Home რუბრიკები საზოგადოება მთვრალი ზალიკოს, ბოზი თინიკოსა და ტაქსისტი დეფიკოს ქვეყანა

მთვრალი ზალიკოს, ბოზი თინიკოსა და ტაქსისტი დეფიკოს ქვეყანა

5575
ზალიკო ბერგერი

მაგათია, ძმაო, და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროსო”, _ ქურდებსა და ციხეზე ამბობს პატიმარი ჭიჭიკო გოგოლი ნოდარ დუმბაძის ცნობილ რომანშითეთრი ბაირაღები”.

მაგათია ეს ქვეყანა და ხუმრობენ კიდეც. _ ხმარობენ, როგორც სურთო, _ ამბობენ საქართველოს მოქალაქეები, როდესაც მედიასაშუალებებით ბიუჯეტის მორიგი უაზრო და უტვინო ხარჯვის შესახებ შეიტყობენ, თუმცა ციხის შემთხვევაში ყველაფერი გასაგები და გარკვეულია _ ის კონკრეტულად ქურდების რომ არის, ვიცით. აი, “ეს ქვეყანაკი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში _ საქართველო) ვისია, ნამდვილად ვერ გავიგეთ ასე კონკრეტულად, რადგან ამ ქვეყანას ხან ვინ ხმარობს და ხან ვინ.

“ეს ქვეყანა” ამჯერად თინა მახარაძემ იხმარა. ოფიციალური წყაროებით, მსახიობ თინა მახარაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად წასვლა წელიწადში 55 ათასი დოლარით ფინანსდება (3 წლის განმავლობაში _ 165 ათასით). აქვე შევნიშნავ, რომ სათაურში გატანილი სტატუსი _ “ბოზი თინიკო” _ მკითხველმა არ უნდა ჩაგვითვალოს ჩვენი მხრიდან უხამსობად ან ამ ადამიანის შეურაცხყოფად, რადგან ეს ტიტული საკუთარ თავს თვითონვე მიანიჭა სატელევიზიო ეთერში და თანაც დასძინა, ვამაყობ იმით, რომ ბოზი ვარო. ასე რომ, ჩვენი აზრით, თინას შეიძლება ეწყინოს კიდეც, მასზე საუბრისას ეს სტატუსი რომ არ მივუთითოთ. მოკლედ, ბოზი თინიკოს სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს 165 ათასი დოლარი უჯდება და ამის შემდეგ მოდი და შეედავე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ირონიით ჩაილაპარაკებენ ხოლმე: “მაგათია ეს ქვეყანა და ხმარობენ, როგორც უნდათ!”

ჩვენს ქვეყანაში უკვე მართლაც ისეა საქმე, რომ თინიკოსნაირები დღის, კვირის, თვის “მთავარი თემები” ხდებიან ხოლმე. მაგალითად, გასული კვირის მთავარი სალაპარაკო ხალხში ბოზი თინიკო, მთვრალი ზალიკო და ტაქსისტი დეფიკო იყო.

უზომოდ მთვრალმა ზალიკო ბერგერმა (ქალიშვილობის გვარი _ ხეცურიანი) ბათუმის ქუჩებში სელფ-გასეირნება მოაწყო და ქართველი საზოგადოება ნამუსზე ააგდო, _ მიშას რატომ არ უფასებთ ამაგსო. ნახეთ, ეს ქალაქი რას ჰგავდა მიშამდე და ახლა როგორი დამშვენებულია, სასტუმროებია აშენებული და იმდენი მაინც უნდა ჰქნათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბათუმის მერად აირჩიოთ, თორემ უნამუსოები და უსინდისოები იქნებითო.

მანიაკი ექსპრეზიდენტის კარიერის ასეთი გაგრძელება მისაღები თუ არის თვით სააკაშვილისთვის, ამის შესახებ პოზიცია ჯერ არ გამოუხატავს “ბათუმის მომავალ მერს”, თუმცა ეს კაცი ყოველთვის თანხმდება ნებისმიერ თანამდებობას, ოღონდაც კი კაბინეტი ჰქონდეს და იქ ამა თუ იმ ეროვნების ლამაზმანთან განმარტოება შეეძლოს და, სავარაუდოდ, არც ბათუმის მერობაზე იტყვის უარს.

რაც შეეხება ბერგერს, მისთვის, ჩანს, ფეშენებელური სასტუმროებია იმის განმსაზღვრელი, როგორ და რა წარმატებით მართავს ქვეყანასა თუ ქალაქს ესა თუ ის მმართველი. ცხონებული კახა ბენდუქიძის ახლო მეგობრებისთვის ხომ ფეშენებელური სასტუმროები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აკი თვითონ კახა ბენდუქიძეს, გარდა საკუთარი სახლისა, თბილისისა და ბათუმის “მერიოტებში” ნომერიც ჰქონდა დაქირავებული განსაკუთრებით “საპატიო სტუმრების” მისაღებად…

სათაურშივე ვთქვი, რომ, გასულ კვირაში კი არა, ლამის გასულ თვეში ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მთავარი თემები ბოზი თინიკო, გეი (თან მთვრალი) ზალიკო და პოეტ-ტაქსისტი დეფიკო იყვნენ-მეთქი.

დავით (დეფი) გოგიბედაშვილი
დავით (დეფი) გოგიბედაშვილი

“პოეტად” თავწოდებული (რადგან მხოლოდ თვითონ უწოდა საკუთარ თავს პოეტი) დავით (დეფი) გოგიბედაშვილი მსახიობ (რეჟისორობის ამბიციის მქონე) თინა მახარაძეს, მიშას მანიაკური რეჟიმის მხარდაჭერის გარდა, იმაშიც დაემსგავსა, რომ ორივე ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს “მოღვაწეობას”.

განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ თინა მახარაძეს ნაცებმა ამ ეტაპზე უშველეს და, ნიკა რურუას რეკომენდაციით, “განათლების საერთაშორისო ცენტრმა” მას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც გითხარით, 165 ათასი ლარი გამოუყო ამერიკაში რეჟისორის პროფესიის დასაუფლებლად, ხოლო “პოეტი” დეფი თავისი “ფეისბუქ”-გვერდის საშუალებით გულისამაჩუყებელ ამბავს გვაუწყებს: “ამერიკაში ვარ. ნიუ-იორკში ვტაქსაობ, რომ ჩემი ოჯახი შევინახო. ასე დამაფასა ჩემმა ქვეყანამ. მალე აქ, აშშ-ში, გამოვა ჩემი ლექსების თარგმანი და, იმედია, სულ სხვა ცხოვრებას დავიწყებ!” როგორც ხედავთ, ბოლოს ცოტა დაგვაიმედა გენიალურმა პოეტმა დეფიმ, თორემ ამ ფრაზის პირველი სტრიქონის წაკითხვამ შეიძლება გული გაგიხეთქოს კაცს! რა პოეტი, რა გენიოსი, რა დიადი ადამიანი ვაიძულეთ, სამშობლოდან ოკეანის გაღმა გასულიყო და იქ ტაქსაობა დაეწყო.

მგონი, დეფი, თავისი ამ “ფეისბუქ”-პოსტით სწორედ ნიკა რურუასა და “განათლების საერთაშორისო ცენტრს” აგდებს ნამუსზე, _ რა იყო, თქვე კაი ხალხო, თინა მახარაძეზე ნაკლებად ვლანძღე ბიძინა ივანიშვილი და თინა მახარაძეზე ნაკლებად ვაქე მიშა სააკაშვილი, მაგისთვის 165 ათასი რომ გაიმეტეთ “რეჟისორობის” სასწავლად, მე კი, ამისთანა ლირიკოს კაცს, სულ ისე მაგდებთო?!

და განა მართალი არ არის? ადამიანს რომ მიაჩვევ მისი შტერული წიგნების, ფაქტობრივად, ბიუჯეტის ხარჯზე გამოცემას, ჟურნალებში მისი სულელური ლექსების ბეჭდვას და ამაში არაადეკვატურად მაღალი ჰონორარების მიცემას, იმის საფასურად, რომ მანიაკი ხელისუფლება და ტვინით ავადმყოფი პრეზიდენტი აქოს და ადიდოს, მერე მისი ასე მივიწყება აღარ შეიძლება, ძმაო!

თინა მახარაძე
თინა მახარაძე

კი, ბატონო, ხელისუფლებაში აღარ ხარ და ისე არაადეკვატურად ბევრ ფულს ვეღარ ჩაურიცხავ ანგარიშზე, მაგრამ იმის მეოთხედი მაინც, კეთილი ინებე და, დაურიცხე! ძნელია, ბიძია, მუქთამჭამელობას მიჩვეული კაცის უცებ უსახსროდ დატოვება.

თუ არა, აგერ, ჯერ მხოლოდ დაგემუქრა, _ ულუკმაპუროდ ვარ და ვტაქსაობო. სიგნალი მოგცა (“ნაციონალური მოძრაობის” გასაგონად ვამბობ!), არ მიხედავ და მოვა დრო, არ გაუჭირდება დეფის ბიძინა ივანიშვილის დიადი საქმეებისთვის დითირამბების მიძღვნაც! ისიც ისევე გადახტება “ოცნებაში”, როგორც აქამდე არაერთი სხვა დეფისმაგვარი გადამხტარა, მე შენ გეტყვი, “ოცნება” ასეთების მიღებაზე უარს ამბობს და მათ ხელისგულზე არ ატარებს თუ რა?!

საზოგადოდ კი, საქართველოში, ძალიან მოდურია “ხელოვანი ხალხის” მიერ სამშობლოსთვის საკუთარი თავის დაყვედრება. ამას წინათ, გახსოვთ, ალბათ, მომღერალი ზაზა კორინთელი, იგივე “ზუმბა” გვაგდებდა ნამუსზე, _ სამშობლოში არ მაფასებენ და იძულებული ვარ, აშშ-ს შევალიო ჩემი ნიჭი, უნარი და მუსიკალური პოტენციალიო. როგორ დააფასა “ზუმბა” ამერიკამ და როდის დადგამენ ამ მსოფლიო დონის ხელოვანის ძეგლს მანჰეტენზე, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიგვიღია. არადა, ფაქტია: სულ უფრო მეტი “ქართველი ხელოვანი” ითხოვს სამშობლოსგან უშრომელ ფულს და განცხრომას. რა გაეწყობა, ყველაფერ დანარჩენთან ერთად, ხელოვნების საქმეც წინ მიდის და სულ სხვა სტანდარტებს ამკვიდრებს. ეგეთი ჩამორჩენილი, რომელიც რამეს კი არ მოითხოვდა სამშობლოსგან, არამედ იქით ეკთხებოდა კოლეგებს: “თქვენ გეკითხებით ძმებო, მგოსნებო… ამ უხეირო ლექსების გარდა, რას გავუკეთებთ ჩვენ საქართველოს?”-ო, მხოლოდ ლადო იყო, ასათიანი. დღეს სხვა დროა, გენაცვალე, და დეფისნაირი პოეტები, ზუმბასნაირი მომღერლები, ტურიკასნაირი მწერლები სამშობლომ, ქება-დიდებასთან ერთად, ჰონორარ-შემოსავლითაც უნდა აავსოს და ცივი ნიავი არ მიაკაროს, თორემ ნიუ-იორკში მანქანის თავზე დადგმულ ტაქსის “პეტუშოკზე” მიაწერენ, რა უმადურად ექცევა მათ თავიანთი ქვეყანა და თავს მოგვჭრიან მსოფლიოს მასშტაბით, აბა!

არადა, სახუმაროდ სულაც არ გვაქვს საქმე, რადგან საქართველოს ასეთი “ტაქსოპულოები” მართლაც უამრავი ჰყოლია. ნაცებისა და მიშა სააკაშვილის მიერ მართლა მუქთად ჭამას მიჩვეულმა მსგავსმა “ხელოვანებმა” იმ 9 წლის განმავლობაშიც აქტიურად წარმოაჩინეს თავი, როგორც საკუთარი კეთილდღეობის გამო საკუთარივე ხალხის ბედის ფეხებზე დამკიდებლებმა. მათ მიერ მშვიდობიანი მიტინგების უმოწყალოდ დარბევის, პატიმართა არაადამიანური წამების, ქუჩებში უდანაშაულო ადამიანების დახვრეტის უსირცხვილო “გაპრავებამ” ყოველგვარი უტიფრობის ზღვარს გადააბიჯა და ამ მდგომარეობას უკვე ისე არიან შეჩვეული, სრულიად ბუნებრივი ამბავი ჰგონიათ სახელმწიფოსგან გარკვეული თანხების მუქთად მიღება _ “სწავლის გაგრძელების”, “ახალი პროფესიის დასაუფლებლად ამერიკაში წასვლის”, “ხელოვანთა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის” თუ კიდევ თითიდან გამოწოვილი სხვა მოტივებითა და მიზნებით.

რაც ყველაზე სავალალოა, ასეთი უტიფრების გარკვეული ნაწილი მართლაც დღემდე აღწევს იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისედაც მიზერული ხელფასის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის ბიუჯეტის მიერ დაქვითული “საშემოსავლო” თუ კიდევ სხვა სახის გადასახდებიდან, უცხოეთში საკუნტრუშოდ მიიღოს ფული ისევ და ისევ ბობოლა “ნაცების” რეკომენდაციით…

არგუმენტი, რომ სწავლა სწავლაა და, სასწავლებლად როდესაც იყენებს ადამიანი ფულს, თანაც კონკურსში იმარჯვებს, მაშინ რა გინდათ და რას ერჩითო, ისევ და ისევ დახვეწილი დემაგოგიის ნიმუშია.

როგორ ტარდება ასეთი კონკურსები, როგორ “არ იციან” კომისიის წევრებმა, ვის აძლევენ დაფინანსებას და როგორი “უძლურია” მთავრობა ასეთ შემთხვევებში, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ხოლო რამდენად იმსახურებენ სამშობლოსგან ასეთი ნაძირალები არათუ ათეულობით ათას ლარს, არამედ თუნდაც ერთ თეთრს მაინც, ეს მკითხველმა თვითონ გააანალიზოს და მივიღებთ კიდეც პასუხს კითხვაზე _ ვისია დღეს ეს ქვეყანა?

თუ ფიქრი გეზარებათ, მაშინ კიდევ ერთხელ დახედეთ სათაურს და საინტერესოა, დადგებით თუ არა ისეთივე პასუხის გაცემის ხასიათზე, როგორიც პატიმარმა ჭიჭიკო გოგოლმა გასცა პატიმარ შოშია გოგოლაძეს: “მაგათია, ბატონო, მაგათი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ!”

P.S. საქართველოს ხელისუფლება აპირებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მსახიობ თინა მახარაძის სწავლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 165 ათასი დოლარით დააფინანსოს, 22 წლის ნიჭიერ ქართველ სტუდენტ გიორგი მჭედლიშვილს კი, რომლის მიერ შემუშავებულმა მომავლის თვითმფრინავის ძრავისა და ფიუზელაჟის მოდელმა აშშის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, კოლუმბიის უნივერსიტეტში ფიზიკამათემატიკის ფაკულტეტზე სწავლის დაფინანსება შეუწყვიტა.

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here