Home რუბრიკები საზოგადოება თამაზ ჯაფოშვილი: გორში სტალინის ძეგლის აღდგენას ეწინააღმდეგება პრემიერი ღარიბაშვილი

თამაზ ჯაფოშვილი: გორში სტალინის ძეგლის აღდგენას ეწინააღმდეგება პრემიერი ღარიბაშვილი

1043

თავის დროზე სააკაშვილის პარლამენტმა ყოვლად უაზრო კანონის მიღებით «გააბედნიერა» ჩვენი ქვეყნის გაძვალტყავებული მოსახლეობა. ამ საკანონმდებლო მარაზმის კლასიკას ცინიკურად «თავისუფლების ქარტია» უწოდეს და მისი მიზანია თურმე: «…ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა (რა სიტყვაა! _ ავტ.), ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა».

 

როგორც მიხვდით, «საკულტო ნაგებობებში» იგულისხმება დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალები. ამით ბატონმა დეპუტატებმა მიაფურთხეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს მომავალი თაობების, ანუ ჩვენი თავისუფლებისთვის… ამ ე. წ. კანონში გაურკვეველია, რომელი ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრაზეა საუბარი. ეს ბარელიეფები, წარწერები და ა.შ. დიდი ხანია, წარმატებით აღმოფხვრა გამსახურდიასა და შევარდნაძის ხელისუფლებებმა; აღარაფერს ვამბობ სააკაშვილზე და მისი ხროვის საქმიანობაზე ამ «აღმოფხვრების» სფეროში; მარტო ქუთაისში მემორიალის აფეთქება რად ღირს. ამ ბარბაროსობამ დედა-შვილი შეიწირა…

ისე, ეს «თავისუფლების ქარტია» ღირსია ცალკე საუბრისა მისი აბსურდულობის გამო. თუ საბჭოთა სიმბოლიკის ნაშთების მოძებნა ჯერ კიდევ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში, ფაშისტურზე რა მოგახსენოთ? სადაა საქართველოში ეს «ფაშისტური სიმბოლიკა»?! ეგებ, სახელმწიფოს ახლანდელი დროშა, რომელიც ერთდროულად «ნაცების» პარტიული «ბაირაღიცაა».

ამ წინასაახალწლოდ კი, საქართველოს პარლამენტმა მესამე და ბოლო მოსმენით, 87 ხმით სამის წინააღმდეგ, მიიღო ცვლილებები «თავისუფლების ქარტიაში», რომელიც  მიზნად ისახავს «კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის აღმოფხვრის მექანიზმის შექმნას». ეს ცვლილებები ძალაში შევა მისი გამოქვეყნებისთანავე და ორი თვის განმავლობაში, მისი ძალაში შესვლის დღიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომლებშიც შევლენ საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები. ხსენებული კომისია მიიღებს გადაწყვეტილებებს კომუნისტური და ფაშისტური სიმბოლიკების აღმოფხვრაზე. კომისიის მითითებების შეუსრულებლობას მოჰყვება ჯერ გაფრთხილება, ხოლო შემდგომ _ ადმინისტრაციული ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ამ «ქარტიის» ერთერთმა ავტორმა, უწინ «ნაციონალების», ახლა კი «ქართული ოცნების» მთავარმა იდეოლოგმა, ლევან ბერძენიშვილმა თავისი  «საფირმო» ბრიყვული ღიმილიანი გამომეტყველებით განაცხადა, რომ ცვლილებების მიღება სტალინის ძეგლების აღდგენის მრავალმა ფაქტმა გამოიწვია

და, აი, თელავში, ბოკერიას მეუღლის თაოსნობით, ჩატარდა მორიგი «შავი მესა» _ დაინგრა სტალინის ძეგლი. ჩადენილის განმარტებისთვის მივმართე ი. ბ. სტალინის ფონდის თავმჯდომარეს, საქართველოს მემარცხენე-სოციალისტური ძალების პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარეს _ თამაზ ჯაფოშვილს.

_ ბატონო თამაზ, როდის შეიქმნა თქვენი ფონდი და რა მიზნებს ემსახურება ის?

_ «ი. ბ. სტალინის ფონდი» შეიქმნა 2013 წლის 1 თებერვალს. მისი მიზანია, საქართველოს მასშტაბით, ომში დაღუპულთა მემორიალების და სტალინის ძეგლების აღდგენა იქ, სადაც ისინი დაანგრიეს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღგვედგინა . . სტალინის ძეგლი ქალაქ გორში, რომელიც 2010 წლის ზაფხულს, დასავლეთის კატეგორიულიმეგობრული რჩევით”, დაამხეს ჩვენი სამშობლოს დაუძინებელმა მტრებმა _ «ნაციონალებმა».

ამჯერად, ჩვენს ფონდში შემოსულია 7 ათასი ლარი. აქედან, 6.500 ლარი გადავრიცხეთ გორში სტალინის ძეგლის აღსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ გორის მოსახლეობის 90% თანახმაა, აგრეთვე, არსებობს გორის საკრებულოს გადაწყვეტილება სტალინის ძეგლის აღდგენის შესახებ და ამის შესრულება, სულ რაღაც, ორი საათის საქმეა, მაინც, წინააღმდეგობას ვაწყდებით.

_ სანამ მოწინააღმდეგეებზე ვისაუბრებთ, მაინტერესებს, თქვენს ფონდში საიდან გაჩნდა ეს თანხა _ 7 ათასი ლარი?

_ ეს უბრალო მშრომელმა ხალხმა შემოსწირა ფონდს, ვის რამდენი შეეძლო: ზოგმა ხუთი ლარი ჩარიცხა, ზოგმა _ 20 და ზოგმაც _ 500 ლარი. მერწმუნეთ, სუფთა ფულია! ეს არაა ბინძური ევრო-ამერიკული გრანტი!

_ და კიდევ ერთი კითხვა: რამდენი ხელმოწერა შეაგროვეთ გორში?

_ გორში და მის ახლოს მდებარე სოფლებში შევაგროვეთ 20 ათასზე მეტი ხელმოწერა, რაც საკმარისზე მეტია!

_ ახლა დავუბრუნდეთ მოწინააღმდეგეებს. ვინ ეწინააღმდეგება სტალინის ძეგლის დაბრუნებას?

_ რესპუბლიკელები და «ნაციონალები», რომლებიც, უეჭველად, ერთი ბანდაა, ანუ ერთი ბატონის _ მამონას მონებია!

_ ბატონო თამაზ, ამიხსენით: თუ გორის საკრებულომ მიიღო დადგენილება ძეგლის აღდგენაზე, ამ გადაწყვეტილებას ხომ კანონით წინ ვერავინ აღუდგება, მაგრამ ძეგლი აღდგენილი არაა. რას ელოდება საკრებულო?

_ მართალი ბრძანდებით, საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სტალინის ძეგლი დაიდგას მუზეუმის ტერიტორიაზე, ხელმოწერებიც არის, ფულიც, ენთუზიაზმიც, პირად საუბრებში საკრებულოს თავმჯდომარეც თანახმაა, მაგრამ…

_ რა «მაგრამ»?

_ ჯერ გვეუბნებოდნენ, ვილნიუსის სამიტი ჩატარდესო, თავი შევიკავოთო, რადგან სტალინის ძეგლის დადგმითო ჩვენს დელეგაციას ხელი არ შევუშალოთო. ჩვენ თავი შევიკავეთ და მოვტყუვდით. სამიტმაც ჩაიარა… 15 დეკემბერს ძეგლის აღსადგენად ყველაფერი იყო მზად, შევიკრიბეთ საკრებულოსთან და იქ მისმა წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ძეგლის აღდგენას ეწინააღმდეგება თვით ღარიბაშვილიო; მან ვილნიუსში განაცხადაო, რომ საქართველოში სტალინის ძეგლი არ დაიდგმებაო.

_ მართლა განაცხადა?

_ სამწუხაროდ, მართლა ასეა… და, აქედან გამომდინარე, გორის საკრებულო ძეგლის აღდგენაზე თავს იკავებს.

_ ბატონო თამაზ, აქვს თუ არა პრემიერს იმის კანონიერი უფლება, რომ საკრებულოს დადგენილებას . . ვეტო დაადოს?

_ პრემიერს ამის უფლება არ აქვს. საკრებულოს დადგენილების გაუქმება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია!

_ გამოდის, პრემიერიც და საკრებულოც კანონს არღვევენ?

_ არღვევენ! დიდად არაფერი შეცვლილა. პირველი პირის ახირებაც კი საკრებულოსთვის კანონია!

_ რას იტყვით, კანონზე _ «თავისუფლების ქარტიაზე»?

_ ესაა მაგალითი ხალხის უგულვებელყოფისა და ხალხზე მიფურთხებისა! ესაა იმ 300 ათასზე მეტი დაღუპული ქართველის ხსოვნის შეურაცხყოფა და იმ ვეტერანებისა, რომლებიც სამამულო ომში იბრძოდნენ და დღესდღეობით ცოცხლები არიან. ამ ხალხმა ჩვენ მშვიდობა მოგვიტანა და ფაშისტური მონობისგან გვიხსნა. რომ არა ეს ვეტერანები, ჩვენ, შესაძლოა, აღარ გვეარსება, როგორც ერს!

ეს ძეგლები, მემორიალები სტალინის სახელთანაა დაკავშირებული. ამ ხსოვნის განადგურება დაიწყო . . ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობიდან, რომელსაც, უფრო უპრიანია, ვუწოდოთ ეროვნულდამანგრეველი მოძრაობა, და ეს ვანდალიზმი დღემდე გრძელდება!

_ ამ კანონით სტალინის მუზეუმის არსებობაც ეჭვის ქვეშაა!

_ 2008 წელს, როცა «ჩვენი» ლაჩარი «მთავარსარდალი» გორიდან გარბოდა, მასთან ერთად იმყოფებოდა საფრანგეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი. სააკაშვილმა შესთავაზა მას, ერთად გაქცეულიყვნენ, რაზეც მინისტრმა ცივად უპასუხა: როგორც იქნა, გორში აღმოვჩნდი _ და თავს ვერ ვაპატიებ, რომ სტალინის მუზეუმი არ დავათვალიეროო!

_ მახსოვს ეს ამბავი და გეტყვით, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, ეს არაფრით გამორჩეული პიროვნება მითოლოგიურ გმირად მომეჩვენა!

_ სტალინის ძეგლები და მემორიალური დაფები ევროპის ყველა დედაქალაქშია! შარშან ამერიკაში, ბედფორდში, სამხედრომემორიალურ კომპლექსის ტერიტორიაზე გახსნეს სტალინის შესანიშნავი ბიუსტი! ჩინეთში კი, დაფიქსირებულია 72 (სამოცდათორმეტი!) ათასი ძეგლი; და, აი, ამ დროს სტალინის სამშობლოში, მის მშობლიურ გორში ვიღაც მედროვე ღარიბაშვილის ბრძანებით, ძეგლი არ იდგმება!

_ ბატონო თამაზ, იმ დღეს, როდესაც ამ სამარცხვინო «თავისუფლების ქარტიაში» ცვლილებებს ამტკიცებდნენ, პარლამენტში ვიღაცამ (თუ არ ვცდები, ვოლსკიმ) განაცხადა, რომ ეს კანონი არაა მიმართული იმ მოხუცებულთა ძალზე პატარა ჯგუფის მიმართ, რომლებსაც აქვთ სიმპათიები სტალინისადმიო. თქვენს ორგანიზაციაში ახალგაზრდები თუ გყავთ?

_ მე შემიძლია იმის თქმა, რომ ეს დეპუტატი საერთოდ მოწყვეტილია ცხოვრებას და არ იცის, რომ სტალინს საქართველოში მომხრეთა მილიონიანი არმია ჰყავს. ადრე გაცილებით ნაკლები იყო სტალინის მომხრე, მაგრამ ამ «ეროვნული» ხელისუფლების შემხედვარეებმა, სტალინისკენ გადაიხარეს! ჩვენი ორგანიზაციის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ ახალგაზრდები 20-40 წლამდე, აღარაფერს ვამბობ იმ ჯან-ღონით სავსე ადამიანებზე, რომლებმაც 50 წლის ზღვარს გადააბიჯეს. ისე, ეს ვოლსკი მართალია! სამწუხაროდ, უხუცესები ჩვენთან მცირე ჯგუფს შეადგენენ…

_ საინტერესოა, როგორ შეაფასებთ თელავში მომხდარ ბარბაროსობას

_ თელავში სტალინის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა არასამთავრობო, არაკომერციულმა იურიდიულმა პირმა «სამოქალაქო განათლების ფონდმა», რომლის დამფუძნებლები არიან თამარ ჩერგოლეიშვილი, კახა ბენდუქიძე, გია ნოდია და მათნაირი არარაობები. ძეგლის დემონტაჟისთვის 1150 ლარი გამოყო თელავის მუნიციპალიტეტმა, ამათ კი თელაველებს 650-ლარიანი მომსახურება შესთავაზეს. აღსანიშნავია, რომ ამ ე. წ. ფონდის გარდა, ტენდერში მონაწილეობა არავინ იკადრა და, ფაქტობრივად, ტენდერი ერთპიროვნული იყო და, ბუნებრივია, ჩერგოლეიშვილ-ბენდუქიძე-ნოდიას «ფონდმა» უკონკურსოდ გაიმარჯვა.

საინტერესოა, რომ «სამოქალაქო განათლების ფონდი», თავის წესდებიდან გამომდინარე, მსგავსი პროექტებითა და მსგავსი ტენდერებით არ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, რადგან მის მიზანს და მის ფუნქციას ასეთი რამ არ წარმოადგენს. მაშ, რატომ გამოიჩინა ინიციატივა ამ «ფონდმა»? ძალიან საინტერესო იქნება ამ «ფონდის» საფინანსო საქმიანობაში გარკვევა; რომელი დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ მას, რა მიზნით? და რა მიზნებს ემსახურება ამ «ფონდის» საქმიანობა საქართველოში? ამის დადგენა აუცილებელია და ამას ჩვენ გავარკვევთ!

მანამდე კი, ჩვენი ორგანიზაცია მთელ ძალას იხმარს, რომ ეს სამარცხვინო (უპირველეს ყოვლისა, მისი ავტორებისთვის) «თავისუფლების ქარტია», გაუქმდეს. საჩივარს პარლამენტშივე შევიტანთ, რითაც პარლამენტარებს ავუხსნით, რომ ეს ე.წ. კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს! მართლაც, ვისი რა საქმეა, მე ჩემს ტერიტორიაზე _ სახლში, დაწესებულებაში, ავტომანქანაში _ მექნება თუ არა საბჭოური სიმბოლიკა და სტალინის სურათები?! მერე, თუ დააკვირდით, ამ «კანონით» ისევ ხდება პოლიციის ჩათრევა პოლიტიკაში, აკი შინაგან საქმეთა სამინისტროში კომისია უნდა შეიქმნასო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას სიმბოლიკებთან დაკავშირებითო! როგორც ჩანს, სააკაშვილის «საქმეს და იდეებს» ახალი ხელისუფლებაც აგრძელებს, ოღონდ, იმ გონებაშეზღუდული არამზადისგან განსხვავებით, «ოცნება» ამ სისაძაგლეს უფრო მზაკვრულად განახორციელებს. ბოლოს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტარებს: გოგი ქავთარაძეს, სოსო ჯაჭვლიანს და გელა გელაშვილს, რომლებიც წინ აღუდგნენ ამ დისკრიმინაციულ კანონს, რითაც ჩვენს უზნეობაში და აპათიაში მყოფ საზოგადოებას მაღალი მოქალაქეობრევითი მაგალითი მისცეს!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. ცოტა ხანში ესენი ერეკლე 2-ის ძეგლსაც აიღებენ. იტყვიან გიორგევსკის ტრაქტატი დადო და რუსეთი შემოიყვანაო.წავიდნენ რა საქმე აკეთონ რეებს დაზდევენ სირცხვილია.სტალინი მართლა მაგარი იყო და თანაც ქართველი გლეხი რომელმაც მსოფლიო შეცვალა.ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს საგანძური რო დააბრუნა ვისი დახმარებით მოხდა სტალინის თუ რუზველტის

  2. ხალხნო ეს ხომ სირცხვილია.სტალინმა რა ტკმა უნდა ცაიდინა ბევრი ცუდი/მაგრამ დარცმუნებული ვარ,დამსმენმა ცურბელებმა უფრო მეტი/ეს ხომ ისტორიული ფიგურაა,რომელმაც მოსპო ფასჰიზმი,რომელმაც აგადგინა ნანგრევებიდან ეს ვებერტელა კვეკანა.ნუტუ ისეტი დანასჰაულია რომ იკოს ამ ადამიანის დზეგლი მის მსჰობლიურ გორსი,ეს ხომ ისტორიაა.ამხელა ამბავი სჰეგეკმნატ როცა ველოსიპედების დზეგლს გიდგამდნენ რუსტაველზე ფისუნიებო
    მარტლაც ნამდვილად საკმის კეტება ჯობია ამას.სტალინმა რომ გააკეტა იმის მე10000 მაინც

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here