Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს შემაღონებელი

საქართველოს შემაღონებელი

768
საქართველოს შემაღონებელი

უფალმა სააკაშვილის სახით ისეთისაჩუქარიმოგვივლინა, ქვეყნის აწმყო და მომავალი საშინელებად გვექცა. სანამ სააკაშვილს პირში სული უდგას, სიმშვიდე ვერ ეღირსება საქართველოს. ის მუდამ არის და იქნება ჩვენთან სენსაციების მოყვარული ქართული მედიის წყალობით, განსაკუთრებით _ ტელევიზიების, რომლებიც თითქმის ყოველდღე გვიჩვენებენ მას, გვასმენინებენ მის კომენტარებს ქვეყნის ამა თუ იმ საკითხზე _ ურთიერთგამომრიცხავს, არაკომპეტენტურს, ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების გაუთავებელ ლანძღვაგინებას, საკუთარი თავის ქებას.

თუ ვინმეს სჯერა, რომ სააკაშვილს წლებთან ერთად ჭკუა მოემატება, დაღვინდება და დაბრძენდება, მწარედ ცდება. რას გვერჩოდა აშშ, ე.წ. დასავლეთი სააკაშვილის შემოტენვით?

ნუთუ არ იცოდნენ, რომ პიროვნება, რომელიც დღეში რამდენჯერმე იცვლის აზრს, არის გაუწონასწორებელი, ექსცენტრიკული, ავანტიურიზმით გაჯერებული, ვერასდროს უზრუნველყოფდა ქვეყნის მართვას მშვიდ გარემოში? იცოდენ და სწორედ ამიტომ დაგვასვეს თავზე მეზობელი რუსეთის გასაღიზიანებლად და გასაბოროტებლად.

სააკაშვილის ავანტიურამ მძიმე, გამოუსწორებელი დაღი დაასვა საქართველოს და არვინ იცის, კიდევ რამდენ უბედურებას მოუტანს მას. სააკაშვილი ისეთ ასაკშია, პოლიტიკოსები რომ გაფურჩქვნას იწყებენ. ვინ იცის, წინ რამდენი ფათერაკი გველის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მას დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის დიდი მხარდაჭერა აქვს. ამერიკა ასე იოლად არ დათმობს მის გამოზრდილ კადრს, მისი დავალებების უყოყმანო შემსრულებელს.

ზოგი ქართველი ე.წ. ექსპერტი და პოლიტიკოსი თვლის, რომ აშშ-მა, კარგა ხანია, აითვალწუნა სააკაშვილი და მას ისე აღარ სწყალობს, როგორც უწინ. ცდებით, ბატონებო! სააკაშვილი ბაჯაღლოა მასზე არანაკლებ ავანტიურისტთა ხელში. ასეთს არვინ იშორებს; ასეთს სასათბურე პირობებში ამყოფებენ და ხელსაყრელ მომენტში უმალ მიუქსევენ მოწინააღმდეგეს. მერე რა, რომ სააკაშვილი დასავლეთს ნეგატიურად ახსენებს აგვისტოს ომის კონტექსტში? დააკვირდით, ის ლანძღავს მხოლოდ ყოფილებს _ სარკოზის, გეიტსს, რაისს, ბუშს, მაგრამ თავს იკავებს შტაინმაიერის მიმართ. ის ხომ გერმანიის პრეზიდენტია?!

პოლიტიკიდან წასულების დახასიათებაში სააკაშვილი გულადია და აუგ სიტყვებს არ იშურებს. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ის ამბობდა: მე ყველა დასავლელი პარტნიორი მაიმედებდა, რომ რუსები არ დაიწყებდნენ ომს. აშშის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბუშმა მითხრა, რუსეთი ვერაფერს გააკეთებს, სანამ აშშ საქართველოს მოკავშირეა”.

რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან, თუ არა შემდეგი: სააკაშვილს, შეშინებულს, რუსეთის წინააღმდეგ ავანტიურისთვის, დასავლეთი აგულიანებდა: _ მიდი, მიშა, შენ დაიწყე ომი, ჩვენ შენ გვერდით ვართო.

შევცდი, როდესაც დასავლეთს ძალიან ვენდე”, _ ამბობს სააკაშვილი.

საზოგადოებაში ხშირად გვესმის: ნეტავი შენ, რას აქცევ ყურადღებას ამ გიჟის გამონათქვამებს, რაც, ჩემი აზრით, შეცდომაა, ვინაიდან სააკაშვილის ნათქვამს, ყურადღებას არა მხოლოდ ნაციონალები და მათი თანამოაზრე პარტიები აქცევენ, არამედ საზოგადოების ნაწილიც, განსაკუთრებით ახალგაზრდობა. და, თუ ჩვენ არ განვუმარტეთ რეალობა, სააკაშვილის მიერ მოტყუებული ხალხი უფრო ღრმა ჭაობში აღმოჩნდება.

მოვიყვან ასეთ მაგალითს: ახლახან საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა 2020 წელს გრანდიოზული მშენებლობის დაწყება, რომელსაც უწოდებენ სამხრეთისა და ჩრდილოეთის დამაკავშირებელ მაგისტრალს. კობი-გუდაურის გზის მშენებლობისთვის გამოყოფილია 60 მილიონი ევრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ, 415 მლნ-ს აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება _ 83 მილიონ დოლარს. აღნიშნული პროექტის მიხედვით, გაყვანილი იქნება სამანქანო გვირაბები, მოეწყობა ხიდები და ესტაკადები, ჩატარდება გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის საჭირო სამუშაოები. ეს გიგანტური მშენებლობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომლის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდას, ეკონომიკის მკვეთრად გაუმჯობესებას.

საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც მეფის რუსეთის მიერ იყო გაყვანილი და საბჭოთა კავშირის პერიოდში არაერთხელ გადაკეთებული, ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, ვინაიდან ზამთარში, დიდთოვლობის პერიოდში, რეგულარულად იკეტება, შედეგად სერიოზულად ფერხდება სხვადასხვა პროდუქტით დატვირთული მძიმეწონიანი რეფრეჟერატორები, სხვა სახის ტრანსპორტი და მგზავრები.

რუსეთსაქართველოს დამაკავშირებელი გზის მოდერნიზაციის საკითხი რეგულარულად იდგა როგორც საქართველოს, ისე საკავშირო ხელისუფლების წინაშე. პროექტიც იყო შემუშავებული და მოსამზადებელი სამუშაოებიც დაიწყო, მაგრამ საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყების გამო ვერ განხორციელდა. არადა, გზის გაყვანის შემთხვევაში საქართველო გახდება სამხრეთჩრდილოეთის სატრანსპორტო კომუნიკაციის მთავარი შემადგენელი რგოლი.

სპარსეთის ყურეში ინდოეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან შესული ტვირთები, ირანის გავლით, თავს იყრის კასპიის ზღვის ირანის პორტ ბენდერ-ენზელში, საიდანაც ნაწილი კასპიის ზღვით მიედინება ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და რუსეთისკენ, შემდეგ _ ევროპისკენ კასპიის ზღვით, რკინიგზითა და საავტომობილო გზით.

გზის ახალი მონაკვეთის გაყვანის შემდეგ გადაზიდვის დრო მკვეთრად შემცირება. საქართველო გახდება სამხრეთჩრდილოეთის მარშრუტის მძიმეწონიანი მონაწილე. განა ასეთ პერსპექტივაზე შეიძლება უარის თქმა?! და სწორედ ამიტო, თავისი პრეზიდენტობის დროს სააკაშვილმა აქო და ადიდა ეს პროექტი, ილაპარაკა ქვეყნისთვის მის დიდ მნიშვნელობაზე.

რას ამბობს დღეს?

ეს ახალი როკის გვირაბია, რომელიც რუსეთს მისცემს საშუალებას, სწრაფად დაიპყროს თბილისი. ეს არის 100%-იანი პუტინის შეკვეთა, რომელსაც ასრულებს ივანიშვილ, და აქ ტვირთების გადაზიდვა და ტურიზმის განვითარება არაფერ შუაშია”.

შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ის მაინც უნდა იცოდეს, რომ თბილისის აღება, ისევე, როგორც სრულიად საქართველოსი, რუსეთს ამ გზის გარეშეც შეუძლია და, თუ მოინდომა ამის გაკეთება, საქართველოს ვერც ამერიკულიჯაველინებიდაიცავს და ვერც თავდაცვის ყოფილ მინისტრ ხიდაშელის მიერგაპიარებულიფრანგული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, ვერც აშშის სამხედრო ბაზები, რომელთა გახსნისთვის თავდაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრი იზორია ტერიტორიებს სთავაზობდა ამერიკელებს.

ასე რომ, ტყუილად ირჯება სააკაშვილი. მისი “გაფრთხილება” ნულის ტოლია, ხოლო რუსის შიშით გზის გაკეთებაზე უარის თქმა, საქართველოს ბიუჯეტისთვის დიდი შემოსავლის დაკარგვის ტოლფასია.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ბუნების მიერ ნაბოძები განძია და მისი გამოყენება აუცილებელია. საქართველო უნდა იყოს არა მხოლოდ დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი, არამედ ჩრდილოეთისა და სამხრეთის. დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველო-რუსეთის (აფხაზეთის გავლით) სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზეც უნდა იფიქროს და სწრაფად გადაწყვიტოს. მას არა მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა ექნება, არამედ პოლიტიკურიც, ვინაიდან ხელს შეუწყობს ქართველებისა და აფხაზების საქმიანი კავშირების აღდგენას, ერთმანეთისგან გაუცხოებული ხალხების დაახლოებას.

სააკაშვილის ბოდვას უმალ მხარი აუბეს ნაცებმა და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა. ვაიპატრიოტები გმობენ მთავრობის გადაწყვეტილებას და ხალხს ატყუებენ სააკაშვილივით, რომ გზის გაკეთებით რუსეთს გაუიოლდება თბილისის დაპყრობა. და ეს მაშინ, როდესაც რუსის ტანკი თბილისიდან 30 კილომეტრში დგას.

2008 წლის აგვისტოში, რუსს რომ ნდომოდა, თავისუფლად აიღებდა თბილისს. მას არც სააკაშვილის ეშინოდა და არც აშშ-ის. უბრალოდ, ამის სურვილი არ ჰქონდა, ვინაიდან არ სურდა, საქართველო მძიმედ შეურაცხეყო. მან, ნაცვლად იმისა, სატანკო ბრიგადისთვის ებრძანებინა თბილისისკენ წასვლა, უკან დაიხია, რასაც მავანნი დიდ შეცდომად უთვლიან, რადგან შეპყრობილი და გასამართლებული დამნაშავე სააკაშვილი და მისი ხროვა სამუდამოდ დადუმდებოდა.

დღეს კი რა მოცემულობა გვაქვს? _ ქვეყნიდან გაქცეული დამნაშავე პრეზიდენტყოფილის ცინიკური განცხადებები, ტყუილებით გაჯერებული ბაქი-ბუქი. სხვას ვერაფერს იტყვი ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილთან გამართული დიალოგიდან გამომდინარე, რომელსაც აქტუალობა არ დაუკარგავს.

ჟურნალისტის კითხვებით გაღიზიანებულმა ყოფილმა პრეზიდენტმა, ამერიკელების მიერ “დემოკრატიის შუქურად” წოდებულმა, ისე დაკარგა სახე, როგორც გონგამოცლილმა შლეგმა და ნაცვლად იმისა, თავშეკავებით და დინჯად გაეცა მისთვის არასასიამოვნო შეკითხვებზე პასუხი, დუჟმორეული ლამის ეკრანიდან გადმოხტა და მრავალჯერ შეურაცხყო წამყვანი, ორღობის ტყუილები უწოდა მის შეკითხვებს.

სააკაშვილი ამბობს, რომ ოდესა გადაარჩინა პუტინის ოკუპაციისგან. თურმე გუბერნატორობის პერიოდში შეიტყო პუტინის გეგმები და ოდესა შეუნარჩუნა უკრაინას. ის რომ არ ყოფილიყო ოდესაში, ისეთივე სეპარატიზმი იქნებოდა, როგორც დონბასში; ის რომ არ ყოფილიყო, რუსები საქართველოში მეორე როკის გვირაბს გააკეთებდნენ და იოლად აიღებდნენ თბილისს.

ვიმეორებ: მავანნი ამბობენ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ილაპარაკოს, გიჟი თავისუფალიაო. არადა, ეს გიჟი გამუდმებით ლაპარაკობს ტყუილებს, რითაც ტვინს უმღვრევს ხალხს. ამის დასტურია 20-21 ივნისს მომხდარი მოვლენები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რუსეთთან გაუარესებული ვითარება, რომელმაც გამოიწვია საქართველოს ეკონომიკის სერიოზული დაცემა.

20-21 ივნისის მოვლენები ჯერაც არ ჩამცხრალა და არავინ იცის, როდის ჩაცხრება. სააკაშვილის ძალისხმევით ძნელად დასაჯერებელია, ჩაცხრეს. წინ საპარლამენტო არჩევნებია და, თუ ხელისუფლება კარდინალურ ნაბიჯებს არ გადადგამს დამნაშავე სააკაშვილის, გვარამიას, გაბუნიას, ბოკერიას, მელიას, ადეიშვილის, კეზერაშვილისა და მათი ბანდის მიმართ, უმძიმეს შედეგს მივიღებთ.

საქართველოს მოსახლეობა ელოდება გადამჭრელი ზომების მიღებას, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ სამოქმედოდ და შესასრულებლად უნდა მიიღოს უყოყმანოდ და უცილობლად.

ომარ მარგველაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here