Home რუბრიკები ისტორია სტალინი დიდი სამამულო ომის პირველ დღეებში

სტალინი დიდი სამამულო ომის პირველ დღეებში

სტალინი

სტალინმა ჯერ მოიგერია, შემდეგ კი თავისივე ბუნაგში მიახრჩო გამძვინვარებული მხეცი, რომელიც დამონებას უქადდა მსოფლიოს

ხრუშჩოვის და გორბაჩოვის, სოლჟენიცინისა და ვოლკოგონოვის ზღაპრების დრო დასრულდა, ფარდა აეხადა იმ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს, რომელსაც აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტები დგამდნენ საბჭოთა კავშირის ხალხებისა და მსოფლიოს პროლეტარიატის თვალის ასახვევად…  საჭადრაკო დაფაზე პირველი სვლის გაკეთების უფლებას მოჭადრაკეები განგებას მიაწერენ. და, თუ ჭადრაკის თამაშს დიპლომატიას და სამხედრო სტრატეგიას მივუსადაგებთ, ალბათ, გასაგები იქნება, რას ნიშნავს პირველი სვლა და ისიც მოულოდნელი.

ჰიტლერის მიერ შემუშავებული გეგმა “ბარბაროსა” გაცილებით აღემატება ომის წარმოების მანამდე არსებულ ყველა ფანტასტიკურ თუ რეალურ გეგმას. თვალუწვდენელი ტერიტორიის დაპყრობა. თუნდაც იგი დაუსახლებელი იყოს, დედამიწის 1/6-ის გავლა მარშით დროის იმ მცირე მონაკვეთში, რომელშიც ჰიტლერი აპირებდა, სულელი კაცის ნაბოდვარს უფრო ჰგავდა. ბარბაროსასზოგადი მონახაზი ასთი იყო: 25 აგვისტომდე ლენინგრადისა და მოსკოვის აღება; ოქტომბრის დასაწყისში _ გასვლა ვოლგაზე; ნოემბრის დასაწყისში _ ბაქო და ბათუმი; 7 ნოემბერი _ ხაბაროვსკი. მაგრამ ჰიტლერის ნაბოდვარი 1941 წლის ივნისაგვისტოს პერიოდში ნაცარტუტად იქცა.

ახლა ნაწილობრივ მაინც შეიძლება მივუახლოვდეთ ამსახველ მასალებს იმ გმირული ბრძოლებისა, რომლებიც აოცებდა არა მხოლოდ მოყვარეს, არამედ მტრისთვისაც ნათელი ხდებოდა, რა ძალა და ენერგია გამოიჩინა საბჭოთა ხალხმა გენიალური მხედართმთავრის, სტალინის მეთაურობით. სტალინმა ჯერ მოიგერია, შემდეგ კი თავისივე ბუნაგში მიახრჩო გამძვინვარებული მხეცი, რომელიც დამონებას უქადდა მსოფლიოს.

სტალინი დიდი სამამულო ომის პირველ დღეებში

ომის პირველ დღეს, 22 ივნისს, ბრესტის ციხესიმაგრეს გერმანელთა რჩეული ქვეითების 45- დივიზია მიადგა. ციხესიმაგრეში გამაგრებული საბჭოთა ჯარისკაცები მძიმე შეიარაღების გარეშე, შაშხანებით იცავდნენ საზღვარს და თვითონ ციხესიმაგრეს. არნახული თავგანწირვის ფასად ინარჩუნებდნენ ყოველ მტკაველ მიწას თუ შენობის ნაწილს. ბრესტის ციხესიმაგრის კედლებზე დღესაც შემორჩენილია ხიშტის წვერით ამოკაწრული სიტყვები, “ვკვდები, მაგრამ არ ვნებდები” . დილის 10 საათზე ბრესტის თავზე 4 სტალინური ასი გამოჩნდა. ახალგაზრდა ოფიცრები მოჟაევი, ჟიდოვი, რიაბცევი და ნაზაროვი დაუყოვნებლივ ჩაებნენ გერმანელთა რვა თვითმფრინავის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საჰაერო ბრძოლების იტორიაში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი მაგალითი, რომელიც სტალინის შევარდნების გმირულ შემართებას ოდნავ მაინც გააფერმკთალებს.

მფრინავ ჟიდოვს, როდესაც გერმანელთა ერთი თვითმფრინავი მიწას დაანარცხა, ტყვიაწამალი გაუთავდა, მაგრამ ბრძოლის მიტოვება არც უფიქრია. მან სამამულო ომის ისტორიაში პირველად განახორციელა ტარანი _ თავისი თვითმფრინავი ფაშისტების თვითმფრინავს დააჯახა და მიწაზე დაანარცხა, თვითონ ჟიდოვი კი უვნებელი დაეშვა. რიაბცევმა ფაშისტების 2 თვითმფრინავი ჟიდოვის ნანადირევის კვალს გაუყენა, მესამე თვითმფრინავს თავისიჩაიკისფრთა გაჰკრა და ბოლში გახვია. თვითონ კი, რისკის ფასად, მაგრამ მიწაზე მშვიდობით დაეშვა. ოთხი საბჭოთა მფრინავიდან არც ერთი არ დაშავებულა. გერმანელთა რვა თვითმფრინავი კი ბრესტის ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხრჩოლავდა.

სტალინი დიდი სამამულო ომის პირველ დღეებში

გაოცებულმა გენერალმა მანშტეინმა თავის დღიურში ჩაწერა:

მიზანი _ ლენინგრადი შორეული მომავლისთვის გადაგვეწია”.

ბრესტის ციხესიმაგრესთან განცდილითა და ტექნიკის დანაკარგებით შეძრწუნებულმა სარდალმა ფონ ბოკმა განკარგულება გასცა, გამოეყვანათ მებრძოლები ციხესიმაგრის ტერიტორიიდან და ბლოკადა გაეძლიერებინათ.

22 ივნისს ბრესტის ციხესიმაგრესთან გამართულ ბრძოლას შეეწირა 483 გერმანელი ოფიცერი, უნტეროფიცერი და ჯარისკაცი. ეს რაოდენობა სამჯერ აღემატება პოლონეთის, ხოლო 6-ჯერ საფრანგეთის სამხედრო კამპანიაში დაღუპული გერმანელი ჯარისკაცების რაოდენობას.

პირველი სერიოზული მარცხი გერმანელებმა ქალაქ გროდნოსთან იწვნიეს. როდესაც წითელარმიელებმა გერმანელთა 6 დივიზიის მიერ შექმნილი ალყა გაარღვიეს.

11 აგვისტოს გერმანელთა სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის უფროსმა ფრანც გალდერმა თავის დღიურში ჩაწერა:

შეუპოვარი წინააღმდეგობა გვაიძულებს, მტკიცედ ვიხელმძღვანელოთ ომის კანონებით, უბრალო შეცდომაც კი რუსეთთან ბრძოლის დროს გამოუსწორებელი შეცდომაა”.

შესანიშნავად იბრძოლეს დასავლეთ ბელორუსიის ქალაქ ლიდას არტილერისტებმა, რომლებმაც ომის პირველივე დღეს გაანადგურეს მოწინააღმდეგის 60 ტანკი გაანადგურეს

1941 წლის 8 ივლისს დაიწერა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის პირველი დადგენილება ლენინგრადის ცაზე საოცარი გმირობის გამოჩენისათვის 3 მფრინავის _ მ. ჟუკოვისთვის, ს. დორუცევისა და პ.ხარიტონოვისთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მინიჭების თაობაზე.

დორუცევმა, რიომელსაც ტყვიაწამალი გაუთავდა, მოწინააღმდეგე გატარნა და გერმანელი პილოტი ალმოდებულ თვითმფრინავთან ერთად მიწას დაანარცხა. უტვიაწამლოდ დარჩენილმა ხარიტონოვმა მოწინააღმდეგის თვითმფრინავს ახლო მანძილზე ჩაუქროლა შტოპორით, რითაც მართვა დააკარგვინა გერმანელი ფაშისტის თვითმფრინავს და მიწაზე დასცა. უმაღლესი პილოტაჟი შეასრულა ჟუკოვმაც, რომელიც თავისი თვითმფრინავით დააჯდა მტრის მოიერიშე საჰაერო მანქანას და გასაოცარი მანევრით ფსკოვის ტბაში აპოვნინა ბინა.

სტალინი დიდი სამამულო ომის პირველ დღეებში

სმოლენსკი ყოველთვის იყო მოსკოვის კარიბჭე, ამიტომ ყველა მომხვდური ცდილობადა მოსკოვში სმოლენსკის მხრიდან შეჭრას. ჰიტლერმაც სმოლენსკი ამიღო მიზანში და განსაზღვრა დრომისი დაპყრობისა _ 12 დღე, რის შემდეგაც მესამე რაიხის ჯარებს მოსკოვის ქუჩებში მარშით უნდა გაევლოთ.

1941 წლის 14 ივლისს სმოლენსკში გამოჩნდა პირველი რეაქტიული არტილერია, რომელსაც ჯარისკაცებმა “კატიუშა” შეარქვეს.

14 ივნისს 15 საათზე და 15 წუთზე კაპიტან ივანე ფლეროვის მეთაურობით განხორციელდა საარტილერიო შტურმი ქალაქ ორშის რკინიგზის სადგურზე, სადაც თავმოყრილი იყო გერმანიის სამხედრო ტექნიკა და საწვავითა და საბრძოლო მასალებით დატვირთული უამრავი სარკინიგზო ვაგონი. მძიმე არტილერიისა და “კატუშების” განუწყვეტელმა ზალპებმა, რომელსაც გერმანელებმა “სტალინური ორღანი” უწოდეს, გააერთიანა ცა და დედამიწა. საბრძოლო მასალებისა და საწვავის აფეთქება ჯოჯოხეთურ სანახაობას ქმნიდა ორშის მიმდებარე ტერიტორიაზე.

1941 წლის 11 აგვისტოს გერმანიის სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის უფროსმა ფრანც გალდერმა თავის დღიურში ჩაწერა:

სტალინი დიდი სამამულო ომის პირველ დღეებში

საერთო მდგომარეობა, რაც თვალში საცემია, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ რუსული კოლოსი შესაბამისად ვერ შევაფასეთ”.

6 სექტემბერს, 4 დღის გამანადგურებელი დარტყმის შედეგად, გაათავისუფლდეს ქალაქი ელნია. მას ბომბავდა 800 ერთეული მძიმე და რეაქტიური სააარტილერიო დანადგარი. ფრონტის ამ ერთ უბანზე 4 დღის განმავლობაში ფაშისტებმა დაკარგეს 45 000 ოფიცერი და ჯარისკაცი.

საფრანგეთისათვის ბრძოლაში, ინგლისის საექსპედიციო ჯარებთან ბრძოლაში, ბელგიის დაპყრობაში, ჰოლანდიისა და ლუქსებურგის აღებაში გერმანულმა არმიამ დაკარგა სულ 45 774 ოფიცერი და ჯარისკაცი. ელნიაში გერმანელებმა დაკარგეს იმდენივე ჯარისჯაცი, რამდენიც სრულიად ევროპის დაპყრობაში.

მინსკისთვის ბრძოლებში საბჭოთა კავშირმა დაკარგა 273 803 ადამიანი, მაშინ, როდესაც გერმანულმა არმიამ _ ნახევარ მილიონზე მეტი ოფიცერი და ჯარისკაცი და უფრო მეტი საბძოლო იარაღი და მასალები. ყოველივე ამის მომსწრე და მონაწილე გენერალ-პოლკოვნიკი გუდერიანი წერდა: “ეს ადამინები იმსახურებენ უდიდეს პატივისცემას, ეს ყველაფერი ბრესტის გამოხმაურებაა”.

ბრესტი იყო კამერტონი, რომლის ხმა და ექო გაისმოდა მსოფლიოში ომის დაწყებიდან დამთავრებამდე.

მკითხველს ერთი ცნობა უნდა მივაწოდო ბრესტის ციხესიმაგრეზე :

* ბრესტის ფორფოსტის გამაგრების სამუშაოებს 1941 წელს გენერალი დიმიტრი მიხეილის-ძე კარბიშევი აწარმოებდა _ საამშენებლო ჯარების გენერალ-ლეიტენანტი. სწორედ ბრესტის დაცვისას მძიმედ დაჭრილი კარბიშევი გონებამიხდილი ტყვეობაში აღმოჩნდა. გენერლის გამოჯანმრთელებაზე ზრუნავდნენ გერმანელები იმ იმედით, რომ მათ სამსახურში ჩადგებოდა. ფეხზე დამდგარი კარბიშევი თვითონ ჰიტლერმა მიიღო. შესთავაზა გენერალ-ლეიტენანტობა ვერმახტის ჯარებში. კარბიშევის პასუხი იყო:

მე ფიცით მეკრძალება იმ ქვეყნის ჯარებში სამსახური, რომელიც საომარ მოქმედებაში იმყოფება ჩემს ქვეყანასთან”. კარბიშევს სამეცნიერო სამსახური შესთავაზეს ბერლინის დამოუკიდებელ ლაბორატორიაში და კეთილმოწყობილი ბინით უზრუნველყოფა.

მე ვიყავი ნიკოლოზის ოფიცერი და ვარ სტალინის გენერალი, მე სხვა თანამდებობა და სხვასთან სამსახური არ შემიძლია”.

ბოლოს კარბიშევი თავისი უტეხი ნების გამო მადჰაუზენის სიკვდილის ბანაკში გაამწესეს. მინუს 40 გრადუს ყინვაში კარბიშევი კვარცხლბეკზე შეაყენეს და ცივი წყლის ჭავლი მიუშვეს. ცივი წყალი იქამდე ესხმებოდა კარბიშევს, სანამ ყინულის ლოდად არ იქცა. დღეს საქვეყნოდ არის ცნობილი კარბიშევის სიტყვები:

არ არსებობს უფრო დიდი გამარჯვება, ვიდრე გაიმარჯვო საკუთარ თავზე!”

კიდევ ერთი ისტორია ბრესტის ციხესიმაგრეზე:

ბრესტის დაცვის უფროსი გახლდათ პოლკოვნიკი პეტრე მიხეილის ძე გავრილოვი. იმ მძიმე დღეებში, როდესაც ბრესტს, სანამ მაშველი ძალა მოვიდოდა, მხოლოდ 4 ჯარისკაცი და ერთი პოლიტხელი იცავდა. მძიმედ დაჭრილი გავრილოვი ტყვეობაში აღმოჩნდა. ომის დამთავრების შემდეგ ტყვეობიდან შინ დაბრუნებული გავრილოვი მეუღლეს და შვილს დაეძებდა, შეხვდა კიდევაც და დანგრეული ოჯახი აღადგინეს.

1955 წელს გამოვიდა წიგნი “ბრესტის ციხესიმაგრის დამცველები”, რომელშიც აღწერილი იყო პეტრე გავრილოვის გმირობის ამბავი, ამას სასწრაფოდ მოჰყვა გავრილოვისთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მინიჭება და სამხედრო წოდების დაბრუნება. ასე ჩაიწერა ბრესტის ციხესიმაგრე მსოფლიო გმირი ქალაქების სიაში, ხოლო მისი დამცველები _ ოქროს ასოებით ქვეყნის ისტორიაში. საინტერესოა, თვალი გადავავლოთ გერმანელი სამხედროების წერილებს, რომლებიც გაგზავნილია ფრონტიდან ომის დაწყების პირველ დღეებში ოჯახებში. ერთ-ერთმა გერმანულმა გაზეთმა კი ათასობით წერილიდან რამდენიმე შეარჩია და გამოაქვეყნა.

“1941 წელი. 22 ივნისი.

(გამთენიისას) ბრძოლის ველზე

*” ჩემს თვალებს არასოდეს უნახავს და არ წაუკითხავს, რასაც მე აქ ბრძოლის პირველ დღეს ვუყურებ. Eეს საფრანგეთი არაა, ჩვენ სულ სხვა ძალას ვებრძვით.” _ წერდა ქმარი მეუღლეს ბერლინში.

*”ჩვენ ვუპირისპირდებით ადამიანებს, რომელებიც იბრძვიან არა სიცოცხლისათვის, არამედ სიკვდილისთვის. მე ვნახე, როგორ წაართვა რუსმა მებრძოლმა გერმანელ ოფიცერს იარაღი და მოკლა იგი თავისივე იარაღით. ეს იყო პირველი გერმანელი ოფიცერი, რომელიც მკვდარი ვნახე რუსულ მიწაზე, დიდი ბაჯაღლო ოქროს ბეჭდით ხელდამშვენებული.” _ ასეთი შინაარსის დეპეშა გაგზავნა გერმანელმა უნტეროფიცერმა ჰიტლერის სახელზე.

ადოლფ ჰიტლერმა კი 22 ივნისს მოაწყო მაშტაბურ შეხვედრა და გაცხადა:

“მივიღე პირველი ცნობა პირველი გერმანელი ოფიცრის დაღუპვის შესახებ, გაფრთილებთ! ჩვენ ვებრძვით არმიას, რომელიც წარმოადგენს ძალას, სადაც იბრძვიან მხეცები და ცხოველები”.

*”წარმოუდგენელია ასეთი თავგანწირავა. სატანკო ბატარეას მედგარ წინააღმდეგობას გვიწევდა ოთხი რუსი, რომლებიც სრულიად დაუცველ ტერიტორიაზე, პურის ყანაში იყვნენ ჩამალული,” _ წერდა შვილი მამას გერმანიაში.

*”როდესაც საბჭოთა ტანკი ალყაში მოვაქციეთ და ტყვი-წამალი გაუთავდა, მისი ლუკიდან ტანკისტმა თავი ამოყო, ამოვიდა და რევოლვრიდან აგვიტეხასროლა. ეს თავგანწირვაა”. _ წერს გერმანელი ოფიცერი თავის მეგობარს ბერლინში.

_ “ხელჩართულ ბრძოლებში ტანსაცმელ დაფლეთილი უიარაღო ჯარისკაცი ჩვენკენ გამოიქცა, გვეგონა, ტყვედ გვბარდებოდა, ახლოს რომ მოვიდა მესანგრის ნიჩაბი სწრაფად შემოიხსნა და ძლიერად გვტყორცნა შეძახილით “ზა სტალინა, ზა როდინუ”. ეს არ იყო ვინმეს შიშითა და აგიტაციით ჩადენილი ქმედება, მას სხვა საფუძველი ჰქონდა.” _ ჩაწერა თავის დღიურში გერმანელმა ოფიცერმა”.

1941 წლის 3 ივლისს “შეშინებულმა და დამალულმა ” (ზოგიერთი ვაიისტორიკოსის აზრით) სტალინმა რადიოთი მიმართა საბჭოთა ხალხს:

ამხანაგებო! მოქალაქენო!

ძმებო და დებო! ჩვენი არმიისა

და ფლოტის მეომრებო!

თქვენ მოგმართავთ, ჩემო მეგობრებო!

ჰიტლერული გერმანიის მუხანათური სამხედრო თავდასხმა ჩვენს სამშობლოზე, რომელიც 22 ივნისს დაიწყო, გრძელდება. მიუხედავად წითელი არმიის გმირული წინააღმდეგობისა, მიუხედავად იმისა, რომ მტრის საუკეთესო დივიზიები და მისი ავიაციის საუკეთესო ნაწილები უკვე დამარცხდნენ და სამარე ჰპოვეს ბრძოლის ველზე, მტერი კვლავ წინ მოძვრება და ახალ-ახალი ძალები მოჰყავს ფრონტზე. ჰიტლერულმა ძალებმა მოახერხეს ხელში ჩაეგდოთ ლიტვა, ლატვიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ბელორუსიის დასავლეთი ნაწილი, დასავლეთ უკრაინის ნაწილი. ფაშისტური ავიაცია აფართოებს თავის ბომბდამშენთა მოქმედების რაიონებს, ბომბავს მურმანსკს, ორშას, მოგილიოვს, სმოლენსკს, კიევს, ოდესას, სევასტოპოლს. ჩვენი სამშობლო სერიოზული საფრთხის წინაშეა… მტერი სასტიკი და ულმობელია, იგი მიზნად ისახავს, ხელთ იგდოს ჩვენი ოფლით მორწყული ჩვენი მიწაწყალი, ხელთ იგდოს ჩვენი ხელით მოპოვებული ჩვენი პური და ჩვენი ნავთი. იგი მიზნად ისახავს, აღადგინოს მემამულეთა ძალაუფლება, აღადგინოს ცარიზმი, დაანგრიოს რუსთა, უკრაინელთა, ბელორუსთა, ლიტველთა, ლატვიელთა, ესტონელთა, უზბეკთა, თათართა, მოლდაველთა, ქართველთა, სომეხთა, აზერბაიჯანელთა და საბჭოთა კავშირის სხვა თავისუფალი ხალხების ნაციონალური კულტურა და ნაციონალური სახელმწიფოებრიობა. გააგერმანელოს ისინი, გერმანელი თავადებისა და ბარონების მონებად აქციოს ისინი. ამრიგად, საქმე ეხება საბჭოთა სახელმწიფოს სიკვდილსიცოცხლეს, სსრ კავშირის ხალხთა სიკვდილსიცოცხლეს; საქმე ეხება იმას _ თავისუფალი უნდა იყვენენ საბჭოთა კავშირის ხალხები თუ მონობაში ჩავარდნენ. საჭიროა. საბჭოთა ადამიანებმა შეიგნონ ეს და უკუაგდონ უდარდელობა, რათა მოახდინონ მობილიზაცია და გარდაქმნან თავიანთი მუშაობა საომარ ყაიდაზე, რომლისთვისაც უცხოა მტრის დანდობა

… წითელმა არმიამ, წითელმა ფლოტმა და საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას ყოველი მტკაველი საბჭოთა მიწა-წყლისა. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა იბრძოლონ ჩვენი ქალაქებისა და სოფლებისათვის, უნდა გამოიჩინონ ჩვენი ხალხისთვის დამახასიათებნელი გამბედაობა, ინიციატივა და გამჭრიახობა…

… ჩვენ უნდა დავიწყოთ ულმობელი ბრძოლა ზურგის ყოველგვარ დეზორგანიზატორებთან, დეზერტირებთან, პანიკიორებთან, ხმების გამავრცელებლებთან, უნდა მოვსპოთ ჯაშუშები, დივერსანტები, მტრის პარაშუტისტები და ყოველივე ამაში სწრაფად დავეხმაროთ ჩვენ მიერ შექმნილ გამანადგურებელ ბატალიონებს. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მტერი ვერაგი და ცბიერია, გამოცდილია მოტყუებასა და ცრუ ხმების გავრცელებაში. უნდა გავითვალისწინოთ ყოველივე ეს და არ ავყვეთ პროვოკაციას. საჭიროა დაუყოვნებლივ მივცეთ სამხედრო ტრიბუნალს განურჩევლად პიროვნებისა ყველა ის, ვინც პანიკიორობითა და ლაჩრობით ხელს უშლის თავდაცვის საქმეს…

ფაშისტურ გერმანიასთან ომი ჩევულებრივ ომად არ შეიძლება ჩაითვალოს. ის არა მხოლოდ ორი არმიის ომია, ამასთანავე, არის საბჭოთა ხალხის დიდი ომი გერმანელთა ფაშისტური ჯარების წინააღმდეგ, ფაშისტი მჩაგვრელების წინააღმდეგ. ამ საყოველთაო სახალხოსამამულო ომის მიზანია, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის შექმნილი საფრთხის ლიკვიდაცია, არამედ ისიც, რომ დაეხმაროს ევროპის ყველა ხალხს, რომლებიც გერმანიის ფაშიზმის უღელქვეშ გმინავენ

… იმ მიზნით, რომ სწრაფად მობილიზირებულ იქნას საბჭოთა კავშირის ხალხთა ძალები მტრის უკუსაგდებად, რომელიც მუხანათურად დაესხა თავს ჩვენს სამშობლოს, შექმნილია თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი, რომლის ხელშიც ახლა თავმოყრილია მთელი ძალაუფლება სახელმწიფოში. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი შეუდგა მუშაობას და მოუწოდებს ხალხს, დაირაზმოს ლენინ-სტალინის პარტიის გარშემო, საბჭოთა მთავრობის გარშემო, იმისათვის, რომ თავდადებით დაეხმაროს წითელ არმიასა და ფლოტს, გაანადგუროს მტერი, მოიპოვოს გამარჯვება”.

გმირები საქართველოდან

1939 წლის 22 თებერვლის ბრძანებულებით, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება საქართველოდან პირველს მიენიჭა თბილისელ სიდორ ვასილის ძე სლიუსარევს, რომლის გმირობის ოქროს ვარსკვლავის ნომერი იყო 125. ქართველთაგან ეს საპატიო წოდება 1941 წლის 21 მარტს პირველებს მიენიჭათ პოლკოვნიკ (შემდგომში ავიაციის გენერალლეიტენატს) ვლადიმერ ვარდენის ძე ნანეიშვილს, ტანკისტ ალექსანდრე სერგოს ძე სულაბერიძეს და უცროს პოლიტხელ ილია გიორგის ძე ხმალაძეს. ფინეთის ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის _ ჯაველ მფრინავ ალექსი იაგორის ძე ოსტაკაევსა და თბილისელ ივანე ვასილის ძე ხარპოვს. 164 საბჭოთა კავშირის გმირი გამოზარდა საქართველომ, მათგან 41 ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. დანარჩენმა ოქროს ვარსკვლავიანებმა თავიანთი გმირული გზა ომის შემდგომ ქვეყნის აღმშენებლობაში განაგრძეს.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here