საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში წარდგენილ თავის მოხსენებაში, როგორც იქნა, გაბედა და ერთი აბზაცი ევროკავშირის მორიდებულ კრიტიკას მიუძღვნა.
“ევროკავშირი, _ თქვა მან, _ საკუთარი კრიზისის ფონზე, ჯერ ვერ ყალიბდება, თუ რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს თავის უახლოეს მეზობლებთან (კანდიდატ თუ ასოცირებულ ქვეყნებთან), რომლებიც გაწევრებისკენ ილტვიან, რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინებს; არ შეაჩეროს ძრავა, რომელმაც გაფართოების პოლიტიკის სახით, ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა თვით ევროპასა და მის ახალ წევრებს”.
ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელიც საკუთარი კრიზისის ფონზე ვერ ყალიბდება სამომავლოდ, “რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!”, ძნელი გასარკვევია.
ჰოდა, მაშინ, როცა ევროპას თავის კანდიდატ თუ ასოცირებულ მეზობლებთან მომავალი ურთიერთობები ვერ გაურკვევია, გადედლებული კაცების დედაკაცებად გამოწყობა-გამოპრანჭვაზე აუღია გეზი და კაცყოფილების ახალ მოდურ ტანსაცმელს გვთავაზობს. კერძოდ, როგორს, დახედეთ ფოტოებს და თვითონ შეაფასეთ.
ეტყობა, ის დრო დადგა, როცა პოპულარული დები იშხნელების მიერ გიტარაზე დამღერებული “ყველა სნეულებაზე სიყვარული ძნელია” ევროპული მოდის ყაიდაზე უნდა გადავაკეთოთ:
ეს მოდური კანონი,
ყველასათვის ვალია,
განურჩევლად იმისა,
კაცია თუ ქალია.