Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ში აჩვენეს მამხილებელი ფილმი უკრაინულ მაიდანში ობამას, ბაიდენის და სააკაშვილის როლზე

აშშ-ში აჩვენეს მამხილებელი ფილმი უკრაინულ მაიდანში ობამას, ბაიდენის და სააკაშვილის როლზე

2587
აშშ-ში აჩვენეს მამხილებელი ფილმი უკრაინულ მაიდანში ობამას, ბაიდენის და სააკაშვილის როლზე

ამერიკულმა ტელეარხმა One America News-მა, რესპუბლიკურ პარტიასთან დაახლოებულმა ტელევიზიამ, აჩვენა დოკუმენტური ფილმიიმპიჩმენტი. ბაიდენის ფული. მასობრივი მკვლელობები”, რომელშიც აღწერილია უკრაინის მეოთხე პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, ხელისუფლებიდან ჩამოშორების პროცესში აშშის მონაწილეობის დეტალები.

ფილმი, რომლის ავტორია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, პოლიტიკის ექსპერტი მაიკლ კაპუტო, დაახლოებით 1 საათს გრძელდება, დროის ნახევარზე მეტი ეთმობა უკრაინას. კერძოდ, ლაპარაკია აშშ-ის იმჟამინდელ ლიდერ ბარაკ ობამასა და მისი ადმინისტრაციის როლზე უკრაინის მეოთხე პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებიდან ჩამოშორების საქმეში 2014 წელს მაიდანზე ხალხის მასობრივ დახოცვაზე; ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ოჯახის წევრების მონაწილეობაზე კომპანია “ბურისმას” კორუფციულ მაქინაციებში; აგრეთვე, უკრაინელი მაღალჩინოსანი პირების მონაწილეობაზე აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატების მხარეს.

ფილმის გადაღებაში მონაწილეობდნენ უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი შეფი ვალენტინ ნალივაიჩენკო, უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი სერგეი პაშინსკი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის ექსგენპროკურორი ვიქტორ შოკინი, “ბერკუტის” ერთ-ერთი თანამშრომელი და მისი ადვოკატი ალექსანდრე გოროშინსკი. ფილმში, აგრეთვე, ნაჩვენები არიან ქართველი სნაიპერები, რომლებიც კიევში გამგზავრებისა და მაიდანზე განვითარებულ პროცესებში მონაწილეობისთვის გადაიბირა მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლმა მამუკა მამულაშვილმა. სნაიპერები ამტკიცებენ, რომ კიევში ყალბი პასპორტებით ჩავიდნენ, ხოლო სროლა ორგანიზებული იყო პარლამენტის ექსსპიკერ ანდრეი პარუბიისა და სერგეი პაშინსკის მიერ, რომლებიც, აგრეთვე, პასუხს აგებდნენ სნაიპერების მომარაგებაზე იარაღით.

კობა ნერგაძე
კობა ნერგაძე

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სახელად ზურაბი მიუთითებს, რომ მაიდნის აქციის პერიოდში კიევში შეხვდა სააკაშვილსა და ოდესის ოლქის მილიციის ყოფილ უფროს გიორგი ლორთქიფანიძეს, აგრეთვე, უკრაინის უშიშროების სამსახურის უცნობ წარმომადგენელს. “როცა მე შევხვდი ლორთქიფანიძესა და სააკაშვილს, მიშამ გვითხრა, რომ ჩვენთან იყო უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი. ჩვენ დაგვავალეს, გვეთვალთვალა იანუკოვიჩის გადაადგილების მარშრუტისთვის, და ისინი, ჩანს, გეგმავდნენ იანუკოვიჩის მკვლელობას”, _ განაცხადა ზურაბმა. ფილმში ნათქვამია, რომ საქართველოს 45 მოქალაქიდან, რომლებიც მაიდნის აქციების პერიოდში ჩაიყვანეს კიევში, ცოცხალი გადარჩა მხოლოდ 14.

კაპუტო პარალელს ავლებს უკრაინაში მომხდარსა და ტრამპის იმპიჩმენტს შორის და მიუთითებს ერთი და იმავე ხელწერასა და ამ მოვლენებში ფინანსისტ ჯორჯ სოროსის, ჯო ბაიდენის, აგრეთვე, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მონაწილეობაზე. მათ, ტრამპის ექსმრჩევლის აზრით, ანგარებიანი მიზნებით შეეძლოთ ხანგრძლივი კრიზისის პროვოცირება უკრაინაში.

შეგახსენებთ: ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა მტკიცებულებები 2014 წელს კიევში გამართულ აქციებზე ქართველი სნაიპერების ყოფნის შესახებ, რომლებსაც ამერიკელი ინსტრუქტორი ხელმძღვანელობდა. ლაპარაკი იყო, აგრეთვე, იმაზეც, რომ სახელმწიფო გადატრიალების მომენტში კიევის ცენტრში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა სნაიპერების სამი ჯგუფი, მათ შორის ქართულიც.

ალექსანდრე რევაზიშვილი
ალექსანდრე რევაზიშვილი

2019 წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იცის ქართველი სნაიპერების მონაწილეობის შესახებ 2014 წელს კიევში განვითარებულ მოვლენებში.

კიევში ქართველი მსროლელების შესახებ პირველად მოთხრობილი იყო ფრანგი ჟურნალისტების დოკუმენტურ ფილმში. ამ ფილმში ქართველი სნაიპერები, რომლებიც მონაწილეობდნენ 2014 წლის თებერვალში კიევის მაიდანზე განვითარებულ მოვლენებში, ამბობენ, რომ ინსტრუქციებს აძლევდათ ყოფილი ამერიკელი სამხედრო, რომელიც მათ წარუდგინა საქართველოს ყოფილმა პრეზიმდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანამებრძოლმა მამუკა მამულაშვილმა.

“ჩვენთან კარავში მოვიდა მამულაშვილი ერთ უკრაინელსა და კამუფლაჟში გამოწყობილ ამერიკელთან ერთად. უკრაინელი გაგვეცნო, როგორც ანდრეი, ხოლო ამერიკელი, როგორც ჩვენი ინსტრუქტორი, ამერიკელი კრისტოფერ ბრაიანი”, _ ამბობს ერთ-ერთი სნაიპერი ალექსანდრე რევაზიშვილი. სხვა სნაიპერმა, კობა ნერგაძემ, განაცხადა, რომ კრისტოფერ ბრაიანი მას სააკაშვილმა გააცნო.

“სააკაშვილმა კამუფლაჟით შემოსილი მამაკაცი ჩვენ წარმოგვიდგინა, როგორც აშშ-ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ჩვენი ინსტრუქტორი კრისტოფერ ბრაიანი. მოგვიანებით მამულაშვილისგან შევიტყვე, რომ ის სნაიპერად მსახურობდა აშშ-ის არმიაში. ბრაიანი სააკაშვილსა და მამულაშვილს ინგლისურ ენაზე ელაპარაკებოდა”, _ განაცხადა ნერგაძემ. მისი თქმით, თითოეულ მსროლელს განსაცვიფრებელი რაოდენობის ტყვია უნდა გაესროლა, იარაღი დაეტოვებინა და სროლის ადგილს გასცლობა.

“მე უნდა ავსულიყავი მესამე სართულის დერეფანში და სართულებზე ასვლისას ვხედავდი, იმ ნომრებიდან, რომელთა ფანჯრებიც მაიდანზე გადიოდა, როგორ ისროდა სნაიპერი, მისი მეწყვილე კი ყოველი გასროლის შემდეგ ფანჯარას ხურავდა, გასროლის წინ კი აღებდა. სნაიპერი ისროდა დაახლოებით ნახევარი მეტრის მოშორებით ფანჯრიდან. წყვილი სროლების შემდეგ გადიოდა მომდევნო ოთახში და უკვე იქიდან ისროდა”, _ ამბობს ნერგაძე.

2017 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ადვოკატებმა კიევში სამშობლოს ღალატის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე წარადგინეს მტკიცებულებები ქართველი დაქირავებულების ყოფნის შესახებ 2014 წლის კიევის მაიდანზე განვითარებულ მოვლენებში. ჩვენებებში ქართველი სნაიპერის _ ალექსანდრე რევაზიშვილისა, რომელიც ჩართული იყო 2014 წელს განვითარებულ პროცესებში, ნათქვამია, რომ ის პირადად მონაწილეობდა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მკვლელობაში.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here