Home რუბრიკები ისტორია ტიციან ტაბიძე: ილია რომ გამოაკლდეს მეცხრამეტე საუკუნეს, მაშინ იქნებოდა საქართველო სამუდამოდ დაბნელებული

ტიციან ტაბიძე: ილია რომ გამოაკლდეს მეცხრამეტე საუკუნეს, მაშინ იქნებოდა საქართველო სამუდამოდ დაბნელებული

ტიციან ტაბიძე

მკითხველს ვთავაზობთ ტიციან ტაბიძის ესესილია ჭავჭავაძე”, რომელშიც ამ უდავოდ დიდი მამულიშვილის დამსახურება მშობელი ერის წინაშე სათანადოდაა შეფასებული.

ის ფაქტი, რომ მე-19 საუკუნის 60-იანი წლებისთვის საქართველოს სჭირდება ერთიანი სააზროვნო ცნობიერების გათანამედროვება და ახალ სინამდვილესთან ადაპტაცია, ილიასთვის სრულიად უდავო იყო. ის თვლიდა, რომ საქართველოს სჭირდებოდა ფეოდალური იდენტობის შეცვლა ახალი, თანამედროვე, იმ დროისთვის თანადროული ქართული ნაციონალური იდენტობით, რომელიც თანადროულია დღესაც _ XXI საუკუნეში.

ილია მნიშვნელოვან წერილს წერს _ “ზოგიერთი რამდა მას რამდენიმე წლის განმავლობაში ამუშავებს. სწორედ ამ პუბლიცისტურ წერილში ის ნათლად და გამოკვეთილად მიუთითებს ერთ პრობლემაზე, რომ: “…ის შემკრებლობითი დიდებული ერთიანი აზრი, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ქართველობაში უნდა ხედავდეს, ის სახელი, რომელიც ყველას გვერქვა, დაირღვა, ჩვენი გონებიდან ამოშრა. და ქართველი ეხლა ერთის კუნჭულის მცხოვრებთა საკუთარი კერძოობითი სახელიღა გახდა და არა საერთო, საყოველთაო მთელის იმ ხალხისა, რომელიც ერთად ტანჯულა, რომელსაც ქართველთა შესისხლულის ისტორიის მძიმე უღელი ჭირში თუ ლხინში, ერთად ძმურად უწევნია, რომელსაც ერთისა და იგივე ენით ჭირში უგლოვნია, ლხინში უმხიარულნია, და რომელიც დღესაც ერთისა და იგივე ენით _ თუ არაფერს აკეთებს _ თავის მოძმეს მაინც აბეზღებს ღმერთთანაცა და კაცთანაცა”.

თუ რამდენად დაკარგული ჰქონდა უკვე ქართველს ეროვნულპატრიოტული გრძნობა და მხოლოდ ხორციელი არსებობა მიაჩნდა სიცოცხლის მიზნად, თერგდალეულებს რომ არ შეენჯღრიათ თავითფეხებამდე მიძინებულმიმკვდარუნებული ერი, მოვუსმინოთ თვით ილიას:

დრო მე-40 და 50 წელთა იყო, დრო ჩვენის გონებრივისა და ეროვნულის მიძინებისა, მოქანცულობისა. მწერლობაც ამგვარის მიმძინარებულის ხასიათისა გახლდათ.… მაშინ რომ ქართველისათვის გეკითხათ, რას ფიქრობთ, რა გსურთო, სიცოცხლეზედ ვფიქრობთ, სიცოცხლე გვინდაო, გიპასუხებდნენ, – მაგის გარდა კიდევაო? – კიდევ სიცოცხლე გვინდაო, გეტყოდნენ. – რას ეძახით სიცოცხლეს, როგორ თუ სიცოცხლეო? – ისეო, გეტყოდნენ, რომ გავლაგამოვლა შეგვეძლოს, სუნთქვაო, ცით და მთვარით დატკბობა, მზის ცქერაო და ჩვენის ჭიის გახარებაო”.

ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე

ახლა თავად განსაჯოს მკითხველმაგანა სწორი არ იყო ილიას დიდი თანამებრძოლი აკაკი, როცა ასე გაპირუტყვებულს, ეროვნულგრძნობადაკარგულს, მონობას შეგუებულს და მარტო მუცელზე მაფიქრალ საქართველოსფურთხის ღირსირომ უწოდა?!

ვაჟაფშაველამ ილიასჩვენი დიდი ეროვნული გმირიუწოდა, იაკობ გოგებაშვილმა კი იწინასწარმეტყველა: “იქნებ მომავალში მსოფლიოს არც ერთ ერს არ დასჭირდეს თავისი დიდი წინაპარი ისე, როგორც ილია ჭავჭავაძე ქართველ ერსო”.

ისევ მოვუსმინოთ ილიას, რას ამბობს იმ დროის დაცემულ საქართველოზე:

აქ არვისდიდსა თუ პატარასა, –

ქვეყნის ტკივილით არ სტკივა გული,

დაჰვიწყებია, რომ ქვეყნად ცასა

 ღვთივ მოუცია მარტო მამული”.

ეს აზრი მან პოემააჩრდილშიგამოხატა, რომელშიც ის სამშობლოს მიმართ ქართველთა გულცივობას აგვიწერს:

რისთვისც მამანი იღვწოდნენ უწინ

დღეს შვილთ არ უღირთ არც ერთ ფლურადა.

გრძნობას ოქროსა ფასად ჰყიდიან,

მთავრის ღიმილზეპატიოსნებას

და დაჟანგებულ ბორკილზე სცვლიან

თავის მამულის თავისუფლებას”.

ილიას აზრით, ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ხალხმა რწმენა დაკარგა, რწმენა მამულის აღდგენისა და გაძლიერების:

და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,

განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,

მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა

 და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული”.

ასეთია ჩვენი დღევანდელი დღეც.

ილიას აზრით, ერი რომ ასე დაეცემა ზნეობრივად და გონებრივად, იგი დასაღუპავადაა განწირული, ამიტომ მოგვიწოდებს, არ დავივიწყოთ აჩრდილადქცეული ჩვენი ისტორიისდიდებული ოქროვანი ხანა”. მართალია, ის აღარ ვართ, რაც ვიყავით; და ღმერთმა დაგვიფაროს, რაც ვართ, იმად დავრჩეთ, მაგრამღმერთი გვიხსნის და გვიშველის, თუ შვილთ მაინც გზად და ხიდად გავედებითო” (“დიმიტრი თავდადებული”).

ეგებ ჩვენი საუკუნის თაობებმა შეძლონ ილიას ამ ანდერძის ასრულება.

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე

 (ესე)

მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოს ჰყავდა ორი პროვიდენციალი პიროვნება: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი. ქართული პრობლემა შეიძლება ამ ორი პიროვნების შესწავლით აიხსნას. მაჩაბელზე ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მოკლე დროში დავწეროთ. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის 15 წლის თავზე კი გვინდა, აღვნიშნოთ დეკლარაციით ის თეზისები, რომელნიც შემდეგში გაიხსნება მაჩაბელის მონოგრაფიაში. გადაუმეტებლად შეიძლება ითქვას, რომ მე-19 საუკუნე საქართველოში ილიამ კიდეც მოიგონა, კიდეც შეჰქმნა და თავის სისხლით კიდეც დაჰკირა.

ჩვენ შეიძლება ამ საუკუნის შესწავლის დროს ბევრი დეფექტებიც აღმოვაჩინოთ, მაგრამ ერთი კი მაინც უცილობელია _ ამ დიდი ეპოპეის მთავარი მბრძანებელი იყო ილია ჭავჭავაძე.

ილია ჭავჭავაძემ თავის დევის ხელით სრულიად გადატეხა ეს სტილი და ჩვენ გვაქვს უკვე ანალოგია ევროპული მწერლობის მასშტაბით.

მართალია, ჯერ არ არის შესწავლილი, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით და თანამედროვეთა მოწმობით, სამი მეოთხედი იმ სიტყვებისა, რომელსაც დღეს ხმარობს ქართული ჟურნალისტიკა, ილიას მოგონილია. შემდეგი თაობა ამას არ უკვირდება, როგორც ის არ უკვირდება იმას, ვინ მოიგონა ან შეჰქმნა პირველად ენა.

ამ ხნის განმავლობაში ილია ჭავჭავაძე იდგა, როგორც გიგანტი. ყოველი მოზღვავებული ტალღა, უცხო თუ შინაური, იმას დაეტაკებოდა და ილიაც მოიგერიებდა.

ილია ჭავჭავაძის ყოველი გამოსვლა ამ შემთხვევაში აყენებდა იმ სანახაობას, როგორც არტილერიის სიმფონია ომების დროს. და ეს ტანკი (როგორ აგავს ილია ტანკს ფიგურითაც) სტკეპნიდა ქართულ მწერლობას; ამის ნაკვალევს დევის ნაფეხური ჰქვია.

ამიტომ იყო, რომ ილიას ყველა ანგარიშს უწევდა, და შეუძლებელიც იქნებოდა მისი ბუნებრივი და შეურყეველი მეთაურობა თითქმის 40 წელი, რომ მას ასეთი მაგარი ხერხემალი არ ჰქონოდა.

ილია ყველგან ცდიდა თავის თავს: ის იყო პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მეცნიერი, რეჟისორი, ფინანსისტი, ორატორი, ისტორიკოსი და კიდევ რამდენი სხვა, და ამიტომ არის, რომ ჩვენ დღესაც არ ვიცით, რომელ ამ დარგში ვეძიოთ მისი ნამდვილი სახე.

მაგრამ ერთი რამ ცხადია, და ეს მადლიერი თემაა ახალი გამოკვლევისათვის: მეცხრამეტე საუკუნეში ქართული პროზა შექმნა ილია ჭავჭავაძემ და დღემდის მისი პროზა არ არის დაძლეული. ჩვენ აქ არ შევუდგებით ანალიზს მისი სტილისას, რომელიც მას აყენებს ყველაზე მაღლა, განსაკუთრებით საცოდავი არიან პროზაში ისინი, ვინც ილიას ეხვივნენ გარს, ეს შეიძლება ითქვას მისი კრიტიკული პროზის შესახებაც.

უნდა აგრეთვე ხსენება იმასაც, რომ ილიას ლექსი, ყოველ შემთხვევაში, არ ჩამორჩებოდა აკაკის ლექსს და მხოლოდ თანამედროვეთა უკულტურობას უნდა მიეწეროს ის, რომ ილიას აყენებდნენ აკაკიზე დაბლა.

ჩვენში რომ გაჩნდნენ დადაისტები, ისინიც ვერ უარყოფენ ილია ჭავჭავაძის დიდ ფიგურას. ილია რომ გამოაკლდეს მეცხრამეტე საუკუნეს, მაშინ იქნებოდა საქართველო სამუდამოდ დაბნელებული.

ამიტომ გასაგებია ის კალამბური, რომელიც წამოცდა ვალერიან გუნიას, რომელსაც, როცა შეეკითხა ერთი ფრანგი, ჰყავს თუ არა დიდი კაცი საქართველოსო, უპასუხა ასეთი ფრანგულით: Iლია უნ Iლია.

ილიას სიკვდილმა გულის ძარღვამდის შეარყია საქართველო, და ყველა უბრალო ხალხიც ამბობდა, აქ არის დასაწყისი ახალი ეროვნული შეგნებისო, ამის ფაქტებს ჩვენ ყოველდღე ვხედავთ.

ილიას პოეზიიდან მარტო წიწამური რომ დარჩენილიყო, მაინც სამუდამოდ აატირებდა საქართველოს და სამუდამოდაც დარჩებოდა თემა პოეზიისათვის.

ტიციან ტაბიძე

1922 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here