Home რუბრიკები ისტორია რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?

რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?

რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?

ზოგიერთიმეცნიერი”, “მკვლევარი”, მუცლით მეზღაპრე თუ დემაგოგი გვიმტკიცებს, 1921 წელს სტალინს საქართველო რომ არ დაეპყრო, რუსეთისათვის არ გადაეცა და ამით არ შეეფერხებინა დამოუკიდებელი საქართველოს განვითარება, ახლა ჩვენი ქვეყანა მოწინავე ქვეყნების ათეულში იქნებოდაო. ჩვენ ასეთმეცნიერებსვიცნობთ და ვაკრიტიკებთ კიდეც.

რადგან დღევანდელი წერილის სიმართლის ძირითადი მოწმე რევაზ გაბაშვილი იქნება, მოდი, მის მოკლე ბიოგრაფიას გავეცნოთ, მეტი სანდოობის საფუძველი რომ გაუჩნდეს მკითხველს.

რევაზ გაბაშვილი არის ცნობილი ქართველი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის, უფროსი ვაჟი, რომელიც 1882 წელს დაიბადა. 1902 წელს მან თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად ევროპაში გაემგზავრა. 1905 წელს, როდესაც რევოლუციის ექომ ევროპასაც მიაღწია, რევაზ გაბაშვილი საქართველოში დაბრუნდა და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. 1906 წელს არალეგალურად გაემგზავრა პეტერბურგში და სწავლა კვლავ პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო. უნივერსიტეტის დამთავრება ვერ მოასწრო, ის 1911 წელს სასწავლებლიდან გარიცხეს. ამ დღიდან რევაზ გაბაშვილი დაუკავშირდა ქართულ რევოლუციურ მოძრაობას. მან რთული და ქარტეხილებით სავსე ცხოვრება განვლო, დაწყებული რევოლუციური მოძრაობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვითა და ემიგრაციით დამთავრებული. “სიმართლე და მხოლოდ სიმართლე” _ ეს იყო რევაზ გაბაშვილის დევიზი სიცოცხლის ბოლო წუთამდე, რისთვისაც მას არაერთხელ მიუღია არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ ფიზიკური შეურაცხყოფაც, მაგრამ არასოდეს გატეხილა და 1959 წელს მიუნხენში გამოაქვეყნა მოგონებათა 340-გვერდიანი წიგნი “რაც მახსოვს”. ბატონმა რევაზმა თავისი წიგნით ბევრს დაუფრთხო ძილი, ბევრი კი “სიზმრიდან” გამოიყვანა. რევაზ გაბაშვილის, როგორც თვითმხილველისა და უამრავი ქარტეხილგამოვლილი კაცის, გულწრფელი ნაამბობი, ანალიზი და შეფასებები უდიდესი მონაპოვარია, როგორც ისტორიისთვის, ისე თითოეული ჩვენგანისთვის, მათთვის, ვისაც აინტერესებს თავისი ქვეყანა და თავისი ქვეყნის წარსული. ამიტომ მინდა, ჩემი დღევანდელი წერილის დარჩენილი ადგილი სწორედ ბატონ რევაზ გაბაშვილის დანახულსა და განცდილს დავუთმო:

“სოციალიზმსა და რევოლუციაზე შეშლილი საქართველოს მთავრობა, სრულიად უგულებელყოფდა ეროვნულ საკითხებს და ძალად იწვევდა რევოლუციას, როცა არავინ წინააღმდეგობას არ უწევდა ამ რევოლუციას საქართველოში. სულ ღია კარში იჭრებოდნენ, რამდენადაც ეს შეეხებოდა სოციალურ საკითხებს და მთელი მათი რევოლუციონური ენერგია შინ (და გარეთაც) იხარჯებოდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბების წინააღმდეგ…. და ესეთი დამანგრეველი, მძარცველი სულისკვეთება შერჩათ, სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც, _ ბოლომდე. რევოლუციონური კი არა, ჩვენდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, ყაჩაღურ-რევოლუციონური ფსიქოზი არასოდეს განელებიათ.

სად დაიმალება ისეთი მაგალითები, როგორც ტრაპიზონისა და, საერთოდ, დიდი ომის, რუს-ოსმალოს ფრონტიდან ნაცარცვი აურაცხელი ქონება (სამხედრო და სხვაც), რომელიც საქართველოს “ბიუჯეტად” ეყოფოდა” და მე თუ “ცარცვას” ვეძახი, სწორედ იმიტომ, რომ სოციალისტურმა პარტიებმა და კერძო პირებმა დაირიგეს, და არა _ სახელმწიფოს გადასცეს. მათი “კოოპერატივები” და კერძო ვაჭრები ჰყიდდნენ და მდიდრდებოდნენ, ჩამოტანილი შაქრით, ფქვილით, რძის კონსერვებითა და ათასი სხვა რამ სანოვაგითა და საქონლით.

…აქ თუ ახდილი ძარცვა-ყაჩაღობა ხდებოდა, ეგრეთ წოდებული “ზემგორის” უთვალავი ქონება _ კარავ-უნაგირ-ლურსმიდან დაწყებული, ფართლეულ-ფქვილ-კონსერვებით გათავებული _ ისე საიდუმლოდ ქრებოდა, ზურგით, ცხენით, ურმით, ვაგონებით წაღებული, რომ ორიოდე თვის შემდეგ სადგურიდან მუშტაიდამდე მთებად დაყენებული მდიდარი საწყობები, უდაბნოს მოგაგონებდათ. თბილისის სამხედრო საწყობები (ნახევარ-მილიონზე მეტი ჯარის ამუნიციისა იყო) ისე დაცარიელდა, რომ შემთხვევით გადარჩენილიდან (ან ვერ მიგნებულიდან), 1921 წლის ომის შემდეგაც ბოლშევიკებს დარჩათ 17 000 ახალი თოფი (ქუთაისში 300 ხელუხლები ტყვიისმფრქვეველი) და… “მთავრობამ” (?) ყურები გამოუჭედა ქვეყანას: იარაღი არაგვქონდა და ჯარი როგორ უნდა შეგვექმნა ან რითი შეგვეიარაღებია”-ო (რ. გაბაშვილი. “დაბრუნება”, ტომი მესამე, გვ. 206).

მენშევიკები და მენშევიკური მთავრობის ბოგინის პერიოდი არამხოლოდ ოციანი წლების, საერთოდ, მეოცე საუკუნის ქართულ ისტორიოგრაფიაში სამარცხვინო წლებია. ეს ის მენშევიკური მთავრობაა, რომელიც 1990-იან წლებშიდამოუკიდებლობამოპოვებულმასაქართველოს რესპუბლიკამ, ქართველი ხალხის საუბედუროდ და სამარცხვინოდ, დიდ წინაპრად აღიარა.

რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?

“მე ვამტკიცებ, _ განაგრძობს რევაზ გაბაშვილი, _ ჟორდანია არ იყო სახელმწიფო კაცი, მას ეგონა, რომ სახელმწიფოს შექმნა, შენახვა და დაცვა შეიძლება ცარიელი სიტყვებითაც, ნაცარქექიული მოკვარახჭინებით, და, მეორეც: ჟორდანიას თავისი საკუთარი ჯარისა ყოველთვის უფრო ეშინოდა, ვიდრე მტრისა (რ. გაბაშვილი. “დაბრუნება”, ტომი მესამე, გვ. 231).

სასაცილოა, სამარცხვინო რომ არ იყოს, რევაზ გაბაშვილის თვალით დანახული და თავის ხელით დაწერილიტაბახმელის ფრონტიდასოღანლუღის ფრონტი”. ნუთუ ასეთმა უსუსურმა ხელისუფლებამ ჩაიგდო ხელში საქართველო და ასეთი უთავმოყვარეო იყო თვითონ ქართველი ხალხი? მაგრამ, როგორც ქვემოთ შევიტყობთ, უფრო თავზარდამცემი ხელისუფლება არც უცხოელი ყოფილა საქართველოში და არც ადგილობრივი.

გავყვეთ “ფრონტების” მიმდინარეობას:

“ტაბახმელის “ფრონტზე”

მივედი “ფრონტზედ”. ბრტყელ ბექობზე იდგა ოთხი პატარა სამთო ზარბაზანი; დახატულივით ლამაზი ვაჟკაცი ოფიცერი ჩრდილელი მბრძანებლობდა ამ “ბატარეას”. არც კი მოუხედია ჩემკენ, როცა ზოგიერთმა ნაცნობმა ხელქვეითმა მისმა სალამი მომცა. ამ დროს ხევის გადაღმა მარჯვენა მხარეს, გორაზედ გამოჩნდა მწყობრად მომავალი ნაწილი. აცნობეს და მაშინვე გაჩნდა ა. ჩხეიძე. გაიხედა დურბინდში და უბრძანა: “გახსენით ცეცხლი!”. გამიკვირდა ორი რამ: ჯერ ერთი, მხოლოდ სამი ზარბაზანი ისროდა და მეოთხე პირდაღებული იდგა ჩუმად, მეორე _ ვის ესვრიან, იქნება ჩვენები არიან? რომ ვკითხე ჩემ ყოფილ მასწავლებელს (“გიმნასტიკისა”) ჩხეიძეს, მიპასუხა: ამ სამ ზარბაზნისთვისაც ძლივს გვყოფნის ყუმბარები, იშვიათი სროლისათვის და ზედმეტი ხალხი რისთვის მოვაცდინოთ აქ დგომოთაო? და, რაც შეეხება სროლას, _ “აქეთ რა უნდათ, რომ მოდიან, ასეთი ბრძანება შტაბს არ გაუცია და თვითონ გამოარკვიონ, მტრები არიან, თუ მოყვარენიო”. უკვე ბინდდებოდა და წამოსვლისას მითხრა: ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაა და უთხარით თბილისში, ყუმბარები მოგვაწოდონ, რამდენი ხანია, ვეხვეწებით, გვპირდებიან და არსად ჩანს; მესამე დღეა, ახალგაზრდებს ამ სიცივეში არც ცხელი საჭმელი უნახავთო.” (რ. გაბაშვილი. “დაბრუნება”, ტომი მესამე, გვ. 323)

სოღანლუღისფრონტზე

დავინახე ღენერალი გ. მაზნიაშვილი, აჩქარებით გამოსული ზემოაღნიშნული “შტაბის” შენობიდან, რაღაც დაკეცილი ქაღალდის ნაგლეჯის ქნევით ჰაერში: “აბა, ჩქარა, ერთი ცხენი მიშოვეთ, შიკრიკი უნდა გაიგზავნოს შავნაბადაზე!”

შეიქნა რაღაც ჩოჩქოლი… “სადა გვყავს ცხენები? _ “აგერ ცხენები” … “ეგ გვარდიისაა, ჯარს არ ეკუთვნის” და სხვ. ჩემი თვალით ვხედავდი ათიოდე მშვენიერ ცხენს, დაბმულს შორიახლოს ფარდულში, ფრუტუნით ქერსა და თივას რომ სჭამდნენ, მაგრამ, მტკვრის გაღმა და გამოღმა რამდენიმე ვერსის ფრონტის სარდალს, ღენერალ გიორგი მაზნიაშვილს, არა მარტო შიკრიკისათვის, თავისთვისაც არა ჰყავდა ცხენი…. რომ “ეკუნკუნლნა”, _ ზაქარია გურულების “სტრატეგიული” ტერმინოლოგიით რომ ვილაპარაკოთ. გაიმართა ხვეწნა-ჭიდილი-ვაჭრობა ფრონტის უფროსისა და გვარდიის “წარმომადგენელის” შუა და რის ვაი-ვაგლახით “კომპრომისით” გათავდა: გვარდიელის ცხენზე შესხდნენ ორნი _ ერთი გვარდიელი და ერთი ჯარისკაცი, შიკრიკი მაზნიაშვილი სასაჩქარო ქაღალდით და წავიდნენ” (რ. გაბაშვილი. “დაბრუნება”, ტომი მესამე, გვ. 326.)

რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?

ბათუმი

“საჯავახოს ხიდთან გროვდება მთელი ჩვენი ჯარი და გვარდია… დიდი, გადამწყვეტი ბრძოლა იქ მოხდება… მართლაც მოსჩანდა აქა-იქიდან მომავალი ნაწილები (მერე გავიგეთ, რომ 13 000 მეომარი შეიკრიბა გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით; რაც არ მომხდარა მთელი ომის განმავლობაში ამდენი მეომრის ერთად თავმოყრა). ყურდაცქვეტინი ველოდით ბათუმში საჯავახოს ბრძოლების ამბავს. ელვასავით ხმა რომ გავარდა, ზარბაზნების ჭექა-ქუხილის მაგიერ: “მთავრობამ ზავი ჩამოაგდო ბოლშევიკებთან… ჩვენი ჯარი გადადის მათს განკარგულებაში”-ო.

“ჟორდანია ხომ თავის უმეწეობას აბრალებს მხედრობას, მინისტრებს, ოპოზიციას… რეპლიკებსაც კი; და ახლა სხვები ნახეთ:

ნოე რამიშვილი იმეორებდა ბათუმში, სტამბოლსა და პარიზშიაც: “მთავრობამ ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის, მაგრამ ხალხმა არ ივარგა”-ო. ვალიკო ჯუღელმა ხომ არაერთხელ წარმოსთქვა ჩვეულებრივი “სიბრძნე”: ჩვენ ვიცოდით, რომ დავმარცხდებოდით, მაგრამ წინააღმდეგობის გაუწევლად და უპროტესტოდ ხომ არ დავნებდებოდით”-ო (რ. გაბაშვილი. “დაბრუნება”, ტ.3. გვ. 344-346)

“რადა ღირს, თუნდ კოწია გვარჯალაძეს “გამოსვლა” ჯერ კიდევ “ეროვნულ საბჭოში”, დორბლით პირზე: “თავადაზნაურობა სულ უნდა ამოიჟლიტოს”-ო, ან ვალიკო ჯუღელის მინაწერი პარიზიდან თბილისში: “… სხვას თუ ვერაფერს მივაღწიეთ, თავადაზნაურობა ხომ გავანადგურეთ”-ო;

შეუძლებელია, მშვიდად წაიკითხო და მოისმინო პრიმიტივიზმამდე დასული, ეროვნული თავმოყვარეობის არმქონე ადამიანების ფრაზები, რომლებიც ასე შიშვლად არის წარმოდგენილი რევაზ გაბაშვილის მოგონებებში. ერთს კი ვფიქრობ: რა უშლიდა ხელს საბჭოთა ხელისუფლებას ან თუნდაც სტალინს, ბოლომდე ემხილებინათ ადამიანები, რომლებმაც უფსკრულამდე მიიყვანეს ქვეყანა სამ წელიწადში?! საქართველო ჯიჯგნა ათასი ჯურის გადამთიელმა. ხელისუფლებამ გაძარცვა ეკლესია-მონასტრები, მდიდართა ოჯახები და საზღვარგარეთ გაიქცა.

ყურმოკრული ამბავი: ამიერკავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს დაპყრობის გეგმას ბოლშევიკური რუსეთი რევოლუციის შემდგომ პერიოდში რეგულარულად ამუშავებდა და საქმის კურსში სხვებთან ერთად სტალინიც იყო. 1920 წლის შემოდგომაზე სტალინი კონფიდენციალურად შეხვდა ნოეჟორდანიას, გააცნო მას საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალური სურათი და შესთავაზა, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება, თვითონ (სტალინი) დანიშნოს შეიარაღებული ძალების მინისტრად (როგორც ჩანს, სტალინი საქართველოში ილია ჭავჭავაძის სულმა გამოიძახა ამ საბედისწერო მოვლენის გამო).

როდესაც საქართველოს გაუჭირდა, სტალინმა განზე გადადო ყოველგვარი წყენა მენშევიკების მიმართ და საჭიროდ ჩათვალა, სამშობლოს სამსხვერპლოზე თავი დაედო. მშიშარა პროვინციელმა, რომელიც თავის სკამს იყო ჩაბღაუჭებული, შიშჩამდგარი თვალებით დაეჭვებულმა შეხედა სტალინს და წარმოიდგინა, რომ მას სტალინი შეიარაღებულ ძალებთან ერთად დიდხანს არ დატოვებდა სავარძელში და პასუხად უთხრა: “მარტო მე ამ საკითხს ვერ გადავწყვეტ, პარლამენტს უნდა შევეკითხო და საერთო აზრი შევიმუშაოდ”.

გაცეცხლებულმა სტალინმა ერთი კი შეხედა მთავრობის თავმჯდომარეს და კბილებიდან გამოცრა: “ბეზდელნიკ!”, შემდეგ კარი გაიჯახუნა და გაუჩინარდა. არ ვიცი, სარწმუნოა თუ არა ეს პასაჟი, მაგრამ იმდენჯერ მაქვს მოსმენილი და ისეთი პიროვნებებისგან, რომელთა სიზმარიც კი დაიჯერება. და თუ ეს ასე იყო, საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წლის 25 თებერვალს კი არ დაუკარგავს, არამედ მაშინ, როდესაც სტალინმა ნოე ჟორდანიას კარი “მოუჯახუნა”. რა მოხდებოდა, სტალინი რომ დანიშნულიყო საქართველოს ჯარების მთავარსარდლად?

ტროცკის მიერ გადაბირებული ლენინი თანახმა იყო, ჩამოეცილებინათ სტალინი. უამრავ გეგმას იხილავდნენ, როგორმე ხელში მოეგდოთ და გაენეიტრალებინათ მოუხელთებელი სტალინი, მაგრამ ყველა ცდა და ხერხი უშედეგოდ დასრულდა, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, მიაგნეს სტალინის მოშორების ყველაზე ვერაგული ხერხს. გადაწყდა, იოსებ ჯუღაშვილი სამხრეთის ფრონტზე გაუშვან ყოველგვარი რწმუნების გარეშე და განწირულ ცარიცინს ბოლშევიკური ხელისუფლებისაგან სასიკვდილოდ განწირული სტალინი შესწირონ.

სტალინი, განგებისაგან ხელდასხმული, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიემგზავრება ფრონტზე. იცის, რომ განწირულია, მაგრამ შიშის განცდა დაკარგული აქვს. ის სამხრეთში მიდის, როგორც გრიგალი, რათა წალეკოს ყოველგვარი უწმინდურობა, ღალატი და ფარისევლობა; ის გონებაში ადგენს, როგორც გარეშე, ისე შიგა მტრების განადგურების გეგმას. ცარიცინში ჩასვლის მესამე დღეს სტალინი ელვადეპეშას უგზავნის ლენინს:

ექვსში ჩამოვედი ცარიცინს. ცარიცინში, ასტრახანში, სარატოვში გამეფებულია აღვირახსნილობა და სპეკულაცია. ცარიცინში შემოვაღებინე საბარათო სისტემა და მტკიცე ფასები. მიუხედავად ადგილობრივი კოლეგიების პროტესტებისა, იძულებული ვარ, დავაყენო სპეციალური კომისრები, რომლებიც უკვე ამყარებენ წესრიგს. გადაეცით შმიდტს, აღარ გამოგზავნოს თაღლითები, კობზევმა განკარგულება გასცეს, რომ კოლეგიებმა ვორონეჟში თავისივე ინტერესებისათვის დაბრკოლებები არ შეუქმნან ჩემს რწმუნებებს”.

სტალინი თავდაყირა აყენებს არა მხოლოდ ტროცკის სამხედრო უწყებას, არამედ პრინციპულად უტევს ლენინის ნეპს (ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ატარებდა საბჭოთა რუსეთი 1920-იან წლებში). 1918 წლის 7 ივლისს ლენინისადმი გაგზავნილ წერილში სტალინი წერს, რომ უთანხმოება აქვს სარდლებთან, რომლებსაც პირადად ხელმძღვანელობს ტროცკი (სტალინი “მახეშია გაბმული”, რადგან ის ტროცკის ხელქვეითია).

მივეშურები ფრონტზეცარიცინის სამხრეთით ხაზი ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი. ვლანძღავ ყველას, ვინც ღირსია. შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, არავის დავზოგავ, არც ჩვენს თავსა და არც სხვებს”.

სტალინი ცეცხლს ეთამაშება. ყოველგვარი რწმუნების გარეშე ფრონტის სარდლებს ხელმძღვანელობს და იწვევეს “დუელში”, მათ თავს ახვევს თავის ნებას ტროცკის ნების საწინააღმდეგოდ. სრულიად შესაძლებელია, ფრონტის სარდლებმა იგი მოღალატედ წარმოადგინონ და საველე პირობებში დახვრიტონ კიდეც, რასაც, ალბათ, ხელისუფლებაც დაეთანხმება, მაგრამ სტალინი სტალინია! ის კიდევ ერთხელ შეახსენებს ლენინს:

ვინაიდან განაპირა მხარეების კავშირი ცენტრთან სუსტია, საჭიროა, ადგილზე გვყავდეს დიდი რწმუნებით აღჭურვილი პირი სასწრაფო ზომების დროულად მისაღებად. და თუ ამ მიზნით დანიშნავთ ვინმეს (ვინც უნდა იყოს), მაცნობეთ პირდაპირი ხაზით და მანდატიც ასევე პირდაპირი ხაზით გადმოეცით”.

ლენინისაგან ერთი რწმუნება უკვე გაცემული იყო ჯარების დაქვემდებარების თაობაზე და ეს რწმუნება ტროცკის ეკუთვნოდა. მაშინ რას ითხოვს სტალინი? _ უფრო მეტს, იმაზე მეტს, ვიდრე ეს ლენინსა და ტროცკის წარმოუდგენიათ. სტალინს სააშკარაოზე გამოაქვს ლენინისა და ტროცკის ერთობლივი მცდელობა, უღალატონ რევოლუციას და რუსეთი უკაცრიელ ტრამალებად აქციონ. სტალინი მაღლა დგება საკუთარ თავზე და, საერთოდ, ადამიანზე. მან გამოავლინა ზებუნებრივი ძალა, რომლის შეფასებაც ჩვეულებრივი მოკვდავისთვის შეუძლებელია.

თუ ტროცკიმ წინდაუხედავად და განურჩევლად დაურიგა მანდატები ტრიფონოვს (დონის ოლქი), ავტონომოვს (ყუბანის ოლქი), კოპეს (სტავროპოლი), საფრანგეთის მისიის წევრებს (რომლებმაც დაპატიმრება დაიმსახურეს) და სხვებს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაფერი დაირღვევა და ამ მხარეს საბოლოოდ დავკარგავთ”.

თუ სტალინი აქამდე მკაცრი, მაგრამ ადამიანური ენით ესაუბრებოდა ლენინს, უკვე ევსება მოთმინების ფიალა და პირდაპირ ბრძოლას იწყებს, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს, ვერც ლენინი და ვერც “სხვა რამ”.

საქმის სასარგებლოდ ჩემთვის აუცილებელია რწმუნებანი. უკვე მოგწერეთ ამის შესახებ, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ძალიან კარგი. რაკი ასეა, მე თვითონ ფორმალობის დაუცველად ჩამოვაგდებ არმიათა იმ სარდლებს და კომისრებს, რომლებიც საქმეს დაღუპავენ, ასე მიკარნახებს საქმის ინტერესი და, რასაკვირველია, ტროცკის ნაკუწი ქაღალდის უქონლობა ვერ შემაჩერებს”.

მკითხველი, ალბათ, მიხვდება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანის აზროვნება და ქმედება. მის გაბედულებას აქვს უხორცობისა და ზეადამიანურ ქმედებათა ნიშან-თვისებები. სტალინი იდგა ბრძოლის ველზე, რომლისკენაც მიმართული იყო ათასობით თოფი და ხმალი, მაგრამ მისმა სიმართლემ, უშიშრობამ, გამჭრიახობამ, გამბედაობამ და უფლის ხელდასმამ, იმის ნაცვლად, რომ კუბოთი ჩაეყვანათ ხელისუფლებისათვის, უკვდავების შარავანდედით შემოსილი, სამოქალაქო ომში გამარჯვებული, წითელი ვარსკვლავით მკერდდამშვენებული დააბრუნა დედაქალაქში.

ადვილად წარმოსადგენია, რა შიში აიტანდა ნოე ჟორდანიას, როდესაც სტალინს წარმოიდგენდა ქართული ჯარის სარდლად და თქვენ, მკითხველო, ალბათ, აცნობიერებთ, რომ სტალინის ხელში ქართული ჯარი გადაიქცეოდა ლომების პრაიდად, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგებოდა.

მე უარვყოფ აზრს, რომ სტალინი საქართველოსთვის ტრაგედია იყო. ტრაგედიას საქართველოსთვის მენშევიკური მთავრობა და მისი თავმჯდომარე ნოე ჟორდანია წარმოადგენდ?. მენშევიკების კისერზეა, როგორც რუსეთის იმპერიაში გაჩაღებული სამოქალაქო ომი, ისე საქართველოში 1918-1921 წლების დიდი თუ პატარა ომები, რომლებმაც საქართველო ეკონომიკურად და ტერიტორიულად გააჩანაგა, დაასუსტა მორალურად.

მენშევიკური მთავრობის არასახელმწიფოებრივმა აზროვნებამ და სიმჩატემ, ევროპისკენ გაუთვითცნობიერებლად სწრაფვამ და ბოლშევიკური რუსეთისადმი შეურიგებელმა მოქმედებამ შექმნა იმის წინაპირობა, რომ საქართველომ თავისი ძირძველი მიწები დაკარგა, ამის გამო კი ხელისუფლებამ _ ხალხში ნდობა და სიყვარული. საქართველოს ტერიტორიული კატასტროფის გამომწვევი ძირითადი მიზეზი მენშევიკური მთავრობაა.

ზოგიერთი ავტორი აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილს გმირობად უთვლის, რომ მან გაბედა და სტალინის ეპოქაში ქართველი ერის ისტორია დაწერა. მათ უნდა შევახსენო, რომ საქართველოს ისტორიის დაწერის ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ სტალინისგან მოდიოდა და, როდესაც ჯავახიშვილმა, ჯანაშიამ და ბერძენიშვილმა, თავიანთი ნებისა და გემოვნების მიხედვით, არასრულყოფილად შეადგინეს საქართველოს ისტორიის წიგნის მაკეტი, სადაც ქართველი ხალხის მეხსიერებიდან ამოღებული უნდა ყოფილიყო ან დამახინჯებით მიეწოდებინათ მოვლენები, სტალინმა მკაცრად გააფრთხილა სამივე დიდი მეცნიერი და მოუწოდა, პირუთვნელად ეწერათ თავიანთი ქვეყნის ისტორია. აი, ამის შემდეგ გაჩნდა ისტორიის სახელმძღვანელოში ვრცელი მიმოხილვა დავითისა და თამარის ეპოქებზე, სააკაძისა თუ სხვა პიროვნებათა ღირსებებზე. ასე რომ, გმირობად ნუ ჩა?თვლით ივანე ჯავახიშვილს საქართველოს ისტორიის შექმნას. მეცნიერი, რომელიც მენშევიკების აქტიური მხარდამჭერი იყო და 1921 წელს უნივერსიტეტის ახალგაზრდებს კრემლის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა, სტალინმა გადაარჩინა შურისძიებით აღვსილი ქართველი ბოლშევიკების რისხვისგან და უმაღლეს სამეცნიერო და სახელისუფლო კვარცხლბეკზე აიყვანა. სტალინის სიკვდილის შემდეგ კი მის წინააღმდეგ მებრძოლი უნივერსიტეტის ექვსი კომუნისტი რექტორი მიზეზთა გამო დახვრეტეს.

ივ. ჯავახიშვილის მეცნიერული და მოქალაქეობრივი გმირობის ფასი რომ წარმოვიდგინოთ, უნდა გავიაზროთ, რომ ქართველი ერის ისტორიის უმთავრესი კვლევა სტალინის ზეობის პერიოდში მიმდინარეობდა”.

და მერე რა, ეს კარგი იყო თუ ცუდი? ეს გმირობა ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნის თუ იოსებ სტალინს? ივანე ჯავახიშვილს უნდა ეწერა, როგორც მეცნიერს, სტალინს კი უნდა დაებეჭდა, როგორც ხელისუფალს. რომელმა არ შეასრულა თავისი მოვალეობა? _ მგონი, ორივემ კარგად შეასრულა თავისი მოვალეობა. მაშ, რატომ ერთს _ გმირობა და მეორეს _ “ვირობა”?

უახლესი ისტორიის მეცნიერი და მკველვარი ვახტანგ გურული, თავის შრომებში ფართოდ მიმოიხილავს სტალინის როლს ილია ჭავჭავაძის შემოქმედების სწორად შეფასებაში და ილიას გავლენას სტალინის სოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

“ილია ჭავჭავაძესთან დამოკიდებულებაში განსაკუთრებულ ტაქტსა და თავშეკავებას იჩენდა. იგი არც 1901-1904 წლებში და არც შემდგომ პერიოდში ილიას წინააღმდეგ წამოწყებულ ბინძურ კამპანიაში არ ჩაბმულა. ილიას მიერ ხელდასხმულ მოღვაწეს კარგად ესმოდა ერის მამის დამსახურება, მისი ადგილი საქართველოს ახალ ისტორიაში” (ვ. გურული, “სტალინის დიდი ექსპერიმენტი”, გვ.12)

ალბათ, სტალინმაც შორეულ ვენაში 1913 წელს სწორედ თავისი დიდი წინაპრისა და მასწავლებლის “კონსპექტი” გაიყოლა, რომლითაც შეიქმნა გენიალური ნაშრომი ეროვნულ საკითხზე. სტალინისა და ილია ჭავჭავაძის განმარტებებიდან ჩანს, რომ ისინი ერთი ძუძუთი იკვებებიან და ერთი წყაროთი საზრდოობენ. ისინი ერთი სამრეკლოდან რეკენ!

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

3 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here