Home ახალი ამბები მსოფლიო The New Republic: დონალდ ტრამპი ახალ უმცროს ბუშად გამოგვეცხადა

The New Republic: დონალდ ტრამპი ახალ უმცროს ბუშად გამოგვეცხადა

1009
ჯორჯ ბუში, ჰილარი კლინტონი

ამერიკის მედია მიესალმა ტრამპის საგარეო პოლიტიკის საომარ სულისკვეთებას. მოსწონს, რომ დონალდ ტრამპი თანდათან უმცროს ჯორჯ ბუშად ყალიბდება. სირიისა და ავღანეთის დაბომბვის შემდეგ ტრამპმა ექსპერტები აღაფრთოვანა თავისირაციონალურიდატრადიციულილიდერობით. Daily Beast-ის ჟურნალისტ კიმბერლი დოზიერის თქმით, ახალიუფროსთა ღერძითეთრ სახლში ისეთ ძალად იქცა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს უბიძგებს ბუშისდროინდელი ადმინისტრაციისქორებისპოზიციის თანხვედრი საგარეო პოლიტიკის განხორციელებისკენ.

თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი, სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და შინაგან საქმეთა მინისტრი ჯონ კელი “უსაფრთხო ზონებს” უთმობენ კონსერვატორებს, რომელთაც თეთრი სახლის გუნდში სურთ მოხვედრა, ხაზს უსვამს დოზიერი და განაგრძობს, რომ ამ ყველაფრის ნაკლი წარმოგვიდგება ტრამპის ჭეშმარიტი ქომაგების მიმართ უთანხმოების სახით, არ ითვალისწინებს იმ უგნურ საგარეო პოლიტიკას, რომელიც აშშ-ს მსოფლიოში არსებულ ჩიხურ სიტუაციაში ითრევს.

ტრამპის საბრძოლო სულისკვეთების “გამობრწყინებას” მოწონებით შეხვდა The Wall Street Journal-ის მიმომხილველი ჯერალდ სეიბიც, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოებისადმი ტრამპის ახალი მიდგომა “თითქმის მისაღებად” მიიჩნია, ხოლო The Washington post-ის მიმომხილველმა დევიდ იგნატიუსმა აღნიშნა, რომ ტრამპი “ავტორიტეტულ” ლიდერად იქცა საგარეო პოლიტიკის სფეროში.

“საარჩევნო კამპანიის პროკლამაციები ადგილს უთმობს ოვალური კაბინეტის გონივრულ მიდგომას. ამას არა მხოლოდ უნდა ველოდებოდეთ, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, უნდა მივესალმოთ”, _ აღნიშნა The Post-ის ჟურნალისტმა რუთ მარკუსმა. ეს ქალბატონი მიესალმა ტრამპის საღ აზრს ნატოს მიმართ და მისი ბრძანებით სირიის დაბომბვას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here