Home რუბრიკები პოლიტიკა პუტინმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, ხელი მოაწერონ ბირთვული გამოცდების საყოველთაო აკრძალვის ხელშეკრულებას

პუტინმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, ხელი მოაწერონ ბირთვული გამოცდების საყოველთაო აკრძალვის ხელშეკრულებას

559

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგანგებო განცხადებით ყველა ქვეყანას მოუწოდა, სასწრაფოდ შეუერთდნენ ბირთვული იარაღის გამოცდის საყოველთაო აკრძალვის შეთანხმებას, რომელსაც რუსეთმა ხელი 2000 წელს მოაწერა.

ამ შეთანხმების რატიფიცირებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს სტაბილურობისთვის, მაგრამ, კეთილგანზრახულობის გაუთავებელი ნაკადის მიუხედავად, დოკუმენტი ბირთვული იარაღის ტოტალურად აკრძალვის შესახებ დღემდე არ ამოქმედებულა 8 სახელმწიფოს გამო, რომლებსაც არ სურთ მისი რატიფიკაცია, ამ “ჯიუტ” სახელმწიფოთა შორის არის აშშ.

“ამ სახელმწიფოების მხრიდან ბირთვული იარაღის გამოცდის საყოველთაო აკრძალვის ხელშეკრულებაზე უარის თქმა სინანულს იწვევს, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მათგან ზოგიერთს მსოფლიოს ლიდერობასა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში განსაკუთრებულ უფლებებზე აქვს პრეტენზია”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ბირთვული გამოცდილების საყოველთაო აკრძალვის შესახებ დოკუმენტი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1996 წელს შეიმუშავა. მას შემდეგ ამ ხელშეკრულებას 180-დან 160 სახელმწიფომ მოაწერა ხელი. ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა ინდოეთმა, პაკისტანმა და კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ. აშშ-მა, ჩინეთმა, ეგვიპტემ, ისრაელმა და ირანმა მოაწერეს, მაგრამ მისი რატიფიცირება ჯერ არ განუხორციელებიათ.

1 COMMENT

  1. ამერიკამ აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი ატომური იარაღის გამოცდის აკრძალვას, რადგან ის არის მსოფლიოსი ერთადერტი ქვეყანა რომელმაც პირველმა გამოიყენა ატომური იარაღი ხიროსიმასა და ნაგასაკში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here