად მოასწრო ჩვენმა გაზეთმა გამოსვლა, თორემ დაახლოებით ასეთი პოსკრიპტუმის დაწერა მომიწევდა იმ წერილისთვის: «ჩვენ რომ გვეგონა, სააკაშვილის, ანუ «რიგითი ძაღლიშვილის გადასარჩენად» მის პატრონებს სპილბერგის იმ ცნობილი ფილმის კინოგმირის _ ჯონ მილერის ჯარისკაცებივით მტრის ზურგში ტყვიებისთვის უნდა შეეშვირათ შუბლი და სანგრებსა და წყალ-ტალახში ეხოხათ, თურმე საქმე გაცილებით მარტივად ყოფილა, _ ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ოდნავ მოსაღამოვებულზე კარგად გამოწყობილი და გაპრიალებული ჩავიდა ქუთაისში, შევიდა პარლამენტში, დაელაპარაკა დათო უსუფაშვილს, რომელსაც მანამდე პატივცემული ბიძინა ივანიშვილიც ესაუბრა ტელეფონით და მორჩა _ «ძაღლიშვილი» გადარჩა!.. არული _ კუდიანებსა, ჯვარი _ აქაურობასა!.. ჭირი _ იქა და დანარჩენი _ ლხინიც, ქატოცა და ფქვილიც _ აქა!..»

აი, დაახლოებით ასეთი იქნებოდა ეს ჩვენი პოსტკრიპტუმი და ასე და ამგვარად მოვრჩებოდით ყველაფერს!..

21 მარტს პარლამენტში ჩატარებული . . სარეიტინგო კენჭისყრის შესახებ ათასგვარი შეფასება მესმის, რამდენიც კაცია, იმდენი აზრიაზოგი ამბობს, _ ბიძინა ივანიშვილს ვენაცვალე, მიზანმიმართულად ასუსტებს ბოროტებასო!.. ზოგმა თქვა, _ თუ საქმე საქმეზე მიდგებოდა, «მეოცნებეებს» «ნაცებიდან» 11 კაცი გადმობირებული ჰყავდათ და საკონსტიტუციო ცვლილებებს წინ არაფერი უდგა, უბრალოდ, სარეიტინგო კენჭისყრაში იმ თერთმეტმა კაცმა თავისი თავი არ გაყიდაო!.. ერთი სიტყვით, ხალხი ჭრელია, ზოგი რას ამბობს და ზოგი _ რას!..

თუ მოვლენას ნიცშესეული პრინციპით განვსჯით და თუ «მიზანი ამართლებს საშუალებას», მაშინ ყველაფერი გასაგებია და აქ საკამათოც აღარაფერი რჩება, მაგრამ საკითხავია, ღირდა კი ეს «საშუალება» «მიზნის» მისაღწევად, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად?

ამ საკითხზე ჩვენ ჩვენი აზრი გვაქვს და, თუ საჭიროა, ვიკამათოთ!..

მოდით, ჯერ ის განვსაზღვროთ, თუ ვინ რა მოიგო ყბადაღებული საკონსტიტუციო  ცვლილებების ასეთი ფორმით დამტკიცებით…

ხალხის თვალში «ქართულმა ოცნებამ» ნამდვილად წააგო, რადგან მთელი შვიდი საათის განმავლობაში გამარჯვებული სახელისუფლო გუნდი და მათ შორის თითქმის ყოველთვის გაწონასწორებული სპიკერი _ პატივცემული უსუფაშვილი, მართალია, ერთხმად კი ამტკიცებდნენ, რომ პარლამენტი არ იყო ცირკი და უმცირესობის კაპრიზების დასაკმაყოფილებელი სახლი, მაგრამ, როგორც კი ამერიკის ელჩი პარლამენტში გამოჩნდა, ბატონმა დავითმა ყურები ჩამოყარა და იმთავითვე ცხადი გახდა, რომ «რიგითი ძარლიშვილის გადასარჩენად» კაპიტანმა ჯონ მილერმა უკვე კარზე მოაკაკუნა!..

თავის მხრივ, რა თქმა უნდა, «ნაცმოძრაობამაც» წააგო… სააკაშვილი ხალხის დასანახად და გასაგონად კი გაიძახის, რომ «დედა პარტია» რეინკარნირდა და თავიდან იშვა, მაგრამ თავად მიშამ ყველაზე უკეთ იცის ერთი რამ:  სანამ თავისი პოლიტიკური სექტა «ცოცხების პარტიასთან» ასოცირდება, სანამ ხალხს «მეცოცხეთა» იდეოლოგები ჭკუას ასწავლიან და ხელებს უშლიან, მანამ «ნაციონალურ მოძრაობას» ვერც ვერონიკა ქობალიას სტრიპტიზცეკვა «აუყენებს» გვერდებს» და ვერც მარიამ საჯაიას ჯარში _ ავღანეთში წასვლა მიშასთან ერთად!..

ერთადერთი ვინც მოიგო, გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ელჩი _ ბატონი ნორლანდი, რომელმაც, როგორც ჩვენში იტყვიან, ყველა «თავის ადგილზე მოსვა» და ყველას აგრძნობინა, თუ ვინ არის საქართველოს ნამდვილი ბატონ-პატრონი და ვინ წარმართავს ქვეყანაში რეალურ პოლიტიკურ პროცესს!..

აი, ამ ბატონყმობის წამალი და თანაც ძალიან ეფექტური, ჩვენი აზრით, იქნებოდა საქართველოს პარლამენტში თუნდაც ერთი ფორმალურად პრორუსული ფრაქციის არსებობა, რომელიც ასეთი ღია და უხეში პოლიტიკური ჩარევის დროს გაჯიქდებოდა, კარგი გაგებით, ვირზე შეჯდებოდა, სარეიტინგო კენჭისყრას კახურ უარს ეტყოდა და საქართველოს ხელისუფლებას არგუმენტსა და სალაპარაკოს მისცემდა «რიგითი ძაღლიშვილის გადასარჩენად» მებრძოლ ამერიკელებთან: «რა ვქნათ, ძმაო, ხომ ხედავთ, რუსოფილები არიან, ამოდენა ატომური იმპერია უდგათ უკან, უარს ამბობენ ამ სარეიტინგო კენჭისყრაზე და რა წყალს მივცეთ თავი, უმრავლესობას ხომ არ დავშლით?»

დიახ, ეს იქნებოდა საუკეთესო ბალანსი და მეტი თავისუფლება ხელისუფლებისათვის, რომელიც «ნაცმოძრაობის» ასაძაღლებლად და ქართული საქმის საკეთებლად უფრო გაბედულად და თავდაჯერებულად გადადგამდა ნაბიჯებს, მაგრამ  დღევანდელი სნობებისა თუ ობივატელის რუსეთისადმი დამოკიდებულება როგორია, იცით? ზუსტად ისეთივე, რასაც დიდი მიხეილ ჯავახიშვილი წერს ქართველებზე, _ არავის ისე არ უყვარს ფული, როგორც ქართველს და არსად ისე არ ეჯავრებათ ფულიანი კაცი, როგორც საქართველოშიო!..

ამ თეზაში ჩასვით «ფულის» ნაცვლად «რუსეთი» და მიიღებთ ახალ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, რომლის აღიარებაც ჩვენ ან არ გვინდა, ან _ აგვიკრძალეს იმათ, ვისაც თვით რუსებზეც მეტი ფული აქვთ!..

ერთი სიტყვით, ბალანსი იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი, თორემ ყველა სხვა შემთხვევა ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის პოლიტიკური დასაფლავების პროცესი დროში უსაშველოდ გაიჭიმება და, როგორც ერთმა პატივცემულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბრძანა ერთგან, ქვეყანა აგვიქოთდება!..  

საკონსტიტუციო ცვლილებებით ის ყბადაღებული ასანთი კი გამოჰგლიჯეს ხელიდან, მაგრამ, აბა, დააკვირდით, საიდან შემოუარა სააკაშვილმა ივანიშვილსა და  ქართველ ხალხს და ისიც არ დაგავიწყდეთ, როგორ დაგვიქნია კაცმა თითი, რომელიც, ქვეყანა რომ გვივარგოდეს, ახლა ვირის აბანოში დიდი ხნის მიბრძანებული უნდა იყოს!..

დიახ, როგორც კი სარეიტინგო კენჭისყრა შედგა, მიშა მაშინვე გამოიჭრა ტელეეკრანზე და ახალ ხელისუფლებას ენა გამოუყო:

«დღეს პრემიერმინისტრ ივანიშვილმა პირველად იხილა საკუთარი თვალით, რომ მისი მცდარი წარმოდგენა, რომ ყველაფერი ფულზე იყიდება, ან თუ ფულზე არ იყიდება 90-იანი წლების ყაჩაღური რუსული მეთოდები ყოველთვის შეუცვლელად მოქმედებს, საქართველოში «ვარდების რევოლუციის» შემდეგ საზოგადოების ყველაზე ჯანმრთელ, ჯანსაღ და დემოკრატიულ ნაწილზე და ესენი არიან აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ამ შემთხვევაში პოლიტიკური სპექტრის ამ წარმომადგენლებში, არ მოქმედებს!.. მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმცირესობის ყველა წარმომადგენელს და ოპოზიციის თითოეულ წევრს და მსურს ვუთხრა მათ, თუ რამდენად მეამაყება თითოეული მათგანი!.. თუ მათ ხმა მისცეს დღევანდელ ინიციატივას იმის ჩვენებით, რომ ვერ შეძლეს ბრუტალური მეთოდებით საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება და სწორედ ეს იყო მთავარი, რომ ამ არალეგალური გზებით ვერ შეძლეს ხელების გადაგრეხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩვენეთ სიმტკიცე, ისევე, როგორც კანონისა და ჩვენი ამომრჩევლის პატივისცემამინდა მოვუწოდო მთავრობასა და პრემიერმინისტრს: ახლა დროა, აჩვენოთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ჩვენი ინსტიტუტები და ევროპული მომავალი!.. შეაჩერეთ ეს სიგიჟე

აი, ამის თქმის საშუალება არ უნდა დაეტოვებინა ივანიშვილს სააკაშვილისთვის და კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რაც არაერთგზის მითქვამს, _ მიხეილ სააკაშვილისადმი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება და ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ერთადერთ «ქართულ ხალხურ» «პრინციპს», _ «ავადმყოფი ლოგინში!..»

მართალია, «ნაცებიდან» 11 კაცი «მეოცნებეებს» გადმობირებული ჰყავდათ და, სარეიტინგო კენჭისყრა სულაც რომ არ ჩატარებულიყო, უმრავლესობა 100 ხმას მაინც დააგროვებდა, მაგრამ, თუ კენჭისყრა ჩავარდებოდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველმხრივ მოგებულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა. ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, სააკაშვილი და «ნაცმოძრაობა» უკვე მთელი მსოფლიოს წინაშე წარსდგებოდნენ როგორც ბნელეთის მოციქულები და კბილებდაკრეჭილი სოციოპათ-დიქტატორები, რომლებმაც არ მოისურვეს აპარტეიდული კანონის შეცვლა!..

ეს კი ივანიშვილს სრულ კარტ-ბლანშს აძლევდა, წასულიყო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე და «ნაცმოძრაობა», როგორც ნარჩენი და სრული ანაქრონიზმი, საბოლოოდ გაენადგურებინა!..

მაგრამ, როგორც ჩანს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის გარემოცვაში ძალიან ბევრს არ აძლევს ხელს და შესაძლოა, ესეც იყოს იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ პრემიერ-მინისტრმა თავისი პოლიტიკური ეშელონის ვადაზე ადრე გადახალისება არ მოინდომა, რასაც ის ყბადაღებული კენჭისყრა მოჰყვა…

ნათქვამია, _ «ძაღლი ვინც მოკლა, იმან უნდა გადაათრიოსო»!..

ვიცი, ძალიან საჩოთირო საქმეა, მაგრამ სააკაშვილს პოლიტიკურად თქვენ გამოუყვანეთ წირვა და ამიტომ, აჰა, ბარი და აგერ, ნიჩაბი, ბატონო ბიძინა!..

ვატყობ, ეგ ამბავი თქვენ არ აგცდებათ და ნუღარ დაახანებთ!..

ისე, მეგონა, რომ «რიგით ძაღლიშვილს» თავისი პატრონები დამარხავდნენ მაინც, მაგრამ არ ჩქარობენ, ჯერ ბალზამირებაც არ დაუწყიათ ამ შეჩვენებულებს და ამიტომაც…

სუნი დგას, სუნიიიიი!!!  

ლუკა აბუსერიძე

 

1 COMMENT

  1. ლუაკა არვიცი რადაგიშავა რიგითმა ძაღლიშვილმა მაგრამ ისე გეტყობა მაგრად ვერ გაუ…ხარ,რუსული "ვენოკი" დაგამშვენებდა რაა ვირის აბანოში ისეთ ბრძნულ აზრებს აფრქვევ! ეხლა ხოვიცი დაიწყებ დემოკრატი ვარო, სიტყვის თავისუფლებაო, ცოცხებიო, უსამართლობაო, დიქტატურაო, არგინდა რაა, გირჩევნია აღიარო რომ ოცნებებით დაგაბოლეს, "გიყიდი შვილოს" პრინციპით პატარა ბავშვივით მოგატყუეს, ოქროს კოშკები დაგიდგეს ხმა გაგაყიდინეს გაზის და დენის 8 თეთრად და ეხლა კატასავით ზურგზე აღარ ეცემი, რა კაცობაა შეცდომის აღიარება, თუმცა შენ ხომ არასდროს ცდები! ანდაზები გიყვარს გატყობ და ერთი შენისთანებზეა ზედგამოჭრილი: აცე ვირო გაზაფხულზე იონჯა მოვა:) მაგარი კი "გადაგაყლაპათ" ბიძომ ვენაცვალე, იმედია გაკვეთილი იქნება შემდეგი არჩევნებისთვის, მანამდე კი "ოცნებას კაცი არ მოუკლავს":)

  2. არ ვიცი ეს ლუკა აბუსერიძე ვინაა და რა უნდა მაგრამ ზოუზოუს რომ ნამდვილად მიშაზე ჩაყოლა აქვს განზრახული უდავოა. ჩაყევით ბატონო! ძაღლი მიგაკვდათ ორივეს სულში!

  3. ზოუზოუ:ერთი შენ ყოფილხარ დემოკრატი და მეორე მიხეილ ვადაგასული თავისი სისხლიანი ბანდით.თუ ვინმემ ვინმეს დააბოლა, ისევ საკაშვილის კისერმოსატეხმა(ხომ მოიტეხა?) რეჟიმმა დაგაბოლათ შენისთანა დეგენერატ ნაცებს.თქვენისთანა უზნეო მორალისტები კი იყავით ღირსნი გეცხოვრათ სააკაშვილის ფეოდალური რეჟიმის ქვეშ თავისი დიქტატურით,"სიტყვის თავისუფლებით"ცოცხებით უსამართლობით,მაგრამ დანარჩენი უბრალო ადამიანები რა შუაში იყვნენ?ახალმა ხელისუფლებამ რომც ვერ მოახერხოს(ისევ თქვენისთანები შეუშლით ხელს)სოციალური პირობების სრულიად გაუმჯობესობა,სამართლიანობის აღდგენას და კაციჭამია რეჟიმის დასამარებას მაინც შესძლებს.უსმინე შენს ჭკუა ნაღრძობ ბელადს-პოლ-პოტ-ს,მალე დავბრუნდებით ხელისუფლებაშიო,ისემც არ აგიდგათ გვერდები ამის უფლება ქართველმა ერმა მოგცეთ.მანამდე კი იბოდიალეთ სააკიანთან ერთად,ვიდრე ყველას ვირის აბანოში არ გიკრავენ თავს.

  4. გეშინოდეთ ნაცების ქომაგებს,მაგათ ცოდვებს ინაწილებთ და უნაწილებთ შთამომავლობას მაგათი დაქომქგებით!!!!!!!!!!!მაგათგან სიცოცხლე გამოსალმებული გირგვლიანის სურათს,რომ ვხედავ გული მეწვება და კიდევ რამდენი ნაადრევად გამოასალმეს სიცოცხლეს ამ ცოდვებს ინაწილებთ და ვერც ხვდებით,საბედნიეროდ თქვენნაირად ძალიან ცოტა აზროვნებს……არც ვეცდები აზრი შეგიცვალოთ ,ღმერთის მადლით საღი აზრი საკმაოდ ბევრია საქართველოში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here