Home რუბრიკები ისტორია როგორ “დევნიდა” სტალინი მეცნიერებასა და კულტურას

როგორ “დევნიდა” სტალინი მეცნიერებასა და კულტურას

სტალინი

სტალინს მისი მოღვაწეობის მანძილზე მიზნად ჰქონდა დასახული მნიშვნელოვანი ამოცანა, რომლის გადაწყვეტაც, გარკვეულწილად, დიდ პრობლემას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირში და ეს ამოცანა იყო სამეცნიეროტექნიკური პროგრესის შემუშავება და მისი განვითარება, რომელსაც სტალინის მიმდევრებმასაბჭოთა ხალხის განსწავლულობისსტალინისეული იდეა უწოდეს.

“საბჭოთა ხალხის განსწავლულობის” სტალინისეული იდეა მოიცავდა რამდენიმე კომპონენტს:

  1. საბჭოთა მანეთი აუცილებელად უნდა ყოფილიყო მყარი ვალუტა (რაც სტალინმა წარმატებით განახორციელა);
  2. აუცილებელი იყო მეცნიერთა კომპაქტურად დასახლებული კამპუსების (საცხოვრებელი ქალაქის) აშენება და მეცნიერთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
  3. საჭირო იყო ქვეყნის საწარმოების ხელმძღვანელი პირების მიმართ ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომ მათ სტიმული ჰქონოდათ ახალახალი ინოვაციების დანერგვისა მრეწველობაში;
  4. და მთავარი _ აუცილებელი იყო სამეცნერო დარგების გამოყოფა მრეწველობისგან, რათა მეცნიერება არ გადაქცეულიყო მრეწველობის დანამატად და მეცნიერებს, თავის მხრივ, დაენერგათ თავიანთი მიღწევები მრეწველობაში.

სტალინს კარგად ესმოდა დასახული ამოცანის მნიშვნელობა. მან შექმნა წარმატებული ინფრასტრუქტურა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ამერიკულსა თუ ევროპულს.

სტალინმა ომის დასრულების შემდგომ წლებში განახორციელა გრანდიოზული პროგრამა საბჭოთა მეცნიერების ასაყვავებლად. მეცნიერებს მოუმატა ანაზღაურება. მაგალითად, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს, რომლებსაც ხელფასი 2 500 მანეთი ჰქონდათ, დაენიშნათ 8 000 მანეთი, პროფესორებს 2 000 მანეთის ნაცვლად _ 5 000 და ა.შ.

ცნობილია, რომ სტალინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ატომურ მეცნიერებას, ტექნიკასა და ატომური ენერგეტიკის განვითარებას, რამაც განაპირობა მსოფლიოში პირველი თანამგზავრის გაშვება კოსმოსში 1957 წელს.

1947 წელს ომის შედეგად გამოწვეული ზარალის გამო ქვეყანა წელში ნელ-ნელა იმართებოდა, როდესაც სტალინის მითითებით, სსრკ-მა დაიწყო ელექტრონული გამოთვლითი ტექნიკის (კომპიუტერი) მოსამზადებელი სამუშაოები და 1949 წელს გამოუშვა პირველი კომპიუტერი _ ეს იყო პირველი კომპიუტერი ევროპაში, მსოფლიოში კი _ მეორე (პირველი კომპიუტერი შეიქმნა აშშ-ში, 1944 წელს). იმხანად მსოფლიოში მხოლოდ სსრკ და აშშ აწარმოებდნენ კომპიუტერულ ტექნიკას. ბევრი განვითარებული ქვეყანა კომპიუტერებს მხოლოდ ლიცენზიით აწარმოებდა, ხოლო დანარჩენი ქვეყნებისთვის მსგავსი ტექნიკა და ტექნოლოგიები საოცნებო იყო.

სტალინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა უმაღლეს განათლებას. 1940-იანი წლების მიწურულს მისი განკარგულებით მთელ რიგ ქალაქებში _ მინსკში, ხარკოვში, ვორონეჟში, კიშინიოვში, აშხაბადში, ფრუნზეში და .. _ დააფუძნეს ახალი უნივერსიტეტები. თუ ომამდე ქვეყანაში არსებობდა 29 უნივერსიტეტი, რომლებშიც 76 ათასი სტუდენტი სწავლობდა, 1955 წელს ქვეყნის 33 უნივერსიტეტში უმაღლეს განათლებას 1 მლნ 850 ათასი სტუდენტი ეუფლებოდა.

სტალინს სურდა, ქვეყანაში შეექმნა სამეცნიერო წრე, რომლის წევრები იქნებოდნენ ქვეყნის საუკეთესო მოაზროვნეები, ისინი უზრუნველყოფილნი უნდა ყოფილიყვნენ ცხოვრების მაღალი დონით. ამ მიზნით სტალინი შეუდგა აკადემიური ქალაქების მშენებლობას, დიდ ხარჯებს არ ერიდებოდა. დღეს ასეთ დასახლებებს ტექნოპარკებს უწოდებენ და ისინი მსოფლიოში 600-მდეა.

1946 წელს სტალინმა განაცხადა, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შესაქმნელად და ყველანაირად შეუწყობდა ხელს მათ განვითარებას. სტალინი იყო გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ზუსტად ესმოდა ატომური კვლევების მნიშვნელობა და მიაჩნდა, რომ აუცილებელი იყო კოსმოსის შესწავლა. სწორედ სტალინმა “აღმოაჩინა” იმხანად ნაკლებად ცნობილი მეცნიერები: იგორ კურჩატოვი და სერგეი კოროლიოვი, რომლებსაც სამეცნიერო წრეები დიდად არ სწყალობდნენ; უფრო მეტიც _ მათი იდეები ფანტასტიკურად ეჩვენებოდათ. ვისაც წაკითხული აქვს იმ ადამიანების მოგონებები, როგორებიც იყვნენ გიორგი ჟუკოვი, ალექსანდრე ვასილევსკი, კონსტანტინე როკოსოვსკი, ნიკოლოზ კუზნეცოვი, ივანე ისაკოვი, სერგეი შტემენკო და სხვები, ანუ მოგონებები ადამიანებისა, რომლებიც კარგად იცნობდნენ სტალინს, გაიხსენებს, რომ ზემოაღნიშნული პირები ერთხმად აღნიშნავდნენ: სტალინი დიდად აფასებდა იმ ადამიანებს, რომლებსაც შეეძლოთ თავიანთი აზრის ბოლომდე დაცვა.

იგორ კურჩატოვი და სერგეი კოროლიოვი
სერგეი კოროლიოვი და  იგორ კურჩატოვი 

სტალინმა შესანიშნავად იცოდა, რომ სსრკ-ში უნდა დაწყებულიყო ტექნიკური პროგრესი, ქვეყანას სჭირდებოდა ახალი სამეცნიერო კადრები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საჭირო იყო მეცნიერები, რომელთა მიზანი იქნებოდა თეორიიდან პრაქტიკული ამოცანების შესრულება.

ახლა კი მოგახსენებთ საინტერესო დეტალს სსრკ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრ ივანე ბენედიქტოვის მოგონებებიდან:

“მოსკოვში გამართულ საგამოფენო ექსპოზიციაზე სასოფლო-სამეურნეო ექსპონატების დათვალიერებისას სტალინმა ყურადღება შეაჩერა ხილ-ბოსტნეულზე, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, კარგად ვერ გამოიყურებოდა.

სტალინი: _ რაშია საქმე, ამხანაგო ივანე ალექსანდრეს ძევ? ეს გამოფენა სოფლის მეურნეობის მიღწევების საჩვენებლად მოვაწყვეთ თუ პირიქით?

ივანე ბენედიქტოვი: _ ეს პროდუქტები სამხრეთიდან რკინიგზით ჩამოიტანეს, რასაც რამდენიმე დღე დასჭირდა. სახელმწიფო კონტროლის სამსახურმა, დიდი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად ჩათვალა ხილ-ბოსტნეულის არა საჰაერო სივრცით, არამედ სარკინიგზო გზით ტრანსპორტირება.

სტალინი: _ თქვენ სახელმწიფო პოზიციიდან გამომდინარე უნდა მიუდგეთ საქმეს, რომ ხალხმა თავისი თვალით ნახოს და მოინდომოს მაღალხარისხიანი პროდუქტის მიღება. თქვენ ახლა დაზოგეთ ათასობით მანეთი, მაგრამ დაგვაკარგვინეთ მილიონები.

ამის შემდეგ სასოფლი-სამეურნეო დანიშნულების პროდუქტები მხოლოდ საჰაერო გზით ჩამოჰქონდათ ექსპოზიციებზე დედაქალაქში. სტალინი მართალი აღმოჩნდა, რაშიც თვითონ დავრწმუნდი _ დელეგაციები სხვადასხვა კოლმეურნეობიდან ექსპოზიციებზე წარმოდგენილი პროდუქციის დათვალიერების შემდეგ თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომ უკეთესი პროდუქტი მოეწიათ”.

სტალინს ესმოდა, რა როლი უნდა ჰქონოდა მეცნიერებას ქვეყნის განვითარებაში და ჩამოაყალიბა საზოგადოება “ცოდნა”; მისივე ინიციატივით შეიქმნა გამოცემა, რომელშიც იბეჭდებოდა სტატიები სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო მიღწევებზე ფიზიკაში, ქიმიაში, ასტრონომიაში, ბიოლოგიაში, გენეტიკაში და ა. შ.

ბელადი მუდამ ნოვატორების ძიებაში იყო. აი მისი სიტყვები:

მეცნიერებაში ერთეულები გვყავს ნოვატორები. ასეთები არიან პავლოვი და ტიმირიაზევი, დანარჩენები კი მეცნიერების ისეთი მსახურნი არიან, რომლებმაც მიაღწიეს გარკვეულ მდგომარეობას თავიანთ პროფესიაში და დიდად აღარ სურთ თავის შეწუხება. ისინი მხოლოდ სამეცნიერო წიგნების კითხვით არიან დაკავებულნი, ფიქრობენ, ყველაფერი იციან და ეჭვის თვალით უყურებენ ყოველივე ახალს”.

1942 წლის 24 მარტით დათარიღებულ ტელეგრამაში სტალინი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ვლადიმერ კომაროვს წერდა:

“მიუხედავად რთული პერიოდისა, დარწმუნებული ვარ, მეცნიერებათა აკადემია განაგრძობს თავისი ფუნქციების შესრულებას”.

მეორე ტელეგრამაში, რომელიც სტალინმა კომაროვს 1942 წლის 12 აპრილს გაუგზავნა, ნათქვამია:

“ვიმედოვნებ, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემია განაგრძობს ნოვატორული იდეების შემუშავებას, რაც გამოგვადგება გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში”.

მიხეილ ბულგაკოვი და სტალინი
მიხეილ ბულგაკოვი და სტალინი

უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირის დაარსების შემდეგ ქვეყანაში წლების განმავლობაში არ შეუქმნიათ კონკურენტუნარიანი გარემო სამეცნიერო წრეებში, რამაც უარყოფითი შედეგები გამოიწვია. ცნობილმა ბოტანიკოსმა ნიკოლოზ ვავილოვმა, რომელიც რევოლუციის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ბოტანიკის ინსტიტუტს, თავისი მოღვაწეობის პერიოდში სამეცნიერო იმპერია ჩამოაყალიბა, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო დარგში მიღწევები არ ჰქონია.

ფიზიოლოგიის დარგის მონოპოლიზებაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტი: იმხანად გამოჩენილ ფიზიოლოგს, 60 წელს მიტანებულ ლეონ ორბელს, შეთავსებული ჰქონდა 20-მდე თანამდებობა.

კიდევ ერთი ფაქტი; ჩემს ადრინდელ სტატიებში მოხსენიებული ცნობილი მეცნიერი და ბოტანიკოსი ნიკოლოზ კოლცოვი პირადი გავლენების წყალობით დიდ დაფინანსებას იღებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ შედეგი თითქმის ნულის ტოლი იყო.

ყოველივე ეს კარგად იცოდა სტალინმა და იმედია, მკითხველი მარტივად მიხვდება, რატომ “დევნიდა” და აკრიტიკებდა იგი არა მეცნიერებას, არამედ იმ მეცნიერებს, რომლებმაც მოახერხეს თავიანთი დარგების მონოპოლიზაცია. სხვათა შორის, ანალოგიურად მოექცა ბელადი სამგზის სტალინური პრემიის ლაურეატს, აკადემიკოს ტროფიმ ლისენკოს, რომლის აგრობიოლოგიურ პროექტებს თავდაპირველად მხარს უჭერდა, მაგრამ 1952 წელს მანვე გასცა ლისენკოს სამეცნიერო დარგის ლიკვიდაციის განკარგულება და იქვე განაცხადა, რომ საჭიროა შეიქმნას მეცნიერთა კოლეგიური ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც, სასურველი იქნებოდა, შეეყვანათ თვითონ ლისენკოს მოწინაღმდეეგები. ამით სტალინმა ყველას მიახვედრა, რომ საჭიროა დისკუსიები, სხვა მეცნიერებს კი მკაფიოდ მიანიშნა, რომ მეცნიერების ამა თუ იმ დარგის მონოპოლიზაციის შემთხვევაში მათაც ვავილოვის, ორბელისა თუ კოლცოვის ბედი ელით.

ასე დაიწყო სტალინის ინიციატივით საზოგადოებრივი დისკუსიები და მსჯელობები მეცნიერებს შორის სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა დარგში _ ჯერ ბიოლოგიასა და ფიზიოლოგიაში, შემდეგ ასტროლოგიასა და ასტრონომიაში. ამ განხილვებს მოჰყვა არა მხოლოდ მეცნიერთა, არამედ პარტიული აქტივისტებისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, მოსახლეობის ჩართულობაც კი.

ამგვარად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამეცნიერო სესიები და დისკუსიები მეცნიერთა და მეცნიერების დევნა კი არა, სამეცნიერო დარგების მონოპოლიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. რა თქმა უნდა, ეს არ იყო საუკეთესო გზა იმ პრობლემის აღმოფხვრისა, რომელსაც მეცნიერების მონოპოლიზაცია ჰქვია, მაგრამ ეს აუცილებელი იყო სამეცნიერო წრეებში გამეფებული მანკიერების ამოსაფხვრელად.

ეს რაც შეეხება სტალინის მიერ მეცნიერების შევიწროებასა და “დევნას”, ახლა კი მოგითხრობთ, როგორ “დევნიდა” სტალინი კულტურის წარმომადგენლებს.

* შემთხვევა პირველი:

1930 წლის 8 აპრილის საღამოს 6 საათი იყო. მიხეილ ბულგაკოვი სადილის შემდეგ, ჩვეულებრივ, ისვენებდა, როცა ლუბამ (ბულგაკოვის მეუღლე) მწერალი ტელეფონთან იხმო და უთხრა, _ ცენტრალური კომიტეტიდან გირეკავენო. ბულგაკოვმა მეუღლის ნათქვამი ხუმრობად ჩათვალა, ზანტად მიუახლოვდა ტელეფონს, ყურმილი აიღო და…

_ მიხეილ აფანასის ძე ბულგაკოვს ვესაუბრები?

_ დიახ, დიახ.

_ თქვენთან საუბარი ამხანაგ სტალინს სურს, _ მოესმა ყურმილიდან.

_ რა? ვინ? სტალინი? _ დაიბნა მწერალი და მან გაიგონა ნაცნობი ხმა ქართული აქცენტით.

_ დიახ, თქვენ სტალინი გესაუბრებათ. გამარჯობა, ამხანაგო მიხეილ აფანასის ძევ!

_ გამარჯობა, იოსებ ბესარიონის ძევ! _ უპასუხა ბულგაკოვმა.

_ ჩვენ წავიკითხეთ თქვენი წერილი, რომელზეც მიიღებთ სასურველ პასუხს, მაგრამ მაინტერესებს, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ის, რომ თქვენ საზღვარგარეთ გსურთ გამგზავრება? განა ასე მოგაბეზრეთ თავი?

ბულგაკოვი არ ელოდა ასეთ შეკითხვას და დაბნეულად უპასუხა:

_ ბოლო ხანს ბევრი ვიფიქრე ამ ამბავზე და მივედი დასკვნამდე, რომ რუს მწერალს არ შეუძლია უსამშობლოდ არსებობა.

_ მართალს ბრძანებთ, _ მიუგო სტალინმა.

_ იყო დრო, მსურდა ქვეყნიდან გამგზავრება და განცხადებითაც მივმართე ორგანოებს, მაგრამ უარი მითხრეს.

_ იქნებ ხელახლა მიმართოთ განცხადებით? მგონია, უარს არ გეტყვიან. იმასაც ვფიქრობ, რომ საჭირო და აუცილებელია ჩვენი შეხვედრა და საუბარი.

_ დიახ, რა თქმა უნდა, იოსებ ბესარიონის ძევ, მე ძალიან მინდა თქვენთან შეხვედრა, _ მიუგო მწერალმა სტალინს.

_ საჭიროა, დროის გამონახვა. ახლა კი კეთილი სურვილებით გემშვიდობებით.

სტალინის ზარმა რადიკალურად შეცვალა მწერლის ცხოვრება _ იგი რეჟისორის ასისტენტად დანიშნეს მოსკოვის ცნობილ სამხატვრო-აკადემიურ თეატრში, მისი პიესები იდგმებოდა ქვეყნის სხვადასხვა სცენაზე. მწერალს გაუჩნდა ფული და, რაც მთავარია, თავისუფლად შეეძლო დაეტოვებინა ქვეყანა. ყველაფერს ამას იგი სტალინს უმადლოდა.

ერთ-ერთ წერილში ბულგაკოვი წერს:

სასოწარკვეთილებისას, ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდში, დამირეკა გენერალურმა მდივანმამერწმუნეთ, ეს იყო ძლიერი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და, ამასთანავე, ელეგანტური მოსაუბრე”.

მაგრამ შეხვედრა, რომელიც ბულგაკოვს ასე სწადდა, ვერ გაიმართა. მოგვიანებით ბულგაკოვმა სტალინს შემდეგი შინაარსის წერილით მიმართა: ჩემი, როგორც მწერლის, ოცნებაა თქვენთან შეხვედრა, მაგრამ, მერწმუნეთ, არა იმიტომ, რომ ეს სარფიანი იქნება ჩემთვის, უბრალოდ, ჩვენმა სატელეფონო საუბარმა 1930 წელს დაუვიწყრი შთაბეჭდილება დამიტოვამე არასდროს ვყოფილვარ განებივრებული მსგავსი საუბრებით”.

* შემთხვევა მეორე:

პოეტმა და ჟურნალისტმა ვერა ინბერმა ლენინგრადის ბლოკადის თემაზე შექმნილი პოემისთვისპულკოვოს მერიდიანი” 1946 წელს სტალინური პრემია მიიღო და, ამასთანავე, დაჯილდოვდა შრომის წითელი და ღირსების ორდენებით. ალბათ, იკითხავთ _ რა არის ამაში განსაკუთრებული? განსაკუთრებული ის არის, რომ ვერა ინბერი იყო ლევ ტროცკის დისშვილი.

ვერა ინბერი
ვერა ინბერი

მას შემდეგ, რაც ტროცკი ქვეყნიდან გააძევეს, პოეტი ქალბატონისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვალა. “დესტალინიზატორთა” კითხვები კი ასეთი იყო: “რა ბედი ეწევა ტროცკის დისშვილს სტალინურ ეპოქაში: პატიმრობა? გადასახლება?

არა! პოეტი ქალბატონი ვერა ინბერი პრესტიჟული სტალინური პრემიით დააჯილოვეს. 1939 წლის დასაწყისში, როდესაც ქვეყნის ცნობილი მწერლები და პოეტები წარადგინეს ღირსების ორდენზე, სიაში ვერა ინბერის გვარი არ იყო, რაც მხედველობიდან არ გამორჩენია სტალინს და იქვე უკითხავს: _ და მერე რა, რომ ვერა ინბერი ტროცკის დისშვილია?! დააჯილდოვეთ ღირსების ორდენით.

საინტერესოა მიმოწერა სტალინსა და მაქსიმ გორკის შორის. 1930 წლის 29 ნოემბერს მწერალმა ბელადს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ საბჭოური პრესა ნაკლებ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში მიმდინარე დადებით მოვლენებს და აქცენტი გადატანილი აქვს ნეგატიურ ფაქტებზე. სტალინის საპასუხო წერილი გორკისადმი, რომელიც იმ პერიოდში იტალიაში ცხოვრობდა, საკმაოდ საინტერესოა:

“თვითკრიტიკის გარეშე წარმოუდგენელია, თვითკრიტიკის გარეშე ჩვენი ყოფა შეუძლებელია, კრიტიკის გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებებთ, ამის გარეშე უძრაობა გარდაუვალია, გარდაუვალია ბიუროკრატიის მატება. რა თქმა უნდა, კრიტიკა ხელს აძლევს ჩვენს მტრებს და ამაში სრულიად გეთანხმებით, მაგრამ კრიტიკა ჩვენ გვაიძულებს, არ დავიშუროთ ენერგია ქვეყნის ასაშენებლად, გავზარდოთ მუშა-მოსამსახურეთა შრომისუნარიანობა და ა.შ. ამით უარყოფითი მხარეები დადებითი მხარეებით იფარება. შეიძლება, პრესა მართლაც ცდილობს, წარმოაჩინოს ჩვენი ნაკლოვანი მხარეები. ეს არასასიამოვნო ფაქტია. ამიტომ მოითხოვთ, რომ დავაბალანსოთ (მე ვიტყოდი, გადავფაროთ) ჩვენი ნაკლოვანებები მიღწეული დადებითი მოვლენებით და ამაშიც გეთანხმებით. ჩვენ აუცილებლად აღმოვფხვრით ხარვეზებს. ეჭვი არ შეგეპაროთ”.

სტალინის მოწინააღმდეგეების აზრით, თურმე სტალინის “სინდისზეა” ოსიპ მანდელშტამისა და მიხეილ ბულგაკოვის, მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილისა და სხვა მწერლების, კულტურის, ხელოვნებისა და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლების სიკვდილი…

2012 წლის არჩევნებამდენაციონალური მოძრაობისწინააღმდეგ ამხედრებულ ხალხს რომ ვუყურებდი, მეუფლებოდა შიში, რომ ხელისუფლებიდანნაციონალური მოძრაობისწასვლისთანავე ქუჩებში სისხლის გუბეები დადგებოდა. უამრავი ჩემი ნაცნობი და მეც შურისძიებისთვის ვიყავით მზად. კარგია თუ ცუდი, სისხლის აღებისა და შურისძიების უმართავი პროცესი რომ არ დაიწყო? ალბათ, კარგი, მაგრამ ცუდიცაა, რადგან, როდესაცნაციონალური მოძრაობა” 1937 წლის რეპრესირებულთა მუზეუმს ხსნიდა, იქვე ახლოს, იმავე ტერიტორიაზე, ადამიანებს ისე აწამებდა, 1937 წელს ჯალათებს არც კი დაესიზმრებოდათ, დღეს კი ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელმაც ქართველი ხალხის სისხლში არაერთხელ გაისვარა ხელი, ხელისუფლების სათავეში დაბრუნების პრეტენზია აქვს.

ადამიანების მცირე ნაწილი დღეს 1924 წლის აჯანყების სურათის აღდგენას ცდილობს, უამრავ მასალას აქვეყნებს და რატომ არ შეიძლება ნათელი მოეფინოს პანკისის ტრაგედიას, რომლის მონაწილეებიც ჯერ კიდევ სამსახურებში არიან და თვითმხილველებად რჩებიან? თუ დაწვრილებით ვიკვლევთ მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის მიმართ ჩადენილ ბოროტმოქმედებას და ცხრა მთას იქით ვედავებით სტალინს, რატომ არ უნდა მოეფინოს მზის სინათლე სანდრო გვირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, მამაშვილ ვაზაგაშვილების, გიორგი გამცემლიძისა და სხვათა მკვლელობებს? რატომ არ შეიძლება ერთი ფოტო მაინც გადავუღოთ ორას პოლიტპატიმარს, რომლებსაც 3-4-ჯერ მეტი ხნით ჰქონდათ აღკვეთილი თავისუფლება, ვიდრე სტალინის პერიოდის ნებისმიერ პოლიტპატიმარს, და “ნაცმოძრაობის” ლიდერების ფოტოების გვერდით დავკიდოთ?! გამოგონილი მუზეუმების ნაცვლად, გავხსნათ წამების ერთი ოთახი მაინც, რომელშიცნაციონალური მოძრაობისჯალათების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ფოტო და ვიდეომასალები იქნება გამოფენილი.

რატომ არ არის წარმოდგენილი ის ათიათასობით ფაილი, რომლებზეც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ადამიანთა წამებაა ასახული? თუ “ნაცმოძრაობამ” ცხრა წელიწადში შეძლო, 3-მილიონიან ქვეყანაში ბრალდება წაეყენებინა 350 ათასი ადამიანისთვის, რატომ არ შეიძლება, 200-მილიონიან ქვეყანაში 30 წლის განმავლობაში (1921-1953 წწ) მილიონზე მეტი პატიმარი ჰყოლოდათ? რატომ არის საშინელებათა ავტორი “დემოკრატიის შუქურა”, რომელიც დღესაც “ბრწყინავს” უკრაინის ცის ტატნობზე, სტალინი კი _ პირსისხლიანი დიქტატორი, რომელმაც “ჩაიბარა კავიანი რუსეთი და დატყოვა ატომური იარაღით”?

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. შესანიშნავია.ეს დღევანდელ თაობამ მაგალითად უნდა გაანალიზოს და უნდა შესძლოს სწორი-სამართლიანი და არასწორი-უსამართლო გზის გარჩევა. ეს თუ კი ადამიანთა მოდგმა მშვიდობიანი-განვითარებული-ცხოვრებით იცხოვრებს მომავლისთვის მომავალში. პატივის ცემით თქვენი დიდი მადლობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here