Home რუბრიკები საზოგადოება გურამ დოჩანაშვილი: გიყვარდეთ ერთმანეთი, იწამეთ უფალი, გიყვარდეთ სამშობლო და იცხოვრეთ მისით, დაიცავით...

გურამ დოჩანაშვილი: გიყვარდეთ ერთმანეთი, იწამეთ უფალი, გიყვარდეთ სამშობლო და იცხოვრეთ მისით, დაიცავით და უპატრონეთ!

1785
გურამ დოჩანაშვილი

26 მარტს დიდ მწერალს, კლასიკოსს _ გურამ დოჩანაშვილს დაბადებიდან 80 წელიწადი შეუსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მას უამრავი მიპატიჟება ჰქონდა, გადაწყვიტა, წეროვანის მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და სკოლის დირექტორის, ქალბატონ ეთერ ჩიხლაძის მიწვევა მიეღო და წეროვანში კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივნის, ჯუმბერ პატიაშვილის მიერ აშენებულ ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზს ეწვია. დიდი მწერლისადმი მიძღვნილი საღამო თბილ და უშუალო გარემოში წარიმართა. მე-11 კლასის მოწაფეები ზეპირად ამბობდნენ ციტატებს მწერლის შემოქმედებიდან, ეფერებოდნენ და ამაყობდნენ, რომ 80 წლისთავი გურამ დოჩანაშვილმა სწორედ მათთან ერთად აღნიშნა. მწერალმა ბევრი ისაუბრა ახალგაზრდებთან, ბოლოს კი ბატონმა გურამმა მათ შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა. შეკითხვები ჩვენც გვქონდასამოსელი პირველისადაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდასავტორთან, რომელსაც ეკუთვნის ფრაზა: “დედამიწას სიყვარული ატრიალებსასე რომ არა, დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შეძლებდა ბრუნვას, ზოგზოგებისადმი სიყვარული რომ არა”.

გურამ დოჩანაშვილი:

_ გაჭირვება, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ერთი მხრივ, კარგია, რადგან ხალხი ერთ მუშტად შეიკვრება, ერთმანეთს ლუკმას გაუყოფს, გაძლიერდება. იმ ქვეყნებში მცხოვრები ხალხი, რომლებშიც არ არის გაჭირვება, დუნდება, ინერტული ხდება, გაყოფილია. არის ქვეყნები, რომლებშიც გვალვაა და მხოლოდ მოსავლის გადარჩენაზე ფიქრობენ, მაღალ მატერიებზე ფიქრის საშუალება არ აქვთ, მაგრამ არის ქვეყნები, რომლებშიც გაჭირვებამ დიდი ადამიანები გააჩინა, დიდი მწერლები, პოეტები, მხატვრები. მაგალითად, როდესაც ესპანეთში სერვანტესი გაჩნდა, მაშინ ამ ქვეყანას ძალიან უჭირდა… არ ვამბობ, რომ გაჭირვება კარგია. მინდა, კარგად გამიგოთ, გაჭირვება აძლიერებს ხალხს. მთავარია, რწმენა გვქონდეს.

მართლმადიდებლური სარწმუნოება ძლიერია, მასზე არ მოქმედებს გაჭირვება, რადგან, თუკი საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, გაჭირვების მიუხედავად, როგორ ვვითარდებოდით. გამუდმებით ბრძოლებში იყო დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, მაგრამ საუკეთესო ეპოქა გვქონდა; ჭირდა, მაგრამ შოთა რუსთაველი დაიბადა და “ვეფხისტყაოსანი” შექმნა. “ვეფხისტყაოსანში” ერთი სიტყვაც არ არის ისეთი, რომელსაც ბიბლიაში ვერ ნახავთ, იმიტომ კი არა, რომ დიდმა შოთამ ბიბლიიდან მოიპარა რამე, არა, უბრალოდ მან ხალხს ბიბლია შეაყვარა. ბიბლია შეაყვარა ხალხს დავით აღმაშენებელმაც, ის “გალობანი სინანულისანის” ავტორია. დიდ მეფეს ყველა ბრძოლაში სასულიერო წიგნები თან ჰქონდა და ბრძოლის ველზე წინა ხაზზე იდგა, მას სწამდა, მან იცოდა, რისთვის იბრძოდა.

მორწმუნეები იყვნენ ილია, ვაჟა, აკაკი საოცარი მორწმუნე იყო ანა კალანდაძე 1947 წელს ითვლებოდა, რომ წმინდა ნინო ფანტაზიის ნაყოფი იყო, რომ ასეთი წმინდანი არ არსებობდა, მაგრამ ანა კალანდაძემ ირწმუნა, ირწმუნა გალაკტიონმა და “დედაო ღვთისავ” დაწერა. ეს სულიწმინდის დამსახურებაა.

ადამიანი ხშირად საუბრობს ბედსა და უბედობაზე; სულხანსაბა ორბელიანი წერდა: უგუნურებაა ის, რომ ადამიანები ამბობენ, ბედი არ მაქვს ან ბედი მაქვსო… ასე კი არ უნდა თქვან, არამედ _ ღმერთი მწყალობს ან ღმერთი არ მწყალობს, რადგან ღმერთის სურვილს უნდა დაუკვირდე.

_ თქვენ გამუდმებით რწმენაზე საუბრობთ, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი რწმენასთან მწყრალად არის, ისინი ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტაციას ცდილობენ

_ საქართველოს მფარველი ანგელოზი მარიამ ღვთისმშობელია. პატრიარქს სწამს ამის. ჩვენ ვისჯებით ჩვენი ქმედებებისთვის. დამისახელეთ მამა, რომელიც თავის შვილს უსაქციელობისთვის არ სჯის, ამიტომ დაფიქრება გვმართებს. პატრიარქს სწამს, რომ გადავრჩებით და უფრო ტკბილი იქნება ცხოვრება. ვინც ვერ მოესწრება იმ საოცნებო საქართველოს, კიდევ უფრო ბედნიერი იქნება იმქვეყნად. ცუდი სიტყვაა, როდესაც ამბობენ, საწყალი, ვერ მოესწრო… ეს ათეისტების ნათქვამია…

ჩვენი პატრიარქი წინასწარმეტყველია. ერთხელ, რაღაც გვიჭირდა, 1990-ანი წლები იყო, მე და ჩემი მეუღლე მივედით. გაგვამხნევა, დაგვარიგა და მერე მოიწყინა, ჩვენც, მისმა ხასიათის ცვლილებამ ნირი წაგვიხდინა, ეს შეგვატყო და გვითხრა: “ის, რასაც ვეგუებით, რაც ქვეყანაში ხდება, არ შეგვრჩება”. მაშინ ჯერ კიდევ არაფერი იყო მოსალოდნელი ქვეყანაში, ჯერ აფხაზეთი დაკარგული არ გვქონდა. მას სჯერა, რომ სამართლიანად დავისაჯეთ მაშინაც.

ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელშიც დაიწერა “იავნანამ რა ჰქმნა”, “ლექსი ვეფხისა და მოყმისა”. დედის სახე ასე ასახული არსად, არც ერთ ნაწარმოებში, არც ერთ ქვეყანაში არ მოიძებნება. სულ მიკვირდა, რადგან დედაზეა დაწერილი, დედის სახეა ასახული, რატომ ერქვა “ლექსი ვეფხისა და მოყმისა”… მგონია, რომ ეს ბალადა მიხა ხელაშვილის დაწერილია… ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ასეთ ნაწარმოებებში იგრძნობა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა რომ ვართ.

ჩვენი ბრძენი პატრიარქი სულ ამბობს: ნუ დაგეგმავთ, რა თქვათ და რა ილაპარაკოთ. სულიწმიდა თვითონ მიგანიშნებთ ყველაფერს. გიყვარდეთ ერთმანეთი, იწამეთ უფალი, სიყვარულს მთების გადაბრუნება შეუძლია. გიყვარდეთ სამშობლო და იცხოვრეთ მისით, დაიცავით და უპატრონეთ. მადლობელი ვარ ამ ახალგაზრდების, რომლებიც აქ არიან, რადგან ამ გაჭირვების ჟამს მათ შეძლეს, ასეთი საღამო მოეწყოთ ჩემთვის.

ჯუმბერ პატიაშვილი
ჯუმბერ პატიაშვილი

ჯუმბერ პატიაშვილი:

_ დღეს ბედნიერი დღეა, სწორედ ასეთი ბედნიერი დღე გვქონდა სამი წლის წინათაც, როდესაც დავთქვით, რომ ბატონი გურამის მე-80 წლისთავი ისევ ამ დარბაზში აღგვენიშნა, ეს შევძელით კიდეც. ახლა სურვილი მაქვს, რომ 100 წლისთავიც აქ, ამ დარბაზში, გადავიხადოთ. იშვიათია ადამიანი, რომელსაც ისე უყვარდეს სამშობლო, სარწმუნოება და ხალხი, როგორც ბატონ გურამ დოჩანაშვილს.

ბატონი გურამი არის კაცი, რომელიც საქართველოსთვის ცხოვრობს, მომავალი თაობებისთვის ცხოვრობს. დიდი პატივია ჩვენთვის, რომ კლასიკოსმა ჩვენთან ერთად გადაწყვიტა თავისი დაბადების დღის აღნიშვნა. ეს ისტორიული დღეა და, ალბათ, არც ერთ თქვენგანს არ დაავიწყდება არასოდეს. საქართველო ამაყობს გურამ დოჩანაშვილით.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

გურამ დოჩანაშვილი

გურამ დოჩანაშვილი

გურამ დოჩანაშვილი

გურამ დოჩანაშვილი

გურამ დოჩანაშვილი

გურამ დოჩანაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here