უკრაინაში დღეს არსებული სიტუაცია ცოტა ვინმეს თუ ახარებს დასავლეთში, აღარაფერი რომ არ ვთქვათ ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომელიც ყოველწლიურად მცირდება მიგრაციისა და მაღალი მოკვდავობის გამო, რომელიც ორჯერ აჭარბებს შობადობას.
უკრაინელების მთავარი მტერი კორუფციაა, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა; ასევე _ სახელმწიფო აპარატი, რომელიც უეფექტოდ მუშაობს. ეს მოსაზრება ჟურნალისტმა ჯუდიტ მილერმა The Wall Street Jpurnal -ის ფურცლებზე გამოთქვა. მისი აზრით, მას შემდეგ, რაც უკრაინამ განვლო მაიდანი, ქვეყნის ეკონომიკას საღათას ძილი მოერია. უკრაინის ხელისუფლებას კი მისი გამოღვიძება არ სურს, რადგან ქვეყანაში მძვინვარებს კორუფცია, რომელიც წამლავს სრულიად უკრაინას.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ 2014 წელს მოხელეებმა ძლივს შექმნეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო და არსებობის თითქმის სამი წლის განმავლობაში მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი კორუფცირებული არცთუ დიდი ბობოლების საქმეები განიხილეს. სამთავრობო ელიტას არაფერი დაშავებია. “ასეთი დამოკიდებულება უკრაინელების ზიზღს იწვევს პოროშენკოს რეჟიმის მიმართ, რომელსაც, დაპირების მიუხედავად, არ გაუყიდია “როშენის” თავისი ქარხნები. ხალხი სულ უფრო რწმუნდება, რომ მათი პრეზიდენტი მხოლოდ საკუთარი და ახლობლების გამდიდრებით არის დაკავებული. საწარმოს პროდუქცია გემრიელია, მაღაზიების ქსელები თითქმის ყველა ქუჩის კუთხეშია, რაც უნებურად გაღიზიანებს… რეფორმები, რომლებიც უნდა განხორციელდეს, ჯერჯერობით მხოლოდ აზარალებს სახელმწიფოს…
უკრაინელ ხალხს აღარ სურს კორუფციაში ჩაფლულ ქვეყანაში ცხოვრება, ამიტომაა, რომ უკრაინას ყოველწლიურად 200 ათასი ადამიანი ტოვებს…” _ ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა სამწუხარო რეალობას.