Home რუბრიკები პოლიტიკა სელფ-პატრიოტიზმი, და ბანერული ყვარყვარიზმი

სელფ-პატრიოტიზმი, და ბანერული ყვარყვარიზმი

1144

გეთანხმებით, ერთობ გაურკვეველი სათაურია, თუკი მშვიდად, გონების თვალით არ შეხედავთ საქართველოში შექმნილ ვითარებას და იმავე პროპაგანდისტული პატრიოტიზმის ტყვეობაში ჩარჩებით, რომელსაც დღეს გვთავაზობს ორივე დაპირისპირებული პოლიტიკური ერთეული საქართველოში.

 

დიახ! ჩვენი ქვეყანა დღეს სწორედ პროპაგანდისტული პატრიოტიზმის ასპარეზად არის ქცეული და ნამდვილი პატრიოტების, ანუ ქვეყნისთვის რეალურად სასიკეთო ან, თუნდაც, მინიმალურად საზარალო გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანები განუკითხავად ინათლებიან სამშობლოს მოღალატეებად.

კატასტროფული ვითარება კიდევ უფრო გაამძაფრა გასულ კვირაში ბანერებით ატეხილმა “ომმა” საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე _ კერძოდ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულის მიმდებარე სოფლებში.

სხვადასხვა პოლიტიკური ძალის, ამ ძალთა ქვემდებარეარასამთავრობო ორგანიზაციებისადა კიდევ მათი ქვემდებარე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ისეთი გავეშებით ეტაკნენ .. სასაზღვრო ბანერებს, გეგონებათ, ბანერებთან ჯიკაობით მართლა კეთდებოდეს რამე.

შთაბეჭდილებაც ისეთია, თითქოს ვინც უფრო გულმოდგინედ წაშლის ამ ბანერებზე დაწერილრესპუბლიკა ირისტონს”, უფრო მაგარიდავით აღმაშენებელიიქნება, ხოლო მერე ვინც უფრო მკვეთრი ფერებით დააწერს ბანერზეპატრიოტი ვარ”, _ უფრო მაგარი დემეტრე თავდადებული.

რეალურად, ამ ხალხის წივილ-კივილს არაფერი მოაქვს სასიკეთო და, თუკი საზარალოს არაფერს მოუტანენ მთლიანად ქვეყანას და განსაკუთრებით, ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას, მადლობელი უნდა დავრჩეთ.

ზუსტად ვიცი _ ჩემთვის წამგებიანი პოზიციიდან ვსაუბრობ. გაცილებით უფრო ეფექტიანია წარბების შეკვრა, _ “ნახეთ, რა პატრიოტი ვარ!” _ გამომეტყველების მიღება და ტლიკინი: “ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ოკუპაციას!” ან “ჩვენ აქტიურად უნდა ვებრძოლოთ რუსეთს!”, ან “ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, არ დავუხაროთ თავი!”, “მე არ მსურს დაჩოქილ საქართველოში ცხოვრება!”…

რა გამოლევს შთამბეჭდავ “პატრიოტულ” ლოზუნგებს!

ერთი ეგ არის, რომ შედეგი არავის აინტერესებს.

არადა, მართლა ვერ ვხვდები, რატომ არის რთული, ჩაჯდე კომფორტულად მანქანაში, მიხვიდე ბანერისდარჭობისადგილზე, ეჯიკაო იმ ბანერს, იყვირო, იბღავლო და შემდეგ ასევე მშვიდობიანად დაბრუნდე შინ?!

მაპატიეთ და, მართლა შევიშალეთ ქართველები. დავიჯერო, ასეთ “მატრაკვეციზმს” საქართველოს მოსახლეობის მართლა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს პატრიოტულ საქციელად?

მაშინ პირდაპირ ვიტყვი: უმცირესობაში ვარ და მიმაჩნია, რომ ბანერებთანსაომრადგავარდნილი ადამიანები იქ საკუთარი თავის რეკლამირებისთვის უფრო აღმოჩნდნენ, ვიდრე სამშობლოს სიყვარულით!

ე.წ. სასაზღვრო ბანერებთან მასობრივად გადაღებულმაფეისბუქსელფებმაკი გენიალური ქართველი დრამატურგის _ პოლიკარპე კაკაბაძის უკვდავი გმირი ყვარყვარე თუთაბერი და მასთანდიდების მოსაპოვებლადმისულისტრატეგიტიტე ნატუტარი გამახსენა.

აბა, მკითხველო, კიდევ ერთხელ გადახედე ბოლო კვირის “სელფ-პატრიოტიზმის” ამსახველ ფოტოებს და შემდეგ გაიხსენე, როგორი რიხით “ამარცხებენ” მტერს და როგორი მონდომებით უბარტყუნებენ მინავლული ბუხრის ნაცარში თუთაბერი და ნატუტარი ჯოხებს და ერთმანეთს შესძახიან: შენც გიყვარს ბუხრის წინ სამშობლოზე ჩაფიქრება, ნაცრის ქექვა და ბღდვირის ადენა?!”

აი, პირდაპირ ვიტყვი, რომ ნებისმიერ იმ “სელფ-ფოტოს” მოუხდებოდა ეს წარწერა!

წინასწარ ვიცი, ზოგიერთის შესაძლო კომენტარიც ამ სტატიაზე:

“მანდ ჯდომას და კლავიატურაზე კაკუნს, სჯობდა, წასულიყავი და ოკუპანტის მიმართ პროტესტი გამოგეხატა!”

კი, წავალ!

ოღონდ მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვიქნები, რომ ჩემს სამშობლოს, ჩემს ხალხს და განსაკუთრებით იქ მცხოვრებ ადგილობრიოვ მოსახლეობას ჩემი მატრაკვეცული “ვაჟკაცობით” ზარალს არ მოვუტან!

წავალ მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვიქნები, რომ მაქვს იმის თავი, იმ დარჭობილ ბანერს რომ ამოვაძრობ მიწიდან, იქვე კი არ დავაგდებ ან მომდევნო “მარიაჟობისთვის” თბილისში კი არ ჩამოვიტან, არამედ ავიღებ და პირდაპირ როკის გვირაბთან გადავიტან!

აი, მაშინ ნამდვილად წავალ, ნამდვილად ვერავინ დამასწრებს წასვლას…

მანამდე კი მაინტერესებს და ვეკითხები ამ უპასუხისმგებლო და უტვინო ადამიანების ბანდას:

რომ გაიძახით, “დაჩოქილ საქართველოში ცხოვრება არ მინდა”-, ამიხსენით, რას უწოდებთ თქვენდაუჩოქებელ საქართველოს”. იმ საქართველოს ხომ არა, რომლის მთვარსარდალმა 3 დღეში ოფიციალურად შეწყვიტა სამხედრო წინააღმდეგობა და ყველა სამხედრო შენაერთს დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება უბრძანა, მიუხედავად იმისა, რა დღეში იყო იმ დროს მშვიდობიანი მოსახლეობა იმ ტერიტორიებისა, რომლებზეც, მისივე ავანტიურის წყალობით, მტერს ომის განახლების საშუალება მიეცა?

გიმეორებთ: მაშინ, როდესაც ქართული სამხედრო შენაერთების ადგილებზე დაბრუნების, ყოველგვარი წინააღმდეგობის შეწყვეტისა და დანებების ბრძანება გაიცა, მტერსბანერებიკი არ გადმოჰქონდა რამდენიმე ასეული მეტრით, არამედ ცოცხალი ძალით იკავებდა ათეულობით კილომეტრ ტერიტორიას! სახლკარს უწვავდა ადამიანებს; არბევდა, კლავდა, სპობდა და ამცირებდა კონკრეტულ ადამიანებს!

მინდა, მივმართო .. ჟურნალისტების იმ ნაწილს, რომელთა ინიციატივითაც იქ მოქალაქეთა ჯგუფი მივარდა და ბანერებს ჯიკაობა დაუწყო: აი, მაგ ბანერებს უკან ტანკები, ტყვია და ცეცხლი რომ მოჰყვეს, გავარდებით ისევ ხურვალეთში, დიცში და კიდევ სხვა სოფლებში და გაუწევთ წინააღმდეგობას რეალურ მტერს თუ მხოლოდ ბანერებთან ჯიკაობა შეგიძლიათ?

პირდაპირ ვკითხოთ ბიბლიოთეკარ ბარნოვს, _ მაშინ რატომ არ მივარდა იქ და რატომ არ ბღაოდა მთელი ხმით: “სად არის სპეცრაზმი?”, აკი, იმ დროს ხსენებული ტერიტორიებიდან არა მხოლოდ სპეცრაზმი, არამედ ყველა სამხედრო თუ პოლიციური დანაყოფიც მოიხსნა და სრულიად დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საჯიჯგნად დაუტოვა თავისივე უგუნური ქმედებებით გაგულისებულ მტერს!

არტისტული ბღავილის დოდოსტატი ბარნოვი, მოგეხსენებათ, ამავე რეგიონის ყოფილი გუბერნატორია. ერთი წამით წარმოიდგინეთ: მაშინ, როდესაც არა მხოლოდ ბანერები გადმოჰქონდა, არამედ რეალური ხოცვა-ჟლეტა მოჰქონდა მტერს ამ ტერიტორიებზე, აი, იმ ხელისუფლების პირობებში რომელიმე ყოფილი გუბერნატორი, თუნდაც ლევან მამალაძე, ასე რომ მივარდნოდა რომელიმე პოლიციელს და ასეთი ხმითა და ასე დამამცირებლად ებღავლა, რა დაემართებოდა მას?

რა თქმა უნდა, ნებისმიერს ძალაუნებურად გაახსენდება “ნაციონალებთან” სამარცხვინოდ დაკავშირებული საყოფაცხოვრებო საგანი _ ცოცხი…

და ეს სამარცხვინო ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს უტიფარი ადამიანები, ნაცვლად იმისა, რომ სირცხვილით სოროებში ჩაძვრნენ, კიდევ ბედავენ ღრიალს, თანაც იმ თემაზე და იმ ტერიტორიაზე, რომლის დაკარგვასა და გაპარტახებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით!

სხვათა შორის, ანდროს მოგვარე მწერალს _ ვასილ ბარნოვს აქვს ერთი მოთხრობა სათაურით “ნამეტნავისაგან გულისა”, რომელშიც ძალიან შეყვარებული ბიჭი ეზოში მოფუსფუსე გოგოს, სხვას ვერაფერს რომ ვერ მოიფიქრებს, დაუყვირებს: “შეგიჭამე ცოცხი!”.

დიდი მწერალი ამ პატარა ნოველას იუმორის ტონით წერს. მისი გვარის შემარცხვენელ ანდროს საქციელს კი იუმორთან ვერაფრით დავაკავშირებთ, თუმცა მართლაც მწარე ირონიით შეგვიძლია ვუთხრათ ამნამეტნავისაგან გულისამოყვირალ ტუტუცს _ “შეგიჭამე ცოცხი!”…

არადა, მხოლოდ ანდროს პრობლემა რომ იყოს, კიდევ არაფერი!

ფაქტია, “ნაციონალების” მონების, ჟურნალისტებად წოდებული სამარცხვინო და უპასუხისმგებლო ადამიანების პოპულისტურ მოწოდებას იოლად წამოეგო არაერთი ჩვენი კოლეგა. დავუშვათ, _ ზოგი გულწრფელად, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ მათი უმეტესობა “სელფ-პატრიოტიზმის” მიმდევარი არ იყოს!

“უმოქმედობას არ შევეგუებით”, _ გაჰკივიან ეს უტვინო და უნამუსო ადამიანები!

კარგი და, აი თქვენნაირი ტუტუცების “მოქმედებამ” რა შედეგი მოუტანა ჩვენს ქვეყანას?

რა თქმა უნდა, უმოქმედოდ არ უნდა ვიყოთ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის საზიანო და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზარალის მომტან “მოქმედებას” იქნებ უმოქმედობაც კი სჯობდეს _ ამაზე დაფირებულა ვინმე?

აჰ, თუმცა, როგორ არა! დაფიქრებულა!

ისევ და ისევ “ნაციონალების” წარმომადგენელი! “პატრიოტიზმი” ხომ მათი “პრივატული სივრცეა” და ვინ პატრიოტია და ვინ მოღალატე, ამასაც ხომ ისინი განსაზღვრავენ, ერთპიროვნულად და უშურველად არიგებენ იარლიყებს!

ა, ბატონო, პარლამენტარი გოგა ხაჩიძე: “ააა, ომი არ გინდათ? არ გამოდის აბა, ისე!”

გოგა-ბატონო, “ისე არ გამოდისო” რომ გაიძახი, “ასე”, ანუ ომით გამოვიდა რამე თავის დროზე?

ააა, ომი გინდა?

გასაგებია, რაშიც არის საქმე! სწორედ “ნაცებს” აძლევთ ახლა ხელს ომი ყველაზე მეტად. ზუსტად ისევე, როგორც 2008-ში, მართლაც გაფარჩაკებულებს ომზე რომ გადაეტანათ ყველას ყურადღება.

არ დამიწყოთ ახლა დემაგოგია, თთქოს ვამბობდე, ომი საქართევლომ დაიწყოო!

არა! ომი კავკასიაში რუსეთმა დაიწყო 300 წლის წინათ! მაგრამ 2008 წლის კონკრეტული სამხედრო ეპიზოდი სწორედნაციონალებისუპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია, რამაც ოკუპანტს მისთვის სასარგებლოდ და სასურველად მოქმედების შანსი გაუჩინა!

დღესაც, უკვე საბოლოოდ მიფარჩაკებულნაციონალურ მოძრაობასმხოლოდ ომი და სამხედრო კონფლიქტის კერა თუ გადაარჩენს, რადგან სხვა შემთხვევაში ისინი ჩაფიქრებულ სამხედრო ავანტიურას ვერ განახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში!

ხოლო რას დაკარგავს ქვეყანა, რამდენი სამხედრო პირი და რამდენი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპება, მათ არც არასოდეს აღელვებდათ და არც ახლა აღელვებთ!

მახსოვს, ანსამბლი “ივერია”, საბჭოთა პერიოდში ერთ სახუმარო სიმღერას მღეროდა: ცივი ომის დამქაშებს არ ვაჭამოთ ხინკალი!”.

აი, ცხელი და ნამდვილი ომის დამქაშები როგორ სასჯელს იმსახურებენ, ამას, ალბათ, ადრე თუ გვიან, გადაწყვეტს და განახორციელებს კიდეც ქართველი ხალხი!

ეს მაშინ მოხდება, როდესაც საზოგადოება მეტად “გაიზრდება” და პროვოკატორი და უპასუხისმგებლო ნაც-არასამთავრობოებისა და ნაც-მედიის ავანტიურისტულ მოწოდებებს ასე იოლად და ბრმად აღარ აჰყვება ე.წ. გულწრფელი საზოგადოება და მედიის “გულწრფელი” ნაწილი!

მანამდე კი, როგორც ვხედავთ, “ბანერული ტიტენატუტარიზმიყვავის საქართველოში და ყვარყვარე ბარნოვისა და ყვარყვარე ხაჩიძის მსგავსლიდერებსნატუტარსტრატეგოსთა გარემოცვა არ აკლია

და აქვე გენიოსი პოლიკარპე კაკაბაძის კიდევ ერთი გენიალური პიესის მთავარი ლაიტმოტივი და კითხვა მინდა გავიმეორო: როდემდე უნდა გვეგონოს კახაბერი ყველა ის ნაცარქექია, რომელიც ბუხარში მინავლულ ნაცარში შემთხვევით კახაბერის ხმალს იპოვის?

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here