ყველაფერი საკმაოდ ატიპურად დაიწყო: დასაწყისში ასპარეზზე გამოიყვანეს გრეტა, რომელიც დაემუქრა უფროს თაობას და Climate–აპოკალიფსის შექმნა დასწამა. შემდეგ კი აამოქმედეს თვით ჭირი, რომელიც მაინცდამაინც უფროს თაობას კლავს.
ყველაფერი უფროსი თაობის ბრალია!
უწინ პირიქით იყო _ ჯერ ეპიდემია, შემდეგ მის ფონზე გამოჩნდებოდნენ ცრუ წინასწარმეტყველები. ამჟამად ახალი რეალობის მოწმენი ვხდებით _ სოცქსელების გავლენის: თუ ერთხელ შეძლეს გრეტა ტუნბერგის გიჟური გამოსვლებით ხალხის დაშინება, მაშასადამე, შეიძლება მეორე ეტაპის ამოქმედება.
მანამდე კი აქტივისტები უფროსი თაობის დემონიზებით იყვნენ დაკავებულები. გერმანიის ტელევიზიის პირველი არხის _ ARD-ს ეკრანზე გამოიყვანეს ბავშვების გუნდი, რომელიც მღეროდა: “ბებიაჩემი ბებერი ეკოლოგიური ღორია”. ბოლოს და ბოლოს, დადგა ბებიების გასაჟლეტად ჭირიანობის ჟამი, რომელმაც ნორჩი გულების თაობა უნდა გაათავისუფლოს ქიმერისგან, სახელად სინდისი. იმავე ARD-ზე (ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსი არხი გერმანიაში) გამობრძანდა იქაური სატირიკოსი ზილბერშტაინი და განაცხადა: “კორონის გამო ძირითადად უფროსი თაობა რომ იღუპება, არის ბუნების დიადი სამართალი, რადგან სწორედ თაობამ 60+ მსოფლიო კედელთან მიაყენა”. ღია ტექსტით თქვა მილიონიანი აუდიტორიის წინაშე.
ასეთია მათი სატირა პანიკის მწვერვალზე.