Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა ოთარაშვილი: დიახ, ეკლესიას უნდა გადაეცეს ქონება და არა არაბებს, თურქებს, ჩინელებს,...

ვაჟა ოთარაშვილი: დიახ, ეკლესიას უნდა გადაეცეს ქონება და არა არაბებს, თურქებს, ჩინელებს, მონღოლებს, ინდოელებს და ა.შ.

852
ვაჟა ოთარაშვილი

უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციაადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიმთავრობის მიერ საპატრიარქოსთვის სახელმწიფოს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გადაცემის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და შესაბამისი სტრუქტურებისგან ახსნაგანმარტებას ითხოვს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თურმე ხელისუფლებაკონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის გაუმართლებელი პრივილეგირებისა და მხარდაჭერის პრაქტიკას ქმნის”.

მათი შეფასებით, ამით მმართველი გუნდი სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს უხეშად არღვევს და სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფას ახდენს, რაც, ყველაფერთან ერთად, თურმე ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯსაც აზიანებს. შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული ორგანიზაცია სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი აქტიური ინსტიტუტია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დაწესებულ საგადასახადო თუ სხვა სახის შეღავათებს მუდმივად აპროტესტებს. ამის პარალელურად იგი სხვადასხვა რელიგიური კონფესიისა და სექტისთვის უფლებების გაზრდას, მათთვის უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნასა და განვითარებისთვის საჭირო საკანონმდებლო გარემოს უზრუნველყოფას მოითხოვს.

რა მიზნები ამოძრავებს რეალურად იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემას აპროტესტებენ და არის თუ არა დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ქვეყნის ეროვნული იდენტობის მქონე მთავარი ინსტიტუტი, პრივილეგიური?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, არასამთავრობო ორგანიზაციაადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიუკვე მერამდენედ გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ ხელისუფლება მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგიურ მდგომარეობაში აყენებს, სხვა კონფესიები კი თურმე დისკრიმინაციას განიცდიან. რა მიზანს ემსახურება რეალურად მსგავსი განცხადებები?

_ მსგავს განცხადებებსა და ანგარიშებს უცხოეთიდან დაფინანსებული სხვა ორგანიზაციებიც პერიოდულად აქვეყნებენ. რეალურად ეს არის კარგად ორგანიზებული კამპანიის ცალკეული გამოვლინება, რომელიც მიმართულია მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც ქვეყნის ყველაზე ქმედითი და ავტორიტეტული ინსტიტუტის, წინააღმდეგ. ეს კამპანია ხშირად არის მხარდაჭერილი გარკვეული სახელისუფლო სუბიექტების მიერ, რომლებიც დასავლეთის გავლენიანი წრეებისგან მეტი ნდობის თუ სიმპათიის მოპოვებას ცდილობენ. საერთოდ, დღეს ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში წარმატების ყველაზე მარტივი გზა კონსერვატიული იდეების კრიტიკა და ეროვნული სულისკვეთების მქონე ინსტიტუტების შეურაცხყოფა გახდა. არავის აინტერესებს, რა მხარდაჭერა აქვს ამ ძალას რეალურად მოსახლეობაში. თავის დროზე ასე მოხვდა ამჟამინდელი ხელისუფლების რიგებში არაერთი პარტია თუ ცალკეული პოლიტიკოსი, რომლებიც მანამდე ბარიერის გადალახვაზე ვერც იოცნებებდნენ.

დავუბრუნდეთ ისევ იმ ე.წ. მესამე სექტორს, რომელიც არის მთავარი დასაყრდენი და იდეოლოგიური ინსტრუმენტი დასავლეთის გლობალისტური ძალების. უბედურება არის ის, რომ სწორედ ეს სექტორია დღეს ქვეყანაში ძირითადი “სკოლა”, რომელიც მმართველ ელიტას თავიდან ბოლომდე აკომპლექტებს, ხელისუფლებაში ყველა ძირითადი თანამდებობა და საკვანძო ადგილი უკავიათ სწორედ ამ ორგანიზაციებიდან წასულ ადამიანებს. ამ დროს ვხედავთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა იდეოლოგიურ კონფლიქტშია ამ ელიტასთან, ოღონდ, სამწუხაროდ, ეს კონფლიქტი უკვე არა კონკრეტულ აქტივობაში, არამედ სრულ პოლიტიკურ ნიჰილიზმშია გადაზრდილი, რაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა.

_ ეს, გარკვეულწილად, პოლიტიკური ჩიხია. გამოსავალი რა შეიძლება იყოს?

_ ვფიქრობ, ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყოს რიგ ევროპულ სახელმწიფოებში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების აკრძალვას შეეხება. მაგალითად, უნგრეთმა სოროსის ფონდი აკრძალა, სხვაგანაც საუბრობენ მსგავს გადაწყვეტილებაზე… ვინმე იტყვის, რომ საქართველოში უფრო მაღალი სტანდარტის დემოკრატიაა, ვიდრე უნგრეთში?! არ არის არანაირ დემოკრატიასთან კავშირში დღეს საქართველოში მოქმედი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, ესენი არიან კონკრეტული ძალების იდეოლოგიური ინსტრუმენტები.

რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას და “შეშფოთებას” იმის გამო, რომ სახელმწიფომ საპატრიარქოს გარკვეული ქონება გადასცა, როგორც ჩანს, მათავიწყდებათ”, რომ დღეს საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია; მათავიწყდებათ”, რომ სწორედ ჩვენმა მართლმადიდებელმა წინაპრებმა, რომლებმაც მოიგეს ბასიანის, დიდგორის, მარტყოფისა და კიდევ უამრავი უსასტიკესი ბრძოლა, შექმნეს ეს ქვეყანა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ იმ სისხლისმღვრელი ომების პარალელურად სიცოცხლის ფასად მიდიოდა ეკლესიების, მონასტრების მშენებლობა; რომ მერე სწორედ ეს ეკლესიამონასტრები იყო განათლების, კულტურისა და ყველანაირი სიკეთის კერა, რომელზეც შენდებოდა სახელმწიფო. ისე, მე ერთი რამ მაინტერესებს: ამ განცხადებას განცხადებაზე რომ ავრცელებენ და ლოყებს იკაწრავენ შეშფოთებისგან, რას ითხოვენ: როგორც საპატრიარქოს გადაეცა მიწები, სექტანტებსაც გადაეცეთ?

_ ყოველ შემთხვევაში მართლმადიდებელი ეკლესია პრივილეგიურ მდგომარეობაში არ უნდა იყოსო

_ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანია, მართლმადიდებლობას და, ვთქვათ, მაგალითად, იეჰოვას სექტას ერთნაირი პირობები უნდა ჰქონდეთ? დიახ, მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა გადაეცეს ქონება და არა არაბებს, თურქებს, ჩინელებს, მონღოლებს, ინდოელებს და .. დიახაც, სწორედ ყველაზე ავტორიტეტული ეროვნული და რელიგიური ინსტიტუტი უნდა განაგებდეს დღეს ქართულ მიწას. სხვას არავის მისი განკარგვისა და განმგებლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს არ შეიძლება, ამ საქმეს განაგებდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არანაირი ეროვნული სულისკვეთება და სამშობლოსადმი სიყვარული არ გააჩნიათ… მინდა, გამოვეხმაურო უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის საკითხს, რომელსაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ჩქმალავს. ამ ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დღეს სოფელ ლამისყანის თავზე არაბებს მიჰყიდეს 36 ჰექტარი მიწა, მარტყოფის ველი კი თურქულ ფირმაოკუტფაშასაქვს ჩალის ფასად შეძენილი. რატომ არ კითხულობენ ეს ჩვენიკანონიერების დამცველიარასამთავრობო ორგანიზაციები: სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით მიიღება მსგავსი გადაწყვეტილებები? რატომ აშენდა თბილისის ზღვის გარშემო ჩინური კვარტლები? არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქალაქის იერ-სახე საშინლადაა დამახინჯებული ამ უსახური მშენებლობებით. და ბოლო წლებში ათიათასობით უცხოელს დაურიგეს საქართველოს მოქალაქეობა, რაც ქუჩებში უკვე იგრძნობა. ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ქართველობაა, ეს დემოგრაფიული კატასტროფაა. რატომ არ ხედავენ ეს ე.წ. უფლებადამცველები იმას, რომ საქართველოში _ ივერიელთა ისტორიულ სამშობლოში, ქართველების გარდა, ყველასთვის სასათბურე პირობებია შექმნილი ბიზნესში, სპორტში, ხელოვნებაში, განათლებაში, ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში და ა. შ. რატომ არ საუბრობენ იმაზე, რომ 150 ათას ბავშვზე მეტი შიმშილობს დღეს ქვეყანაში და მათი დიდი ნაწილი ავადდება სწორედ არასრულფასოვანი კვების გამო? რატომ არ საუბრობენ იმაზე, რომ პირველადი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე და .. ფასებმა კოლოსალურად მოიმატა? რატომ არ საუბრობენ იმაზე, რომ ადამიანებს საარსებო მინიმუმიც არ აქვთ და გაქცევაზე უჭირავთ თვალი და მათი შემწე და იმედი ისევ ქართული სამოციქულო ეკლესიაა.

_ დავუბრუნდეთ ისევ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემაზე. როგორ ფიქრობთ, თვით ეკლესია ადეკვატურად რეაგირებს მსგავს განცხადებებზე?

_ რა თქმა უნდა, ეკლესია უფრო აქტიური უნდა იყოს. დღეს, როცა მიდის ასეთი შეტევები ტრადიციულ ღირებულებებზე, პოზიციის გამოხატვისგან თავის შეკავების დრო არ არის.

სამღვდელოებას რაც შეეხება, მათთვის სამაგალითო უნდა იყოს იმ დიდი სულიერი მამების ცხოვრება და მოღვაწეობა, რომლებმაც მახვილი აიღეს ხელში, როცა რეალური საფრთხე დაინახეს მარაბდის ველზე. ჩვენ არაერთი შემთხვევა ვიცით ისტორიიდან, როცა სასულიერო პირები თავს წირავდნენ მამულისთვის. გაიხსენეთ თევდორე კველთელი, იოსებ ტფილელიაი, ამ გზას უნდა დაადგნენ საეკლესიო მოღვაწეები. ბევრია გასაკეთებელი, ხალხში უნდა იტრიალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ასე გაგრძელდა, ხვალ-ზეგ ეკლესიას მრევლი აღარ დარჩება…

_ შეუძლია ეკლესიას საზოგადოების დარაზმვა?

_ შეკითხვითვე გიპასუხებთ: ვის, თუ არა ეკლესიას? ვფიქრობ, რომ სრულიად მართლმადიდებელი სამყარო უნდა გაერთიანდეს საერთო მტრის წინააღმდეგ _ ქართველები, ბერძნები, სერბები, რუსებიყველა ერთად უნდა დავდგეთ, რომ გადავარჩინოთ არა მხოლოდ ჩვენი სულები, არამედ სრულიად სამყარო.

ახლა _ მთავარი: საპატრიარქოს რაღაც ქონება რომ გადაეცა, თურმე სხვა რელიგიური კონფესიების დისკრიმინაცია ყოფილა და რატომ ხმას არ იღებს არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იმაზე, რომ ხალხი მოტყუებულია?! მხედველობაში მაქვს ამ ხელისუფლების მთავარი დაპირება, რომელიც სამართლიანობის აღდგენას ეხებოდა და დღემდე შეუსრულებელია. განა უსამართლობის ზეიმი არ არის ის, რომ მოსამართლეები, რომლებმაც თავის დროზე ფეხქვეშ გათელეს ადამიანის უფლებები, ისევ თანამდებობებზე არიან და განაგრძობენ სასამართლო სისტემის გახრწნას?! თუმცა ვინ დასჯის მათ… კობახიძე, მდინარაძე და სხვები დღეს ხელს აფარებენ კუბლაშვილ-ადეიშვილების შექმნილ სასამართლო სისტემას. სხვათა შორის, ამას წინათ პარლამენტშიპატრიოტთა ალიანსისმიერ შეტანილ რეზოლუციას, რომელიცნაციონალური მოძრაობის”, როგორც დამნაშავე რეჟიმის, გასამართლებას ეხებოდა, 150-კაციდან მხარი მხოლოდ 45-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათგან 39 იყოოცნების წარმომადგენელი. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი ოდიოზური ფიგურები, როგორებიც არინ: ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, მურუსიძე და სხვები, აქეთ გვიკითხავენ მორალს და კანონზე გველაპარაკებიან, რადგან ტრიო _ კობახიძებოკერიამდინარაძე _ მათი დამცველია. სანამ ეს მახინჯი პოლიტიკური რეალობა არ შეიცვლება და სანამ პატრიოტული ძალები არ მოვლენ ხელისუფლების სათავეში, არათუ სამართლიანობაზე, სახელმწიფოს არსებობაზეც ზედმეტია საუბარი. ქართველისთვის თავისუფლება მართლმადიდებლური აზროვნებაა. დღესაც, XXI საუკუნეში, კიდევ უფრო აქტუალურია ივერიელთათვის “ენა, მამული, სარწმუნოება”’ და დედაეკლესიის დაცვა. გილოცავთ დამდეგ ხარებას და ამ დღეს მარტყოფის ველზე ქართველთა გამარჯვებას შემოსეულ მტერზე!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here