Home ახალი ამბები მსოფლიო სნაიპერები სახურავზე: ორივე მხარემ ფსონები გაზარდა

სნაიპერები სახურავზე: ორივე მხარემ ფსონები გაზარდა

სნაიპერი

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა თავი დააღწია ძალოვან სტრუქტურებს, კიევს კრიტიკული სიტუაციის არაფერი ეტყობა, _ განუცხადა  უკრაინის უკანასკნელი ლეგიტიმური რადას დეპუტატმა ოლეგ ცარევმა “რუსკაია ვესნას”.

არსებული სიტუაცია გვარწმუნებს, რომ ორივე მხარემ გაზარდა ფსონები. არა მგონია, რომ პოროშენკომ თავისი ქმედება  ვაშინგტონს შეუთანხმა. ვფიქრობ, პოროშენკო აპირებდა სააკაშვილის დაკითხვას და  იმ მონაცემების გასაჯაროებას, რომლებითაც მტკიცდებოდა, რომ იგი კურჩენკომ დააფინანსა.

პოროშენკო დასავლეთის თვალში სააკაშვილის დისკრედიტაციის მიზნით მას რუსეთის მხარის მიერ საპროტესტო გამოსვლების დასაფინანსებელი ფულის მიღებას აბრალებს.

ცარევი აცხადებს, რომ სააკაშვილი ვერ შეძლებს უმაღლესი რადის აღებას: “არ მიმაჩნია, რომ პოროშენკო კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება”.

“მართალია, რომ სნაიპერები კიევის სახურავებზე იმყოფებიან; მართალია, რომ სიტუაციას აშუქებს მსოფლიო მედია; მართალია, რომ სააკაშვილს მიანიჭეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი, მაგრამ არა მგონია, რომ დღევანდელი დღე არის ის რუბიკონი, რომლის შემდეგ მოვლენები უსწრაფესად განვითარდება”, _ ასკვნის დეპუტატი.

მისი აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ “სიტუაცია უკრაინაში გაისად გამწვავდება”.

ამ ინფორმაციის გავრცელების მომენტისთვის სააკაშვილი დაპატიმრებული იყო და უვადო შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here