Home რუბრიკები სამართალი თურქეთის საზღვარზე ჩემოდანში დამალული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

თურქეთის საზღვარზე ჩემოდანში დამალული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

628

თურქეთის პოლიციამ ქვეყნის ჩდილო-აღმოსავლეთ საზღვართან, ართვინის პროვინციაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ისინი მაშინ დააკავეს როდესაც, მამაკაცს 28 წლის ქალბატონი საზღვარზე ჩემოდნის საშუალებით გადაყავდა.

პოლიციის თანამშრომლებმა ბარგი საეჭვოდ მიიჩნიეს და მფლობელს მისი გახსნა მოთხოვეს. გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მასში ქალბატონი იჯდა.

ეჭვმიტანილებმა საზღვარი სარფში გადალახეს, თუმცა ისინი ჰოფაში აიყვანეს. დაკითხვისას გაირკვა, რომ ქალბატონის დეპორტაცია თურქეთიდან სამი თვის წინ განხორციელდა, ვიზის მოქმედების გასვლის მიზეზით. სამი დღის წინ თურქეთში მსგავი შემთხვევა დაფიქსირდა. ართვინში პოლიციამ ადამიანი იპოვა, რომელიც საზღვრის გადასალახად ჩემოდანში იმალებოდა, აყვანილების ვინაობას თურქეთის პოლიცია არ ასახელებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here