Home რუბრიკები პოლიტიკა რას წერს ბიძინა ივანიშვილზე ამერიკული დაზვერვა?

რას წერს ბიძინა ივანიშვილზე ამერიკული დაზვერვა?

714

გასულ კვირას აშშის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა სენატის დაზვერვის საკითხების კომიტეტს წარუდგინა ტრადიციული მოხსენება, რომელშიც მიმოხილული და შეფასებული იყო მსოფლიოში არსებული საფრთხეები; ამ დოკუმენტში, სხვა ქვეყნებთან ერთად, მოხსენიებულია საქართველოც, თანაც საკმაოდ საინტერესო კონტექსტში.

პირველად ჯეიმს კლაპერმა და მისმა ყოველწლიურმა მოხსენებამ ქართული საზოგადოების ყურადღება 2011 წლის დასაწყისში მიიპყრო. მაშინ სააკაშვილის ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის კრიტიკისთვის ოპოზიციამ გამოიყენა მონაკვეთი ამ მოხსენებიდან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დაძაბულობას რეგიონში ხელს უწყობს არა მხოლოდ  «მოსკოვის სამხედრო ყოფნა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და პოლიტიკურეკონომიკური კავშირები მათთან და, ამასთან ერთად, საქართველოს უკმაყოფილება სტატუს კვოთი», არამედ საქართველოს საჯარო მცდელობებიც «კავშირები დაამყაროს რუსეთის ჩრდილო კავკასიაში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან», რაც, მოხსენების თანახმად, «ასევე უწყობს ხელს ამ დაძაბულობას».

სააკაშვილის ხელისუფლება მაშინ ფრიად გაღიზიანდა ამ წინადადების და ოპოზიციის კრიტიკის გამო და საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რადიო «თავისუფლებისთვის» მიცემულ ინტერვიუში თქვა: «აბსოლუტურად არ მაინტერესებს, რას ამბობს კლაპერი». ამავე ინტერვიუში ვაშაძემ აგდებით მოიხსენია «ამერიკული პროგრესის ცენტრის» ექსპერტები სამუელ ჩარაპი და კორი ველტი («ენჯეოშნიკების» აზრი არ მაინტერესებს… მყავს ლიფტიორი, რომელიც არის «ენჯეოშნიკი»… და ა. შ.), რომლებიც მაშინ ასევე მიუთითებდნენ საფრთხეებზე, რომლებიც სააკაშვილის «ახალი კავკასიური პოლიტიკიდან» გამომდინარეობდა. ვაშაძეს ეს ინტერვიუ წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი გამაფრთხილებელ სიგნალებს გარე სამყაროდან ადეკვატურად ვერ აღიქვამდა და ელემენტარული ზრდილობის მწვავე დეფიციტს განიცდიდა. დღეს გრიგოლ ვაშაძეს, სააკაშვილის ხელისუფლების სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად, აქვს სრული შესაძლებლობა, ჩაიხედოს სარკეში და ნახოს, რა ემართება ადამიანებს, რომლებსაც არ აინტერესებთ, რას ამბობს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის შეფი (ექსპერტებზე, ლიფტიორებსა და ქართველ ხალხზე რომ არაფერი ვთქვათ).

მიუხედავად იმისა, თუ როგორ აფასებს თითოეული ჩვენგანი შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას, ალბათ, ვერ უარვყოფთ, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის ყოველწლიური მოხსენება ანალიზისთვის ერთერთ ყველაზე საინტერესო დოკუმენტს წარმოადგენს. ის არ სცდება ადმინისტრაციის საგარეოპოლიტიკური სტრატეგიის კალაპოტს, მნიშვნელოვანწილად ორიენტირებულია გარე სამყაროზე და დატვირთულია სიგნალებით, რომელთა გაშიფრვა ძალზე საინტერესო და სასარგებლოა, როგორც აშშ-ის მოკავშირეებისთვის, ისე მოწინააღმდეგეებისთვის. საინტერესო მაგალითი, ორი, თითქმის იდენტური აბზაცი 2011 და 2012 წლების მოხსენებებიდან:

«საქართველოს ახალი კონსტიტუცია აძლიერებს პრემიერმინისტრს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. პრეზიდენტ სააკაშვილს არ მიუთითებია მის სამომავლო გეგმებზე, მაგრამ მისთვის ხელმისაწვდომია შესაძლებლობა, ახალი კონსტიტუციის პირობებში პრემიერმინისტრად იმუშაოს» (ეს 2011 წლის მოხსენებაა). «საქართველოს ახალი კონსტიტუცია აძლიერებს პრემიერმინისტრს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რის გამოც ზოგი მოელის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება სცადოს ხელისუფლებაში დარჩენა, როგორც პრემიერმინისტრმა, რამაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს დაძაბულობის შემცირების პერსპექტივაზე» (ეს 2012 წლის ციტატაა; «დაძაბულობა» ნახსენებია მის წინა აბზაცში აღწერილი რუსეთ-საქართველოს რთული ურთიერთობების კონტექსტში).

ერთი შეხედვით, პირველი ციტატა თითქმის უწყინარია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს საგაზეთო სტატია კი არა, საფრთხეების ჩამონათვალია და ამა თუ იმ ფაქტის (ამ შემთხვევაში, სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერების) მოხვედრა მასში დაფიქრებისთვის და, ზოგჯერ, ტაქტიკის კორექტირებისთვის საკმარის საბაბს წარმოადგენს. მაგრამ სააკაშვილმა არ შეისმინა გზავნილები ვაშინგტონიდან, რომელთაც, ცხადია, არა მხოლოდ ეს დოკუმენტი, არამედ არაერთი სხვა ანგარიშგასაწევი პუბლიკაცია შეიცავდა, მოქმედებდა ისე, როგორც მოეხასიათებოდა და შედეგად მიიღო ის, რომ მომდევნო, 2012 წლის მოხსენებაში ის და მისი სამომავლო გეგმები უკვე ღიად წარმოჩენილი იყო, როგორც პრობლემური ფაქტორი, ხოლო თეთრი სახლი სხვადასხვა ფორმით მიუთითებდა, რომ დარჩენა ხელისუფლებაში კარგს არაფერს მოუტანს. რეჟიმი მაინც «თავისას უბერავდა» და, რომ იტყვიან, მიიღო ის, რაც მიიღო.

წლევანდელ მოხსენებაში, რომელიც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა სენატის პროფილურ კომიტეტს წარუდგინა, ჩვენს ქვეყანაზე შემდეგი რამ წერია: «ბოლოდროინდელი მოვლენები საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის პარტია «ქართული ოცნების» გამარჯვების შემდეგ, რუსეთსაქართველოს ორმხრივი დაძაბულობის შერბილების ახალ იმედს გვთავაზობს. პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა გამოხატა დაინტერესება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით და ცდილობს, მოსკოვთან დიალოგის ტონი გააუმჯობესოს. მაგრამ, პრეზიდენტ სააკაშვილის «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ, საქართველო გარდამავალი პოლიტიკური პერიოდის გამოწვევებისა და შიდაპოლიტიკური არასტაბილურობის გაზრდილი რისკის წინაშე დგას».

სააკაშვილის ლობისტებს არ აქვთ შესაძლებლობა, ამერიკული დაზვერვის დოკუმენტები ჩაასწორონ და, ალბათ, ამიტომ მოხსენებაში არაფერია ნათქვამი საქართველოს ახალი მმართველის წარმოსახვით «ავტორიტარიზმზე» ან «პრორუსულობაზე». საჭიროების შემთხვევაში, მსგავს შეფასებებს არ ერიდებიან, მაგალითად, ვიქტორ იანუკოვიჩზე ამ მოხსენებაში წერია, რომ ის ავტორიტარიზმისკენ მიდის, ხოლო ცენტრალური აზიის რესპუბლიკების ხელმძღვანელებს საერთოდ მიწასთან ასწორებენ. მაგრამ ერთია ფაქტების ინტერპრეტაცია მაშინ, როდესაც დასკვნის გამოტანისთვის თუნდაც მინიმალური საფუძველი არსებობს და სულ სხვაა აღვიარხსნილი ტყუილი, რომელიც ფაქტებით არ დასტურდება. დაზვერვამ, იდეაში, შეიძლება მოახდინოს ფაქტების ინტერპრეტაცია, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე (ეს ძლიერ არასასურველია, მაგრამ ხდება ხოლმე; შეგვიძლია გავიხსენოთ ერაყის მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული ეპოპეა), თუმცა მას არ შეუძლია პირდაპირ, ცინიკურად მოატყუოს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება. კლაპერი ვერ წარმოაჩენს ივანიშვილის მთავრობას ფაქტორად, რომელიც რეგიონში საფრთხეებს ამრავლებს და აშშ-ის პოზიციებს ძირს უთხრის, როდესაც ის მსგავსს არაფერს აკეთებს და, პირიქით, ხელს უწყობს დაძაბულობის შემცირებას, რაც მოხსენებაში აღნიშნულია კიდეც.

2008 წლის ომის შემდეგ, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ყველა მოხსენებაში რუსეთ-საქართველოს კონფრონტაციული ურთიერთობა აღიწერებოდა საკმაოდ დრამატულად, როგორც დიდი საფრთხის შემცველი რამ, წელს კი ის მხოლოდ გაკვრითაა ნახსენები, ისიც ივანიშვილის სამშვიდობო ძალისხმევის კონტექსტში; ეს არ მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე რეალურად არ შემცირდებოდა. 

საქართველოს ახალი ომი რუსეთთან, ძალიან დიდი ალბათობით, მკვეთრად დაასუსტებს აშშ-ის პოზიციებს რეგიონში, მითუმეტეს, რომ რუსეთის არმიამ რეფორმის შემდეგ, ამავე მოხსენების თანახმად, «მიიღო შესაძლებლობა, უფრო სწრაფად დაამარცხოს მისი პატარა მეზობლები და პოსტსაბჭოთა სივრცეში დომინანტურ სამხედრო ძალად დარჩეს». იმის არდაშვება, რომ მოვლენები 2008 წლის სცენარით განვითარდეს (და, სავარაუდოდ, უარესი შედეგით დასრულდეს) ობამას ადმინისტრაციისთვის რეგიონში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს; რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ასეთი დიდი მნიშვნელობის მინიჭებას, ალბათ, სწორედ ეს განაპირობებს.

რაც შეეხება გარდამავალი პერიოდის გამოწვევებს, ეს ობიექტური რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით. ავტორიტარული რეჟიმის სრული დემონტაჟი რთული, დროში გაწელილი პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. «შიდაპოლიტიკური არასტაბილურობის გაზრდილი რისკი», ალბათ, უფრო საყურადღებო ფორმულირებაა; საფრთხე მონიშნულია, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზები იდენტიფიცირებული არ არის.

დროებით გვერდზე გადავდოთ კლაპერის მოხსენება და შევეცადოთ, საინტერესო კითხვას ვუპასუხოთ: რა აღელვებს დასავლელ პარტნიორებს უფრო მეტად _ დანაშაული, რომელიც სააკაშვილის ჩინოვნიკებმა წარსულში ჩაიდინეს, თუ დესტაბილიზაცია, რომელიც მათმა ამბიციებმა შეიძლება მომავალში გამოიწვიონ? ქართველების უმრავლესობისთვის დღეს მთავარია «დანაშაულისა და სასჯელის პრობლემა» და სამართლიანობის აღდგენა, ანუ ის, რაც უახლოეს წარსულს უკავშირდება. არაერთი ადამიანი თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ გასაგებად აუხსნის დასავლეთს, რას სჩადიოდა სააკაშვილის ჯგუფი, ამერიკა და ევროპა შეშფოთდება, აღშფოთდება და მართლმსაჯულების აღსრულებას გაგებით მოეკიდება. რა თქმა უნდა, წარსულის კოშმარული ფაქტების გამომზეურება არაერთი დასავლელი უფლებადამცველის, ჟურნალისტისა და, უბრალოდ, პატიოსანი ადამიანის ემოციებსა და დამოკიდებულებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს, მაგრამ, ალბათ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ პრაგმატულ და გარკვეულწილად ცინიკურ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც აწმყოსა და მომავალს გაცილებით დიდი ფასი აქვს, ვიდრე წარსულს.

პოლიტიკასთან დაკავშირებულ პირებს დასავლეთში დიდად არ სიამოვნებთ, როდესაც ქართველები სააკაშვილის ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულზე ესაუბრებიან, იმის გამო, რომ წლების განმავლობაში მისი პარტნიორები იყვნენ და, საერთოდ, ეს პრობლემატიკა მათთვის ნაკლებად აქტუალურია. სამართლიანობის აღდგენა საქართველოში მათთვის არანაირ ხელშესახებ ამონაგებს არ უკავშირდება, პირიქით, შეიძლება გარკვეული საიმიჯო დანაკარგები მოუტანოს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მთავარი აქცენტი გაკეთდება სააკაშვილის ჯგუფის დამაჯერებელ წარმოჩენაზე ისეთ ფაქტორად, რომელმაც შეიძლება მომავალში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რაც დასავლელი პარტნიორების პოზიციებს საქართველოში დიდ პრობლემებს შეუქმნის, ისინი ამ საფრთხის ნეიტრალიზაციას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ და ხელსაც შეუწყობენ. ამ კონტექსტში, დასჯა წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის ახალი პრობლემების პრევენციის საშუალებად გადაიქცევა (ხმამაღლა ამას არავინ იტყვის, თუმცა რეალურად საქმე სწორედ ამასთან გვექნება). წარსულის მომავალზე მიბმის სტრატეგია შეიძლება საკმაოდ ეფექტური გამოდგეს, უბრალოდ, მას კარგი რეალიზაცია სჭირდება. 

თეორიულად, თუნდაც ირიბი მინიშნება იმაზე, რომ სააკაშვილის ჯგუფი ძალადობრივ აქციებს გეგმავს, ალბათ, გაცილებით უკეთ «იმუშავებს» დასავლეთში, ვიდრე ათასობით დოკუმენტი 2004-12 წლებში ჩადენილი დანაშაულის აღწერით. ცხადია, ტყუილი «ნაცების» სამომავლო გეგმებზე დაუშვებელია, თუმცა, ალბათ, არსებობს არაერთი ფაქტი, რომელიც მსგავსი ინტერპრეტაციისა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის შესაძლებობას იძლევა.

ისე, საინტერესო კია, რას დაწერს ამერიკული დაზვერვა საქართველოზე 2014-ში

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. დასწერენ როგორ "ჰუმანური" მეთოდებით ანადგურებენ საქართველოს და ქართველებს, გვეყოფა მუდამ მონებათ ყოფნა,არც დასავლეთი. არც ჩრდილოეთი არამედ ნეიტრალიტეტი და სისტემის შეცვლა არის გადარჩენა.

  2. სტატიის მოკლე შინაარსი არის ის რომ ამერიკისთვის უფრო მნიშვნელოვანია მისი სტრატეგიული ინტერესები, ვიდრე ჩვენი შიდა პრობლემები. და ის რომ თუ გვინდა რომ მივიღოთ ამერიკელების მხარდაჭერა ჩვენი შიდა პრობლემების მოგვარებაში რაც გულისხმობს ნაციონალების პოლიტიკური ველიდან განდევნას, უნდა დავარწმუნოთ ამერიკელები რომ ნაციონალები დესტაბილიზიციის ხელშემწყობი ფაქტორია რეგიონში და რასაც თავად ამერიკული თავდაცვის ხელმძღვანელი შეეხო თვის მოხსენებაში. ახალი არაფერია, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი პოლიტიკოსისათვის ეს ჯერ კიდევ ჩინურია, ამგვარად საჭიროა ასეთი წერილების გამოქვეყნება.

  3. ნაც. მოძრაობის აღვირახსნილი პროცესის შეჩერება, სამოქალაქო საზოგადოებამ ვერ შესძლო, მიშას ტყუილები დამაჯერებლად ჟღერდა: მკვლებობები–რესპექტაბელურად გამოიყურებოდა და სრულ მის მონაჩმახს სოლიდური იერი ეძლეოდა.მიშა და მისი გუნდი სცდილობდა: საკუთარი წარუმატებლობები, დადებითად წარმოეჩინათ, რომელიც რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილი იყო. დასავლეთმა ათობით მილიონი დოლარი დახარჯა მის მხარდასაჭერად და არც არის გასაკვირი, რომ დასავლეთი სცდილობს, თავი გადაირჩინოს და როგორმე სიცოცხლეშივე მიცვალებული მიშა მშვიდობიანად გაისტუმროს!..ასე, რომ კოაბიტაცია არაა ბიძინას არჩევანი , არამედ ეს განაჩენია, რომელიც მას დასავლეთმა გამოუტანა!.

  4. როდსაც ასეთი გაუგებარია ქართველი ხალხისათვის ივანიშვილის პერსონა, წარმოგიდგენიათ, რა დაემართება უცხოელს? ბატონებო ივანიშვილის ამოცნობას ვერ ვახდენთ იმის გამო, რომ არ ვიცით თვითონ ვინ ვართ. არ ვიცით რას ნიშნავს იყო ქართველი , პატრიოტი, რას მოვითხოვთ იდეალური ქართველი პატრიოტისაგან, როგორ ქცევაში გამოიხატება ეს, ეს რომ გვქონდეს ნათალად წარმოდგენილი პასუხი მეტისმეტად მარტივია. მოდით ასე დავსვათ შეკითხვა. სანამ ივანიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერეოდა ვინ იყო ეს ადამიანი?. ამ კითხვიდან უნდა ამოვადგოთ ეჭვები, რადგან ეჭვი შეიძლება ახლდეს ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერ ქმედებას. თუ მისი მოქმედებებით აღვწერთ და არა იმ მოლოდინებით რომ ამას იმიტომ აკეთებს, რომ და ა.შ…. მაშინ ბევრი საფიქრალი არ არის. (კიდევ ერთხელ გთხოვთ, როცა ადამიანის შეფასებას ვახდენთ დროებით გადავდოთ მისი განზრახულობა და ვისაუბროთ ფაქტებზე.)
    1) ბიძინა ივანიშვილი იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე შეძლებული ქველმოქმედი.
    2) ბიძინა ივანიშვილს მისი მასშტაბის შესაბამისი სერიოზული ბიზნესი საქართველოში არ ჰქონია, რითაც ქვეყანას „მოწველიდა“

    რას ნიშნავს იყო ყველაზე ღირსეული ქართველი.
    1) უნდა იყო უანგარო, გამცემი სუბიექტი. ე. ი. უნდა გასცე და არა რაიმეს მიღების სანაცვლოდ.
    2) უნდა შეგეძლოს თავგანწირვა სხვისათვის.
    ეხლა შეადარეთ ჯერჯერობით რაც გააკეთა. ისევ გთხოვთ განზრახულობა აქ არ უნდა გავურიოთ, ეს ინტერპრეტირებადია. გამოვიდეთ ფაქტებიდან.
    ჯერჯერობით ამას თუ დავუმატებთ, შეცდომებს რომელიც უამრავი მოსდის, მაგრამ მაინცდამაინც არადამღუპველი. რას მივიღებთ?
    მე მგონი, რომ ამ ეტაპზე ერთადერთს რასაც მივიღებთ, თვითონ ვართ ავადმყოფები, პარანოიკები, როდესაც ადამიანს ჩვენი წარმოსახვითი განზრახულობისათვის განვიკითხავთ.

  5. ადამიანის შეფასების ყველაზე სწორი გზა-მისი საქმეებია !!!

    საქმეები კი-დღეს(ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით)-
    ივანიშვილის სასარგებლოდ არ ლაპარაკობს.
    უნდა ვისწავლოთ ვიყოთ ობიექტურნი და აპოლიტიკურნი-როდესაც ქვეყანასა და მის ინტერესებზეა საუბარი.
    იმედი ვიქონიოთ რომ მომავალში უკეთესობა გვექნება.დღეას კი დასაკვეხი და საამაყო ჯერ-ჯერობით-არაფერია.

    ამით იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ სააკაშვილის მთავრობა იყო იდეალური და არაფერი ეშლებოდა.რასაკვირველია,ეშლებოდა ,მაგრამ ეს არ იყო გამოუსწორებელი შეცდომები,რომ არა ერთი ისეთი შეცდომა, რომელმაც ხალხში-მათ მიერ მართლაც გაკათებულ ბევრ კარგ საქმეს ხაზი გადაუსვა…
    ეს შეცდომა იყო 2008-წლის ომი ,რუსეთის ამ პროვოკაციაზე წამოგება და ომში ჩართვა.
    არ შეიძლებოდა ამ ომის დაშვება!!!-ეს ცხადზე-ცხადია დღეს,თუმცა,ასე ცხადი .ალბათ, არ იყო იმ დაძაბულ პერიოდში.
    მაგრამ კარგი პოლიტიკოსის და სახელმწიფოს ხელმძღვანელობის ვალი სწორედ იმაშია,რომ სწორად განსაზღვროს და შეაფასოს
    ყველა ნაბიჯის შედეგი და არ დაუშვას ქვეყნის ჩაგდება ასეთ სარისკო მდგომარეობაში.
    შეიძლება მრავალი ახსნა მოუძებნო ასეთ საქციელს,მაგრამ-არავითარ შემთხვევასი-არ ამართლებს იმას,რომ ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეამჩნია რუსეთის მიერ სპეციალურად ასეთი შედეგის დადგომისათვის დაგებული მახე და დაუფიქრებლად გაება მასში,რამაც ქვეყანას უდიდესი ზიანი მოუტანა.
    პოლიტიკაში ემოციურობა-დამარცხების საწინდარია და ამიტომ-დაუშვებელია !!!

  6. ბატონებო როგორ უნდა დავარწმუნოთ ამერიკელები, რომ ნაციონალების პოლიტიკური ველიდან არ განდვნის შემთხვევაში დესტაბილიზაცია შეიქმნება? მეტი საქმე არ აქვთ ამერიკელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენს აზრებს და შეხედულებებს მიაქციონ ყურადრება. ისინი ატარებენ კვლევებს ზომავენ ხალხის განწყობას და ჩვენზე უკეთ იციან ჩვენი განწყობები. ამიტომ ჩვენს ლაილაის კი არ უყურებენ არამედ რას მოვიმოქმედებთ. თუ შეიქმნა დესტაბილიზაციის პირობა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ მათ სათადარიგო ვარიანტებიც გააზრებული აქვთ. მათ რუსეთტან უჭირთ ეხლა, თორემ ჩვენ აზრებს და შეხედულებეს ბავშვის ტიტინის მეტი მნიშვნელობა მათტვია არ აქვს.

  7. ვეტანხმები ბატონი ზურას ბოლო ცინადადებას,ცჰვენი ლაპარაკი ბავსჰვის ტიტინია.მაგრამ,როგორც არცჰევნების სჰემტხვევასჰი,ბატონი ბიდზინა რატკმა უნდა იკო მტავარი დზალა და მას დაუდგა ხალხი გვერდსჰი.და სჰევდზელიტ მტავრობის გადაკენება.ასევეა აკაც მნისჰვნელოვანი ხალხის აზრი.მაგრამ მასების განატლების დონე ამჯამად დზალიან დაბალია.კომპიუტერი და გაზეტი კი არა ხალხი სჰიმსჰილის ზგვარზეა.ვინც მიცემს დგეს ერტ პურს იმას ემხრობა,სამცუხაროდ ხვალს არ უკურებს.საკარტველო ცერტილია მსოფლიო რუკაზე, ეს ცჰვენი სამსჰობლოა ტორემ ამერიკელმა ევროპელმა არც იცის. ამიტომ სანამ საერტასჰორისო სჰეგნების დონე არ აიცევს ცჰვენ უნდა მივეკედლოტ უფრო დიდ სახელმციფოს რატკმაუნდა ცჰვენტვის სჰედარებიტ უკეტესია რუსეტი.სჰეცდომა სჰევარდნაზემ დაუსჰვა რომ აირცჰია ამერიკა ,მაგრამ მასჰინ რუსეტი სუსტი იკო.ტუ რუსეტი ამერიკასტან სჰეტანხმდება ცჰვენ ხალხმა ცჰემი აზრიტ უნდა ავირცჰიოტ რუსეტი რატკმა უნდა ბატონი არ გაბატონებს ,მაგრამ კვეკნისტვის ასე სჯობს,საბცჰოტა კავსჰირის დროს კველაზე კარგად კარტველები ცხოვრობდნენ,იმიტომ რომ კარგი დიპლომატი პოლიტიკოსები გვკავდა.

  8. "დასაკვეხნი და საამაყო" ის არის,რომ დღევანდელი მთავრობის ლიდერებს, ივანიშვილსაც კი რასაც უნდა იმას ეტყვის და ნათქვამს გაურჩევს: მინაშვილი, წიკლაური, ტატიშვილი,ბობოხიძე….. და თვით თუთბერიძეც კი. თუმცა, საზოგადოებისათვის ეს წარმატება უკვე აუტანელი ხდება. ივანიშვილის ფენომენი ჯერ გაუცნობიერებელია იმიტომ, რომ მსგავსი მაგალითი არ ახსოვს, მოკრძალებეული მასშტაბით,რომ ვთქვათ, XX-XXI საუკუნეების თაობებს საქართველოში. ჩვენ საზოგადოებას სიკეთის დავიწყება სწრაფად ახასიათებს. სააკაშვილიმა ეს იცოდა და იცის, ამიტომ გვიჭედავდა ყოველდღიურად და დღესაც ნაცები გვიკიჟინებენ შესრულებულ საქმეებს, მაგრამ ეს საქმეები შავი ცის თაღზე მბჟუტავი თითო-ორი ვარსკვლავია და ისიც სკუთარ თავს გაუკეთეს. ისინი ხომ სამუდამოდ აპირებდნენ დამკვიდრებას. ამ იმედზე დღესაც კივიან. მსგავსი რამ, რომ მოხდეს მართლაც გავიხსენებ აკაკის სიტყვებს- "ფურთხის ღირს იქნები (ხარ) შენ საქართველოვ".

  9. არავითარი რევანში არ უნდა დაიშვას!!!ეს იქნება გამოუსწორებელი შეცდომა და უფალი მკაცრად დასჯის საქართველოს,თუ ჩვენ ბოლომდე არ გამოვიყენეთ ისტორიული შანსი,რომელიც ერთის მხრივ უფალმა გვიბოძა და და მეორეს მხრივ, მისი რეალიზაცია შესაძლებელი გახდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი თავგანწირვითა და მოთმინებით, გონიერებითა და უანგარობით…საქართველოს ბევრი არ ჰყოლია ასეთი სასახელო შვილი… საქართველოს საზოგადოება და მომავალი თაობები, იმედია ჯეროვნად შეაფასებენ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფასდაუდებელ ღვაწლს…იმედი მინდა ვიქონიო..თუ არა და ღმერთი საბოლოოდ ჩაიქნევს ხელს საქართველოზე!!! ნ უ დ ა უ შ ვ ე ბ თ ამას,გევედრებით და გემუდარებით: ნუ დავუშვებთ საქართველოს საბოლოო მარცხს და გ ა ნ ა დ გ უ რ ე ბ ა ს!!!!სააკაშვილი ღმერთის სასჯელია საქართველოსთ
    ვის!!!არ დაგავიწყდეთ ეს!!!!

  10. მანანა დამცუხრებული-ს და სხვებს:

    მართალი ბრძანდებით იმაში, რომ თქვენი ლაპარაკი ბავშვის ტიტინია, რბილად რომ ვთქვათ. საქართველოს იღბალზე მსჯელობთ და (არ ვიცი რა პროფესიის ხართ) ამ საკითხს უაღრესად უვიცად უდგებით, თან "რჩევასაც" გვთავაზობთ – ამერიკას ისევ რუსეთი სჯობს, თუ მიგვიღებსო. ჰმ, იქნებ დაგვისაბუთოთ მაინც, რითი სჯობს?

    სულხან-საბადან მოყოლებული, საქართველო ევროპისკენ ცდილობდა გზის გაკვალვას – ევროპისთვის კი იმ საუკუნეებში საქართველო ძალიან შორს იმყოფებოდა; ილია ჭავჭავაძე მოკლეს – სწორედ მაგ მიზეზით, რომ საქართველოს დამოუკიდებლად განვითარების გზაზე წარმატებებისთვის არ მიეღწია; წმ. კირიონი და წმ. ამბროსი (ხელაია) და სხვ. ჭეშმარიტი მამულიშვილები შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობის საქმეს… ამ სიის გაგრძელება უსაზღვროდ შეიძლება.
    ახლა, 21-ე საუკუნეში, როცა გლობალიზაციის პროცესების გამო მსოფლიომ და დასავლეთმა საქართველოს არსებობას ყურადღება მიაქცია, როცა ჩვენი ინტერესები მსოფლიო დონეზე გავიდა და შეგვიძლია დავიცვათ – თქვენ ამბობთ, რუსეთს დავუბრუნდეთო! რითი სჯობს რუსეთი ამერიკას? – ამერიკა ჩვენს ტერიტორიებს არც წაგვართმევს და არც მთლიანად ჩაგვყლაპავს/მიგვიერთებს, არც რუსიფიკაციის პოლიტიკას გაატარებს და ა.შ. მას საქართველო სტაბილურ და ძლიერ პარტნიორად სჭირდება და ამის მიღწევაში გვეხმარება კიდეც! თუკი შესაბამისი რეფორმების გატარებისას შეცდომები იყო დაშვებული, ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთვის რუსეთი სჯობს ვიდრე ამერიკა!

  11. ბატონო დიმიტრი
    ძალიან მაინტერესებს თუ თქვენ პირადად წაიკითხეთ კლაპერის მოხსენება და სად შეიძლება მისი ორიგინალში ნახვა
    დიდ მადლობა

  12. ეტყობა ღვთის ნება იყო ბატონი დათოს ამ ოჯახში მოხვედრა,რომ ისე წარმართულიყო ყველაფერი ,როგორც წარიმართა…სიკეთე სიკეთის წილ,ოღონდ ათმაგად და ასმაგად თუმცა როგორც ბატონი დათო ამბობს ეს არავის გაუზომია…დღემდე გრძელდება ამ ღვთისნიერი ადამიანების ურთიერთობა…
    მეც მქონდა მასთან შეხვედრის ბედნიერებადა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როგორი კეთილშობილი კაცთმოყვარე,ხელოვნების მოყვარული და განათლებული ადამიანი გახლავთ ბატონი დავით სალარიძე…ასეთი რჩეულები სჭირდება სწორედ ჩვენს საზოგადობას!!!!

  13. ნამდვილად კარგი სტატიაა და საერთოდ საინტერესო მასალებს აქვეყნებთ. თქვენი გაზეთის მუდმივი მომხმარებელი ვარ.
    ეს მამუკა ვინ არი რა საერთო აქვს დავით სალარიძეს ამ სტატიასთან, ეტყობა ასავალ დასავალი წაიკითხა. ანეგდოტი გამახსენდა კახელზე; ,,რის ატამი რა ატამიო\\\” რო დაცხება წარმომიდგენია მერე რას იზამს ეს ,,მამუკელა\\\”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here