Home სხვადასხვა დაიჯესტი მაიკლ ჯექსონმა 80-იანებში გოგონა გააუპატიურა

მაიკლ ჯექსონმა 80-იანებში გოგონა გააუპატიურა

992
მაიკლ ჯექსონმა 80-იანებში გოგონა გააუპატიურა

მრავალი წელია, რაც მაიკლ ჯექსონს პედოფილობას აბრალებენ. გარდაცვალების შემდეგ მისი გახრწნილი ქცევის ფაქტები კვლავ მატულობს. რამდენიმე დღის წინათ გაირკვა, რომ მომღერლის მცირეწლოვან მსხვერპლთა შორის იყო ერთი 13 წლის გოგონაც.

ადვოკატი ვინს ფანალდი აცხადებს, რომ ეს გოგონა ნამდვილი “ბიჭუშკა” იყო, ბიჭურად იცვამდა და თმაც ბიჭურად ჰქონდა შეკრეჭილი. ეტყობა, ამიტომაც მიიქცია პოპვარსკვლავის ყურადღება. ძალადობის შემდეგ მომღერალმა მას უდიდესი საკომპენსაციო თანხა გადაუხადა. “მე მაქვს ჯექსონის მუსიკალური კომპანიის ქვითრების ასლები, რომლებზეც მას პირადად აქვს ხელი მოწერილი, _ აცხადებს ადვოკატი, _ უეჭველია, რომ დაზარალებული მართალს ამბობს”.

მაყურებლებს გული ერეოდათ ფილმის დემონსტრაციის დროს, რომელიც “პოპმეფის” პედოფილურ გადახრებს ამხელდა, ნათქვამია ერთ-ერთ საგაზეთო წერილში.

დღეს ის პატარა გოგონა ორმოცდაათ წელიწადს გადაცილებული ქალია. იგი უფლებადამცველს დაუკავშირდა დოკუმენტური ფილმ “ნეფერლენდთან დაშორების” გამო ამტყდარი სკანდალის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ეს სურათი, რომელსაც კრიტიკოსებმა საშინელებათა ფილმი უწოდეს, დეტალურად წარმოგვიდგენს მაიკლის მქირდავ დამოკიდებულებას თავისი “პატარა მეგობრების” მიმართ. ფილმი აგებულია მოცეკვავეების _ უეიდ რობსონისა და ჯეიმს სებჩაკის ჩვენებებზე.

კალიფორნიის შტატის კანონმდებლობით დაზარალებულებმა შეიძლება მიმართონ სასამართლოს მიყენებული მორალური და ფიზიკური ტრავმების ასანაზღაურებლად, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი დანატოვარი ქონებით. ეს ქონება შარშან 400 მილინი დოლარით გაიზარდა.

“ვფიქრობ, მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით მეტია, _ აცხადებს ადვოკატი ფინალდი, რომელიც რობსონისა და სებჩაკის ინტერესების დაიმცველია, _ ეჭვი არ მეპარება, რომ მაიკლ ჯექსონი იყო პედოფილი და სერიული სექსმტაცებელი ცხოველი”.

“პოპმუსიკის მეფე” 2009 წელს 50 წლისა გარდაიცვალა. იგი კატეგორიულად უარყოფდა ბავშვებისადმი სასტიკ დამოკიდებულებას. 2005 წელს მას წაუყენეს 13 წლის ბიჭის მიმართ ძალადობის განხორციელების მცდელობის ბრალდება, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს და გაამართლეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here