მოქალაქე ნინო ანდრიასოვამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მცხეთაში, ჯვრის მონასტერზე ვანდალიზმის ფაქტები ნახა – წარწერები თურქულ, არაბულ და ლათინურ ენებზე. იქვე არის მის მიერ გადაღებული ფოტომასალაც:
“დღეს ვიყავი სტუმრებთან ერთად ჯვარზე და რა ვნახე…_ ჯვრის მონასტრის კედლებზე წარწერები თურქულად, არაბულად და, როგორც ხედავთ, ლათინურად. … როგორ შეიძლება ასე?”
ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რომელიც კონკრეტული კულტურულ-რელიგიური ძეგლის შეურაცხყოფას სცდება და შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა ამის ჩამდენები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ, აგრეთვე, შეიმუშავონ მექანიზმი, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი რამ საქართველოს ტერიტორიაზე.