სომხეთის დედაქალაქ ერევანში რამდენიმე ოპოზიციონერი დააკავეს. როგორც ბი-ბი-სი იუწყება, ისინი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ბრალდებულნი.
საუბარია 29 ივლისის მოვლენებზე, როდესაც ერევნის პოლიციის განყოფილების შენობასთან, სადაც შეიარაღებული ჯგუფი იყო გამაგრებული, რამდენიმე ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა.
მოგვიანებით მომხდარი არეულობის შედეგად 30 აქტივისტი დაშავდა, ცეცხლსასროლი ჭრილობა მიიღო ერთ-ერთმა სამართალდამცველმა.