Home რუბრიკები პოლიტიკა პუტინის სირიული კატა ჰაჯიმე – ახლა მაინც თუ ხვდებით, რა ჩაიდინეთ?!

პუტინის სირიული კატა ჰაჯიმე – ახლა მაინც თუ ხვდებით, რა ჩაიდინეთ?!

814

“საქმე ლაპარაკის ნაცვლად” _ გახსოვთ, ალბათ, “ნაცბანდის” ეს ცინიკური ლოზუნგი, რომლითაც 2012 წლის არჩევნების წინ კიდევ ერთხელ სცადეს ხალხის მოტყუება. როგორც იტყვიან, ხავსს ეჭიდებოდნენ, მაგრამ ქართველმა ხალხმა ხავსის ნაცვლად ის შეაჩეჩა ხელში, რასაც იმსახურებდნენ _ ბეჭდური სიტყვა არ არის და ამიტომ ვერ გამოვიყენებ, თუმცა გამგები გაიგებს, რაც იგულისხმება ამ ჩემი “მოკრძალების” მიღმა…

ჰოდა, შეაჩეჩა და მიშას მშობლიურ ენაზე “გნა ელი, ტოო” მიაყოლა. “ნაცებმაც” “გნაცი” ქნეს, ანუ, როგორც ჩვენში იტყვიან, “შააყოლეს” ხელისუფლებიდან, თუმცა ამერიკელთა ზღვარგადასული მხარდაჭერის გამო პოლიტიკაში მაინც დარჩნენ და ნაცსექტის ბელადი _ უკრაინიდან, აქ დარჩენილი “მთავარი ოპოზიციური ძალა” კი პარლამენტიდან დღესაც დაგვცინიან და ნერვებს გვიშლიან ქართველ ხალხს…

ვლადიმერ პუტინმაც ნაწილობრივ გაიზიარა “ნაცების” ლოზუნგი. ნაწილობრივ, რადგან ლაპარაკითაც ილაპარაკა გაეროში და მეორე დღესვე ლაპარაკს საქმე მოაყოლა _ 30 სექტემბერს რუსეთის ავიაციამ პირველად და ისეთი ძალით დაარტყაისლამურ სახელმწიფოს”, რომ ტერორისტების ფეხქვეშ მიწა ადუღდა

მაგრამ დავუბრუნდეთ გაეროს ისტორიულ სესიას, რომელსაც ისტორიული არა მხოლოდ იმის გამო შეიძლება ვუწოდოთ, რომ სტალინის ძალისხმევით შექმნილი გაეროს დაარსებიდან საიუბილეო, 70 წელი შეუსრულდა, არამედ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინის სიტყვის შემდეგ უკვე ყველასთვის ნათელი შეიქნა: ერთპოლუსიან მსოფლიოში აშშის დაუსჯელი პარპაში დასრულდა!

ჯერ აშშ-ის პრეზიდენტი (აგრეთვე, მსოფლიოს ლგბტ სექტის ბელადი) ობამა ავიდა გაეროს ტრიბუნაზე, იმ გაეროსი, რომელიც ამერიკელთა მეოხებით, სალაყბო ორგანოდ იქცა, რომლის რეზოლუციები ძია სემს არაერთხელ უხმარია, როგორც ტუალეტის ქაღალდი.

ჰოდა, ავიდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი აქცენტი უკრაინაზე _ დონბასში რუსეთის რეგულარული არმიის ყოფნასა (რაც, დოკუმენტურად, აშშ-ის მძლავრმა სპეცსამსახურებმა დღემდე ვერ დაამტკიცეს) და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე გააკეთა; იმ ყირიმისა, რეფერენდუმსაც თავი რომ დავანებოთ, რომლის ძალითაც ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ფედერაციის სუბიექტი გახდა, და რომელიც, თუ არ ჩავთვლით ნიკიტა ხრუშჩოვის ვოლუნტარისტულ გადაწყვეტილებას გასული საუკუნის 50-იან წლებში, ეკატერინე დიდიდან მოყოლებული, ყოველთვის რუსეთის განუყოფელი ნაწილი იყო და მალოროსიად იწოდებდა. და ის ამჯერად თუნდაც უხეში ძალით ყოფილიყო ანექსირებული, ამით მხოლოდ ისტორიული სამართლიანობა აღდგებოდა და აღდგა კიდეც!..

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, რომელიც 10 წელიწადია, გაეროში არ გამოსულა (სალაყბოში სატლიკინოდ სად ეცალა, როცა დაჩოქილი რუსეთი ჰყავდა ფეხზე წამოსაყენებელი), მისი სიტყვა, როგორც ყოველთვის, პირდაპირი, ყოველგვარი დიპლომატიური მანჭვაგრეხისგან თავისუფალი, უბრალო, ყველასთვის გასაგები ენით გამოირჩეოდა.

მან მოკლედ მიმოიხილა აშშ-ის ბოლო, განსაკუთრებით ერაყის ავანტიურიდან მოყოლებული საგარეო პოლიტიკა “არაბული გაზაფხულების” ჩათვლით, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი დიდი მიგრაცია გამოიწვია და ლამის წალეკა დავარცხნილ-მაძღარი ევროპა.

 რუსეთის პრეზიდენტის სიტყვის პათოსის ზუსტად გადმოსაცემად მისი ერთი ფრაზა რუსულად უნდა მოვიყვანო:

_ ხოტ პონიმაეტე ტეპერ, ჩევო ვი ნატვორილი? _ მოკლედ მიმართა მან ამერიკელებს, მე კი ვრცლად შეგახსენებთ, “ჩევო ანი ნატვარილი”:

ერაყში, მართალია, მასობრივი განადგურების იარაღი ვერ უპოვეს სადამ ჰუსეინს, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ალბათ, ბევრი რომ არ ელაპარაკა, სასწრაფოდ ჩამოახრჩეს. ამის შემდეგ ერაყში ქაოსმა და ანარქიამ დაისადგურა, რომელიც ახლო აღმოსავლეთს მოედო და უკვე “ისლამური სახელმწიფოს” სახით წალეკვით ემუქრება ცივილიზაციას და, პირველ რიგში, ქრისტანულ კულტურას…

ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაქი დააპატიმრეს, რამაც ხელისუფლებაში “მუსლიმთა საძმოს” მოსვლა გახადა შესაძლებელი, პარტიისა, რომელიც ჰოსნი მუბარაქის მიერ აკრძალული იყო. საბოლოოდ, ეგვიპტის სამხედრო ძალების სარდალმა, გენერალმა ალ-სისიმ ქვეყნის კონსტიტუცია დროებით შეჩერებულად გამოაცხადა და პრეზიდენტი მორსი და “მუსლიმთა საძმოს” ელიტა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

ეგვიპტის სასამართლომ კი უკვე სამუდამო პატიმრობა მისჯილი ეგვიპტის ეროვნული გმირი, მოხუცი ჰოსნი მუბარაქი უდანაშაულოდ სცნო…

ტუნისიდან პრეზიდენტი ბენ ალი გააქციეს და ერთ დროს ელიტური ტურიზმის ქვეყანაში, ისტორიულ კართაგენში, ისეთი “დემოკრატია დამყარდა”, რომ ისლამისტი ტერორისტების შიშით ბევრი ვეღარ ბედავს დასასვენებლად ჩასვლას, დასვენება გასვენებად რომ არ ექცეს…

ლიბიაში ხომ საერთოდ, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, ამერიკელებმა მუამარ კადაფი გამძვინვარებულ ბრბოს მიუგდეს საჯიჯგნად. დაჯიჯგნეს კიდეც და დღეს ისეთი ქაოსი და სიღატაკე სუფევს ერთ დროს ეკონომიკურად მძლავრ და პოლიტიკურად სტაბილურ ლიბიაში, რომ კადაფის გამგლეჯი ლიბია კადაფისდროინდელ უზრუნველ ცხოვრებას მისტირის…

.. არაბული გაზაფხულების ჩარჩოებში ერთადერთს სირიის პრეზიდენტ ასადს ვერაფერი მოუხერხეს ამერიკელებმა, რადგან სწორედ სირიაში გამოაჩინა პირველად კბილები რუსულმა დათვმა, თორემ მანამდე სსრკის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაცია გასული საუკუნის 90-იანებიდან მოყოლებული უკანა თათებზე შემდგარ ალიკაპიან ცირკის დათვს უფრო ჰგავდა, ვიდრე ტაიგის ბატონპატრონ მრისხანე მეფეს!

მოკლედ და ფიგურალურად თუ ვიტყვით, პუტინმა ობამას სირიაში კაი ჩიტი დააჭერინა! ვისაც ობამასთვის ჩიტის დაჭერინება არ მოგწონთ, შეგახსენებთ, რომ ჩიტს საბასეული ლექსიკონით “სირი” ჰქვია. ჰოდა, ახლა თავად მოთარქმნეთ, რა დააჭერინეს სირიაში ობამას ხელში.

ვლადიმერ პუტინმა თქვა თავისი სათქმელი და გაეროს ტრიბუნიდან პირდაპირ მოსკოვს მიაშურა, სადაც მეორე დღესვე რუსეთის დუმამ ერთსულოვანი თანხმობა მისცა არმიის რუსეთის საზღვრებს მიღმა მოქმედებებზე და იმავე საღამოს რუსეთის ავიაციამ პირველად დაარტყა “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებს.

სწორედ ამ თემას განიხილავდა იმ დღეების პოლიტიკური სატელევიზიო თოქშოუები, სადაც ცნობილმა რუსმა პატრიოტმა ალექსანდრე პროხანოვმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსულ თვითმფრინავს ჩამოაგდებენ და პილოტები ტყვედ ჩაუვარდებათ (რაც ადვილი შესაძლებელია) სადისტ ისლამისტებს, ხელისუფლებამ მშვიდად არ უნდა უყუროს, წითელ ბალდახინიან ტყვეებს საჯაროდ როგორ მოაჭრიან თავებს. მართლაც, არა მგონია, რუსეთი ამერიკასავით ფარჩაკულად მოიქცეს _ როდესაც თავებს აყრევინებდნენ აშშ მოქალაქეებს, თეთრი სახლი მათ ჭირისუფლებს სამძიმრის დეპეშებს უგზავნიდა

იმედია, კრემლი ასე არ და ვერ მოიქცევა. ძრწოდეთ, ისლამისტებო! თუ მსგავსი რამ გაუბედეთ რუსეთს, აი, მაშინ გეტირებათ დედა, დედაბუდიანად დაგადუღებთ რუსული ავიაცია!

რუსეთის ავიაკოსმოსური ძალების მთავარი შტაბის უფროსის მოადგილე ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა, რომ, დაზვერვის მონაცემებით, “ისლამური სახელმწიფოს” ჯარში პანიკამ დაისადგურა. 600-მდე მოხალისემ “ხალისი” დაკარგა და დეზერტირებმა გაქცევა დაიწყეს, რის გამოც, _ ამბობს გენერალი, _ ავიადარტყმებს უფრო გავაძლიერებთო.

გენერალმა დასძინა, რომ მათ გააფრთხილეს დასავლელი “პარტნიორები”, რუსეთის ავიაციის სამოქმედო არეალიდან გაიყვანონ ე.წ. სამხედრო კონსულტანტები და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად შეწყვიტონ ფრენები რუსეთის ავიაციის პარალელურად.

დაინგრა კიდევ ერთი ზღაპარი, რომ რუსეთის დაჟანგული ტექნიკა ვერც ისვრის და ვერც გადაადგილდება. რუსეთის ავიაციის ძველი მოდერნიზირებული თუ უახლესი თვითმფრინავების უზუსტეს დარტყმებს უილაჯო აღშფოთებით ადევნებს თვალს პედერასტიზაციის რელსებზე შემდგარი ნატო (წაიკითხე _ აშშ). მათ საინფორმაციო ომი გააჩაღეს დასავლურ მედიაში, რომ თითქოს რუსები, “ისლამურ სახელმწიფოსკი არა, ასადისზომიერ ოპოზიციასურტყამენ და აჩვენეს რუსთა ავიადარტყმების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა.

იქნებ ასეც არის(?), მაგრამ რა გაეწყობა, როგორც იტყვიან, ომი ომია და უზუსტესი ტექნიკის პირობებშიც კი, სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახლეობაც ზარალდება, მაგრამ ამერიკელთა შნირინაცებისარ იყოს, რომლებიც დღეს ბედავენ და მორალს გვიკითხავენ, ვინ ლაპარაკობს ჰუმანიზმზე და რა მორალური უფლებით?!

ჰიროსიმანაგასაკის ატომური გენოციდი, ვიეტნამი, სადაც ნაპალმის ბომბებით პირისაგან მიწისა აღგავეს სოფლები თუ ქალაქები, მართლმადიდებელი(!) სერბეთის (ერაყლიბიაზე და .. უკვე ვთქვით) მუხანათური დაბომბვები ძირითადად _ ღამით, რათა მსხვერპლი რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო და .. _ ამერიკელთა მუხანათობების ჩამოთვლა, ლამის უსასრულოდ შეიძლება.

ვიეტნამი ვახსენეთ და ვიეტნამის “პლენში”, უკაცრავად და, უკანალიდან “შეურაცხყოფილმა” ჯონ მაკკეინმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთის ავიაციამ ამერიკელთა მიერ ასადის წინააღმდეგ გაწვრთნილ აჯანყებულებს დაარტყაო.

არც ეს არის გამორიცხული, რადგან ამერიკელთა მიერ შეიარაღებული ე.წ. ზომიერი ოპოზიცია, ძირითადად, “ისლამურ სახელმწიფოს” კი არა, სირიის რეგულარულ არმიას ებრძვის, რომელიც მიწაზე რუსეთის ავიაციის ერთადერთი მოკავშირეა.

ზემოთ ჩამოთვლილი არაბული ქვეყნების ლიდერები, რა თქმა უნდა, დიქტატორები თუ არა, სულ ცოტა, ავტორიტარი მმართველები იყვნენ და არიან. სხვანაირად ვერავინ შეძლებს ისლამური სამყაროს მართვას, რადგან მუსლიმებისთვის დემოკრატია იქ მთავრდება, სადაც შარიათი და ყურანი იწყება…

ავტორიტარული თურქეთი, აზერბაიჯანი ისლამურ სამყაროში ე.წ. სვეტსკი ქვეყნებად ითვლებიან. “სვეტსკებად” ითვლებოდნენ ზემოთ ჩამოთვლილი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიც (ლიბია-სირია მანამდე, სანამ “არაბული გაზაფხულების” ამერიკულმა დემოკრატიზაციამ დაამხო რეჟიმები და დაანგრია მათი სახელმწიფოებრიობა).

ქალმა ქუჩაში უჩადროდ რომ იაროს და საარჩევნო უფლებით ისარგებლოს _ ეს თითქმის მაქსიმალური დემოკრატიაა ისლამისთვის. და ის არ უნდათ გაიგონ ამერიკელებს, რომ ისლამური და მართლმადიდებელი ქვეყნებიც არასოდეს მიიღებენ, უკაცრავად და, ტრაკშიშველა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დემოკრატიას.

იანკები, მათთვის ჩვეული ორმაგი სტანდარტის გამო, საუდის არაბეთზე, ყატარის დიქტატორულ რეჟიმებზე სიტყვას არ ძრავენ, რადგან ისინი ძაღლიშვილები კი არიან, მაგრამ აშშის ძაღლიშვილები არიან და, რაც აშშის მოკავშირე ისლამურ სახელმწიფოებს დემოკრატიად ეთვლება, არ ეპატიება სხვებს, ვინც აშშის დიქტატს არ ემორჩილება.

ამიტომაც შეაჩერა ევროსაბჭოსთან ურთიერთობები მოძმე აზერბაიჯანმა, დასავლეთს ზედმეტად რომ არ ჩაეყო ცხვირი ოფიციალური ბაქოს საშინაო პოლიტიკაში. ბრავო, ილჰამ ალიევ!

მოკლედ, რუსეთის ფედერაცია “ისლამური სახელმწიფოს” სახით ქრისტიანული კულტურის მტრებს ეომება, ანუ რუსები ჩვენი, ქართველების, საქმესაც აკეთებენ, ამიტომაც ვამბობ:

რუსეთი _ მესიის მახვილი!

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ბევრი რეალობა იკითხება ტექსტში, მაგრამ ფორმულას \\\”რუსეთი-მესიის მახვილი\\\” ვერ დავეთანხმები მანამდე, სანამ საქართველოს ტერიტორია იქნება ოკუპირებული….

  2. წერილის ავტორს უღრმეს მადლობას ვუხდი ამ სტატიისთვის, ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე და ვიზიარებ თქვენს გულისწყრომას.

  3. რუსეთი არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი!!! რაც შეეხება აშშ-ს ეს ის შემთხვევაა, როდესაც ,, შენი მტრის მტერი, შენი მეგობარი არაა! \\\”

  4. B. Davitma sakmaod sainteresot chamoakaliba, razedats natsilobriv vetanxmebi. Rodesats Sheitsvleba saqartvelos mimart okupatsiuri politika, shemdeg namdvilad dagetanxmebit (Rusul mesiaze) ase rom vtqvat, is politika grdzeldeba rasats Mefis Ruseti atsarmoebda Kavkasiashi!!! Arts arafeli shetsvlila mis mere! Islamistebs rom saqtsielze rom agebinebs pasuxs, magaze Putins ukatsravad da trakze unda akotsos Obamam…

  5. დავაი ვოვა,ამერიკა და ნისი პოლიტიკა,საქართველოს არაფერს კარგს არ მისცემს.შეიხედეთ ქვეყნრბში,სადაც ამერიკამ ფეხი შედგა.აგერ ბელორუსმა ,იმენნა გააგდო ამერიკის ელჩი ქვეყნიდან და ცხოვრობს წყნარად,ევროპასთანაც დაალაგა,ხალხიც კმაყოფილია,ცხოვრობენ წყნარად და კარგად,უამერიკოდ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here