Home რუბრიკები ისტორია იური იზიუმოვი: 9 აპრილი ედუარდ შევარდნაძისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მოწყობილია

იური იზიუმოვი: 9 აპრილი ედუარდ შევარდნაძისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მოწყობილია

6026

რამდენიმე ხნის წინათლიტერატურნაია გაზეტასმთავარი რედაქტორის პირველმა მოადგილემ 1980-1990 წლებში, შემდეგ გაზეთგლასნოსტისმთავარმა რედაქტორმა, რამდენიმე წიგნისა და უამრავი სტატიის ავტორმა იური იზიუმოვმა გაიხსენა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოების ისტორია. მან, აგრეთვე, გაიხსენა, როგორ ინგრეოდა საბჭოთა კავშირი და რა იწინასწარმეტყველა სტალინმა 1939 წლის ნოემბერში, როდესაც შვედეთში სსრკის ელჩს _ ალექსანდრა კოლონტაის შეხვდა. აი სტალინის ნათქვამის მცირე ფრაგმენტი:

 

ჩვენი პარტიისა და ხალხის ბევრ საქმეს შერყვნიან და მიაფურთხებენ, უწინარესად _ უცხოეთში და ჩვენს ქვეყანაშიცშეეცდებიან, მკაცრად დაგვსაჯონ ჩვენი წარმატებებისა და მიღწევებისთვის. ჩემს სახელს ლაფში ამოთხვრიან, ცილს დამწამებენ. მომაწერენ უამრავ ბოროტმოქმედებას. მთელი ძალით შეეცდებიან ჩვენი კავშირის განადგურებას, იმისათვის, რომ რუსეთი ვეღარასოდეს წამოიმართოს. საბჭოთა კავშირის ძალა ხალხთა მეგობრობაშია. ბრძოლა მიმართული იქნება, პირველ რიგში, ამ მეგობრობის რღვევისკენ, რუსეთისთვის განაპირა მხარეების ჩამოსაცილებლადთავს წამოყოფს ნაციონალიზმი. ის რაღაც პერიოდში შეავიწროებს ინტერნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს, ოღონდ რაღაც დროის განმავლობაში. ერთა შიგნით აღმოცენდება ნაციონალური ჯგუფები და კონფლიქტები. გამოჩნდებიან ბევრი ბელადიპიგმეები, თავიანთი ერების გამყიდველები. საერთოდ კი, მომავალი განვითარება უფრო რთულად და გააფთრებულად წარიმართება, ამ გზაზე მოსახვევები იქნება ძალიან მკვეთრი, საქმე იქით მიდის, რომ განსაკუთრებით აფორიაქდება აღმოსავლეთი”.

იზიუმოვის მონათხრობიდან ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შეფასება და იმ ადამიანების სახელების სააშკარაოზე გამოტანა, რომელთა ხელითაც ეს ყველაფერი მზადდებოდა. ერთი შეხედვით, თითქოს ახალი და უცნობი არავისთვის არაფერია, მაგრამ წლების შემდეგ ამის გახსენება მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება.

დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე საქართველოს ძალიან ბევრი მძიმე დღე ჰქონდა, მაგრამ 9 აპრილს, ღამით ჩვენ თვალწინ მომხდარი მოვლენები დღემდე შემზარავად გვახსენდება და თითქოს ამაზე საუბარს ვერიდებით კიდეც.

გადის დრო და ხანდახან მოკრძალებულად ვმსჯელობთ, ვინ იყო დამნაშავე იმ ახალგაზრდების დაღუპვაში _ გარეშე თუ შინაური მტრები? მაშინდელ ცენტრალურ კომიტეტს არაჩვეულებრივი ადამიანი ჯუმბერ პატიაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო ეროვნულ მოძრაობას _ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა უდგნენ სათავეში, ადამიანები, რომელთა სახელებსაც დიდი რუდუნებით ინახავს ქართველი ერი.

გთავაზობთ ამონარიდს იური იზიუმოვის ვრცელი წერილიდან:

“ყველაზე დრამატული ჩემთვისაც და რედაქციისთვის თბილისის ცნობილი მოვლენები გახდა. 1989 წლის 1 თუ 2 აპრილს ჩემთან თხოვნით მოვიდა იური როსტი (ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ფოტოკორესპონდენტი _ რედ.) – სასწრაფოდ გამეგზავნა თბილისში მივლინებით. მისი ქართველი მეგობრები მოელაპარაკნენ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან ჯუმბერ პატიაშვილსლიტგაზეთისთვისინტერვიუს მიცემაზე. დრო არ ითმენდა, სასწრაფოდ გაფრენა იყო საჭირო, რადგან შემდეგ ჯუმბერ პატიაშვილი იქ აღარ იქნებოდა (თითქოს წინასწარ იცოდა!). მოკავშირე რესპუბლიკის პირველი პირის გამოსვლა ნებისმიერ გაზეთს დაამშვენებდა, მით უფრო ჩვენსას, რომელშიც მნიშვნელოვანი პარტიული მუშაკების გამოსვლები იშვიათი იყო. მივლინება გააფორმეს.

იური როსტი რედაქციაში განსაკუთრებული ფიგურა იყო. ის მუშაობდა ვასილი პესკოვის მიერ დამკვიდრებულ ჟანრში: “ორიგინალური ფოტო”, რომელიც გაზეთისთვის დამახასიათებელ ფოტოებს არ ჰგავდა, თანმხლები ტექსტით. “როსტის ფანჯარა”, როგორც შემდგომ მონათლეს, მისი პუბლიკაციები მოგვითხრობდა ჩვენი ხალხის სულიერ სილამაზეზე, მათ მდიდარ, ყოველთვის განსაკუთრებულ შინაგან ცხოვრებაზე. ეს პუბლიკაციები დაახლოებით თვეში ერთხელ გამოჩნდებოდა და ამშვენებდა ნომერს. იური როსტი თავისი ტალანტისა და იშვიათი პიროვნული თვისებების წყალობით რედაქციის ნებიერა იყო. მას შეუქმნეს ყველა პირობა შემოქმედებითი მუშაობისთვის და მისცეს სრული თავისუფლება თემისა და სიუჟეტის არჩევაში. 9 აპრილის წინ თბილისიდან მოდიოდა და მოდიოდა ერთი მეორეზე საგანგაშო შეტყობინებები. “ტასის” კორესპონდენტები, რადიო და ტელევიზია იუწყებოდნენ, რომ ცენტრალური კომიტეტის შენობისკენ უზარმაზარი პროცესია მიემართებოდა. ხალხს მოჰქონდა ყვავილები, მღეროდა. საღამოს ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ ხალხს გზა გადაუღობეს სამხედროებმა, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ნიჩბებით. ისინი თავს დაესხნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, ურტყამდნენ ნიჩბებს, გაუშვეს გაზი “ჩერიომუხა”, რასაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვა. ასეთი შინაარსის მოკლე კორესპონდენცია მოვიდა თბილისიდან. მთელი რედაქცია, რა თქმა უნდა, საქმის კურსში იყო და საქართველოში მიმდინარე პროცესის ცხარე განხილვაში მონაწილეობდა.

საკითხავი იყო: რატომ მოეწყო მშვიდობიანი მსვლელობა ყვავილებით ცენტრალური კომიტეტის შენობისკენ? და თუ ეს მსვლელობა მშვიდობიანი იყო, მაშინ რატომ გამოიყვანეს მის წინააღმდეგ ჯარები? იმიტომ, რომ ჯარისკაცებს ქალები ნიჩბებით დაეკეპათ?

უამრავი კითხვა გაჩნდა, მაგრამ მათზე პასუხს მოსკოვში ვერ იპოვიდი.

ვრეკავ საქართველოს ცენტრალურ კომიტეტში, ვიცი, რომ იქ მივლინებით იმყოფება ჩვენი კურატორი სერგეი სლობოდიანიუკი. ის ყვება, რომ ქალაქში, მეორე დღეა, არეულობაა. სიტუაცია მწვავდება. რა მოხდება შედგომ, ძნელი სათქმელია. რა უნდა ვქნა? თვითონ ვწერ შენიშვნას სლობოდიანიუკის მონათხრობის მიხედვით და ვდებ ნომერში, მეორე სვეტში, რათა შემდეგ ნომერში, როცა ყველაფერი გაირკვევა, მივცე უფრო სრული მასალა. გარშემო ჩვენი “დემოკრატები” ბობოქრობენ, რომლებსაც, როგორც ჩანს, უკვე აქვთ წარმოდგენილი, როგორ უნდა გააშუქონ თბილისის მოვლენები. ჩემით უკმაყოფილონი არიან: “აი პარტიული დიქტატორი, აი, ასე ახშობენ თავისუფალ სიტყვას”.

მეორე დღეს ჩამოფრინდა როსტი, ყვება: მიმდინარეობდა მრავალათასიანი, მშვიდობიანი დემონსტრაცია. ხალხი ანთებდა სანთლებს, მღეროდა, ცეკვავდა, არავითარი აგრესია. და გვიჩვენა ტრაგედიის შემდგომ დილით გამოსული ქართული ახალგაზრდული გაზეთი, რომელშიც როსტის მიერ გადაღებული დაღუპული ქალების ფოტოები იყო. ვიდრე ამ ფოტოებს ვათვალიერებდით, ლაბორანტმა მოგვიტანა გამჟღავნებული ფირები იმ კადრებისა, რომლებიც როსტმა გადაიღო თბილისში. აღმოჩნდა, კადრები იგივეა, რაც ქართულ გაზეთში დაიბეჭდა, მაგრამ ერთი განსხვავებით: ამ ფირებზე გარდაცვლილებს სახეზე არანაირი ნაიარევი არ ეტყობათ. ნებისმიერი პროფესიონალი მიხვდებოდა, რომ თბილისის გაზეთისთვის ეს ნაიარევები რეტუშით, ხელოვნურად გააკეთეს. როსტმა ეს ვერაფრით ახსნა; გვითხრა, რომ თბილისში ფირები მის გარეშე დაამუშავეს.

საღამოს როსტი უკვე ტელეეკრანიდან იმეორებს თავის ვერსიას და აცხადებს, რომ რცხვენია “ლიტერატურნაია გაზეტაში” გამოქვეყნებული მასალის გამო. გადაცემის სხვა მონაწილეები ცდილობენ, აღაშფოთონ აუდიტორია იმის მოთხრობით, თუ როგორ მისდევდა ქუჩაში რუსი ჯარისკაცი ხანდაზმულ ქალბატონს, როგორ დაეწია, ნიჩაბი თავში ჩაარტყა და სული გააფრთხობინა. ერთმა საღამომ როსტი ცნობილი ადამიანი გახადა.

რა მოხდა სინამდვილეში?

როსტთან ამის გარკვევას აზრი არ ჰქონდა. იური როსტი ერთხანს დამადანაშაულებელი ტელეშოუების გმირად იქცა. ბევრი გაზეთის თვალში ის იყო სიმართლისთვის შეუდრეკელი მებრძოლი, რადგან, როცა ყველა მხრიდან სიცრუის ნიაღვარი მოედინება, მასთან დაპირისპირება ბევრს როდი შეუძლია. ვერც როსტმა შეძლო. როგორ უნდა მოსთხოვო ადამიანს ის, რაც არ შეუძლია?! აი, ასეთი გამართლება მოვუძებნე მე მას: რეპორტიორი და არა სიმართლისთვის მებრძოლი, როგორც მაგალითად, რუბინოვია, ხედავს მხოლოდ იმას, რასაც აჩვენებენ. სანთლები და ყვავილები აჩვენეს, მაგრამ როგორ ვერ უნდა შეამჩნიო პატრიარქ ილია მეორის მიმართვა, დაეტოვებინათ მოედანი, რათა თავიდან აეცილებინათ სისხლისღვრა? იმის წარმოდგენაც კი, რომ როსტი, ისევე, როგორც ანატოლი სობჩაკი, ელემენტარულად, მოისყიდეს, არ შემეძლო. წინდახედულმა ქართველებმა ის მომენტი, როცა ანატოლი სობჩაკს ფულს გადასცემდნენ, ვიდეოზე გადაიღეს, ფირი დღემდე შენახულია. მაგრამ ჩვენი მომხიბვლელი გაიძვერა როსტი… ღმერთმა განსაჯოს. ხომ გამოქვეყნდა დოკუმენტები, მოვლენების მონაწილეთა ჩვენებები, მედიკოსთა დასკვნები იმის თაობაზე, რომ უბედური ქალბატონები იმ საბედისწერო დღეს ჭყლეტაში დაიღუპნენ, ისევე, როგორც წლების წინათ სტალინის დასაფლავებაზე, და არა, პროვოკატორების მიერ გამოგონილი გაზითა და ნიჩბებით? სინამდვილეში ამ ახალგაზრდების მკვლელები არიან ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ გორბაჩოვი, რომლებმაც არ მიიღეს არანაირი ზომები, როცა მათ მოსკოვში მიმართა საქართველოს ხელმძღვანელობამ და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელმა, გენერალმა იგორ როდიონოვმა. მაგრამ როსტი, აგერ უკვე 20 წელიწადია, ყოველ ხელსაყრელ სიტუაციაში ატრიალებს იმავე ფირფიტას, რომელსაც 1989 წელს ატრიალებდა.

საქართველოს უშიშროების სამსახურის უფროსი გუმბარიძე ნაბიჯს არ დგამდა შევარდნაძის გარეშე, ყველაზე დამპალი ის აღმოჩნდა. მომხდარის შემდეგ მას ესაუბრა ევგენი პრიმაკოვი, გააფრთხილა, შევარდნაძე გაიძვერაა და შენც დაგღუპავს და საქართველოსაცო. და რა ქნა გივი გუმბარიძემ? _ ყველაფერი შევარდნაძეს უამბო.

გორბაჩოვმა შევარდნაძე დაუყოვნებლივ გაგზავნა თბილისში წესრიგის დასამყარებლად. შევარდნაძემ გაბედა და მაშინვე არ გამოემგზავრა, რათა შეთქმულთათვის ხელი არ შეეშალა. ის თბილისში დილის 9 საათზე ჩამოფრინდა, პროვოკაცია კი დილის 4 საათზე დაიწყო.

ყველაფერი, რაც 9 აპრილის დილას მოხდა, შევარდნაძისა და აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მოწყობილია.

მზადება ნახევარი წლის განმავლობაში მომდინარეობდა. ეს ყველაფერი ბოლო ხანს დაწყებულ “პერესტროიკას” მოჰყვა.

შევარდნაძის მეთოდები ჩვენთან კარგად არის ცნობილი. ერთ დროს ბი-ბი-სი გადასცემდა მისი აგენტის წიგნიდან ცალკეულ თავებს, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრად მის მუშაობას შეეხებოდა. იგი აღწერდა, როგორ აწამებდნენ და ხოცავდნენ ადამიანებს მისი ბრძანებით. მთელი რესპუბლიკა ყურს უგდებდა და უცებ ბი-ბი-სიმ ეს გადაცემები შეწყვიტა”.

რა უსწრებდა წინ 9 აპრილის მოვლენებს ან იყო თუ არა იმის წინაპირობა, რომ თბილისში ახალგაზრდები ასე უმოწყალოდ დახოცილიყვნენ? ბევრი შეკითხვა დღემდე პასუხგაუცემელია. ადამიანები, რომლებსაც პასუხი აქვთ ამ კითხვებზე, ზოგი აღარც არის ცოცხალი, ზოგი ხელისუფლებაშია, ზოგი კი უკვე პოლიტიკური გვამია, თუმცა არც ერთი მათგანი იმ წლების გახსენებას და სიმართლის თქმას არ აპირებს, რადგან მისი გამოყენება საჭირო დროს არის შესაძლებელი

საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის იმჟამინდელი პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი თავის მოგონებებში წერს: “9 აპრილს არავითარი წინაპირობა იმისა, რაც მოხდა, არ ყოფილა. ყველაფერი ერთი კაცის დაგეგმილი იყო.

ეროვნულ მოძრაობას ერთი ადამიანი აძლევდა მითითებებს, ის სვამდა ციხეშიც და იქ ვინ რა მოვალეობას ასრულებდა, არავინ იცის. არავინ იცის, რატომ ისხდნენ ციხეში რესპუბლიკელები? ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გია ჭანტურია? ან, ციხიდან რომ გამოვიდნენ, სად წავიდნენ და რას საქმიანობდნენ? საქმე ის არის, რომ ყველა მათი ქმედება განპირობებული იყო იმით, ვინ რას უბრძანებდა.

არეულობები 1988 წლიდან დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ურთიერთობა და კომუნიკაცია მიხეილ გორბაჩოვთან, საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანთან, სულ მქონდა. თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, მე მოსკოვში ვიყავი. საღამოს საათები იყო და გორბაჩოვმა დამირეკა, მითხრა, რომ თბილისში დეპეშა უნდა გამოეგზავნა. გორბაჩოვის გაგზავნილ დეპეშებს რა ამბავი მოჰყვებოდა ხოლმე სხვადასხვა რესპუბლიკაში, ეს უკვე ცნობილი იყო. დეპეშა რომ ჩამოვიდა, თბილისში მიტინგი დაიშალა, ეს ასეც იყო დაგეგმილი. მომიტინგეებმა ხმამაღლა დაიყვირეს _ კრემლმა უკან დაიხიაო და დაიშალნენ. ყველანი დაკვეთას ასრულებდნენ. ამ ყველაფერს სათავეში ერთი კაცი _ ედუარდ შევარდნაძე ედგა.

ამდენი წლის გადასახედიდან, ვფიქრობ, არაფრის შეცვლა არ შემეძლო მაშინ.

საბჭოთა კავშირი იმ სისტემამ დაანგრია, რომელიც დღემდე მუშაობს, შევარდნაძე პატარა ჭანჭიკი და კარგი შემსრულებელი იყო. მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში არავის ჰყავდა ისეთი ადამიანები, როგორებიც ჩვენ გვყავდა ეროვნული მოძრაობის წევრების სახით, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ედუარდ შევარდნაძესთან. ამ მოსაზრებას გივი გუმბარიძის დანიშვნა ამყარებს. გუმბარიძე შევარდნაძის კაცი იყო.

და მაინც, რა მოხდა 9 აპრილს?

ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ იქ მაშინ ვინმე იარაღს გამოიყენებდა. ორი სახანძრო მანქანა იდგა, წყლის ჭავლით უნდოდათ ხალხის დაშლა და ნება არ მივეცი, იმიტომ კი არა, რომ ჩემებიც იდგნენ იქ, არა, აფხაზეთის გამოყოფის საკითხი იდგა და ამის წინააღმდეგი მეც ვიყავი, მომიტინგეებს მხარს ვუჭერდი. აქციის მონაწილეებს ვერ წარმოედგინათ, რომ აფხაზეთის საკითხი ისე გადაწყდებოდა, როგორც გვსურდა, ამიტომ უცბად, ვიღაცის ბრძანებით, სულელ ირაკლი წერეთელს შემოაგდებინეს თემა _ საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოვიდესო. აქ უკვე არაფრის გაკეთება აღარ შეიძლებოდა, ძალიან გულუბრყვილო უნდა ყოფილიყავი, რომ ჩარეულიყავი, თუმცა იმას, რაც მოხდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად არავინ ელოდა. იგორ როდიონოვს ველაპარაკე დარბევამდე ნახევარი საათით ადრე, მსგავსი არაფერი უთქვამს. მე კი გული ცუდს მიგრძნობდა, მე რომ წინასწარ მცოდნოდა, რაც მოხდებოდა, აუცილებლად ხალხის გვერდით დავდგებოდი”.

აქ პატიაშვილის მოგონებას შევწყვეტთ და ნოდარ მელაძის, ბატონი ჯუმბერის მეგობრის, მოგონებიდან ამონარიდს შემოგთავზებთ: ყველა ახლომდებარე შენობის თავზე სნაიპერები ისხდნენ, ეს იმ შემთხვევისთვის, თუ პატიაშვილი ხალხთან ჩავიდოდა, სნაიპერი მას აუცილებლად ესროდა და საშინელება მოხდებოდა. პატიაშვილი იმ ღამეს მომიტინგეებთან არ ჩავიდა, მოსკოვიდან ჩამოსულმა სპეცრაზმმა თბილისი იმ ღამესვე დატოვა. პატიაშვილის მკვლელობა მიზეზი გახდებოდა სასტიკი დარბევისა და მაგალითი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის”.

ნოდარ მელაძის ეს სიტყვები იძლევა იმის საშუალებას, რომ ვიფიქროთ, იური როსტმა იცოდა, ჯუმბერ პატიშვილის ლიკვიდაცია რომ იგეგმებოდა, რადგან მან გაზეთის ხელმძღვანელს უთხრა: _ თუ ახლა არ გამიშვებთ თბილისში, მერე შეიძლება ჯუმბერ პატიაშვილი არ იყოს. თავად ჯუმბერ პატიშვილი ამბობს, რომ იმხანად თბილისიდან გასვლას არ გეგმავდა…

ჯუმბერ პატიაშვილი:

“9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოები მხოლოდ იური როსტმა და გოგა ხაინდრავამ გადაიღეს, თუმცა საბოლოოდ როსტის გადაღებული ფოტოები გახდა ცნობილი, რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ ესეც დაგეგმილი იყო.

შევარდნაძე ცოცხალი აღარ არის, თუმცა მაშინვე მქონდა შეკითხვები და პასუხს სულ ველოდი…

 სწორედ ის შეკითხვები მქონდა, რომლებსაც ხალხი ახლა სვამს: როგორ მოხდა ეს ყველაფერი? როგორ და რატომ განვითარდა მოვლენები ასე ტრაგიკულად, მაშინ, როდესაც ამის წინაპირობა არ არსებობდა?

წლები გადის და შევარდნაძის დაგეგმილ, გაკვალულ გზაზე ვდგავართ. სულ მინდოდა მასთან საჯარო შეხვედრადაგეგმილი იყო აფხაზეთისა და ოსეთის დაკარგვაც, რომელსაც ხელს გარკვეული გარე ძალებიც უწყობდნენ და, რაც მთავარია, აქ სულ იყო საყრდენი ძალა, რომელიც დაკვეთას შეასრულებდა, არის დღესაც.

საბჭოთა კავშირის ქვეყნებს ეგონათ, რომ 1988 წელს დაწყებული მიტინგების მთავრობის სასახლის წინ ჩატარებას ხელს მე ვუწყობდი და მეკითხებოდნენ კიდეც, რატომ ვიყავი ამის მომხრე. ის, რაც საქართველოში მოხდა, არსად, არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ მომხდარა.

არსებობს დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ მე, ჯუმბერ პატიაშვილს, ჯარი არ მომითხოვია და ხელი არაფერზე მომიწერია.

“წითელმა ჯვარმა” გარდაცვლილთა ექსპერტიზის დასკვნას ხელი არ მოაწერა, რადგან ის, რაც დასკვნაში ეწერა, არ ემთხვეოდა რეალობას. რუსეთიდან ჩამოსულმა პროკურორმა პროფესორ თამარ დეკანოსიძეზე თქვა, რომ არასწორად მოიქცა, როდესაც მოსკოვში ჩასულა, თავის კოლეგა ექიმებს უკითხავთ, ამ დოკუმენტებს, ამ დასკვნებს ხელი როგორ მოაწერეო. მისი პასუხი ყოფილა _ “მაიძულეს”. პროკურორი ამბობდა, დეკანოსიძე აუცილებლად დასაჭერი იყოო. თბილისში რომ ჩამოვიდა ეს ქალბატონი, ტელევიზიით საწინააღმდეგო რამ თქვა. თქვა, რომ იქ დააშინეს. რამდენიმეჯერ შევხვდი, მაგრამ თვალებში შემოხედვა უჭირდა.

იმ წლების ვიდეოჩანაწერები რომ არსებობდეს, სალაპარაკო აღარაფერი მექნებოდა, ყველასთვის ყველაფერი ცნობილი შეიქნებოდა _ ვინ რა ჩაიდინა და რა მოიმოქმედა, თუმცა მჯერა, ისტორია ყველაფერს ფარდას ახდის, თავის სახელს დაარქმევს, მაგრამ ამასობაში ქვეყანა ინგრევა, დაინგრა”.

ჯუმბერ პატიაშვილს იური იზიუმოვის წერილზე კომენტარი ვთხოვეთ. მისი პასუხი მოკლე იყო: ძნელია იმჟამინდელი ამბების გახსენება, იზიუმოვის ეს წერილი რომ წავიკითხე, მოსვენება დავკარგე, ღამეები არ მძინავს. 25 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებზე, ადამიანთა სიბინძურეზე ერმა აგო პასუხი.

რა უნდა გითხრათ იმ დღეებზე? არ ვიცი, რაც ვიცი, ნეტავ, ისიც არ ვიცოდე”.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

4 COMMENTS

  1. „იმ საბედისწერო დღეს ჭყლეტაში დაიღუპნენ, ისევე, როგორც წლების წინათ სტალინის დასაფლავებაზე, და არა, პროვოკატორების მიერ გამოგონილი გაზითა და ნიჩბებით“-ო, – ამის მერე ამას რამე დაეჯერება? „დეპეშა რომ ჩამოვიდა, თბილისში მიტინგი დაიშალა, ეს ასეც იყო დაგეგმილი“-ო, რეალობა სხვაა: გამოცხადდა კომენდანტის საათი, ქალაქში ტანკები დადიოდნენ და უბრალოდ კი არ დადიოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს ვინც საეჭვოდ მოეჩვენათ – ფაილოძე.

  2. შევარდნაძემ და მისმა ლეკვმა სააკაშვილმა დაღუპეს საქართველო !!!

  3. , АЦХОНОС КВЕЛА , КВЕЛА 9 АПРИЛС ДАГУПУЛИ ГМИРИ, МАТ ШОРИС ЧЕМИ МОСЦАВЛЕЕБИ ТАМРИКО ДА НАТИА.

  4. დებილები იყვნენ ის სპექტრი რუსული პოლიტელიტის ვინც მაშინ განაგებდა თორე მე მახსოვს შევარდნაძე იჯდა რიყეზე და იცინოდა!ანუ დასცინა მაგ ელიტას და აჭამა მაგრამ ვერც ხვდება ის ელიტა რომ დასავლეთელები სხვა ხახლია და ის ხალხი იდეებს არ ემსახურებიან იდეალები იბადებიან!
    სტალინი იყო გორელი და შეასრულა ალალათ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here