ბერძენმა სამართალდამცავებმა დააკავეს გემი, რომელსაც, დოკუმენტების მიხედვით, პლასტიკის ავეჯით დატვირთული 14 კონტეინერი გადაჰქონდა, თუმცა შემოწმების შედეგად 2 კონტეინერში არა ავეჯი, არამედ 491 ათასი საბრძოლო ვაზნა და 5000-ზე მეტი იარაღი აღმოჩნდა. ტვირთი, როგორც ჰუმანიტარული დახმარება, ლტოლვილებისთვის იყო განკუთვნილი.
როგორც ჩანს, პასუხის გაცემა კითხვაზე _ რატომ მიაწყდა ევროპას უცებ ამდენი ლტოლვილი, უფრო იოლი იქნება, თუ გაეცემა პასუხი კითხვას _ ვისთვის და რისთვის იგზავნებოდა ამდენი იარაღი?