Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ეს არის ანტიქართული გეგმა, რომლის საბოლოო მიზანი თურქეთის მიერ...

მამა გიორგი (რაზმაძე): ეს არის ანტიქართული გეგმა, რომლის საბოლოო მიზანი თურქეთის მიერ საქართველოს სრული ასიმილაციაა

3294
მამა გიორგი (რაზმაძე)

ბოლო პერიოდში კვლავ მნიშვნელოვანი და აქტუალურია რელიგიური უმცირეობების უფლებები. კერძოდ, ომბუდსმენის მოხსენების კვალდაკვალ ბათუმში გრანდიოზული მეჩეთის აშენების საკითხი ისევ დადგა დღის წესრიგში. მეტიც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მამუკა რიჟვაძემ 23 ივლისს მედიასთან განაცხადა, რომ მეჩეთი (საუბარია აზიზიეს მეჩეთზე), აუცილებლად უნდა აშენდეს, თანაც არა რომელიმე კომპანიის ან კონკრეტული ბიზნესმენის ხელშეწყობით, არამედ ქართული ფულით. მისი თქმით, თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს საკითხი პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ დღეს საქართველოში გარკვეული ძალები ამ თემით სპეკულირებენო.

რიჟვაძის განცხადებაზე არანაკლებ თამამი და კატეგორიული (გნებავთ, პროვოკაციული ან დესტრუქციული დაარქვით) ყოფილი პრემიერის, “ქართული ოცნების” მთავარი შემოქმედისა და აწ უკვე რუხ კარდინალად წოდებული ბიძინა ივანიშვილის კომენტარი იყო. მისი თქმით, იგი მზად არის, მეჩეთის მშენებლობა ათი, ოცი და, თუ საჭირო გახდა, ოცდაათი მილიონითაც დააფინანსოს: “რაც შეეხება მილიონებს, იქ ათ მილიონზე იყო მაშინ საუბარი, ოციც რომ დაჯდეს და ოცდაათიც, მე მზად ვარ, დავაფინანსო… საოცრად მიყვარს ჩვენი მუსლიმანები…”

მისივე განცხადებით, მან პრემიერის პოსტზე ყოფნის პერიოდში მეჩეთის პროექტის მოსამზადებლად ბევრი რამ გააკეთა, თუმცა შემდეგ ეს თემა გარკვეული მიზეზების გამო მიივიწყეს და მშენებლობაც დროებით გადაიდო…

შეგახსენებთ, რომ ბათუმში თურქი დამპყრობლის _ აზიზიეს, სახელობის გრანდიოზული მეჩეთის აშენების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სააკაშვილის მიერ თურქეთის მოქალაქეებისთვის ქართული პასპორტების მასობრივად დარიგებამ რეგიონში მუსლიმანი მოსახლეობის რაოდენობა მოკლე პერიოდში საგრძნობლად გაზარდა. მათი ძირითადი “არგუმენტი” კი, რომლის გამოც თურმე ქალაქს ახალი მეჩეთი სჭირდება, არის ის, რომ ადგილობრივებს რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად საკმარისი ფართობი არ აქვთ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმში და მთლიანად რეგიონში დღეს ათეულობით (ასეულობით თუ არა) დიდი ზომის მეჩეთია, ახალი მუსლიმანური სალოცავის აშენების აუცილებლობა თავისთავად შეკითხვებს აჩენს…

რა ძალები დგანან ან შეიძლება იდგნენ მეჩეთების მშენებლობის უკან, რატომ დაეთმო ამ თემას ომბუდსმენის მოხსენებაში განსაკუთრებული ადგილი დ რა ინტერესი ამოძრავებს ივანიშვილს, როცა მეჩეთის მშენებლობის 30-მილიონიან დაფინანსებაზე საუბრობს? “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, როგორც კი რამდენიმე დღის წინათ პარლამენტში გამოვიდა ომბუდსვუმენი ნინო ლომჯარია და ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში უკმაყოფილება გამოთქვა, რომ თურმე საქართველოში რელიგიური უმცირესობების უფლებები (სხვა უმცირესობების მსგავსად) ფეხქვეშ ითელება, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენების საკითხი ისევ დღის წესრიგში დადგა. მეტიც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ იგი ქართული ფულით უნდა აშენდეს. აქეთ ივანიშვილიც მზადაა, მშენებლობას 30 მილიონი მოახმაროს. როგორც სასულიერო პირი, როგორ აფასებთ ამ ყველაფერს?

_ ლომჯარიაზე ვიტყვი იმას, რაც ადრეც არაერთხელ მითქვამს თქვენი გაზეთის მეშვეობით: ამ ქალბატონსა და სხვა მსგავს ნომრიან აგენტებს ვერაფერი გააჩერებთ, სანამ საქართველო, როგორც სახელმწიფო, მსოფლიო გლობალისტური ძალების ექსპერიმენტის ობიექტად დარჩება.

რაც შეეხება მეჩეთის აშენების საკითხს და იმ შხამიან ლიბერალურ პროპაგანდას, რომელიც ბოლო დღეებში ლამის 24-საათიან რეჟიმში გვესმის, პირდაპირ გეტყვით: თურქეთის ხელისუფლება ფულს უხდის ქართულ ტელევიზიებს, რათა ეს საკითხი რეგულარულად გაშუქდეს მათთვის სასურველი კუთხითა და პოზიციით. ახლა ამას, გნებავთ, შეთანხმება დაარქვით; გნებავთ, შეთქმულება ან სხვა რამ, მაგრამ ფაქტია: რუსთავი 2”, პირველი არხი და სხვები თურქული პროპაგანდის, მათი ანტიქართული რიტორიკის ფლაგმანები არიან. მეტიც, საკმარისია, სადმე ვინმემ გაბედოს თურქეთის მოხსენიება დამპყრობლად, თურქოფობის იარლიყი გარანტირებული აქვს. არადა, საინტერესოა, რას ნიშნავს თურქოფობი? _ იმას, რომ ჩემი ისტორია ვიცი? იმას, რომ დაკარგული ტერიტორიები, მათ შორის, თურქეთის მიერ მიტაცებული, მახსოვს? იმას, რომ დიდგორის ბრძოლა უდიდესი გამარჯვებაა მტერზე, რომელსაც ჩვენი განადგურება და ამოძირკვა სურდა?! ეს არის სიძულვილი და, ბათუმში აზიზიეს მეჩეთი რომ უნდა წამოჭიმონ, დემოკრატია?! ამაზე მეტი ცინიზმი და აბუჩად აგდება რა გინდა!

დამპყრობლის სახელობის მეჩეთი უნდა აგიშენონ შენს ქვეყანაში, შენ კი ამ დროს, არათუ ცუდი თვალით არ უნდა შეხედო ამ ყველაფერს, ფიქრადაც არ უნდა გაივლო პროტესტი და უკმაყოფილება. ეს არის ხანგრძლივი და კონკრეტული ანტიქართული გეგმა, რომლის საბოლოო მიზანი თურქეთის მიერ საქართველოს სრული ასიმილაციაა.

_ გასაგებია, რომ თურქეთის ხელისუფლება ქართულ ტელევიზიებს შეიძლება ფულს უხდიდეს, მაგრამ სახალხო დამცველის აპარატსაც აფინანსებენ?

_ დარწმუნებული ვარ, სახალხო დამცველის ანგარიშში მეჩეთების აშენების საკითხის წამოწევა თურქეთის სახელისუფლო ძალების აქტიური ჩარევით ხდება. შეიძლება თავზე არ ადგას ლომჯარიას და მის თანამშრომლებს რომელიმე თურქი მაღალჩინოსანი, მაგრამ ზემოქმედების უამრავი საშუალება არსებობს. დარწმუნებული ვარ, თავის დროზე კონსულტაციებს გადიოდა ივანიშვილიც.

რაც შეეხება მის განცხადებას, რომ, თუ საჭირო შეიქნა, მეჩეთის ასაშენებლად 30 მილიონსაც არ დაიშურებს, ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში სააკაშვილის სახით არსებული სომხური ლობი ივანიშვილის ებრაულმა ლობიმ შეცვალა. შესაბამისად, მეჩეთს ააშენებენ თუ სატანის საკრებულოს, მათთვის სულერთია.

_ თუმცა, როგორც ცნობილია, ივანიშვილს მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობაც აქვს თავის დროზე დაფინანსებული.

_ ეს არის უბედურება, როცა კაცი ერთი ხელით თითქოს კარგ საქმეს აკეთებს და მეორეთი ძირს გითხრის. ისე, ეკლესიამ ამ დროს სჯულის კანონით უნდა იმოქმედოს და ასეთი ხალხისგან შესაწირი არ უნდა მიიღოს. მეტსაც გეტყვით: სჯულის კანონში პირდაპირ წერია, რომ, როდესაც ურწმუნო კაცის ხელით შენდება ეკლესია-მონასტრები, ეპისკოპოსი ვალდებულია, მივიდეს და საძირკვლამდე დაანგრიოს ეს ყველაფერი. აი, ეს რომ არ ხდება, ამიტომაა, ყველას, ვისაც ფული აქვს, შეუძლია, რაღაც ქულები დაიწეროს. იყო შემთხვევები, როცა ტაძარი ქურდებმა ააშენეს და ამაზეც იმავეს ვიტყვი: კაცი ჯერ სწორ აზროვნებაზე, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე უნდა მოექცეს და მერე შეიძლება ეკლესიამ მისგან შესაწირი მიიღოს.

_ დავუბრუნდეთ ისევ აჭარის საკითხს, ადგილობრივი მუსლიმანური მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ მეჩეთები არ ჰყოფნით.

_ დღეს 150-ზე მეტი მეჩეთია რეგიონში და მხოლოდ 43 ეკლესია. ჩნდება მარტივი შეკითხვა: ვის სჭირდება კიდევ ერთი გრანდიოზული მეჩეთი? კიდევ ვიმეორებ: ეს არის იმპერიალისტური გეგმა თურქეთის ხელისუფლებისა, რომელსაც საქართველოში ბევრი მოკავშირე ჰყავს. სხვათა შორის, ამ დღეებში თურქეთი აამოქმედებს (შეიძლება უკვე აამოქმედა კიდეც) კანონს, რომლის თანახმად, საქართველოდან გადასულ მანქანებს იქ ქართული ნომრებით გადაადგილება შეეზღუდებათ. საინტერესოა, ამაზე რატომ არავინ ლაპარაკობს, ან სად არიან ეს ჩვენი ევროლიბერალი არასამთავრობოები, ყველაფერზე თურქოფობია და ისლამოფობია რომ ელანდებათ?!

_ თქვით, რომ, როდესაც ურწმუნო ადამიანი ცდილობს, ტაძრის აშენება დააფინანსოს, ეპისკოპოსი ვალდებულია, მას ამის საშუალება არ მისცეს. საქართველოში უამრავი ავტორიტეტული ეპისკოპოსია. რატომ არ ხდება რეაგირება კონკრეტულ შემთხვევებში?

_ ეპისკოპოსების თემა ბოლო პერიოდში ისეთი მტკივნეულია, ამაზე, უბრალოდ, აღარ ვსაუბრობ. იქნებ მათ დაუსვათ ეს შეკითხვა. საინტერესოა, რას გიპასუხებენ. სხვათა შორის, არც ის მოგვწონს, როცა “რუსთავი 2”-ს, “იმედს”, პირველ არხსა და სხვა ლიბერალურ მედიასაშუალებებს მუდმივად უზით ეთერში სასულიერო პირები, რომლებიც ზუსტად ისე საუბრობენ, როგორც ლომჯარია, გვარამია და მისთანები…

_ რამდენიმე დღის წინათ მეუფე გრიგოლმა მედიასთან განაცხადა, რომ გარკვეული პირები პატრიარქს გადადგომას ურჩევდნენ. მისი თქმით, ისინი არ იყვნენ სასულიერო პირები. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამის თაობაზე?

_ მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს _ სად, ვინ და რატომ ეუბნებოდა ამას პატრიარქს, მაგრამ ეს, ალბათ, ისევ და ისევ “ციანიდის საქმის” გაგრძელებაა, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მეუფე გრიგოლის სიტყვები ნაკლებად მაინტერესებს. საერთოდ, მე დიდ საფრთხედ უფრო ეს ხალხი მიმაჩნია, ვიდრე რაღაც განცხადებები. ამაზე უნდა იფიქროს ჩვენმა ეკლესიამ.

_ კონკრეტულად რა საფრთხეს გულისხმობთ?

_ გაიხსენეთ, ვინ ითხოვდა პატრიარქის ტახტის გაუქმებას და სინოდური მმართველობის შემოღებას… ვფიქრობ, ეს უფრო დიდი საფრთხეა დღევანდელ ვითარებაში ქვეყნისთვის, ვიდრე სხვა რამ. მეტი რა გითხრათ, ვინაა დღეს ქვეყანაში ისეთი თავხედი, რომ პატრიარქთან მივიდეს და უთხრას, გადადექიო. ყოველ შემთხვევაში მე ვერ წარმომიდგენია. ეს, ალბათ, უფრო ვითარების დასაძაბავად მოგონილი ამბავია. თუ ასე არ არის, მაშინ უნდა დასახელდეს კონკრეტული პიროვნება.

_ მცირე ხნის წინათ პარლამენტმა ომბუდსმენის 303 რეკომენდაციიდან 226 დადგენილების პროექტში შეიტანა და შესაბამისი კომიტეტების სამოქმედო გეგმებში ასახა, რაც ნიშნავს, რომ მალე აქ ჩვენთვის მიუღებელი კანონების ახალ ტალღას ვიხილავთ. რას ეტყვით იმ დეპუტატებს, რომლებმაც ამ ყველაფერს ხელი უნდა მოაწერონ?

_ დღევანდელ პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლამდე ტაძარში დადიოდნენ; მაგალითად, ზვიად ძიძიგური და ბიძინა გუჯაბიძე. მაგრამ, როგორც კი შევიდნენ პარლამენტში, არც ერთი მინახავს და არც მეორე. სხვათა შორის, ახლა ძიძიგური უნდა ვამხილო თქვენი გაზეთის მეშვეობით. ამას წინათ მაღაზიაში შემხვდა ეს ადამიანი და მისვლა დავაპირე. მინდოდა, მეთქვა: ამდენ უზნეობასა და უმსგავსობას ხელს როგორ აწერთ-მეთქი, მაგრამ, როცა დამინახა, თავი მიატრიალა. მერე ტელეფონი ამოიღო, ვითომ რეკავდა და წავიდა… აი, ასე გაურბიან და ემალებიან ესენი ადამიანებს. გუჯაბიძე კი ადრე ათონის მთაზე წავიყვანე, იქნებ რამე გაიგოსმეთქი, მაგრამ ახლა ტელეფონსაც არ პასუხობს. ეს არის მათი კაცობა, ისინი ფულს დახარბებული უსინდისო ადამიანები არიან, რომლებმაცქართული ოცნებაქართულ ჯოჯოხეთად აქციეს. დამსვან ეთერში ნებისმიერ მათგანთან და ამას ყველაფერს პირდაპირ ვეტყვი

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. 3 ივლისს საქართველოს საკონტიტუციო სასამართლომ ხანგრძლივი მსჯელობისა და დროში გაწელილი პროცესების შემდეგ არაკონსტიტუციურად ცნო ის მუხლი, რომლის თანახმად, საპატრიარქო ეკლესიატაძრების მშენებლობისას დღგისგან თავისუფლდება. მოსარჩელე მხარეს საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესიები წარმოადგენდნენ, მათ შორის ქართველ მუსლიმთა კავშირი, ევანგელურბაბტისტური ეკლესია, საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია და სხვ.

დადგენილების გამოცხადების შემდეგლიბერალი უფლებადამცველებისოციალურ ქსელში ხარობდნენ და წერდნენ, რომსასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო”, თუმცა, როგორც ჩანს, იმ ძირეული საკანონმდებლო რეორგანიზაციის ფარგლებში, რომელიც პარლამენტს, უკვე დიდი ხანია, დაწყებული აქვს, ეს არ არის ერთადერთიისტორიული გადაწყვეტილება”, რომელსაც უახლოეს მომავალში ვიხილავთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here